Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (6)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

- ჩვენი ფირმა მოლარეს ეძებს.

- ხომ აიყვანეთ მოლარე ერთი კვირის წინ?

- აი სწორედ მაგას ვეძებთ.

 


ფრაზები (6)

 

 

 

  1. დრო არ კარგავს დროს...
  2. კიტრის 90% წყალია, ადამიანის 70% წყალია. მოკლედ, ადამიანის 65% – კიტრია.
  3. ადამიანს ცოტა რამ ჰყოფნის ბედნიერებისათვის. თუ სხვას კიდევ უფრო ცოტა აქვს.
  4. თუ გინდა მიაღწიო ამას, წარმოიდგინე, რომ უკვე მიაღწიე, და გაიხსენე, როგორ მოახერხე ეს.
  5. – კი, ბევრი ნაკლი მაქვს. მაპატიეთ, უნაკლოებო!
  6. Alt+F4 - პორტალი რეალში...
  7. – წაიღე შენი გული, ხელი და დამიბრუნე ჩემი ნერვები!
  8. სამოთხე დედამიწაზეც არის, ოღონდ ეს დროა და არა ადგილი.
  9. No Money, No Time, No Girl, No Job - NO PROBLEM!
  10. 18 წლის ერთხელ ხდები ცხოვრებაში. 81 წლის – კიდევ უფრო იშვიათად.
  11. კიდევ 50 გრამის ინვესტიცია და ის უძრავი ქონება გახდა...
  12. თუ ეს ასოები თანდათან პატარავდება, ესე იგი თქვენი მონიტორი მიაქვთ!
  13. – რიცხვი 7352685223431656234754 არის თქვენთვის წარმატების მომტანი.
  14. სტუდენტის სიზმარი სესიისას: "ყველა ბილეთი გაყიდულია".
  15. ტომატის წვენი – ეს ხომ დახოცილი პომიდვრების სისხლია!...
  16. – მინდა, რომ არამარტო მინდოდეს...
  17. – ... ფსიქიკური დაავადებები არ აღენიშნება, უბრალოდ დებილია.
  18. – ვკრეჭ კატებს. შეიძლება კასტრაციაც... მოკლედ, როგორც გამოვა...
  19. – კარგი, მე ნეკროფილი ვარ! ოღონდ კი არ გეთანხმები, არამედ გემუქრები...
  20. სტრიქონებს შორის არასოდეს შეგხვდება მექანიკური, გრამატიკული ან სხვა რაიმე სახის შეცდომები.
  21. ყველაფრის გაკეთება შეიძლება, საჭიროა მხოლოდ მონდომება, მოთმინება და გუგლი.
  22. თავში არასოდეს ქრის ზურგქარი.
  23. უხმლო სამურაი – იგივე ხმლიანი სამურაია, ოღონდ ხმლის გარეშე.
  24. ყველის პარადოქსი – რაც მეტი ყველია, მით მეტი ნასვრეტია, და რაც მეტი ნასვრეტია მით ნაკლები ყველია...
  25. ცხოვრებაში მთავარია მონაწილეობა, შედეგი – ყოველთვის ერთნაირია.
  26. ნუ იცურებ დინების მიმართულებით. ნუ იცურებ დინების საწინააღმდეგოდ. იცურე იქეთ, საითაც შენს საქმეს სჭირდება!
  27. სამი კაცი საიდუმლოს შეინახავს, თუ ორი მათგანი მკვდარია.
  28. ორჯერ მეტის გამოსამუშავებლად თუ ორჯერ მეტი უნდა იმუშაო, მოგება სადღაა?
  29. ცდუნებებს თუ არ აყვები, კარგია, მაგრამ ცდუნებების არარსებობა – ეს უკვე ცუდია.
  30. ტაქტი თუ არ გყოფნის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სტრატეგი ხარ.
  31. თუ არსაით არ მიდიხარ, არსად არ მიხვალ.
  32. ცოლი საჭიროა, იმიტომ რომ ყველაფერს მთავრობას ვერ დააბრალებ.
  33. პოლიტიკას ისევე ქმნიან პოლიტიკოსები, როგორც ამინდს – სინოპტიკოსები.
  34. ლამაზ ქალს ყველაფერი უხდება, და არაფერიც უხდება.
  35. ზოგჯერ თუ არ გარისკავ, უფრო მეტს რისკავ.
  36. თუ წაიბორძიკე, ან თუნდაც დაეცი – ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ სწორად არ მიდიხარ.
  37. მარტორქა ცუდად ხედავს, მაგრამ უფრო ხშირად ეს მისი პრობლემა არ არის.
  38. ძნელია ფორთხვა ამაყად აწეული თავით...
  39. - მესროლეთ ქვები მათ, ვინც... მოიცათ, ჯერ არ დამიმთავრებია...
  40. კაცების უმეტესობას მოსწონს ქერათმიანი, შავგვრემანი, წითური და თმაშეღებილი ქალები.
  41. შეიქმნა ახალი პარტია "ყველაფერი გვკიდია". დამფუძნებელ ყრილობაზე არავინ არ მოვიდა...
  42. მართლმსაჯულება – ეს არის როცა მაძღარი კაციჭამიები მშიერ კაციჭამიებს ასამართლებენ კაციჭამიობისათვის.
  43. "მარილი მინერალური. მოპოვებულია 250 მილიონ წელზე მეტი ასაკის ფენებიდან. შენახვის ვადა – 2 წელი".
  44. როცა პარავ ერთ ავტორს – ეს პლაგიატია, როცა ბევრს – გამოკვლევა.
  45. ... მარტივია, როგორც  3.14159265358979323846264338327950288419716
  46. ფილოსოფია აძლევს ადამიანს იმას, რასაც ის კარგავს, როცა მისით ინტერესდება...
  47. თუ გემზე იციან საით უნდა იცურონ, ყველა ქარი ზურგქარია (არაბი მეზღვაურების ანდაზა).
  48. Многие вещи нам непонятны не потому, что наши понятия слабы; но потому, что сии вещи не входят в круг наших понятий (Козьма Прутков)
  49. როგორ შეიძლება სადაზღვევო კომპანიებისაგან დავეზღვიო?
  50. – და რატომ ეგონათ, რომ ჩემს თავზე სახარების კითხვა კვებას სრულფასოვნად ჩაანაცვლებდაო?
  51. რა არის ნამდვილი შიში? ღამით სასაფლაოზე სიარული – ეგ არაფერია, აი ბნელ ცარიელ ოთახში რომ დააცემინებ და "ჯანმრთელობაო" გაიგონებ...
  52. ბედი არ გინდა? მარტო თეთრი ცხენი მოვიდა, პრინცის გარეშე...
  53. – მოგწონვარ თუ არ მოგწონვარ, პასუხი ერთი მაქვს – მეც!
  54. "ფრთხილად: ეზოში ავი ძაღლია; აუცრელია; ჭამს ყველა[ფერ]ს; თვითრეალიზაციის დიდი მოყვარულია!"
  55. ბიბლიაში მთავარია არა ის, რაც წერია, არამედ ის, რაც შეგიძლია წაიკითხო.
  56. აი როცა მეზობელთან წამოგცდება რომ მის კარადაში ინტერნეტი ცუდად იჭერს...
  57. სილამაზე სამყაროს გადასარჩენად მოითხოვს უამრავ მსხვერპლს.
  58. თუ ჰულაჰუპი იყიდე და ზუსტად მოგერგო... კიდევ კარგ დროს გიყიდია!
  59. ეგეც ცივილიზაცია: სამშობლოში დაბრუნება იწყება შენი ბარგის გაჩხრეკვით.
  60. მტერს კი არ უნდა მივუტევოთ – მას ღმერთი მიუტევებს; ჩვენი საქმეა მათი შეხვედრის ორგანიზება.
  61. Чем больше в человеке начальника, тем меньше руководителя.
  62. სასიყვარულო სამკუთხედის ბისექტრისა...
  63. სიკვდილი – ეს არის როცა იღვიძებ და უკვე აღარ ხარ...
  64. უნდა იმუშავო თავით, და დაისვენო მის გარეშე.
  65. ნებისმიერი უცნობი ლამაზმანი შეიძლება გახდეს ნაცნობი. ცუდია, რომ ეს პროცესი შეუქცევადია...
  66. Tradition is a lantern, but only the fool adheres to it and for the wiser head it lightens the way.
  67. ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ქვაბია გამოყოფილი მათთვის, ვინც სისტემურ ბლოკს პროცესორს ეძახის.
  68. უპირობა ცუდია, მაგრამ ერთზე მეტი თუ გაქვს არც ესაა კარგი...
  69. – ისედაც იმდენი რამაა გაუგებარი ამქვეყნად, და ახლა კიდევ ეს გამრავლების ტაბულა...
  70. რას ჰგავს ეს – გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა თითოჯერაა წელიწადში, ზამთარი კი ორჯერ – წლის დასაწყისში და წლის ბოლოს!
  71. ბნელ სარდაფში შეყვარებულთან პაემნისას თუ ცოტა ხნით გასულს უკან მობრუნებულზე ის სკამზე აღარ დაგხვდა, ესე იგი მან როგორღაც შეიხსნა სკოჩები და სადღაც იმალება დანით ხელში...
  72. ისეთი გაქნილი ვინმე იყო, რომ ბანკომატმაც კი ასესხა ფული რამდენიმეჯერ...
  73. პრეზიდენტების საუბარი გულთბილ ვითარებაში მიმდინარეობდა. შემდეგ მოვიდა თარჯიმანი...
  74. თუ თქვენს ავტომობილს სხვადასხვა მხარეებს სხვადასხვა ფერად შეუღებავთ, მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს არ დაემთხვევა!
  75. ლიტერატურასა და ჟურნალისტიკას შორის დაახლოებით იგივე სხვაობაა, რაც სიყვარულსა და პროსტიტუციას შორის.
  76. განქორწინებისას მიზეზს გეკითხებიან; ქორწინებისას – არა.
  77. სილამაზე – ქალის კაპიტალია, კაპიტალი კი – კაცის სილამაზეა.
  78. სანაპიროზე შავმა კატამ გადამირბინა. მაგრად გაუმართლა...
  79. ყველა პოლიტიკოსი სიტყვის კაცია. მეტი არც არაფრის კაცები არ არიან.
  80. ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის, ყველაფერი დანარჩენი – ხელისუფლებას.
  81. რატომ არ არსებობს საგანგებო სიტუაციების აცილების სამინისტრო?
  82. თუ თქვენი კატა დილით ნიშნისმოგებით იღიმება, ჩაიხედეთ ფეხსაცმელში სანამ ჩაიცვამდეთ.
  83. ნამდვილი ყინვა – ეს არის როცა არაყს ახრამუნებ.
  84. საკუთარი იახტით დინების საწინააღმდეგოდაც იცურებ.
  85. – ამ ზარბაზნის ლულა სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე...
  86. იდეალური წყვილი – მხვრინავი სადისტი და ყრუ მაზოხისტი.
  87. ვაკანსია ფინანსთა სამინისტროში: გვჭირდება ადამიანი, ვისაც მუდამ ეფხანება მარცხენა ხელისგული.
  88. – ნუ შეგყავთ ჩემში შეცდომა!
  89. ძროხასაც უყვარს რძე, მაგრამ ვერ წვდება...
  90. აივაზოვსკის გამოფენაზე თუ სწრაფად ჩაირბენ, მშვენიერი მულტფილმი გამოვა.
  91. თურმე კანაფი ხე ყოფილა, უბრალოდ არ აცლიან.
  92. მობილური ტელეფონი ჩვეულებრივი სარდაფის ვირთხის ფორმით: გაეხუმრე მეგობრებს!
  93. დრონი [ძვირფასი] ქვების შეგროვებისა და დრონი...
  94. სულელს რაც არ უნდა ასწავლო, დიდი–დიდი განსწავლული სულელი მიიღო.
  95. მძღოლს თუ თავი უკვდავი ჰგონია, ეს მგზავრებისთვის ცუდია...
  96. "წადი ხელი დაიბანე!" – პასუხი ტალახიან მანქანაზე წარწერაზე.
  97. ყველა ქალი ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ყველა სხვადასხვანაირია.
  98. თუ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობ, როგორ შეიძლება დილის 7 საათზე ადგე და კარგ ხასიათზე იყო...
  99. – რა დროს ევოლუციაა – გაიფიქრა მასტოდონტმა და ნეანდერტალელიანი ფეხი ბალახზე გაიწმინდა.
  100. წვიმს... საზიზღარი ამინდია... სად არიან ეს რომანტიკოსები, რატომ არ ცეკვავენ წვიმაში?...