Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (5)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

– ძვირფასო, სადა ხარ?

– სამსახურში.

– იქ დავრეკე და აქ არ არისო!

– აჰ!... წავსულვარ უკვე...

 


 

ფრაზები (5)

 

 

 

  1. ადამიან–ობობას არავისი ეშინია. ადამიან–ფაჩუჩის გარდა...
  2. ინტერაქტიული 3D–ტელევიზორი კატებისათვის – აკვარიუმი.
  3. Some peoples are still alive only because it's against the law to kill'em...
  4. – თუ გზაჯვარედინზე შუქნიშანს დაეჯახეთ და მოანგრიეთ, იხელმძღვანელეთ მარჯვენა დაბრკოლების წესით.
  5. რა კარგია სამშობლო რომ გენატრება სადმე ლონდონში ან პარიზში...
  6. სიყვარული სასტიკია, ნარკოტიკები ძვირია, სპორტი მოსაწყენია... ვზივარ ინტერნეტში...
  7. რატომ არის ასე, რომ სულელები თითქმის არასოდეს არიან ზარმაცები?
  8. როგორც სჩანს, ადრე ადგომაც სისულელეა და გვიან ადგომაც. უნდა ადგე თავის დროზე!
  9. რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, ჯერ წესიერად სროლა უნდა ისწავლო (პუშკინის ბოლო აზრი).
  10. კომპასი ზოგისთვის ჩრდილოეთს უჩვენებს, ზოგისთვის – სამხრეთს.
  11. ქირურგი განმნაღმველივითაა – ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ცდება, ოღონდ თქვენს ცხოვრებაში.
  12. სანამ ოტორინოლარინგოლოგის კაბინეტს იკითხავ, ჯერ ლოგოპედთან შეიარე.
  13. ვისაც სიბრძნის კბილები არა აქვს, 12.5%–ით უფრო ბედნიერები არიან (ესეც ვაი ჭკუისაგან?).
  14. ვენეროლოგი ალბათ ერთადერთი ექიმია, რომელთან შეხვედრაც რაიმე სასიამოვნოსთანაა დაკავშირებული. მაგალითად, სასიამოვნო მოგონებებთან.
  15. ქალებიც ისევე სჩადიან სისულელეებს, როგორც კაცები. მაგრამ კაცები ამას დაუფიქრებლად აკეთებენ.
  16. ხდება ხოლმე, რომ თანამდებობა გადაეცემა სქესობრივი გზით.
  17. ბედი არ გინდა – $50 000 გადაიხადო რაღაც მინის დინასტიის ქოთანში, და ამ დროს ჩინური აღმოჩნდეს?!
  18. В экстремальном спорте самое главное - предвидеть где кончается экстрим и начинается 3.14zdeц.
  19. მალევიჩის კვადრატი კი არ არის ხელოვნება, არამედ უნარი კაცს ეს ხელოვნებად მოაჩვენო.
  20. თუ უსამართლოდ გაწყენინეს, ნუ განრისხდები – ეს ხელს შეგიშლის შურისძიების სწორად დაგეგმვაში!
  21. – აქ ისეთი სილამაზეა, გაგიჟდები კი არა შეიძლება პოეტიც გახდე...
  22. ზოგი თამაშის სისტემური მოთხოვნები – სისტემური გამოძალვა უფროა.
  23. ქალისა და კაცის მეგობრობა შესაძლებელია, თუ ერთერთს მაინც იმედი აქვს, რომ ეს მხოლოდ მეგობრობა არ იქნება.
  24. მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ სიყვარული სასწაულია, მაგრამ სასწაულების აღარ მჯერა.
  25. ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ. იმიტომ, რომ მათ ცოლები არ ჰყავთ.
  26. პლაჟზე დელფინმა ადამიანი გადაარჩინა – ხაჭაპური შეუჭამა.
  27. კარგია, როცა სამი ცოლისდა გყავს – მეოთხედ სიდედრს როგორმე გაუძლებს კაცი...
  28. საინტერესოა, ვინ აღმოაჩინა რომ ძროხის მოწველა შეიძლება, და საერთოდ, რას აკეთებდა ის როცა ეს აღმოაჩინა?
  29. მე რა მენაღვლება – ერთი მოვკვდები; სხვებმა იკითხონ, მილიარდობით რომ დაიხოცებიან...
  30. სიტუაციის სწორად შეფასებას ვახერხებთ გამოცდილების წყალობით, რომელიც მოდის სიტუაციების არასწორად შეფასებების შედეგად.
  31. ტომრიდან კატის ამოყვანა გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი უკანვე ჩასმა.
  32. "სიმართლესთან ახლოს", რაც არ უნდა ახლოს იყოს, მაინც არ არის სიმართლე.
  33. ექიმების საქმიანობას "პრაქტიკა" რატომ ჰქვია?
  34. ბებიაჩემს უკაბელო უთო ჰქონდა...
  35. ჰუმანიტარული აზროვნება – ტექნიკური აზროვნების არქონაა (აააააა... ვიხუმრეეე!).
  36. მტაცებლები ერთმანეთშიც ჩხუბობენ, მაგრამ ბალახისმჭამელებს ჭამენ.
  37. ყველაზე ეფექტური ანტიკრიზისული ღონისძიება აღმოჩნდა საჭმელად ვარგისი სოკოების ჩამონათვლის გაზრდა...
  38. ნათელმხილველები ხშირად იგებენ ლატარეაში?
  39. ლიმონის წვენი კონცენტრატისაგან კეთდება, ჭურჭლის სარეცხი ჟელე კი – ნატურალური ლიმონისაგან?
  40. – ეჰ ნოე, ნოე, მიგესიკვდილებინა ეგ ორი კოღო...
  41. არაფერია მუდმივი, გარდა დროებითი უფულობისა...
  42. – ის, რაც შეიძლება გაფუჭდეს, აუცილებლად გაფუჭდ...
  43. დღის ბოლოს მუშაობის სურვილი მკვეთრად მცირდება. მაშინაც კი, როცა დღის დასაწყისში საერთოდ არ გვქონია.
  44. – ძალიან სულელი მტრები გვყავს – ჩვენ გვეძახიან მტრებს, არადა თვითონ არიან მტრები...
  45. ადამიანი იწყება იქ, სადაც მთავრდება მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
  46. შუათითი, მინუსზე პროეცირებული – პლუსი გამოდის.
  47. არაბული კოშმარი: თეთრ სახლში შავი ხელი წითელ ღილაკს აჭერს...
  48. განათლების სამინისტროს დევიზი – შეცდომებზე ვსწავლობთ!
  49. თუ სამსახურში შეუცვლელი გახდი – არც იოცნებო დაწინაურებაზე!
  50. ამქვეყნად ერთხელ მოვდივართ. ისიც შემთხვევით...
  51. – დღეს მანქანა გავრეცხე, საბურავებიც დავაბერინე,  ზეთიც შევცვალე და ნათურებიც. უმანქანოდ ამდენს სად მოვასწრებდი!
  52. საწვავის გაძვირების გამო საწვავის ტრანსპორტირების გაძვირებამ გამოიწვია საწვავის გაძვირება.
  53. ავიაცია სასწაულებს ახდენს: საუზმე თბილისში, სადილი – ლონდონში, ვახშამი – ნიუ–იორკში, ბარგი – ბუენოს–აირესში...
  54. რა კარგი იქნებოდა ზარის გაშვება რომ შეიძლებოდეს მანქანის გასაღებზე და მეორე წინდაზე...
  55. დელფინებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები საოცრად სწრაფად სწავლობენ ნაპირიდან მათთვის თევზების სროლას.
  56. დავწერე ჩემი რეზიუმე, დავბეჭდე, გადავიკითხე, ცრემლი მომერია – საცოდაობაა ასეთი ადამიანი სამუშაოზე ცდებოდეს...
  57. ახალდაზრდა სპეციალისტებმა არ იციან, როგორ იმუშაონ, გამოცდილებმა იციან როგორ არ იმუშაონ.
  58. – შენ ჩემი ცხოვრების უარყოფითი მინუსი ხარ!
  59. ნამდვილი ამერიკელი ამაყობს თავისი სამშობლოთი, რომელმაც დაამარცხა ჰიტლერი ვიეტნამის ომში მცირე აზიაში.
  60. მამაკაცს უხდება ნაჭრილობევი მოწინააღმდეგის სახეზე.
  61. მარტია. ამურებმა დაიწყეს მშვილდოსნობაში ვარჯიში კატებზე...
  62. როცა ინტერნეტი გამეთიშა, სახლში აღმოვაჩინე ტელევიზორი, ცოლი და კიდევ ბევრი უცნაური ნივთი.
  63. ... არ გამოადგა ხალხი ამ ხელისუფლებას...
  64. საგადასახადოს წარმომადგენელმა საწარმოს შემოწმების შემდეგ ვიღაცას დაურეკა, ყველაფერი კარგადააო. ნეტა რა იგულისხმა?
  65. გამოიგონეს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ვრცელდება სქესობრივი გზით.
  66. რჩევა ავტომოყვარულებს – ავარიის მომენტში სასურველია არ იმყოფებოდეთ ავტომობილის სალონში!
  67. არასოდეს არ თქვა ტელეფონის გათიშვამდე ის, რაც ტელეფონის გათიშვის შემდეგ უნდა გეთქვა.
  68. – ამ ორ ტელეფონს შორის ის სხვაობაა, რომ ერთი MP3–ფლეერია, მეორე – ფოტოაპარატი.
  69. მყიდველების მოსაზიდად სუპერმარკეტში დაამონტაჟეს მექანიკური დათვი, რის შედეგადაც შეიქმნა უშველებელი რიგები სუპერმარკეტის ტუალეტთან.
  70. ლეპტოპს ვერ ვპოულობ... პინგები გადის, შევდივარ კიდევაც, მაგრამ არ ვიცი სად დევს...
  71. – დაწყნარდი – ნერვული უჯრედების აღდგენა არ ხდება! არც კბილების...
  72. როცა შტანგისტმა წონასწორობა დაკარგა და შტანგიანად ჟიურისკენ გაექანა, ვიდეოკამერებმა ორი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირეს...
  73. აზრის სიღრმის ნაკლებობა მისი სიგრძით კომპენსირდება.
  74. კარგად გარეცხილ ჩაის ჭიქაში მეტი ჩაი ეტევა...
  75. ალტერნატივა ლაშქრობის მეორე დღეს: რა წავუსვათ პურს – ქვიშიანი მდნარი ყველი თუ ჭიანჭველებიანი ჯემი?
  76. შეიძლება ქუჩაში უბრალოდ ჩაცმულ ადამიანს ჩაუარო და ყურადღებაც არ მიაქციო, ის კი ამ დროს მე–12 დონის ელფი იყოს...
  77. საუკუნო სიყვარული საშუალოდ 3-4 თვეს გრძელდება.
  78. ნახევარი ვაშლატამა ვაშლია თუ ატამი?
  79. საკუთარ თავთან ბრძოლაში იმარჯვებს უფრო სუსტი.
  80. ფხიზელი – ეს არის კარგად გამოძინებული მთვრალი.
  81. სამი სურვილი – მანამდე კონიაკი, და მერე – სიგარეტი.
  82. სოციოლოგია ზუსტი მეცნიერებაა – რამდენსაც გადაიხდი იმდენს მიიღებ.
  83. ხანდახან ვფიქრობ – ადამიანს კუდში ხომ არ ჰქონდა სინდისი?
  84. სკოლა უნარშეზღუდული მასწავლებლებისათვის...
  85. გამოიგონეს უნივერსალური გამხსნელი. ახლა ფიქრობენ რაში ჩაასხან...
  86. რა ხდება, როცა სახელმწიფო უმალავს მოსახლეობას მათ მიერ გადახდილ გადასახადებს?
  87. შეცდომით თვლიან, რომ დემოკრატია – ხალხის ხელისუფლებაა; სინამდვილეში დემოკრატია არის დემოკრატების ხელისუფლება.
  88. თუ შინაგანი ხმა გარედან გესმის – ეს ცოლია.
  89. – ეზოში ავი ძაღლია, ფეხი არ დაადგათ!
  90. საჭმლის მომზადების მოკლე და მარტივი რეცეპტი: – მშია!
  91. 1975 წელს წყალბადის ბომბის გამომგონებელმა მიიღო დინამიტის გამომგონებლის სახელობის მშვიდობის პრემია...
  92. ინტერნეტში ძნელი გასარკვევია, კაიფობს თუ მართლა დებილია...
  93. ჰოლანდიაში დაორსულდა მამაკაცი. ბავშვის დედის ვინაობა უცნობია.
  94. ავტობიოგრაფია ყოველთვის დაუმთავრებელია...
  95. თუ გინდათ ქალი კიოდეს, ხელებს იქნევდეს და ფეხებს აბაკუნებდეს, არ არის აუცილებელი სცენების მოწყობა, საკმარისია წყნარად უთხრათ: – იცი, შენს ზურგზე რაღაც მიცოცავს!...
  96. სიყვარული – ეს არის მეგობრობის გაგრძელება სხვა საშუალებებით.
  97. რა ჰქვია ადამიანს, რომელიც შეკითხვაზე "როგორა ხარ?" დაწვრილებით გიყვება როგორ არის?
  98. ვისაც ძაღლები არ უყვარს, ის კარგად არ იცნობს ადამიანებს!
  99. შენ ერთი კაცი დამისახელე, რომელიც გიყვარს, თორემ მთელი კაცობრიობის სიყვარულზე ადვილი არაფერია.
  100. ცხოვრება სესხია, და არა საჩუქარი!