Home

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

სოფლის ექიმის სამუშაო ყოველდღიურობა:

 

– ექიმო, თავი მტკივა და უკანალიც!

– ეს აბი ორად გატეხე და ორივე ერთად დალიე. შემდეგი!

 

– ექიმო, ყველაფრის მეშინია და... საშიში ხომ არაფერია?!

– ბუუუ!!! შემდეგი!

 

– ექიმო, როგორ ჯობია ვიწვე – თავი ჩრდილოეთით თუ სამხრეთით?

– მთავარია ფეხებით წინ არ იწვე. შემდეგი!

 

– ექიმო, ჩემმა ცოლმა ხმა დაკარგა, რა ვქნა?

– ღამის სამ საათზე მიდი სახლში მთვრალი. შემდეგი!

 

– ექიმო, უმიზეზოდ ვნერვიულობ ხოლმე!

– ექთანო, კუჭის ასაშლელი! აჰა და აღარ ინერვიულებ უმიზეზოდ. შემდეგი!

 

– ექიმო, ვახველებ!

– ექთანო, კუჭის ასაშლელი! მორჩა, აღარ დაახველებ. შემდეგი!

 

– ექიმო, ფეხი არ მირჩება, ყავარჯნები ვეღარ გადავაგდე!

– ექთანო, კუჭის ასაშლელი! აბა, დაყარე ყავარჯნები და გაიქეცი! შემდეგი!

 

 

– ექიმო, კუჭი მაქვს აშლილი, სულ ტუალეტში დავრბივარ!

– ექთანო, კუჭის ასაშლელი! აღარ ირბენ, სულ მანდ იჯდები. შემდეგი!

 

– ექიმო, ბოლო დროს რაღაც მგელივით მადა მაქვს...

– ვეტერინართან! შემდეგი!

 

– ექიმო, თავის მოკვლა მინდა... რა ვქნა?

– ბევრი მეთოდია, მაგრამ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. შემდეგი!

 

– ექიმო, ორი ზოლი მაქვს და ორსულად ვარ?

– რა ვიცი, მე მგონი ზებრა არა ხარ. შემდეგი!

 

– ექიმო, კბილები გამიყვითლდა!

– აჰააა... ყავისფერი ჰალსტუხი მოგიხდება. შემდეგი!

 

– ექიმო, ფეხების პრობლემა მაქვს!

– მადლობა თქვი, რომ უფეხობის პრობლემა არა გაქვს! შემდეგი!

 

– ექიმო, სარკეში რომ ვიხედები, გული მერევა, რა მჭირს?

– კარგი მხედველობა გაქვს. შემდეგი!

 

– ექიმო, ამბობენ ვენერიული დაავადებებისგან ჩაი იცავსო და მანამდე უნდა დავლიო თუ იმის შემდეგ?

– იმის ნაცვლად. შემდეგი!

 

– ექიმო, რატომღაც ყველა მაიგნორებს!

– შემდეგი!

  

– ექიმო, მიშველეთ – უჩინარი გავხდი!

– ა!... ვინ ლაპარაკობს?!

 

 


 

ეს ჩემი პერსონალური საიტია PDF Print E-mail

 

პერსონალურ საიტს კი - თავისი პერსონალური წესები აქვს.

 

ჩემს საიტზე ასეთი წესებია:

  1. აკრძალულია იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც არ გინდათ. და პირიქით.
  2. ნებადართულია იმის გაკეთება რისი გაკეთებაც გინდათ. და პირიქით.

 

წესები, როგორც ხედავთ ბევრი არ არის, სამაგიეროდ სრულია და შინაარსიანი.

 

აი კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა:
  • თუ გინდათ გაიგოთ, რის გაკეთება გინდათ, თქვენთვის ლინკებია მარცხნივ.
  • თუ გინდათ მე გავიგო, თქვენ რა გინდათ - ამისათვის არის ფორუმი და სტუმართა წიგნი.
  • თუ თავი მოგაბეზრათ ამ ყველაფერმა, ერთი კარგი ღილაკია ზედა მარჯვენა კუთხეში.

და რაც მთავარია:

 

თქვენ ჩემთვის უფრო მეტი ხართ, ვიდრე უბრალოდ სტუმარი.

 

მეც ვეცდები, ეს საიტი თქვენთვის უფრო მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ საიტი.

 

აი, თუ არ გჯერათ – მიიტანეთ კურსორი ყურშას სურათთან – არ მენანება:

 

 


 

Last Updated on Tuesday, 08 July 2014 04:02