Home მხიარული გვერდები უნიები განტოლებები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

კოვბოები, ჯიმი და ჯეკი, პრერიებში ცხენებს მიაგელვებენ. ჯიმის ჯიბეში დოლარი აქვს. ჯეკს დოლარი არა აქვს, და თავს უბედურად გრძნობს იმის გამო, რომ მას, ჯეკს, დოლარი არა აქვს, იმას, ჯიმის კი - აქვს.

ამ დროს რას ხედავენ - ბილიკზე ცხენის განავალია (ჩონჩორიკი რომ ჰქვია) დახვავებული.

- მომისმინე, ჯიმ -  გაუელვა ჯეკს თავში ბრწყინვალე აზრმა (ნამდვილი კოვბოის შესაფერისმა) - მოდი, შენს დოლარზე დავნაძლევდეთ, რომ ამ განავლის ნახევარს შევჭამ, თუ წავაგე, მთელი ცხოვრება შენი მსახური ვიქნები.

ჯიმს თავისი დოლარი ძალიან ენანებოდა, მაგრამ ამაყი კოვბოი სანაძლეოზე უარს როგორ იტყოდა; თან, "ეგ რა განავლის შემჭმელია, ეგ უბედურიო" - გაიფიქრა, და დათანხმდა.

მწარედაც მოტყუვდა მეგობრის შეფასებაში - ჯეკი ცხენიდან ჩამოვიდა, განავალი ორ ტოლ ნაწილად გაყო და ვაჟკაცურად შეჭამა ერთი ნახევარი; ბალახიც კი ატლიკა.

რაღას იზამდა ჯიმი - მისცა ჯეკს დოლარი და ჯდება ცხენზე წუთისოფლის ბედუკუღმართობის მწარე შეგრძნებით, რომ მას, ჯიმის, აღარა აქვს დოლარი, ხოლო იმას - ჯეკს, დოლარი აქვს. ამ დროს...

ჯიმიც კოვბოია, და მასაც მოსდის ბრწყინვალე აზრები:

- მომისმინე, ჯეკ - ეუბნება მეგობარს - მოდი, შენს დოლარზე დავნაძლევდეთ, რომ ამ განავლის მეორე ნახევარს შევჭამ, თუ წავაგე, მთელი ცხოვრება შენი მსახური ვიქნები.

თავისი დოლარი ჯეკსაც ძალიან ენანებოდა, მაგრამ ამაყი კოვბოი უკან ვერ დაიხევდა; თან, "ყველას კი არ შეუძლია ნახევარი განავალი შეჭამოსო" - გაიფიქრა, და დათანხმდა.

წაუხდა ჯეკსაც ანგარიში - შეჭამა ჯიმიმ მეორე ნახევარი. დაუბრუნა ჯეკმა დოლარი. შესხდნენ ცხენებზე და გააგრძელეს გზა.

- ეჰ, ჯიმ - ეუბნება კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ჯეკი - დოლარი შენ გქონდა, ახლაც შენა გაქვს; რა ტყუილად შევჭამეთ ის განავალი!

 


PDF Print E-mail
Written by Administrator   
Saturday, 15 August 2009 22:50
 
განტოლებები
 
(რუნეტიდან)

 
განტოლება 1

ადამიანი = ჭამა + ძილი + მუშაობა + გართობა
მაიმუნი =
ჭამა + ძილი

აქედან:
 
ადამიანი = მაიმუნი + მუშაობა + გართობა 

ანუ:
 
ადამიანი - გართობა = მაიმუნი + მუშაობა
ადამიანი - მუშაობა  = მაიმუნი + გართობა 
ადამიანი - გართობამუშაობა = მაიმუნი

შედეგი 1: ადამიანი, რომელიც არ ერთობა, იგივეა, რაც მაიმუნი, რომელიც მუშაობს.
 
ქვეშედეგი 1.1: ადამიანი, რომელიც არ მუშაობს, იგივეა, რაც მაიმუნი, რომელიც ერთობა
ქვეშედეგი 1.2: ადამიანი, რომელიც არც მუშაობს და არც ერთობა, იგივეა რაც მაიმუნი.
 

განტოლება 2

კაცი =
ჭამა + ძილი + ფულის შოვნა
მაიმუნი = ჭამა + ძილი

 
აქედან:
 
კაცი= მაიმუნი + ფულის შოვნა

ანუ:
 
კაცი - ფულის შოვნა = მაიმუნი

 
შედეგი 2: კაცი, რომელიც ფულს არ შოულობს, იგივეა, რაც მაიმუნი.



 
განტოლება 3

ქალი =
ჭამა + ძილი + ფულის  ხარჯვა
მაიმუნი = ჭამა + ძილი

აქედან:
 
ქალი = მაიმუნი + ფულის ხარჯვა

ანუ:
 
ქალი - ფულის ხარჯვა =  მაიმუნი

შედეგი 3: ქალი, რომელიც არ ხარჯავს ფულს, იგივეა, რაც მაიმუნი.
 
 
 
დასკვნა
 
 
 
 
2 და 3 განტოლებებიდან:
 
კაცი, რომელიც არ შოულობს ფულს = ქალი, რომელიც არ ხარჯავს ფულს
 
 
ასე, რომ:
 
კაცი შოულობს ფულს, რათა ქალი არ გახდეს მაიმუნი (აქსიომა N 1) და
ქალი ხარჯავს ფულს, რათა კაცი არ გახდეს მაიმუნი (აქსიომა N 2).

და რა გამოდის აქედან?

კაცი + ქალი = მაიმუნი + ფულის შოვნა + მაიმუნი +  ფულის ხარჯვა
 

მოკლედ, N 1 და N 2 აქსიომების თანახმად, შეიძლება დავასკვნათ, რომ:

 
კაცი + ქალი = 2 მაიმუნი, რომლებიც ბედნიერად ცხოვრობენ ერთად!
 
 
 
 
 
Last Updated on Saturday, 28 February 2015 02:16