Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

შტირლიცი დილით გამოსაფხიზლებელში იღვიძებს. არაფერი არ ახსოვს. "ნეტა რა მოხდა? – ფიქრობს – ის მაინც ვიცოდე სად ვარ, გერმანელებთან თუ რუსებთან. მოდი ასე ვიზამ – თუ გერმანელი ზედამხედველი შემოვა, ვეტყვი, რომ შტანდარტენფიურერი შტირლიცი ვარ, ხოლო თუ რუსი შემოვიდა, პოლკოვნიკი ისაევი ვარ–მეთქი..."

იღება კარი და შემოდის რუსი ზედამხედველი:

–  ოხ, რა მთვრალი იყავით წუხელ, ამხანაგო ტიხონოვ!

 


 

ფრაზები

 

 

 

  1. ოჯახში ცოლი და ქმარი თანასწორუფლებიანია. განსაკუთრებით ცოლი.
  2. როგორ გებულობს თემიდა, საით გადაიხარა სასწორი? 
  3. – რას მომშტერებიხარ, როგორც ვინდოუსი ახალ მოწყობილობას?
  4. ინდა ბევრი $–ები? დააჭირე "Shift"–ს და "4"–ს ერთდროულად და გეჭიროს რამდენიც გინდა.
  5. კარგია, როცა ხელფასს გაძლევენ. კიდევ უკეთესია, როცა შენ აძლევ.
  6. ნიუტონი ვაშლის ბაღში ისვენებდა ხოლმე; აინშტაინი კი ეტყობა კანაფის ველზე სეირნობდა...
  7. მე დავამტკიცე, რომ ფულში არ არის ბედნიერება. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გამომიგზავნეთ $10.
  8. მშობლებო! ეცადეთ ბავშვები ნაკლებად იყონ ინტერნეტში, თორემ სულ დადებილდა ინტერნეტი!
  9. ჩვენ ყველანი პედოფილები ვიყავით ოდესღაც – აბა გაიხსენეთ ვის დასდევდით მე–6 კლასში?
  10. თუ ვერაფერში ვერ აღწევ წარმატებას, გადახედე წარმატების კრიტერიუმებს!
  11. იქონიე შთამომავლების იმედი, მაგრამ გაითვალისწინე, რომ წინაპრებს შენი იმედი ჰქონდათ.
  12. – რას შემომთავაზებ ჩემი უანგარო სიყვარულის სანაცვლოდ?
  13. გამოცდილება – ეს არის ის, რასაც ღებულობ, როცა ვერ ღებულობ იმას, რაც გინდოდა.
  14. თუ ამბობ იმას, რასაც ფიქრობ, მაშინ იფიქრე იმაზე რას ამბობ.
  15. – დამიჯერე რასაც გეუბნები: არ დაუჯერო არავის! 
  16. კანონი არის კომპრომისი სამართალსა და სახელმწიფოს შორის.
  17. ადამიანი არასოდეს არაა ისე ახლოს სრულყოფილებასთან, როგორც ანკეტის შევსების დროს.
  18. კინო "საქართველოზე" წავიკითხე წარწერა: "15 სექტემბრიდან ყველაფერი კარგად იქნება". ჩავფიქრდი...
  19. როგორ ვიპოვოთ ბნელ ოთახში შავი წინდები?
  20. – შენზე უკეთესები გიგაბაიტები მაქვს ინტერნეტიდან გადმოქაჩული!
  21. გათხოვება მირაჟივითაა – ხედავ ოაზისს: სასახლე, პალმები, აქლემები... მერე ჯერ სასახლე ქრება, შემდეგ პალმები, და რჩება ერთი აქლემი...
  22. ქორწინებამდე შეყვარებულები ერთმანეთს ეძახიან ცუგას, ბოჩოლას, ჩოკინას... ქორწინების შემდეგ ცხოველები იზრდებიან, იზრდებიან...
  23. კაენიც ძმა იყო!
  24. – ბანკში მითხრეს პაროლად ძაღლის სახელი არ შეიძლებაო. რა ცუდია! ...ეე... qZ#!8a13_gV4, ჩამოდი ტახტიდან ეხლავე!
  25. – ვისაც ჩვენი ჰუმანურობის არ სჯერა, საკუთარ სისხლში ჩავახრჩობთ!
  26. – იმდენი საქმე მაქვს, მანქანა რომ დამეტაკოს მომავალ პარასკევამდე ვერ მოვიცლი სიკვდილისთვის!
  27. ქალი – ეს არის ნაზი, უმწეო არსება, რომელთანაც არაფერი არ გაგივა.
  28. თუ ცხენი გეუბნება – გაგიფრენიაო, დაუჯერე!
  29. ჭკვიანებმა უკვე გვირჩიეს, რის რჩევაც შეიძლებოდა. სულელებისაგან განსხვავებით.
  30. – იცი, მე შემიძლია სხვისი აზრების წაკითხვა! ჰო, ჰო, კარგი... მივდივარ...
  31. – მე ჩავწვდი ჭეშმარიტებას! სადაა ღვინო?
  32. მარტოობაც ამას ჰქვია – სპამის მოსვლა რომ გიხარია...
  33. ქმრები არსებობენ ორი კატეგორიის – ერთგულები და პატიოსნები.
  34. სიზმრებს ყველა ხედავს, უბრალოდ ყველას არ სძინავს ამ დროს.
  35. სინოპტიკოსები არ იტყუებიან – მხოლოდ ადგილები და თარიღები ეშლებათ ხოლმე.
  36. – იმდენი საქმე მაქვს, ვერაფრით ვერ ვასწრებ ყველას დაკიდებას!
  37. გიყვარდეს მოყვასი შენი, ქერათმიანიც და შავგვრემანიც!
  38. სამ რამეს შეიძლება უსასრულოდ უყურო – ცეცხლს, წყალს, და როგორ აყენებს ქალი მანქანას.
  39. სამი რჩევა კბილების შესანარჩუნებლად: 1. დღეში ორჯერ გაიხეხე კბილები; 2. წელიწადში ორჯერ მიაკითხე სტომატოლოგს; 3. არ ჩაყო ცხვირი სხვის საქმეებში.
  40. დაიკარგა შავი დიპლომატი. მპოვნელს ვთხოვთ მოიყვანოს ნიგერიის საელჩოში.
  41. სადამდე მივიდა ტექნიკა – უკვე ვირუსებს ჩვეულებრივი ფოსტით აგზავნიან...
  42. როგორ გავყო ლოგიკური დისკი ორ ფიზიკურად?
  43. დემოკრატია – ეს არის, როცა ყველა იმას აკეთებს, რასაც მთავარი დემოკრატი იტყვის.
  44. ნებისმიერი მანქანა გაგიძლებს მთელი ცხოვრება, თუ საკმარისად ჩქარა ივლი.
  45. სულელს თუ ეკამათები, ნუ გაბრაზდები მასზე – ისიც ხომ იგივეს აკეთებს!
  46. სანამ მე ასჯერ გავზომავდი, ვიღაცამ უკვე გაჭრა.
  47. დაუმთავრებელი გამოკვლევების ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ ათიდან სამი...
  48. მე თვითმფრინავით ფრენის კი არ მეშინია – ჩამოვარდნის მეშინია!
  49. გუშინ ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს მე–100 000 პაციენტს; პრეზიდენტმა წარმოსთქვა საზეიმო სიტყვა და გაუკეთა პირველი კვეთა.
  50. ორ რამეზე არ უნდა ინერვიულო – რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება.
  51. – მეორეშიც რომ გამარტყამენ, მერე რა ვქნა?
  52. განცხადება:  დაიკარგა 1000 დოლარი. მპოვნელი დასაჩუქრდება.
  53. განცხადება: დაიკარგა დიდი შავი ძაღლი. მპოვნელი – ღმერთმა აცხონოს.
  54. – განაგრძეთ, განაგრძეთ! მე ყოველთვის ვამთქნარებ, როცა რამე მაინტერესებს...
  55. ჩვენ მოგემსახურებით სწრაფად, იაფად, ხარისხიანად, აირჩიეთ ნებისმიერი ორი.
  56. ვისაც უნდა, შესაძლებლობებს ეძებს; ვისაც არ უნდა – მიზეზებს.
  57. ბოლო ყოველთვის კეთილია; ასე რომ თუ რამე ცუდადაა, ეს მხოლოდ დასაწყისია :(
  58. იცხოვრე ისე, რომ გახსენება გრცხვენოდეს, მაგრამ გსიამოვნებდეს :)
  59. ნერვიული ის კი არ არის, ვინც მაგიდაზე თითებს აკაკუნებს, არამედ ის, ვისაც ეს აღიზიანებს.
  60. ვინაა ბედნიერი – ვისაც ყველაფერი აქვს, თუ ვისაც არაფერი სჭირდება?
  61. ცხოვრება საკაიფო რამეა – ხან ჩვენ ვეკაიფებით, ხან ის გვეკაიფება...
  62. არასოდეს უთხრა მეგობარს ის, რაც არ უნდა იცოდეს შენმა მტერმა.
  63. სანამ მისი გულის გასაღები ვიპოვე, მან საკეტი გამოცვალა...
  64. ფული არ არის ბედნიერება, უფულობაა უბედურება!
  65. იყავი ის, რაც ხარ – ყველა სხვა როლი უკვე დაკავებულია.
  66. ადრე იყო კითხვა: "რა ვაკეთოთ?". ახლა – "სად წავიდეთ?"
  67. კორუფციასთან ბრძოლაში დახარჯული თანხები იგივე ხომ არ არის, რაც ლოთობასთან ბრძოლაში დახარჯული არაყი?
  68. სიყვარულის ნამდვილი გამოცდა ხანგრძლივი განშორება კი არა – ხანგრძლივი ერთად ყოფნაა.
  69. მოუსმინეთ, რას ლაპარაკობენ ჩემს შესახებ – ამით ბევრ რამეს გაიგებთ მათს შესახებ.
  70. კიდობანი მოყვარულმა ააგო, "ტიტანიკი" – პროფესიონალებმა...
  71. მშიერი ვერ ფიქრობს, მაძღარი – არ ფიქრობს...
  72. ნუ გამომყვები - იქნებ იქ არ მიგიყვანო. ნურც გამიძღვები - შეიძლება არ გამოგყვე. იყავი ჩემს გვერდით და ვიაროთ ერთად! (ინდიელების ანდაზა).
  73. თავისუფლება ის კი არ არის, რაც გინდა ის აკეთო, არამედ არ აკეთო ის, რაც არ გინდა.
  74. ჭკვიანმა ქალმა თვითონაც იცის, რა სულელია.
  75. ყოველ ჩვენგანში გენიოსს სძინავს. სულ უფრო და უფრო ღრმად...
  76. საუკეთესო არ ნიშნავს კარგს – ეს ნიშნავს, რომ დანარჩენები უარესია.
  77. ნიშანი "გასწრება აკრძალულია". ქალების საყურადღებოდ: ვრცელდება ყველა ფერის მანქანაზე, არა მარტო წითლებსა და შავებზე!
  78. კომპიუტერების საშუალებით ადვილად წყდება ის პრობლემები, რომლებიც კომპიუტერების გამოგონებამდე არ არსებობდა.
  79. გადათვლი ხელფასს და გრძნობ, რომ კიდევ ერთმა თვემ ჩაიარა უაზროდ...
  80. ცოლი არ უნდა მოიყვანო, მაგრამ ამას რომ მიხვდე, ამისათვის ცოლი უნდა მოიყვანო.
  81. ადამიანი ბედნიერებისათვის იბადება... მერე იძულებული ხდება იმუშაოს.
  82. სამშობლო ის არის, რისთვისაც უნდა იცოცხლო. და ის, რისთვისაც უნდა მოკვდე, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ის, რისთვისაც უნდა იცოცხლო.
  83. ხშირად არ ფიქრობენ, შემდეგ კი ფიქრობენ, რატომ არ ფიქრობდნენ...
  84. სველი, შიშველი, მშიერი... ასეთები ვიბადებით.
  85. როცა სიკეთისათვის ბოროტებით გიხდიან, როგორც წესი, არ ძუნწობენ.
  86. თუ საერთოდ არ გაინძრევი, ბორკილები შეიძლება ვერც შეამჩნიო.
  87. ქალებსაც შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა. ჯგუფურად, ასე 30–კაციან ჯგუფებში...
  88. ხელფასის ნახევარდაშლის პერიოდი უდრის 1 კვირას და არ არის დამოკიდებული ხელფასზე.
  89. როცა ფული გაქვს, შეგიძლია რაღაცა გააკეთო. როცა ბევრი ფული გაქვს – შეგიძლია არაფერი არ აკეთო.
  90. სიბრძნე – ასაკთან ერთად მოდის. ზოგთან ასაკი მარტო მოდის.
  91. – როგორ გატარო ხელისგულზე, როცა თავზე მაზიხარ?
  92. – ასეთი რამ გაგიგიათ – კაცს შვებულებაზე განცხადების დაწერა ეზარებოდეს?
  93. ვისაც ძალიან უნდა რამეთი იამაყოს, საკუთარი ნაკლოვანებებითაც იამაყებს.
  94. ყველაზე სახიფათო საქმიანობა სიცოცხლეა – აუცილებლად მთავრდება სიკვდილით.
  95. ტრუსი–მაღვიძარა, კონსტრუქციულად სათაგურთან გაერთიანებული, კარგი საშუალებაა გასაღვიძებლად.
  96. – როგორც უკვე გითხარით, მე არასოდეს ვიმეორებ ერთხელ ნათქვამს!
  97. თუ გინდა გქონდეს ის, რაც არასოდეს გქონია, მაშინ გააკეთე ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია.
  98. მე შენ მიყვარხარ არა იმისათვის, როგორიც შენ ხარ, არამედ იმისათვის, როგორიც მე ვარ, როცა შენთან ვარ.
  99. კარგი რამეა სტუდენტობა, ეს ლექციები და სესიები რომ არ აფუჭებდნენ ყველაფერს...
  100. – გააკეთე რამე!