Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (7)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

ერთხელ სტალინს ამერიკელი კორესპონდენტი შეხვდა. მან საბჭოთა კავშირში დემოკრატიის მდგომარეობა დაიწუნა (რატომღაც!).

– თქვენთან დემოკრატია არ არის – უთხრა მან – აი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქუჩაში გამოვიდეს და სახალხოდ აგინოს პრეზიდენტ ტრუმენს!

– მერე რა – უთხრა სტალინმა – ჩვენს ქვეყანაშიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ქუჩაში გამოვიდეს და სახალხოდ აგინოს პრეზიდენტ ტრუმენს!

 


 

ფრაზები (7)

 

 

 

  1. ქორწინებისას ფიქრობ, რომ მასზე უკეთესი არავინაა. მერე აღმოჩნდება, რომ ცდებოდი.  განქორწინებისას ფიქრობ, რომ მასზე უარესი არავინაა. მერე აღმოჩნდება, რომ ცდებოდი.
  2. თუ ღამით ჩაბნელებულ ქუჩაზე მოგიწია გავლა, შეეცადე არავინ შეაშინო.
  3. ქალის ღირსებები არის ინტელექტი და იუმორის გრძნობა, სილამაზეზე კი მათი ჯამი უბრალოდ მრავლდება.
  4. ახალი მომსახურება – "სექსი SMS–ებით".
  5. არის ხალხი, ვისი ინტელექტიც კალკულატორის ხელში აღებით ორმაგდება.
  6. ოთახის დალაგებაშიც არის საინტერესო ასპექტები, მაგალითად, როცა კატას დასდევ მტვერსასრუტით...
  7. ინტერნეტ–გამოკითხვა "სარგებლობთ თუ არა ინტერნეტით?".
  8. დამესიზმრა, რომ ვხედავ სიზმარს, რომ მესიზმრება რომ მძინავს და სიზმარში ...
  9. დაზღვევის აგენტი – ეს არის კეთილგანმზრახველი ბოროტისმსურველი.
  10. ზოგიერთს რამდენიც არ უნდა ურტყა, ვერ შეაგნებინებ როგორი კეთილი ხარ.
  11. შეცდომით აკრეფილი ნომერი არასოდეს არ არის დაკავებული ან ზონიდან გასული.
  12. 1111111 x 1111111 = 1234567654321
  13. ადამიანებს არ უნდათ უკვდავება. მათ უბრალოდ სიკვდილი არ უნდათ (ს. ლემი)
  14. მეგობრებს ვერ იყიდი! სამაგიეროდ შეიძლება მათი გაყიდვა.
  15. როცა იქნება, სილამაზე გადაარჩენს სამყაროს, მაგრამ ქალები ისევ ყველაფერს აურდაურევენ.
  16. სინონიმის ანტონიმი არის ანტონიმი.
  17. მომეც მე ძალა და მოთმინება. და ყოველ შემთხვევისათვის პისტოლეტიც...
  18. ეტყობა, სანამ დანიშნულების ადგილზე მიიყვანდა, წეროს რამდენიმეჯერ გაუვარდა გზაში...
  19. ყველაფრის ხვალისათვის გადადება - ეს ჩემი ყველაზე ცუდი თვისებაა. ხვალვე დავიწყებ მის გამოსწორებაზე ზრუნვას.
  20. სამყარო მხოლოდ პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონებისგან არ შედგება – ოხრად არიან იდიოტებიც.
  21. ეჭვიანი ცოლების ქმრებისათვის: საყვარლის ნომერს ტელეფონში უნდა დაარქვა, მაგალითად, 995531987654 ან LOW BATTERY.
  22. ოცნება ოცნებად რჩება მაშინაც, როცა რეალობა ყავას გიდუღებს.
  23. თუ დიეტაზე ხარ, ნამცხვარი დიდ ნაჭრებად დაჭერი.
  24. – ძვირფასო, გუშინ შენი საყვარელი გავიცანი! უნდა გითხრა, რომ ეს ღალატი არ არის, ეს – გმირობაა!
  25. – გულწრფელად გეუბნებით, რომ მე ვერ ვიქნები თქვენთან გულწრფელი...
  26. მე ის უბრალოდ ყავაზე დავპატიჟე, მის თვალებში კი წავიკითხე სექსი, მმაჩი, ბავშვი, იპოთეკა, სამი შვილიშვილი და ჭიქა წყალი...
  27. სათვალის პოვნა  უსათვალოდ  ძნელია, ხოლო თუ სათვალე გიკეთია – საერთოდ შეუძლებელია.
  28. გენდერული უსამართლობა – თუ კაცი ქალებს ხელთათმანივით იცვლის, ქალი ანალოგიურ შემთხვევაში ხელიდან ხელში გადადის.
  29. If a key opens lots of locks, then it's a Master Key. But if a lpck is opened by lots of keys, then it's a shitty lock (წინა ფრაზიდან).
  30. გუშინ ვუყურე როგორ აკეთებდა ვიღაცა რაღაცას. რა ადვილი ყოფილა!
  31. ცხოვრება ერთია, არჩევანი უამრავია...
  32. კოღოს წინააღმდეგ ავტომატი უძლურია.
  33. სამთო ტურიზმი – ეს არის ზაფხულის გამოზამთრება.
  34. მთელი ხელფასის რესტორანში დატოვება ცუდია, მაგრამ მაინც უკეთესია, ვიდრე აფთიაქში დატოვება.
  35. კეთილი ყოველთვის ამარცხებს ბოროტს, ასე რომ ვინც გაიმარჯვა, კეთილიც ისაა!
  36. უხილავი ფრონტის მებრძოლი დააჯილდოვეს უხილავი ორდენით.
  37. - გაგილამაზებთ სადღესასწაულო სუფრას ჩემი პერსონით...
  38. ზაფხული - სეზონი არ არის, ზაფხულია როცა ფული გაქვს.
  39. აბრევიატურა გრძელი სიტყვაა.
  40. - IQ-ტესტის შედეგი უარყოფითია...
  41. საუკეთესო ალიბია - იყო დაზარალებული.
  42. ქალისათვის არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის შექმნაც მას არ შეუძლია...
  43. როგორ მოგწონთ: რეალში რომ ვინმეს შეხვდები ამას ოფლაინში შექვედრა ქვია...
  44. გვინდა ვიყოთ საჭირო, მაგრამ არ გვინდა გამოგვიყენონ?!
  45. დამოკიდებულება დამოუკიდებლობაზე არის თავისუფლება.
  46. რომანტიკა უკვე ფანტასტიკაა.
  47. - უხ ერთი კარგად დავთვრებოდი დარდისგან, მაგრამ რა ვქნა - ყველაფერი კარგად მიდის...
  48. ცხოვრებაში, როგორც წვიმაში - დგება მომენტი, როცა უკვე სულ ერთია.
  49. სანამ გადავწყვეტდი სად დამესვენა, გადავხედე ჩემს ბიუჯეტს და დავასკვენი, რომ არ დავღლილვარ.
  50. მაჩვენეთ ადამიანი, ვინც არასოდეს შემცდარა, და მე გაჩვენებთ ადამიანს რომელსაც არაფრისთვის მიუღწევია.
  51. არ სთხოვო ბუდას გზა მიგასწავლოს!
  52. ნალმა რომ ბედნიერება მოგიტანოს, უნდა დააჭედო ფლოქვზე, მოხნა, დათესო, გათოხნო...
  53. "ტელეფონი სახლში დამრჩა" - როგორი ფრაზა იქნებოდა ოციოდე წლის წინ?
  54. ინტერნეტის უქონლობა იწვევს ჰალუცინაციას, რომელსაც რეალობა ეწოდება.
  55. მე შემიძლია დავამარცხო ჩემი სიზარმაცე. მაგრამ მეზარება...
  56. ქალმა თუ მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი ჩართო, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად მარჯვნივ მოუხვევს.
  57. ფილოსოფოსი - ადამიანი, რომელსაც აქვს შეკითხვა ნებისმიერ პასუხზე.
  58. მთავარია არა მდიდარი იყო, არამედ სხვაზე მდიდარი იყო.
  59. არაფერზე არა თქვა არ არსებობსო. ცხადია, გარდა კომპიუტერისა, რომელიც ფლეშზე არ ჭედავს.
  60. ნათელმხილველი რომ გახდე ამისათვის საკმარისია პესიმისტი იყო! და პირიქით...
  61. ხდება ხოლმე, რომ ცოლი ჩუმად, ყურადღებით უსმენს ქმარს. მაგალითად, როცა ის უცნობ ქალს ესაუბრება ტელეფონით.
  62. პოლიციელისა და პროკურორის მანქანების შეჯახებისას კანონი თვითონ დაირღვა...
  63. დევნის მანია რომც გქონდეს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ არავინ გითვალთვალებს!
  64. ფიზიკოსებს ტრადიცია ჰქონიათ - 15 მილარდ წელიწადში ერთხელ შეიკრიბონ და LHC გაუშვან...
  65. მამაკაცს სჭირდება ბევრი ქალი, რომ დაივიწყოს ერთი, და საკმარისია ერთი რომ დაივიწყოს ყველა.
  66. ფრილანსერებს ორი წყვილი ფაჩუჩები აქვთ - საშინაო და სამსახურის.
  67. იმარჯვებს არა ის, ვინც ძლიერია, არამედ ის, ვინც ბოლომდე მიდის.
  68. რაც უფრო ღრმად ჩაფლავ ქვიშაში თავს, მით უფრო დაუცველი დაგრჩება უკანალი.
  69. ყველაზე გულმოდგინედ კაცი მაშინ აქებს მეზობლებს, როცა ბინას ყიდის.
  70. თუ ორი ჭიქის მერე არაფრის გეშინია, გეშინოდეს ორი ჭიქის!
  71. ჯანმრთელობაზე გადაცემის ყურების შემდეგ დავასკვენით, რომ მთელი ოჯახი უბრალოდ ავად კი არა - სიკვდილის პირას ვართ.
  72. თეთრ ზოლამდე რომ მიხვალ მერე სიგანეზე გაუყევი!
  73. ყველა კვდება, მაგრამ ყველა არ ცოცხლობს.
  74. ცხოვრება მშვენიერია, თუ არ გავიხსენებთ წარსულს და არ ვიფიქრებთ მომავალზე.
  75. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ მოინდომებ, ოღონდ არა ისე, როგორც შენ წარმოგიდგენია.
  76. მოყინულ ბილიკზე კულტურული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად მცირდება.
  77. დიდი შეცდომაა პასუხის გაცემა დაუსმელ კითხვებზე.
  78. - მოვასწარი რო მონატრება?
  79. განცხადება: ნათელმხილველთა ყრილობა გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო გადადებულია გაურკვეველი ვადით.
  80. სასამართლომ შეისწავლა ნივთიერი მტკიცებულებები და გადავიდა მატერიალური წინადადებების განხილვაზე.
  81. ქალი - ნაზი და ჰაეროვანი არსებაა, მაგრამ ეს ყველა სასწორს კი არ ესმის...
  82. განცხადება საავადმყოფოში: "ფული არა გაქვს? კარგად იყავი!"
  83. გაუგზავნე მეგობარს SMS "მე ყველაფერი ვიცი" და მოისმინე ზღაპარი ძილის წინ.
  84. თუ უკვე ზედიზედ მესამე დღეა ცხოვრება აღარ გინდა, ე. ი. ოთხშაბათია.
  85. კაცი ყველაფერს ქალისათვის აკეთებს. თავისთვის - ეს როცა არაფერს არ აკეთებს.
  86. იშვიათი დებილები საკმაოდ ხშირად გვხვდებიან.
  87. განცხადება: "მიღების დღეები - ხვალ და ზეგ".
  88. ჩვილს ისეთი ცხელი წყლით ბანდნენ, რომ ნახევარი წლით ადრე დაიწყო ლაპარაკი...
  89. И. Д. И. О. Т. - идеальный друг и отличный товарищ!
  90. ახალგაზრდობაში ალკოჰოლიზმის გავრცელებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ კოლუმბიური ნარკოკარტელები.
  91. რომ დაფიქრდე, ცხოვრების ყველაზე ნათელი წუთები სიბნელეში გვაქვს გატარებული...
  92. გაყიდვების მენეჯერმა ოქროს თევზი დაიჭირა, და ერთი სურვილი უკან დაუბრუნა.
  93. ზოგს სიბნელის ეშინია, სინათლის გადასახადის - თითქმის ყველას.
  94. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ფულს - გრძელი.
  95. ბრმას ვერ აჩვენებ, ყრუს ვერ მოუყვები, სულელს - ვერ დაუმტკიცებ.
  96. თვალთახედვის არეალი ვიწროა, როცა გასაღების ჭუჭრუტანაში იჭყიტები.
  97. პორნოსაიტებზე ალკოჰოლის რეკლამა დაუშვებელია - მას ბავშვები ხედავენ!
  98. ლოგიკა - ეს არის ის, რაც კაცებს ხელს უშლის გაუგონ ქალებს.
  99. უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორც არ უნდა გიშლიდეს ამაში ხელს შენი სახელმწიფო.
  100. დიეტა - ეს არის როცა გახვედი სამზარეულოში ვაშლის საჭმელად და უეცრად კატლეტი შემოგეჭამა.