Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (10)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

პარლამენტარმა ორი კაცი გაიტანა მანქანით. სასამართლოზე ცოტა დაგვიანებით მოსული პარლამენტარი მოსამართლეს ეკითხება:

– აბა რა ხდება?

– რა ხდება და, ერთს, რომელმაც პარპრიზი გაგიტეხათ თავით, 8 წელს მივცემთ: ტერორისტული აქტი – ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა საკუთრების ხელყოფით.

– კარგია! მეორეს?

– მეორეს, რომელიც ბუჩქებში გადავარდა, 12 წელს მივცემთ.

– პირველზე უფრო მეტს? როგორ?

– კი, შეგვიძლია – მან დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა.

 


 

ფრაზები (10)

 

 

 

  1. საფუტკრეს მივუახლოვდი თუ არა, გამოვარდა საიდანღაც იხვი, მეცა და მიკბინა. მას შემდეგ ლოგიკისა აღარ მჯერა...
  2. როცა მატარებლიდან იყურები, ყველა შლაგბაუმი დაკეტილია.
  3. თანასწორობისათვის ბრძოლა პრივილეგიების მიღებისთანავე მთავრდება.
  4. - უცნაურობების მოყვარულთა კლუბი ეძებს უცნაურობას, რომლის შეყვარებაც შეიძლება.
  5. მშიერი კოღო მთელი ღამე ჩუტავდა გასაბერ ქალს...
  6. კულინარული წიგნის ბოლო თავი: "როგორ ვუმკურნალოთ მოწამვლას"...
  7. ყველა ჩვენგანში გენიოსს სძინავს, და დებილს ღვიძავს... 
  8. Phoneless wire - მოისხი კაცობრიობის მადლი...
  9. მონადირე ცოლს უყვებოდა, როგორ დაუკაწრა დათვმა ზურგი კლანჭებით... და კისერი პომადით მოუთხუპნა...
  10. განცხადება ექიმის კაბინეტთან: - ყვავილებს და შოკოლადს არ ვსვამ!
  11. სხვისი სანთლის ჩაქრობით შენი არ გაანათებს უკეთ, თუმცა შეიძლება ასე მოგეჩვენოს.
  12. უანგარობა და გულწრფელობა იწვევს პატივისცემას, სიმპათიას და ეჭვებს.
  13. მდიდარი რომ გახდე, საჭიროა სამი რამ: ჭკუა, შრომისმოყვარეობა და ბევრი ფული.
  14. ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ის პირველი და მესამე ნახევრებისგან შედგება?
  15. თუ ახერხებ მორიგებას საკუთარ თავთან, ეს კონფორმიზმია, თუ ვერა - შიზოფრენია. 
  16. როგორც კი კომუნალური გადასახადების დრო მოდის, ემანსიპაცია სადღაც ქრება...
  17. ყვავილებიან დაღვრემილ შავ-თეთრ ბავშვებს ვულოცავთ ახალ სასწავლო წელს!
  18. დადებითი პასუხისათვის საკმარისია სიტყვა "კი". ყველა სხვა სიტყვა მოგონილია იმისათვის, რომ ვთქვათ "არა" (დონ-ამინადო).
  19. ადამიანი ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე ეს ბედნიერებისთვისაა საჭირო.
  20. ძალიან მოწყენილი ვარ. შემიძლია ქლიბი ჩავირტყა თავში, მაგრამ არა მგონია მიშველოს...
  21. მომეჩვენა, რომ ბედმა გამიღიმა, მან კი თურმე უბრალოდ ჩაიცინა...
  22. თავისუფალი სიყვარული - ეს როგორც, ვთქვათ "ყოფილი ვეტერანი" - თითქოს გასაგებია, მაგრამ მაინც რაღაც გაუგებარია...
  23. სტატია ლექსიკონში: რეკურსია - იხ. რეკურსია.
  24. ქალები, რომელთაც არ ვუყვარვართ, გვიმარტივებენ ცხოვრებას.
  25. რეკლამა: - ქალებო, ნუ მოიკლავთ თავს რეცხვით, ამას გააკეთებს ჩვენი სარეცხი მანქანა!...
  26. დალევისას მთავარია სანამ კარგად გახდები მანამ არ გახდე ცუდად.
  27. ცხოვრება მშვენიერია! სინამდვილისგან განსხვავებით...
  28. მე ვიცი კარატე, კუნ-ფუ, შოპენჰაუერი და სხვა საშინელი სიტყვები...
  29. სიმარტივეში კი არ არის გენიალურობა - გენიალურობაა სიმარტივეში!
  30. ბოულინგი - ისეთი სპორტია, თან ლუდის დალევაც რომ შეიძლება.
  31. თუ იაპონიის დროშას გადავაბრუნებთ, გამოვა იაპონიის დროშა.
  32. როცა ბოროტი ებრძვის ბოროტს, როგორც წესი, ერთ-ერთ მათგანს კეთილს ეძახიან.
  33. მამაკაცს ახალგაზრდობა ეწყება 14-15 წლისას, როცა ის იწყებს დაინტერესებას არყითა და ქალებით. სიბერე - 70-80 წლისას, როცა აღარ აინტერესებს არაყი და ქალები. სიმწიფე - ეს არის, როცა არყისა და ქალების გარდა სხვა რამეც აინტერესებს. ზოგს ეს ემართება 20 წლისას, ზოგს საერთოდ არ ემართება (ფილიმონ პუპერი).
  34. - ექიმო, ვერაფრით ვერ გამოვთქვამ ასო-ბგერა @-ს...
  35. თუ ვინმე ვაშლს გაწვდის, ესე იგი მას აქვს ვაშლი. თუ ვინმე იდეას გაწვდის, ესე იგი მას არა აქვს ვაშლი...
  36. თუ შენი არავის არ ესმის, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხელოვანი ხარ (Zuma tips).
  37. ყველა წესს აქვს გამონაკლისი. მათ შორის ამ წესსაც.
  38. ყველაზე მოკლე ანეკდოტი: pkunzip.zip
  39. სჯობს გრცხვენოდეს, ვიდრე არასდროს.
  40. ნორმალური ცხოვრებისათვის საჭიროა 1.5-ჯერ მეტი ხელფასი, ვიდრე გაქვს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი გაქვს.
  41. არ მიყვარს თვალთმაქცი ხალხი - შენ მათ ატყუებ, ისინი კი თავს გაჩვენებენ, თითქოს დაიჯერეს...
  42. პროცესორის დაწვის წინ მის მეხსიერებაში გაირბენს ყველა ის ოპერაცია, რომელიც მას ოდესმე შეუსრულებია...
  43. დედამიწიდან ვერაფერს მოიპარავ, შეიძლება მხოლოდ გადაადგილება.
  44. თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის სხვა მთასთან...
  45. საჩუქრების მაღაზიაში შესული შეიძლება შეძრწუნდე იმის წარმოდგენისას, რომ როდესმე ვინმემ შეიძლება ერთ-ერთი ამ ნივთთათგანი გაჩუქოს...
  46. ათეიზმი - თხელი ყინულია, რომელზეც ერთი კაცი კი გაივლის უსაფრთხოდ, მაგრამ მთელი ხალხი - ვერა.
  47. პოლარული დათვი - ეს არის მართკუთხა დათვი კოორდინატების გარდაქმნის შემდეგ.
  48. ტყეში ჩატარდა ჩემპიონატი დამალობანაში. ნაპოვნი იქნა წინა ჩემპიონატის გამარჯვებულის ჩონჩხი.
  49. არის იმდენად სერიოზული თემები, რომ მათზე მხოლოდ ხუმრობა შეიძლება (ნილს ბორი).
  50. დავჯექი დიეტაზე და 14 დღეში დავიკელი 2 კვირა.
  51. რასაც მე ვერ მივაღწიე, ყველაფერს ვერ მივაღწიე მე თვითონ...
  52. რაც უფრო ბნელია წარსული, მით მეტი თეთრი ლაქებია ბიოგრაფიაში.
  53. ჰაერის კოშკები ალბათ ერთადერთია, რისი აშენებაც უფრო ადვილია, ვიდრე დანგრევა.
  54. ვისაც აზრები არ აწუხებს იმას ზოგჯერ უფრო მეტი თანამოაზრე ჰყავს.
  55. Dear people of the world! I don't mean to sound slutty, but please use me whenever you want. Sincerelly, Grammar.
  56. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თან სულ ერთი და იგივე...
  57. როცა სიყვარული მიდის, რჩება დანარჩენი.
  58. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გონებაშეზღუდულ ადამიანებს კითხვისას ხელი მაუსზე უდევთ. არა, არა - უკვე გვიანაა...
  59. გაყინულ ტბაზე სეირნობისას შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყინული ზემოდან გაცილებით ადვილად ტყდება, ვიდრე ქვემოდან...
  60. ახალი დიეტა: ჭამე რაც გინდა და რამდენიც გინდა, ოღონდ არ გადაყლაპო.
  61. ფილოსოფიური კითხვა: გაატანს თუ არა ჩინურ ჯავშანჟილეტში ჩინური ავტომატი?
  62. მე ადამიანებისათვის სიყვარული, სიკეთე და სინათლე მომაქვს... ამ კრეტინებს კი ერთი მადლობა არ უთქვამთ!
  63. ეგოისტი - ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი თავი უფრო აინტერესებს, ვიდრე მე.
  64. ნაღვლიანი ისტორია -  სქინჰედი სენეგალში...
  65. მყავდა ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი და ერთგული... ვცხოვრობდი ბედნიერად, სანამ ლამაზმა ჭკვიანის, კეთილმა კი ერთგულის შესახებ არ გაიგო...
  66. მის უფლებებს ალბათ გრინპისი თუ დაიცავს...
  67. კუს წვნიანის ჩქარ-ჩქარა ჭამა - ეს უკვე ცინიზმია!
  68. ფეხსაცმელი რომ არ მქონდა, დარდისაგან მკვდარი ვიყავი მანამ, სანამ არ შევხვდი კაცს, რომელსაც არ ჰქონდა ფეხები . . . (ჰაროლდ აბოტი )
  69. წყლის ჩამომშვებ ზემოთა მეზობელზე უარესი შეიძლება იყოს მხოლოდ წყალჩასული ქვედა მეზობელი.
  70. ჩვენმა ფეხბურთელებმა გამოიგონეს სპორტის ახალი სახეობა - ბურთით სიარული.
  71. საერთოდ მე წესიერი კაცი ვარ, მაგრამ ოჯახიც მყავს სარჩენი...
  72. თუ პრობლემა ფულით იჭრება, მაშინ ეს პრობლემა კი არა - ხარჯებია.
  73. როცა მიხვდა, რომ ცოლზე უკეთესს ვერავის იპოვიდა, უკვე ცოლი ვეღარ იპოვა...
  74. შვილი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გიყვარდეს; თუ რამეა, შურს შვილიშვილები იძიებენ...
  75. გამოსაშვებ ბანკეტზე შრომის და ფიზკულტურის მასწავლებლებმა იჩხუბეს. გაიმარჯვა შრომის მასწავლებელმა, იმიტომ, რომ კარატე - კარატეა, ხოლო ჩაქუჩი - ჩაქუჩია...
  76. მოვიყვანე ცოლი. დამილაგა სახლი. ადრე ყველაფერი მიყრილ-მოყრილი იყო თავთავის ადგილზე, ახლა ყველაფერი აკურატულად აწყვია ღმერთმა იცის სად...
  77. მაროკოელმა სელექციონერებმა გამოიყვანეს ფორთოხლის ახალი ჯიში - "ფანტის" გემოთი.
  78. ნამდვილი სიზარმაცე - როცა საქმისთვის თავის დანებება გეზარება.
  79. პროგრამირების ყველა ენას თავისი პლუსები აქვს, მათ შორის C++-საც.
  80. განვითარებული ქვეყნის მოქალაქის განავლის ანალიზი: წყალი, ორგანული შემავსებელი, საღებავი ყავისფერი, გამასქელებელი (E415), კონსერვანტი (E202), არომატიზატორი (ნატურალურის იდენტური).
  81. იღიმება ანაკონდა ვითარცა ჯოკონდა (მუზა, მოდი დროზე თორემ ნახე რეებს ვწერ!).
  82. როცა ბევრ ხალხთან გაქვს საქმე, ძნელია დარჩე ადამიანად.
  83. პოზიციის უქონლობა პოზით ვერ კომპენსირდება.
  84. ჩვენ ვერავინ გვიშველის ჩვენი თავის გარდა. ერთი ეგ ჩვენითავი ვიპოვოთ სადაა და მორჩა - გვეშველება.
  85. ვინც იცის - აკეთებს, ვინც არ იცის - ასწავლის, ვინც სწავლება არ იცის - მართავს...
  86. მინუს უსასრულობა - ეს არის ყველაზე მარცხენა რიცხვი.
  87. საქართველოს მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად - ისინი, ვისაც არ უყვარს ნაციონალები და ნაციონალები.
  88. კანალიზაცია - ყველას გვაერთიანებს!
  89. ვაკეთებ რაც ჩემს გულს გაეხარდება. ანუ არაფერს არ ვაკეთებ.
  90. კარებზე მომიკაკუნეს. აღმოჩნდნენ სექტანტები. რაღაცას ლაპარაკობდნენ სიკეთის კეთებაზე. შევთავაზე ნაგავი გადაეყარათ - გაბრაზდნენ და წავიდნენ.
  91. სადაა გარანტია, რომ ხვალ უფრო უკეთ არ ვიცხოვრებთ?
  92. ჭიქა ღვინის დალევა - სასარგებლო საქმეა. დღეს შვიდი სასარგებლო საქმე გავაკეთე...
  93. Судя по нашим дорогам, закончилась не зима, а война.
  94. ქალისათვის ხელზე კოცნა და მისი წინ გაშვება მოგონილია იმისათვის, რომ კარგად შევათვალიეროთ ყველა მხრიდან.
  95. ახალგაზრდა, ლამაზი, ჭკვიანი და ღარიბი გოგონა გაიცნობს საპირისპირო თვისებების მქონე მამაკაცს.
  96. წარწერა ფსიქიატრის კაბინეტზე: "არ ილაპარაკოთ ხმამაღლა. გახსოვდეთ: თქვენ მარტო არა ხართ. ისინი გისმენენ... ისინი ყველგან არიან!..."
  97. რა მაგარი და შეუპოვარიც არ უნდა იყოს ხარი, ხაშლამა ერთნაირი გამოდის...
  98. Laughter is timeless. Imagination has no age. And dreams are forever. Walt Disney.
  99. სტატისტიკის მიხედვით 85 წლის ზევით თითო კაცზე მოდის შვიდი ქალი. სამწუხაროდ, უკვე გვიანაა...
  100. გამოსაცდელი ვადით მიღებულ იურისტს დაავალეს წინამორბედის სამსახურიდან გათავისუფლება.