Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (4)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

– ძვირფასო, სადა ხარ?

– სამსახურში.

– იქ დავრეკე და აქ არ არისო!

– აჰ!... წავსულვარ უკვე...

 


 

ფრაზები (4)

 

 

 

 

  1. ფიგურის ნაკლოვანებებს მათი დემონსტრაციის სითამამე ფარავს.
  2. დიდხანს სიცოცხლის ერთადერთი საშუალება – სიბერეა.
  3. რაც წარმოდგენილია მტკიცებულების გარეშე - შეიძლება უარყოფილი იქნას მტკიცებულების გარეშე!
  4. ვაჟკაცი ის კი არ არის ვისაც არ ეშინია და წინ მიდის. ვაჟკაცი ის არის ვისაც ეშინია, მაგრამ მაინც წინ მიდის.
  5. – ბახი თუ გინახავს როიალთან?
  6. ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირადაა, ვიდრე სინამდვილეში!
  7. მე არა ვარ ჩემს თავზე შეყვარებული, უბრალოდ მომწონს...
  8. არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც წყალბადის ზეჟანგი.
  9. ლუდი დილით არა მარტო მავნებელია, არამედ სასარგებლოცაა.
  10. – არ შემიძლია დგომა, როცა სხვები მუშაობენ. წავალ, წამოვწვები...
  11. სკლეროზის განკურნება შეუძლებელია, სამაგიეროდ შესაძლებელია მისი დავიწყება.
  12. – ძვირფასო, შენ რომ არა, ჩვენ იდეალური წყვილი ვიქნებოდით!
  13. – მე არც ისეთი სულელი ვარ, როგორც შენ გამოიყურები!
  14. ძროხებმა რომ ნაკლები ჭამონ და მეტი მოიწველონ, ნაკლები უნდა ვაჭამოთ და მეტი მოვწველოთ.
  15. სიყვარული არის წარმოსახვის გამარჯვება ინტელექტზე.
  16. – ფრთხილად, სახურავი იხურება! შემდეგი გაჩერება – უკანასკნელია!
  17. ვერ ვიტან ორ რამეს – რასიზმს და ზანგებს...
  18. წაქცეულის ცემა ლამაზი არ არის, სამაგიეროდ უსაფრთხოა და ეფექტური.
  19. ჩვენს დროში კარგ პონტად მობილური კი არა – სამსახურის ტელეფონი ითვლება.
  20. კეთილმა სძლია ბოროტს, დასცა მიწაზე და ცემაში ამოხადა სული...
  21. Viagra Light – პლატონური სიყვარულისათვის!
  22. – სულ ორი ჭიქა დავლიე – პირველი და რამდენიმე მეორე...
  23. ყველანი მაიმუნისაგან წარმოიშვნენ – ზოგი ადრე, ზოგი უფრო გვიან.
  24. არასოდეს არ გადადო ხვალისათვის ის, რისი გადადებაც შეიძლება ზეგისათვის.
  25. – სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ისეთი, როგორც შენ გგონია!
  26. ვინც ბევრი იცის, შეიძლება სიბერემდე არც მიაღწევინონ...
  27. ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც გვეჩვენება, არამედ ბევრად უარესად...
  28. მას მერე, რაც მთავრობამ ხალხს გაუკეთა, ის უბრალოდ ვალდებულია დაქორწინდეს მასზე.
  29. – თქვენ იცით, რომ ნორმალური ხალხიც არსებობს?
  30. საყვარელი ისეთი უნდა იყოს, რომ ცოლმა თუ გამოგიჭირა, არ შეგრცხვეს მაინც.
  31. – ვინ იყიდის ეგეთ სამშობლოს, თორემ კი...
  32. – მე გირჩევთ არ მიიღოთ ჩემი რჩევები!
  33. შარვალი – ცოლზე მნიშვნელოვანია: ბევრი ადგილია, სადაც უცოლოდ წახვალ, უშარვლოდ – ვერა.
  34. ჭკვიანური აზრი სულელსაც შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ ეს სისულელე იქნება მისი მხრიდან.
  35. დალევა შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში – როცა გაქვს მჟავე კიტრი და როცა არა გაქვს მჟავე კიტრი.
  36. – რა ვუწოდო ამ ამინდს ისეთი, რომ ბუნებას არ ვაწყენინო?...
  37. თავი ადამიანს იმისათვის კი არა აქვს, რომ იმუშაოს, არამედ იმისათვის, რომ არ იმუშაოს!
  38. – თეფშები, რომლებიც არ ტყდება – დატკბით ოჯახური სკანდალებით უფრო ხანგრძლივად!
  39. – ნაპოვნია სინდისი. დამკარგავს ვთხოვ სასწრაფოდ მოვიდეს და წაიღოს – მესამე ღამეა არ მძინავს!
  40. ამბობენ, რომ სამ რამეს შეიძლება უსასრულოდ უყურო – ცეცხლს, წყალს და სხვის მუშაობას. მოკლედ, იდეალური საყურებელია ხანძარი!
  41. ჩვენს დროში ვინც ცუდად ცხოვრობს, თავისი ბრალია, ვინც კარგად – დასაჭერია.
  42. თაფლობის თვე მთავრდება მაშინ, როცა იმის ნაცვლად, რომ ცოლს დაეხმარო თეფშების რეცხვაში, რეცხავ შენ თვითონ.
  43. გმირები საჭიროა იქ, სადაც პროფესიონალების ნაკლებობაა.
  44. კაი რამეა ბალეტი. მართალია, მთლად სტრიპტიზამდე ვერ ქაჩავს, სამაგიეროდ ბევრად იაფი ჯდება...
  45. როცა სიმართლე იმარჯვებს, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რა იყო ეს სიმართლე გამარჯვებამდე.
  46. თუთიყუშისთვის ყვავი – გოთია, ყვავისთვის თუთიყუში – გეია.
  47. შემთხვევითობა გარდაუვალია!
  48. კლაუსტროფობი გვირაბმშენებელი სამჯერ სწრაფად მუშაობს.
  49. თუ თქვენ ნიანგების დასაფრთხობად ქუჩაში ხელების ქნევით ივლით, არც ერთი დაუმფრთხალი ნიანგი არ შეგხვდებათ.
  50. – ქალებო! არ დაუჯეროთ მათემატიკოსის კომპლიმენტს: მისთვის იდეალური ფიგურა – სფეროა!
  51. ორი მელოტიდან უფრო მელოტი ისაა, ვისაც უფრო დიდი თავი აქვს?
  52. კონტაქტებში მყავს ხუთი ნაცნობი, 50 ვირტუალური ნაცნობი და 150 "ეს ვინღაა".
  53. უცნაური რამაა ცხოვრება – ყოველ განვლილ დღესთან ერთად მატულობს და, ამავე დროს, კლებულობს კიდეც.
  54. დედალმა ზღარბმა მუცელზე სხვანაირი ნაკაწრების საფუძველზე ღალატში ამხილა მამალი ზღარბი.
  55. – პაციენტო, ნარკოზის ერთი საათი დაგიმთავრდათ, გააგრძელებთ თუ ადგებით?
  56. კლეპტომანი არის ადამიანი, რომელიც პოულობს ნივთებს უფრო ადრე, ვიდრე მათ ვინმე დაკარგავდეს.
  57. პლუსი ორი მინუსისაგან შედგება.
  58. აქცია ბენზინგასამართ სადგურზე: თუ ჩვენთან ავზს აავსებთ ბოლომდე, 5 ლიტრს დაგიმატებთ უფასოდ.
  59. ლუდის მსმელებისთვის მთავარია პროცესი, არყის მსმელებისთვის – შედეგი.
  60. – ეს ბანკის ძარცვა კი არა, შურისძიება იყო!
  61. ღმერთმა იცის, არიან თუ არა მართლები ათეისტები.
  62. ტურისტის კითხვაზე – როგორ შეიძლებოდა იმ მთაზე სწრაფად ასვლა – ადგილობრივმა ძაღლი აუშვა...
  63. რა საინტერესოა: თუ მომხმარებელი გეკითხება რომელი ბრაუსერია მის კომპიუტერზე, ესე იგი IE–ა.
  64. თუ ზურგზე თმები გცვივათ, ნუ შეშინდებით – შეიძლება ეს, უბრალოდ, ევოლუციაა.
  65. კომბოსტოს ნათესებში ვარდი – სარეველაა.
  66. ცხოვრების თეატრში ზოგი რეჟისორობაზე ოცნებობს, ზოგი – ადგილზე ლოჟაში...
  67. სამსახურში დაგვიანების შესახებ ბუნდოვანი ეჭვები კიდევ ნახევარი საათით წაძინების შემდეგ მტკიცე რწმენაში გადაიზარდა.
  68. თუ თავში აგური დაგეცათ ჩრდილოეთის მხარეს, ფენ-შუის სისტემის თანახმად ამან შეიძლება განწყობილება გაგიფუჭოთ.
  69. მანქანა გავრეცხე, გავაშრე, გავაპრიალე... იფ, ერთი დამასეივებინა ეხლა!...
  70. რაც ნაკლები ესმის კაცს ქალების, მით მეტი ჰყავდა ისინი, და პირიქით.
  71. ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობს, იმას კარგი მასწავლებლები ჰყავს?
  72. ყველა თავისებურად მართალია; მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენებურად იყოს მართალი...
  73. იდეალისტების ბრძოლაში იმარჯვებენ უფრო მოტივირებულები.
  74. ქალები ლამაზები იმიტომ არიან, რომ კაცებს უყვარდეთ, სულელები კი – რათა კაცები უყვარდეთ.
  75. თუ მშობლები ტაკუნებში კი არა, სახეში გირტყამენ – ესე იგი ბავშვობა დამთავრდა :).
  76. – მე შენი თავი ღმერთმა მომცა! მაგრამ რა ცოდვებისთვის, ეგ აღარ ვიცი...
  77. ... დემოკრატიის სწრაფად გასავრცელებლად რაკეტებზე შეაჩერეს არჩევანი.
  78. მაღვიძარაზე ბრაზდებიან ორ შემთხვევაში – როცა მან არ დარეკა, და როცა დარეკა.
  79. მივლინებიდან დაბრუნებულმა ქმარმა ცოლს ერთგულების სცენა მოუწყო.
  80. – რობინ ჰუდი რომ მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა, ის ღარიბები ხდებოდნენ თუ არა მდიდრები?
  81. ქორწინება – ეს არის მამაკაცის მოხვედრა ქალის ნაზ და მზრუნველ კლანჭებში.
  82. სტატისტიკა მაშინ არის საიმედო, როცა შენს მიერაა გაყალბებული.
  83. გავიარე ინგლისურის ძილში შესწავლის სრული კურსი. ახლა ინგლისურის გაგონებაზე მეძინება...
  84. მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ ჭორებს ბანკები ავრცელებენ, რათა მოსახლეობამ კრედიტები აიღოს...
  85. თუ სამუშაოსაგან სიამოვნებას ღებულობ, ამისათვის ფულს რაღა სინდისით ითხოვ?
  86. ... დაკავებულმა ჯაშუშმა დაკითხვისას აღიარა, რომ მას ჰქონდა დავალება გაერკვია, როგორ მიმდინარეობს დაკითხვა ამ ქვეყანაში...
  87. რა ჯობია – დაქორწინდე ლამაზზე და შემდეგ გაეყარო სულელს, თუ იქორწინო ჭკვიანზე, რომელიც შემდეგ სულელს გაეყრება?
  88. ნუდისტური პლაჟი – ექსჰიბიციონისტის ყველაზე დიდი იმედგაცრუება...
  89. 2028 წელი... ვირუსებმა მაცივრის კარი დამიბლოკეს... მშია...
  90. კოდალა – რეპერი ბულბულია.
  91. ქორწინება იმისთვისაა საჭირო, რომ ორნი უფრო ადვილად გაუმკლავდნენ პრობლემებს, რომლებიც ქორწინებამდე არ ჰქონდათ...
  92. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ცხოვრება, სასმელი რომ სამი დღის შემდეგ იწყებდეს მოქმედებას?
  93. USВ-უნიტაზი.
  94. ქალთა ფორუმების მიხედვით ყველა მამაკაცი იმპოტენტია და უკლებლივ  ყველანი ღალატობენ ცოლებს.
  95. ზოგი კარგად ცურავს, ზოგი – ცუდად იძირება.
  96. ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: თქვენი ჯანმრთელობისათვის ყველაფერი მავნებელია!
  97. ასაკთან ერთად სიბრძნე მოდის, მაგრამ სისულელე არსად არ მიდის.
  98. სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით ადრე მისჯილები ცოცხლად დამარხეს...
  99. – გაიარეთ ინტერნეტ–დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევის ონლაინ–კურსები!
  100. ელექტრული გველთევზები XIX საუკუნეში ნახშირზე მუშაობდნენ?