Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (8)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

ანეკდოტი მხოლოდ ერთი ასოს გამოყენებით:

 

– აა?

– ა?

– აა, ა?

– აა! აა, აა!

 

განმარტება:

არის ორი სამარშრუტო ტაქსი – N2 და N2ა.  შუახნის სიმპათიური მანდილოსანი აჩერებს სამარშრუტო ტაქსს და მძღოლს ეკითხება:

– ეს 2ა–ა? (ანუ 2 ხომ არ არისო, ეტყობა ვერ მოასწრო წაკითხვა).

მძღოლი:

– რა? ვერ გავიგე რა მკითხეთ?

შუახნის სიმპათიური მანდილოსანი:

– ეს 2ა მარშრუტია? ა არის თუ უაო?

მძღოლი:

– აა, მივხვდი! კი, 2ა არის, 2ა! ამოდი ქალო, თუ ამოდიხარ, ხომ ხედავ ავტობუსი მომადგა უკან და მისიგნალებს!


აი ასეთი ლაკონიური ენა გვაქვს!


 

ფრაზები (8)

 

 

 

  1. ვინც მიდის - გაუშვი, რათა მოვიდეს ის, ვინც მოდის!
  2. მიყვარს სამსახურში წასვლა. მიყვარს წამოსვლაც... ამ ორ პროცესს შორის პერიოდს ვერ ვიტან...
  3. - შენი მამალი რატომ არ ყივის დილაობით, ვიბრატორზეა?
  4. ზოგი კარგი მაგალითია სხვებისთვის, ზოგი - მკაცრი გაფრთხილება.
  5. საჩუქრები ორნაირია: არაფერში რომ არ გჭირდება და არავინ რომ არ გაჩუქებს.
  6. ცესკო გვპირდება, რომ არ დაუშვებს არჩევნების შედეგების გაყალბებას მოსახლეობის მიერ.
  7. ქალის ორი ძირითადი მოთხოვნილება - ვინმეს ელაპარაკოს და ვინმეს არ ელაპარაკოს.
  8. არცერთი წვეთი არ დაგეთანხმება იმაში, რომ წყალდიდობა მისი ბრალიცაა.
  9. "ХХХ ოლიმპიური თამაშები" - რა მრავალაზროვანი დასახელებაა...
  10. სამი საყვარლის ყოლა კარგად ავითარებს ლოჯისტიკის უნარ-ჩვევებს.
  11. გეზარება სამსახურში წასვლა? გადაშალე ჟურნალი "ფორბსი", იპოვე შენი გვარი... ვერ იპოვე? წადი სამსახურში ჩემო კარგო...
  12. ქალები თუ არ გიყვარს, ეს დანაშაულია; თუ გიყვარს - სასჯელი.
  13. რა ფერისაა ქამელეონი, როცა სარკეში იყურება?
  14. სათამაშოები ბავშვებს კი არ სჭირდებათ, არამედ მშობლებს, რომ ბავშვებისაგან თავი დაიძვრინონ.
  15. რას არ იზამს ხალხი იმისათვის, რომ არ იმოძრაონ - დიეტაზე ჯდომაც კი მოიფიქრეს...
  16. შეფის სტატუსი "გავცივდი და ვწევარ" 146-მა დაალაიქა.
  17. მამაკაცი საოცრად ადვილად უგებს ქალს, რომელიც მისი ცოლი არ არის.
  18. ის სირაქლემა თურმე თხუნელებთან ქეიფობდა...
  19. ექიმებს სიცოცხლის გახანგრძლივება არ შეუძლიათ, ავადმყოფობისა - კი!
  20. გარდამავალი ასაკი - როცა ჯერ ადრეა იყო ჭკვიანი, გენიალური კი - უკვე გვიანაა.
  21. დადგენილია, რომ ქალის ტვინი ერთნახევარჯერ უფრო ლამაზია, ვიდრე მამაკაცის.
  22. მამაკაცის დატყვევება ადვილია; ძნელია - მთელი ცხოვრება კვებო ტყვე.
  23. ოჯახში, სადაც ყველა ხვრინავს, დაძინება დასწრებაზეა.
  24. მთელი ცხოვრება აგროვებდა დასამარხ ფულს. დაასაფლავეს მალდივის კუნძულებზე...
  25. რაც უფრო ადრე ადგები, მით მეტხანს შეგეძლება არაფერი არ აკეთო.
  26. სჯობს ერთხელ დათანხმდე და არ გააკეთო, ვიდრე ასჯერ თქვა უარი.
  27. დეპუტატი ამომრჩევლებს დაპირდა, რომ დაპირდებოდა, და შეასრულა დაპირება.
  28. არქიმედემ, როგორც ჩანს, ბოლოსდაბოლოს იპოვა საყრდენი...
  29. ველოდებით როდის გადაარქმევენ სახელს ნიგერიას - არაპოლიტკორექტულია, რაც არ უნდა იყოს...
  30. "მკურნალი ექიმი" - უცნაურია, არა? როგორც, ვთქვათ, "მოცეკვავე მოცეკვავე".
  31. როცა IQ ორნიშნა რიცხვია, ეგ კიდევ არაფერი; აი თუ ციფრებს შორის მძიმეა, ეს უკვე ვერაა კარგი...
  32. აკეთე დღეს ის, რის კეთებაც სხვებს არ უნდათ, და ხვალ იცხოვრებ ისე, როგორც სხვებს არ შეეძლებათ!
  33. მე ოპტიმისტი პესიმისტი ვარ - მჯერა სამყაროს ბედნიერი დასასრულის.
  34. არ არსებობს გადაუწყვეტელი პრობლემები; არსებობს არასასიამოვნო გადაწყვეტები (ე. ბორნი).
  35. იყავით არა ის, ვისთანაც შეიძლება, არამედ ის, ვის გარეშეც შეუძლებელია.
  36. ისეთი რომანტიულები იყვნენ, რომ Skype-ში მათ მიმოწერაზე მთელი ძალოვანი უწყებები ქვითინებდნენ...
  37. ფულის დასაბრუნებლად თქვენ არავის სჭირდებით; სჭირდებით როგორც კაცი, რომელსაც სჯერა, რომ ფულს დაუბრუნებენ.
  38. უცნაური ხალხია მაზოხისტები - სიამოვნებთ ის, რაც აწუხებთ; მაგრამ თუ სიამოვნებთ, როგორღა აწუხებთ?...
  39. ცხოვრება თეატრია. ზოგჯერ - ცირკიც...
  40. ... სნოუბორდისტების შეჯიბრების სპონსორია მეხუთე ტრავმატოლოგიური კლინიკა...
  41. როცა ხელში ჩაქუჩი გიჭირავს, ძალიან ბევრი რამე გეჩვენება ლურსმნად...
  42. ნუ გეშინიათ სიბერის - ის დიდხანს არ გრძელდება!
  43. თუ არაფერს არ ელი, გაწბილებულიც არ დარჩები.
  44. დღეგრძელობის საიდუმლო მარტივია. მაგრამ საიდუმლოა...
  45. დრო მიდის მაშინაც, როცა შენ ტახტზე ხარ გაშხლართული.
  46. ადამიანი შეიძლება იყოს ჭკვიანი, პატიოსანი, აქტიური, და ამათგან რომელიმე ორიც ერთად.
  47. სისადმინის ორი მთავარი პრობლემა - დებილი უზერები და ჭკვიანი უზერები...
  48. ზოგი მიზნისკენ მიიწევენ, ზოგს კი უბრალოდ ესვრიან.
  49. მანქანით თუ ძალიან სწრაფად ივლი, შეიძლება გაუსწრო სხვებს, ასე, 50 წლით...
  50. თუ პარაშუტით ყველაზე ბოლოს გადახტი და მალე ყველას გაასწარი, ეს ცუდია...
  51. სახელისუფლებო ვერტიკალი დგას თუ კიდია?
  52. ქალის თვალები - ოკეანეა. წყნარი იქნება თუ ყინულოვანი - ეს კაცზეა დამოკიდებული.
  53. მე იმ ბნელი წარსულიდან ვარ, რომელზეც თქვენ ოცნებობთ ნათელი მომავლიდან...
  54. განუმეორებელთან გამეორებაც შეიძლება.
  55. Поставьте точку после тех, кто уйдет, чтобы имя тех, кто придет, было с большой буквы.
  56. თუ ტრენაჟორზე პედლებს უკუღმა დაატრიალებ, გასუქდები.
  57. ცხოვრებაში, როგორც ტეტრისში - შეცდომები გროვდება, წარმატებები კი ქრება.
  58. ... როგორც იქნა მოვიდა პრინცი თეთრი ცხენით და მოუტანა პენსია...
  59. - არ ვსვამ, არ ვეწევი, ცოლს არ ვღალატობ, საჭმელს ვაკეთებ, სახლს ვალაგებ... კი არ ვტრაბახობ - ვწუწუნებ...
  60. - როგორ მიბედავთ! ორასი მაინც გეთქვათ!
  61. - აქეთ საკუთარი თავი: წყარო დავიწყებას მიეცემა, შთაბეჭდილება კი დარჩება.
  62. ნუ იკვლევ ვინ ჰყავდა შენამდე - გააკეთე ისე, რომ შენს მერე სხვა არავინ ჰყავდეს!
  63. თანამედროვე ეტიკეტი: მარცხენა ხელში ჩანგალი, მარჯვენაში - მაუსი.
  64. პრინცესა უნდა შექმნა იმისაგან, ვინც გყავს, და არა მთელი ცხოვრება ეძებო უკვე შექმნილი.
  65. თუ ტყეში დაიბენით და კომპასიც არა გაქვთ, დაიცადეთ - შემოდგომაზე ფრინველები სამხრეთით გაფრინდებიან...
  66. ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ამიტომ ნაკლოვანებებიც მაქვს...
  67. მეცამეტე ხელფასზე ცრურწმენები არ ვრცელდება.
  68. რატომ არ შეიძლება ერთდროულად ყველა ქალის ერთგული იყო?!
  69. ცოლმა შემთხვევით წაიკითხა ქმრის სტატუსი და თავში ტაფით დაალაიქა...
  70. ის, ვინც წიგნებს კითხულობს, ყოველთვის იქნება იმათი მმართველი ვინც ტელევიზორს უყურებს.
  71. მტრებს ისე უნდა მივუტევოთ, რომ ცხარე ცრემლებით ტიროდნენ!
  72. მე მუდამ 18 წლისა ვარ. დანარჩენი - სტაჟია...
  73. წინდახედულმა ესტრადის ვარსკვლავმა თავისი ახალი ალბომი СD-RW-ებზე გამოუშვა...
  74. მკვლელის მოკვლით მკვლელების რაოდენობა არ მცირდება.
  75. ზოგჯერ კამათში მთავარია არა გამარჯვება, არამედ არმონაწილეობა.
  76. ვინც არაფერს არ აკეთებს, ის არც იგინება...
  77. სჯობს დუმდე და სულელი ეგონოთ, ვიდრე ალაპარაკდე და ამაში დარწმუნდნენ.
  78. Take a step and the road will appear itself. Steve Jobs.
  79. რამდენიც არ უნდა უძახო ქალებს სულელი, ამით უფრო ჭკვიანი ვერ გახდები.
  80. ბნელ ოთახში შავი კატის პოვნა ძნელია, ხოლო თუ სხვისია - სახიფათოცაა.
  81. პათოლოგანატომის კოშმარი - მადლიერი კლიენტები ურეკავენ ღამღამობით...
  82. ცხოვრება კატალოგ "111"-ვითაა - თითქოს შენია, მაგრამ არასოდეს არ იცი რა არის იქ.
  83. მომხიბვლელობა - ეს არის ის რაც არ იმალება, და არა ის, რაც მთელი ძალით აფიშირდება.
  84. ფასეულობის 80% თავმოყრილია რაოდენობის 20%-ში (პარეტოს პრინციპი).
  85. უფრო ხშირად მიდიან არა ვინმესთან, არამედ ვიღაცისგან.
  86. - რა მინდოდა ამ ნაძირალის უბეში - გაიფიქრა გველმა...
  87. გუგულიან საათს კედლისკენ თუ შეაბრუნებთ, კოდალიანი საათი გამოვა.
  88. ცუდი ალტერნატივა - იცხოვრო ან კარგად ან ღირსეულად...
  89. სანამ მამა ნაძვისხეს რთავდა შვილის ლექსიკური მარაგი ერთობ გამდიდრდა...
  90. თანაგრძნობა უფასოა, შურს კი დამსახურება უნდა.
  91. შეკითხვა ფორუმზე: "როგორ მოვიშორო წებო თითიდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა..."
  92. შოკისმომგვრელი სანახაობა მტრისთვის - შოტლანდიელი პარაშუტისტები..
  93. ლატარიაში მოგების ალბათობა ბევრად არ იზრდება ბილეთის ყიდვით.
  94. ცოლის ხელფასი - ცოლის ხელფასია, ქმრისა კი - ოჯახის ბიუჯეტი.
  95. "მთავარია დროზე დააგვიანო" - გაიფიქრა მეორე თაგვმა და ყველი სოროში შეინახა.
  96. თქვენ არ იცით რა არის შიში, თუ ღამით კედელზე მიყუდებული გიტარა არ წაგქცევიათ.
  97. ყოჩაღ სინოპტიკოსებო: დღეს გადავთოვლე სახურავიდან ნახევარი მეტრი ცვალებადი მოღრუბლულობა...
  98. ბავშვობა - როცა დღისით დაძინება მოვალეობაა და არა ფუფუნება.
  99. გულმავიწყი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ღალატობდა ერთმანეთთან.
  100. მოვიდა სამყაროს აღსასრული, მიიხედ-მოიხედა: "აქ მგონი ნამყოფი ვარ!"...