Home მხიარული გვერდები უნიები აქა ამბავი ავთანდილისა

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

ექიმთან ცისფერი მივიდა:

– ექიმო, დავიღუპე – შიდსი მჭირს! რა მეშველება?

– უჰ, მაგან შეგაშინა? რა ქენი იცი? წადი სახლში, სამლიტრიანში ჩაასხი ორლიტრნახევარი რძე, დაამატე თითო ჭიქა ლუდი და თევზის ქონი. ერთი ღამე სითბოში გედგას, მერე დაიწყე სმა და სამი დღე სვი. ამის მერე მოდი ჩემთან.

გავიდა სამი დღე დღე და მოდის ისევ ის ტიპი, მოდის კი არა მოფორთხავს:

– ვაიმე ექიმო, ეს რა საშინელება იყო, სამი დღეა უნიტაზიდან არ ავმდგარვარ...

ექიმი კბილებს იჩიჩქნის აუღელვებელი სახით, შემდეგ ეკითხება:

– ეხლა მაინც თუ გაიგე კაცს ტრAკი რისთვის სჭირდება, შენი დედა კი ... შენიო?

 


აქა ამბავი ავთანდილისა PDF Print E-mail
Written by Administrator   
Wednesday, 19 June 2013 20:43

აქ ამბავი ავთანდილისაგან სკოლაში გმირულად წასვლისა

 

ეს იმ დროს მოხდა, როცა ავთო ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა, ავტობუსი ჯერ კიდევ 25 თეთრი ღირდა, 25 თეთრად ჯერ კიდევ შეიძლებოდა ღვეზელის ყიდვა, მოსწავლეები კი, ჯერ კიდევ კი არა როგორც ყოველთვის სიამოვნებით იტყაპუნებდნენ ავტობუსის ფულს ღვეზელისათვის, მძღოლები კი გაშმაგებულნი ნადირობდნენ ასეთ მოსწავლეებზე, რაც ზოგჯერ წატყაპუნებითაც კი მთავრდებოდა იმ ლოყებზე, რომლებიც მალე იმ ღვეზელით გამოიტენებოდა.

დაახლოებით ასეთი რამ შეემთხვა 42-ე სკოლაში 39-ით მიმავალ ავთოს, სავარაუდოდ წატყაპუნების გარეშე, თუმცა მაინც გარკვეული დაძაბულობის თანხლებით, რამდენადაც, შეტყაპუნება იქეთ იყოს და მგონი არც ჰქონდა 25 თეთრი. შემდგომში კი ამ ინციდენტმა ავთოს ჯერ ცნობიერებაში და შემდეგ შემოქმედებაში (ან შეიძლება პირიქითაც) ასეთი ასახვა ჰპოვა:

 

 

დილასა ადრე ავდეგი მოყმე მხნე, ლაღად მავალი,

კაბა ჩავიცვი ჭრელ-ჭრელი, ჩექმა - შორ გზაზე სავალი,

ორმოცი ლარი ჩავიდევ, თეთრიც ზედ მივრთე მრავალი,

სახლიდან გავე, ჩემი სცნეს ასავალ-ვერ-დასავალი.

 

ავტობუსის გაჩერებას მივაწივე, იქვე დავდეგ,

ოცი წუთი ავტობუსი არ მოვიდა, ტყვილადა ვდეგ,

როს მოვიდა, ბევრი ხალხი მიესია, რიგში ჩავდეგ,

მე ადგილსა არ მითმიან, თუ-ცა კარსა ახლოსა ვდეგ.

 

როს მოვიდა ჟამი ჩემი ავტობუსით გარდახდომა,

წინა კარსა გადმოვედი მწადდეს თუცა ჩამოხდომა,

მაგრა მძღოლმა შემომკადრა - ოც-და-ხუთი თეთრი მთხოვა,

გა-ცა-ვწყერი, მუშტი დავკარ: ლომმან თხისთვის ვით იდროვა!

 

შემომეხვივნეს ურიცხვი კაცი და ქალი მთხოველი,

ნუღა მოკლავო - მვედრიდნენ, აწვიმეს ცრემლი მთოველი,

მართ დავუმადლე, არ მოვკალ მე მეთავხედა რომელი,

საბოძვარს გავსცემ გულ-უხვად, მუნ დავამდიდრე ყოველი...

 

 

შენიშვნა: წინამდებარე შედევრი იწერება ჩემი მეხსიერების საფუძველზე, რამდენადაც თვით ავტორის მეხსიერებამ ამდენიც არ შემოინახა (აქ კი დაახლოებით მესამედია თავდაპირველი კონტენტის).

 

 

 

 

 

 

 

Last Updated on Tuesday, 02 July 2013 03:44