Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (9)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

სვანი ოცმეტრიანი კოშკიდან გადმოვარდა და არაფერი არ მოუვიდა. ესევე დამარხეს ჯანმრთელი და უვნებელი.

 


 

ფრაზები (9)

 

 

 

  1. თუ არ გეძინება, დაითვალე შვიდამდე, ან რვის ნახევრამდე და ადგომის დროც მოვა...
  2. ჩემი შეყვარებული თვლის, რომ მეტისმეტად ცნობისმოყვარე ვარ. ყოველ შემთხვევაში, ასე უწერია დღიურში...
  3. მე მომწონს ჩემი სამსახური. მე მომწონს ჩემი ცოლი. მე მომწონს ჩემი ქვეყანა... მათთვის, ვინც ვერ გაიგო - ეს მედიტაციაა...
  4. თუ შენ გაუშვი ხელიდან შანსი, ნუ იფიქრებ, რომ ეს ბოლო იყო... კიდევ გექნება შანსები, რომელთაც გაუშვებ...
  5. დღის რჩევა: შეხვდი კრიტიკას მაღლა ამაყად აწეული შუათითით.
  6. დაუთმე ქალს ადგილი! და არავის დაუთმო მის გვერდზე ადგილი...
  7. დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტმა სამ მინისტრს საყვედური გამოუცხადა; ერთს კი საერთოდ წაართვა აიპედი.
  8.  ქალის აზრების წაკითხვა რომ შეიძლებოდეს, მაინც ვერაფერს ვერ გავიგებდით...
  9. - დედიკო, დავიძინო უკვე თუ კიდევ უნდა იმღერო?
  10.  ადამიანი არასოდეს არ იქნება კმაყოფილი ხელფასით, მსაჯით და ინტერნეტის სიჩქარით.
  11. - ვინ თქვა რომ სასწაული არ არსებობს? აბა მე?!
  12. - ტექნიკა კარგია, მაგრამ კიბე ლიფტზე უფრო საიმედო-ო-ა-ა-აააააააააააააააააააააააააა...
  13.  ყველაზე გატლეკილი ქალი - ეს არის მთვრალი კაცი.
  14. რამდენი არ ვასვი თოვლის ბაბუას, მაგრამ ტომრის წაღება მაინც არ დაავიწყდა...
  15. როცა მუსიკების გადმოწერისათვის ყველას ციხეში ჩაგვსვამენ, ჟანრების მიხედვით მაინც თუ გაგვანაწილებენ?
  16. - ძვირფასო მშობლებო, არ დაუჯეროთ თქვენს ბავშვებს რასაც საბავშვო ბაღზე ყვებიან და ჩვენ არ დავუჯერებთ მათ რასაც თქვენზე ყვებიან...
  17. "მოდერნიზაცია" - ეს არის 11 გრამატიკული შეცდომით დაწერილი "ბურბუშელა"...
  18. თუ გადავხედავთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც მავნებელია ჯანმრთელობისათვის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დედებს ბავშვობაშივე უნდოდათ ჩვენი დახოცვა...
  19. - მაპატიეთ შეცდომები! რაც არ უნდა იყოს პირველად ვცხოვრობ...
  20. მე მაქვს უამრავი დადებითი თვისება, რომლებითაც ვამაყობ, მაგალითად თავმდაბლობა...
  21. როცა ცოლს მოიყვან, მიხვდები რა არის ნამდვილი ბედნიერება. მაგრამ უკვე გვიან იქნება...
  22. ქათმის შეჭმა შეიძლება არამარტო მისი სიკვდილის შემდეგ, არამედ დაბადებამდეც.
  23. - კომპიუტერის ყიდვას ვაპირებ და რომლის ყიდვას მირჩევ - ნოუთბუკის თუ ფეისბუკის?...
  24. ქალს ნებისმიერ კითხვაზე ყოველთვის მზად აქვს ნებისმიერი პასუხი.
  25. მადა ჭამაში მოდის. და არ მიდის, არ მიდის...
  26. ავტომოპასუხე: "... თუ ცუდი ამბავი გაქვთ, თქვით ეხლავე, თუ კარგი - დაელოდეთ ხმოვან სიგნალს!"
  27. Everything good is bad, everythind bad is good (ფორმულა-51-ის საუნდტრეკიდან).
  28. სიკვდილმა რომ მოაკითხა და დახედა, გარეთ გავარდა და ბალახის თიბვა დაიწყო...
  29. - შეიძლება მეც ვთქვა რამდენიმე სისულელე?
  30. პრობლემას ისე უნდა მოექცე, რომ გადაწყვეტა შეგეძინოთ.
  31. ის დროც მოვიდა, როცა ის დრო წასულია...
  32. ვალები - საუკეთესო ადგილია დანაზოგის შესანახად.
  33. ცოლის მოყვანისა და ოროთახიანი ბინის დალაგების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბინა სამოთახიანი ყოფილა...
  34. - რამდენჯერმე დაგირეკე, და ყოველ დარეკვაზე ვიღაც დებილი ყურმილს არ იღებდა...
  35. - ქალებო, შეეშვით დიეტას, ფიცრებზე წოლა კუბოშიც გვეყოფა!...
  36. - ბევრს თუ გაახურებ, ავორთქლდები!...
  37. ქალს სულ ორი რამ უნდა სრული ბედნიერებისათვის - ნამდვილი მამაკაცი და ყველაფერი დანარჩენი.
  38. ბოლო დროს ტელეარხებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება ამინდის პროგნოზებშია.
  39. ისეთი პატარა მანქანა ჰყავდა, რომ ორმაგ ღერძულა ხაზებს შორის სიარულისთვის აჯარიმებდნენ...
  40. Желаю вам приличные личные наличные, на расходы личные различные!
  41. სამყაროს აღსასრული: შედიხარ მარკეტში და ხედავ ეტიკეტს: Jurjkhela. Made in China.
  42. როდის გამოუშვებენ დამტენებს საფულისათვის? მიაერთებ საღამოს და...
  43. თეთრი შოკოლადი იმისათვის გამოიგონეს, რომ აფრიკელ ბავშვებსაც შეეძლოთ გაითხუპნონ.
  44. ნუ იმსჯელებთ მხოლოდ დასახელების მიხედვით - ანალგინს, მაგალითად, სვამენ...
  45. ექოსკოპიამ აჩვენა, რომ მალე ქორწილი იქნება...
  46. კროსვორდის შევსებისას ვხვდებით რამდენი ნაგავითა გვაქვს თავი გამოტენილი...
  47. მოთმინების ფიალა გახვრეტილი აღმოჩნდა...
  48. მოკლე ჩართვა ტვინსა და ენას შორის...
  49. ქალის მანქანაში დაყენებულმა ნავიგატორმა ბოლოს ესღა თქვა: - თავი დამანებე, საითაც გინდა იქეთ წადი...
  50. იდეალური დილა - გავიღვიძე, გავიზმორე, გავიღიმე, გადავბრუნდი და დავიძინე...
  51. ბნელი წარსულისა და ნათელი მომავლის კომბინაცია - ნაცრისფერი აწმყო...
  52. პაციფისტი ცისფერების პარტიასა და აგრესიული დალტონიკების პარტიას შორის შეტაკება არ შედგა...
  53. სამეჯლისო ცეკვა - ეს არის ფეხების ისე მარჯვედ გადადგმის ხელოვნება, რომ პარტნიორმა ვერ დაგაბიჯოს.
  54. რაც მეტს უყურებ თანამედროვე დემოკრატებს, მით მეტი სიმპათიით იმსჭვალები ადრინდელი დიქტატორების მიმართ.
  55. ქალთა გუნდის გამოსვლისას სცენაზე წრუწუნამ გაირბინა. მსმენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაყრუვდა...
  56. გაინტერესებთ უსასრულო ციკლი? დააფარეთ მძინარე კაცს სამკუთხა საბანი...
  57. უცნაური შეგრძნება ნამთვრალევზე - თავი არ გტკივა, მაგრამ ძალიან გიშლის ხელს...
  58. По умолчанию я счастлив, просто не повезло с настройками...
  59. მე ვარ ქართველი, კერძოდ - ევროპელი!
  60. ვაჟა-ფშაველა არც რუსთაველს არ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ კი დაწერა "ვეფხისტყაოსანი"! - იმართლებდა თავს ახალგაზრდა პოეტი...
  61. მთავრობას ხალხი ფულს უხდის იმისათვის, რასაც ის აკეთებს, და არა იმისათვის, რომ რაღაცას არ აკეთებს.
  62. სუფთა სინდისი, სავსე კუჭი და რბილი ტახტი ერთდროულად ვერ გექნება.
  63. ქალი მარილივითაა - სიტკბოს მისგან ნუ ელი, მაგრამ მის გარეშე გემო არაფერს აქვს.
  64. აბსოლუტურად თავისუფალი მხოლოდ ვარდნაა.
  65. როგორც ჩანს, ვისაც ხველა აწუხებს უმეტესობა ექიმთან წასვლის ნაცვლად თეატრში მიდის.
  66. სამსახურში ისეთი დავამთქნარე, მშვენიერი ფლეშმობი გამოვიდა...
  67. გუშინდელი სიბრძნე დღეს ბანალობაა, ხვალ - ანაქრონიზმი...
  68. რა ძნელია იყო კეთილი - ვცოფდები იმათი შემყურე, ვინც კეთილი არ არის...
  69. ქალები ყოველთვის სიყვარულით ირჩევენ მეორე ნახევარს, კაცის ფულები კი უბრალოდ ეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში...
  70. სხვისი თავით ფიქრი უფრო მოსახერხებელია, საკუთარით კი - უფრო მომგებიანია.
  71. მხოლოდ პესიმისტები მელოტდებიან. ოპტიმისტები - უფრო აეროდინამიურები ხდებიან!
  72. რაღაცას იტყუებიან ბგერის სიჩქარეზე: 20 წლისას რაღაცას გვეუბნებიან, და 40 წლისა რომ ვხდებით მერე გვესმის...
  73. ასაკთან ერთად რაღაცები უფრო გვიადვილდება - მაგალითად თმების დავარცხნა, კბილების გახეხვა...
  74. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 80% ფხიზელი მძღოლების მოხდენილია...
  75. - თუ თქვენ ჩემი საქციელი გაღიზიანებთ, პრობლემა არ არის - შეგიძლიათ კუთხეში მიიკუნჭოთ და აქვითინდეთ...
  76. ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ ყველაფრისთვის თვალყურის დევნება მაინც გაუჭირდებოდა, ამიტომ შექმნა მეზობლები...
  77. სიბერისათვის ფულის გადადება არ მომიხერხდა. მომიწია სიბერის გადადება.
  78. შპარგალკას ფულზე თუ დაწერ, ვერავინ გაბედავს წაგართვას, ან თუნდაც გთხოვოს მომეციო...
  79. დენის ეკონომია კლუბებში - შალის ტრუსებიანი სტრიპტიზიორები ებონიტის ბოძებზე...
  80. მობილურით საუბრის აკრძალვის შემდეგ მძღოლები SMS-ების წერაზე გადავიდნენ.
  81. სჯობს გვიან, ვიდრე სხვაგან...
  82. ჩანაწერი გრაფაში "ოჯახური მდგომარეობა": - უკეთესის ღირსი ვიყავი...
  83. ქალები ლაპარაკობენ სიყვარულზე და სდუმან საყვარლებზე. კაცები - პირიქით...
  84. ყველაზე ბოროტები ყოფილი კეთილები არიან.
  85. უცხოელები საზღვარგარეთ რაღაზე მიდიან, ისედაც საზღვარგარეთ არ არიან?!
  86. შაბათ საღამოს დაახლოებით იმდენივე ხალხი ფიქრობს სამშობლოზე, რამდენიც ორშაბათ დილით - ლუდზე ან "ბორჯომზე".
  87. ღამით ისე ციოდა, თერმომეტრი ფანჯარაზე აკაკუნებდა და სახლში შემოშვებას ითხოვდა...
  88. კორუფციას ვერ დაამარცხებენ, სანამ მასთან ბრძოლა მომგებიანი იქნება.
  89. ყველანი პერსპექტიულები ვართ, უბრალოდ ზოგს კარგი პერსპექტივა აქვს.
  90. ჩემს გადარწმუნებას თვენ ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ შეურაცხყოფაზე.
  91. ეჭვმიტანილის მიერ ყველაფრის გულწრფელად აღიარება უბრალო ფორმალობად აქცევს მის ცემას.
  92. "В этом, быть может, и есть своя справедливость, но справедливость печальная." (В. Р. Полищук, Теорема Каблукова)
  93. როცა მანქანით დავდივარ, ყველა ფეხით მოსიარულე დებილია; როცა ფეხით დავდივარ, ყველა მძღოლი დებილია; როცა ველოსიპედით დავდივარ - საერთოდ ყველა დებილია...
  94. ვიყიდე სათამაშო, რომელიც, როგორც თქვეს,  ინტელექტს ავითარებს. ვერაფერი ვერ გავუგე...
  95. ჰოლანდიის კინოთეატრებში: დოკუმენტური ფილმი "ალისა საოცრებათა სამყაროში".
  96. ერთგულება მამაკაცურად: უკვე მესამე ცოლი, და ერთიდაიგივე საყვარელი...
  97. - სწორია, დამნაშავე მე ვარ და არა შენ! აბა რა შენი ბრალია, რომ დებილები არ მიყვარს?!
  98. "მწვანე მწვანილი ამწვანებს ამწვანებულ სიმწვანეს" - დიდი ვერაფერი ფრაზაა; ინგლისურად უკეთ ჟღერს: Green green green green green.
  99. ეშმაკებმა ყურადღებით დაათვალიერეს მისი სული, შემდეგ უკან დაუბრუნეს და ხელების დასაბანად გაიქცნენ.
  100.  ქათამი უფრო ადრე იყო თუ კვერცხი - ამაზე ბევრს კამათობენ, მამალი კი რატომღაც არავის ახსენდება...