Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (3)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

ერთი ხნიერი ქალი ეუბნება მეორეს:

– გახსოვს, ახალგაზრდობაში რა ლამაზები ვიყავით? განსაკუთრებით მე!

– ჰო, ახლა კი რა საშინლად გამოვიყურებით! განსაკუთრებით შენ!

 


 

ფრაზები (3)

 

 

 

 

  1. ადამიანი ბევრად უფრო სწრაფად სწავლობს ლაპარაკს, ვიდრე გაჩუმებას.
  2. ღმერთს მოვუყევი ჩემი გეგმების შესახებ. ბევრი ვიცინეთ.
  3. სიფხიზლე – ილუზიაა, რომელსაც იწვევს ალკოჰოლის ნაკლებობა.
  4. ჯენტლმენი – ეს არის კაცი, რომელიც კატას ეძახის კატას მაშინაც კი, როცა ფეხს წამოჰკრავს.
  5. ნუ დაურეკავ სისადმინს დილის 9 საათზე პაროლის საკითხავად – რასაც გეტყვის ის პაროლი არ იქნება...
  6. მეძავები ყველაფრით არ ჰგვანან პოლიტიკოსებს; მაგალითად, არ უყვართ კამერის წინ გამოსვლა...
  7. თუ ორი ურთიერთგამომრიცხავი ბრძანება მიიღე – შეასრულე ორივე!
  8. ჩაცმულობა სჯობს არ იყოს გამომწვევი. განსაკუთრებით – სიბრალულის გამომწვევი.
  9. ცოტათი ზედმეტი საკმარისია.
  10. არცერთ კატას არ აინტერესებს, რას ამბობენ მასზე თაგვები.
  11. ვინ იცის რამდენ რამეს გავიგებდით და ვისწავლიდით, სკოლაში რომ არ გვევლო...
  12. ზოგჯერ არგუმენტებს ითვლიან; არადა საჭიროა აწონვა!
  13. ...ცხოვრობ და ვერც ამჩნევ, როგორ იქცევი სტატისტიკად.
  14. ხელისუფლებისთვის ჩვენ ბავშვებივითა ვართ – იგონებენ ჩვენთვის თამაშებს, გვიყვებიან ზღაპრებს, დავყავართ ატრაქციონებზე...
  15. – პატივი ეცით ახლობლებს – ნუ მოკვდებით პარასკევს!
  16. ნებისმიერ რთულ პრობლემას აქვს მარტივი, ადვილად გასაგები არასწორი გადაწყვეტა.
  17. – უნდა გითხრათ, რომ კაცები, რომელთაც უყვართ ქალები, რომელთაც უყვართ კაცები, რომელთაც...
  18. – აბა სცადეთ თაგვი ასწიოთ ისე, რომ კურსორი არ გაინძრეს!
  19. კიდევ კარგი, რომ ვალებზე არ არის გადასახადები.
  20. გამოჩნდა ახალი ვირუსი "ბომჟი" – სძინავს თქვენს დესქტოპზე და იქექება რისაიქლ–ბინში.
  21. – რით შემიძლია დაგეხმაროთ იმაში, რომ ხელი არ შემიშალოთ?
  22. – სანამ USB–მეხსიერებას კომპიუტერში შეაერთებდეთ, შეამოწმეთ – ხომ არ არის დავირუსებული!
  23. Windows XP–ს კალენდარი 2099–ში მთავრდება. მოგვიწევს მერე ვისტაზე გადასვლა :(
  24. თუ თქვენ ფსიქიატრიულში არა ხართ, ეს არა იმიტომ, რომ ჭკვიანი ხართ – უბრალოდ სხვებისნაირი ხართ.
  25. – მე არა მაქვს განდიდების მანია – დიდ ადამიანებს ეს არ ემართებათ!
  26. ბოლოს ის იცინის, ვინც ბოლოს მიხვდა.
  27. ძაღლი რომ არ ლაპარაკობს იმიტომაა ადამიანის მეგობარი.
  28. Человек если мертв, то это надолго; а если он дурак - это навсегда!
  29. ასჯერ გაგონილის ნახვაც აღარ გინდა უკვე...
  30. – ჩემში გენიოსს სძინავს... და ნუ ხმაურობთ თუ შეიძლება!
  31. ყველაზე ბედნიერი/უბედური ვერ იქნები – ყოველთვის მოიძებნება ვინმე უსინდისო, ვინც შენზე ბედნიერია /უბედურია.
  32. მხიარული, ფხიზელი და ჭკვიანი ერთდროულად ვერ იქნები.
  33. პლანეტის მოსახლეობის ჯამური ჭკუა – მუდმივი სიდიდეა. მოსახლეობა კი იზრდება... (კოული)
  34. ფეხით მოსიარულეები არსებობენ ორი სახის: ცოცხლები და ზანტები.
  35. ლატარეა არის მათემატიკის არცოდნის გადასახადი.
  36. ბევრი რამაა ისეთი, რისთვისაც ადვილად მოკვდები, და გაცილებით ძნელია იცოცხლო ამისათვის.
  37. – ჩემი აზრი მთავრობის შესახებ? შეულამაზებლად? კი მაგრამ... აქ ქალები არიან, ბავშვები...
  38. – ...მე კი ვიყვირე იმპოტენტი ვარ–მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო...
  39. ბედუინების აზრით სინოპტიკოსები – ჭკვიანი ხალხია.
  40. – ვინც ადრე დგება, იმას კიდევ მოხვდება (მოკრივეების ანდაზა).
  41. – სამდიცინო კრედიტი: ვმკურნალობთ ღვიძლს ფეხების გარანტიით.
  42. ყველა მანქანა გახდება ოდესმე ოპელი. როცა კარგად მოინჯღრევა (ინგლისური ანდაზა).
  43. – ნუ გშურს შენი უფროსის – იმას უარესი ჰყავს!
  44. - მომეცით საყრდენი წერტილი, თორემ გადავაბრუნებ დედამიწას – ყვიროდა მთვრალი არქიმედე.
  45. ბატებმა გადაარჩინეს რომი, მაგრამ ვერ გადაურჩნენ ამის აღსანიშნავად გამართულ ბანკეტს.
  46. – ეს ჩვენი ექსპერტები ალბათ "მაინსვიპერში" თუ არიან ექსპერტები...
  47. ეხლა თქვენ დაიწყეთ კითხვა წინადადებისა, რომლის კითხვაც დაამთავრეთ ეხლა.
  48. თქვენ გაგიგიათ "მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმი"?
  49. – სადაც არ უნდა იყო, გიპოვი და ქვრივის მეუღლედ გაქცევ!
  50. ინლგიესლი მცენეირბეის გმაკოველივს თახნამად მათავირა პრილევი და ბლოო აოსბეი იოყს თვაის აგდლზიე (მე მგონი ქართულზე მთლად ვერ ვრცელდება ინგლისელი მეცნეირბეის დასკვნა).
  51. როგორ გირჩევნია მოხდეს – როგორც შენ გინდა თუ როგორც შენთვის სჯობია?
  52. – გაპატიო და დავივიწყო თუ მარტო გაპატიო?
  53. კანონი – დეკორაციაა, რომლისაც არც მსახიობებს სჯერათ და არც მაყურებელს, მაგრამ უმისოდაც სპექტაკლი არ გამოვა.
  54. ქალი – ეს არის კროსვორდი, სადაც სიტყვები არ იკვეთებიან.
  55. – დამიბრუნეთ წარსული! იქ ჩემი ისეთი კარგი მომავალი იყო...
  56. სიყვარული მოდის და მიდის. რჩებიან ბავშვები.
  57. ნაკლი – ეს არის ღირსება, რომელიც უსარგებლო აღმოჩნდა.
  58. მეგობრისთვის სიკვდილი ადვილია; ძნელია ისეთი მეგობრის ნახვა, რომელიც შენთვის მოკვდება.
  59. რაც მეტს ფიქრობ – ნაკლებ შეცდომებს უშვებ; იმიტომ, რომ რაც მეტს ფიქრობ მით ნაკლებს აკეთებ.
  60. რა ცუდია, როცა შეხვედრაზე დროზე მოდიხარ, და არავინ გხვდება, რომ დაგიფასოს.
  61. ბუნებრივი მოთხოვნილებები თავის ნებაზე თუ მიუშვი, არაბუნებრივი გახდება.
  62. თუ განცხადება "იყიდება პრინტერები" ხელითაა დაწერილი, ესე იგი რაღაცაშია საქმე...
  63. ზოგჯერ ჯობია დალიო, რომ თანამესუფრეები უფრო საინტერესო გახადო.
  64. დამნაშავე ხარ თუ არა ხარ – ალიბი ჯობს მაინც გქონდეს.
  65. მთავრობის სიყვარული ხალხისადმი ბანალურ სექსზე დავიდა.
  66. რაც მეტ შეკითხვებს დასვამ, მით მეტს მოგატყუებენ.
  67. ყალბი სიტყვებიც ნამდვილი ასოებისგან შედგება.
  68. სწავლა – სინათლეა: ძვირდება და ძვირდება.
  69. ძირითადად ყველაფერს კაცები იგონებენ. აი, ბურღი კი – ნამდვილად ქალის გამოგონილია.
  70. რა აზრი აქვს ტყუილის თქმას იმისთვის, ვისაც შენი არ სჯერა?
  71. ქრთამად ყალბი ფულის მიცემა დანაშაულია?
  72. კაცები თავხედები არიან. მაგრამ მაგათ რომ იცოდნენ, რას ფიქრობენ ქალები, ბევრად უფრო თავხედები იქნებოდნენ.
  73. ყველანი მაიმუნებისაგან ვართ წარმოშობილი, მაგრამ ზოგიერთები – დებილი მაიმუნებისგან.
  74. შენ თუ არ იზრუნებ ხვალინდელ დღეზე, არც ის მოიკლავს თავს შენზე ზრუნვით.
  75. – მლანძღავენ, მაშასადამე ცოცხალი ვარ!
  76. – გამოუშვებენ 2000–ნაჭრიან პაზლებს და მერე უკვირთ – ბავშვები აგრესიულნი გახდნენო!
  77. ...მას რომ მოსეს დროს ეცხოვრა, ერთი მცნებით ნაკლები იქნებოდა.
  78. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მითია ის, რომ მოასწრებ ლოგინის დალაგებას, სანამ ყავა ადუღდება.
  79. პესიმისტი – ეს არის კარგად ინფორმირებული ოპტიმისტი.
  80. კროსვორდი – ინტელექტუალური სიამოვნების მიღება ინტელექტუალურ პროცესში მონაწილეობის გარეშე. მოკლედ – ინტელექტუალური ონანიზმი.
  81. ჩვენს დროში გახდომა ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე გასუქება.
  82. კლასიკა – ეს არის ის, რაც შეიქმნა მომავალი თაობების გემოვნების გათვალისწინებით.
  83. მშვენივრად ცხოვრობდა საწყალი მგელი, სანამ მისდასაუბედუროდ ტყეში წითელქუდას არ გადაეყარა.
  84. კდავიატუწა ლავშადე, გავრმინლე, ავარყე ლა მშვენივწალ მუშაობს.
  85. ბედნიერება ის კი არ არის, როცა ყველაფერი გაქვს, არამედ როცა რაღაცეები არ გაქვს, და მადლობა ღმერთს, რომ არ გაქვს.
  86. ყველა ჩვენგანში ცხოვრობს ტამაგოჩი...
  87. თუ კომპლიმენტი – სიმართლეა, მაშინ ეს უბრალოდ ინფორმაციაა.
  88. თუ გარეთ არაფერია და შიგნითაც არაფერი, მაშინ გარეთ იგივეა, რაც შიგნით (გოეთე).
  89. შრომამ მაიმუნისაგან შექმნა დაღლილი და ავი მაიმუნი.
  90. – ჩვენ მინიმუმზე დავიყვანეთ ინფლაციის ზრდის ტემპის დაჩქარების მატება...
  91. ადამიანები მცენარეებივით არიან: ხეები ნაყოფით ამაყობენ, კუნძები – ფესვებით...
  92. სახელმწიფო გადატრიალება არის ქმედება, რომლის მცდელობა დანაშაულია, განხორციელება კი – არა.
  93. უფსკრულში დაიბადა ჯანმრთელი და ლამაზი ბიჭუნა. ისროლეს ზევით, სპარტაში.
  94. ჩერნობილში გაზაფხულია – მდელო ალურჯდა, ჩიტუნები მხიარულად ყეფენ...
  95. ...და მოდის მომავალი 60 წთ/სთ სიჩქარით...
  96. ინსტრუქცია დამწყები მოთხილამურეებისათვის: ხეს შემოუარეთ ან ორივე ფეხით მარჯვნიდან, ან ორივე ფეხით მარცხნიდან!
  97. კარგად მესმის მთავრობის – ამ ხალხს სულ თან რომ გადაჰყვე, მაინც კარგად ცხოვრება ურჩევნიათ.
  98. ფეისბუქი ვერასოდეს ვერ შეცვლის ნამდვილ, ცოცხალ ურთიერთობებს Skype-ში.
  99. განმნაღმველი ორჯერ ცდება. პირველად – პროფესიის არჩევისას...
  100. საკუთარ თავთან ჭიდილში გართულმა ვერც შევამჩნიე, როგორ გაიმარჯვა ვიღაც სხვამ!