- არსებობს სამი სახის ტყუილი - ჩვეულებრივი ტყუილი, უსინდისო ტყუილი და "მე არაფრისთვის დამიჭერია, თავისით მოხდა".
- კომპიუტერული კანონი NX: რა ძლიერი კომპიუტერიც არ უნდა გქონდეს, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვის ძმაკაცსაც უფრო ძლიერი კომპიუტერი აქვს.
- ხელოვნური ინტელექტისათვის ყოველთვის მიუწვდომელი იქნება ნამდვილი ბუნებრივი სიბრიყვე.
- კარგია, როცა იმას აკეთებ, რაც შენ გინდა. კიდევ უკეთესია, როცა ყველა იმას აკეთებს, რაც შენ გინდა.
- "If you take hyphens seriously, you will surely go mad" - Oxford University Press style manual.
- პოლიციამ შეიმუშავა კლეპტომანიის მკურნალობის მეთოდი - კლაუსტროფობიით.
- ბედნიერება - ეს არის როცა ბავშვები არიან ჯანმრთელები, მაძღრები, სუფთად და ლამაზად ჩაცმულები, და ბებიასთან არიან.
- ყველაზე ადვილად იქმნება სიძნელეები.
- თუ უკვე გვიანაა, სტუმრები კი არ მიდიან - მოექეცით მათ ისე, როგორც ოჯახის წევრებს.
- მე ვიცი, რომ სოკრატეზე მეტი არ ვიცი!
- როცა ელოდები ქალს, რომელიც იცვამს სახლიდან გასვლის წინ - ეს როგორც კომპიუტერის ჩატვირთვისას - ვერასოდეს ვერ გაიგებ ბოლომდე, რა ხდება ამ დროს და რაში მიდის ამდენი დრო...
- იაპონია - კამიკაძეების ქვეყანაა - ყველა "პროტივზე" დადის...
- სულ უფრო ცოტა რჩება ის, რასაც ვერ იყიდი, და სულ უფრო მეტია ის, რასაც ვერ გაყიდი.
- სამშობლო შენს ქვეყანაში მყოფსაც შეიძლება მოგენატროს.
- სამწუხაროდ, ნებისმიერი პროგნოზი ბოლოს ოპტიმისტური აღმოჩნდება ხოლმე...
- არ არის უცნაური, რომ გადაგდებულ ლუდის ქილას ასწლობით არაფერი მოუვა, ძვირფასი ავტომობილი კი 2-3 წელიწადში ჟანგდება?
- ეგოისტებს ერთი კარგი თვისება აქვთ - არ ჭორაობენ...
- ნამდვილი ოპტიმიზმი - ეს არის როცა საღამოს ჭურჭელს არ რეცხავ იმის იმედით, რომ დილით ამის ხალისი უფრო გექნება.
- ძაღლი ჩვენთვის ოთხფეხა მეგობარია, ბუჩქისთვის - სამფეხა მტერი.
- სიგიჟე - მემკვიდრეობითია. გადადის ბავშვებიდან მშობლებზე...
- ადამიანები მარხილში შებმული ძაღლებივით არიან - ვინც წინამძღოლი არ არის, მისთვის სურათი არ იცვლება...
- გატყუებს - ესე იგი უყვარხარ! ცოტათი მაინც...
- ჩაქუჩს თითში არ ჩაირტყამ, თუ ორივე ხელით მოიქნევ.
- ქალი რაც უფრო ნაკლების ჩაცმას აპირებს მით მეტ დროს ანდომებს ამას.
- ადრე მეგონა თავდაუჯერებელი ვიყავი, მაგრამ ეხლა ამაში დარწმუნებული არა ვარ.
- ადამიანების 90% თავის შესაძლებლობებს აფასებს როგორც საშუალოზე მაღალს.
- თუ გგონიათ, რომ არავის არ ახსოვხართ, სცადეთ კომუნალურების გადახდის დაგვიანება...
- პატიოსანი კაცი უპატიოსნოსაგან იმით განსხვავდება, რომ უგეგრგილოდ სჩადის უპატიოსნობებს.
- ინვესტორი - ეს არის ადამიანი, რომელიც სხვის საქმეებში ყოფს ჯიბეს.
- თუ ბანდიტები კარებს გიმტვრევენ, თქვენ შიგნიდან დაუწყეთ მტვრევა - ეს დააბნევს ბოროტგანმზრახველებს.
- ყველაზე საშინელი ვირუსი - მონიტორიდან ნახევარ მეტრში ზის...
- ჩვენს დროში მანქანა - ფუფუნება აღარ არის. საწვავია ფუფუნება.
- Интересно, что общее количество кобелей и сук значительно превышает количество собак.
- თუ თქვენ დაეხმარებით მეგობარს გასაჭირში, ის აუცილებლად გაგიხსენებთ, როცა ხელმეორედ აღმოჩნდება გასაჭირში.
- ჩვენ რომ გვქონდეს ის, რაც გვინდა, ჩვენ გვექნებოდა ის, რაც გვინდა, მაგრამ რადგანაც ჩვენ არასოდეს არ გვინდა ის, რაც გვაქვს, ამიტომ არასოდეს არ გვექნება ის, რაც გვინდა...
- ღირსეული ადამიანი ის კი არ არის, ვისაც ნაკლი არა აქვს, არამედ ის ვისაც ღირსებები აქვს.
- ჯანმრთელი საზოგადოებისათვის რამდენჯერ მეტი უნდა იყოს აფთიაქები, ვიდრე სპორტული მაღაზიები?
- ცალმხრივი სიყვარულია, მაგალითად, ალუბლის ღვეზელი რომ გიყვარს...
- როცა ტელეფონი რეკავს და გეკითხებიან: "რომელი ხარ?", თქვენ შეეკითხეთ - "სად?"
- ქალის ბედნიერების ფორმულა: ყურადღებიანი მამაკაცი, ახალი ხელჩანთა, ლამაზი მანიკური და [უფრო] მსუქანი დაქალი.
- ქორწილში საოცარი სიჩუმე იყო - რესტორანში უფასო WiFi აღმოჩნდა...
- 10 დღით მივლინებაში წასული კაცი და მის ჩამოსვლამდე დედიკოსთან წასული მისი ცოლი მეორე დღეს ეგვიპტეში პლაჟზე შეხვდნენ ერთმანეთს...
- მადლიერება იმის უფლება კი არ არის, ვისი მადლიერიც უნდა იყონ, არამედ იმის მოვალეობაა, ვინც მადლიერი უნდა იყოს (ვ. ო. კლუჩევსკი).
- რის უფლებაც გვაქვს ყველაფერს არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ უფლების გარდა გონებაც გვაქვს.
- თუ პრინცს ელოდი და მოვიდა, მერე ნუ გაგიკვირდება ტახტზე რომ გაიშხლართება იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე იმუშაოს მუშასავით ან გლეხივით...
- მწვანე ყურძნისაგან კეთდება თეთრი ღვინო, რომელიც ყვითელი ფერისაა, და რა დროს ლოგიკაა...
- ავი რომ იყო, უნდა შეგეძლოს კეთილიც იყო. სხვანაირად უბრალოდ ბოროტი იქნები.
- - მოდი ახლა მე ისე მოვიქცევი, ვითომ თქვენ კულტურული ადამიანი ხართ...
- მე მშვენივრად ვიცი რა არის დრო, როცა ამაზე არ ვფიქრობ. და საკმარისია დავფიქრდე ამაზე, რომ უკვე აღარ ვიცი რა არის დრო (ნეტარი ავგუსტინი).
- რეზიუმეს ტექსტი საჭიროების შემთხვევაში სადღეგრძელოდაც შეიძლება გამოვიყენოთ. და ნეკროლოგადაც.
- დრო კარგი მკურნალია, და ლეტალური შედეგიც გარანტირებულია.
- ოჰ ეს მოხუცები! ბავშვობაშივე უნდა დახოცო...
- - მგონი აქ რაღაც არასწორად ხდება - ნელ-ნელა ჭამდა მზეჭაბუკს ჩაფიქრებული გველეშაპი...
- - თავაზიანად გიპასუხო თუ პატიოსნად?
- თაგვის გზა მოფენილია გულწასული ქალებით.
- ავზის ზედა ფსკერზე მიდუღებულია სამკუთხა ნახვრეტი დიამეტრით 3X4 (პროფესიონალური თარგმანი).
- "კომპიუტერზე ტექსტის აკრეფა, რედაქტირება, შეცდომემების გასწორება" (რეალური განცხადება, ხეზე მიკრული)
- "სორბონის უნივერსიტეტის უმაღლესი სერტიფიკატის მქონე სპეციალისტი თარგმნის ფრანგულიდან ქართულზე და პირიქით" (რეალური განცხადება გაზეთში).
- - ვეძებ პანტასა. თურაშაულის პატრონი.
- მეგობრობა თუ დამთავრდა, ესე იგი არც დაწყებულა.
- - არ შემიძლია ვიცრუო, როცა ასე უსირცხვილოდ მისმენენ (ე. კაშჩეევი).
- თუ ძაღლი ძალიან მსუქანია, შეიძლება ეს იმიტომ, რომ დიასახლისი ცუდი მზარეულია...
- ხვალე არასოდეს არ მოვა: გაიღვიძებ და ისევ დღესაა...
- ჩვენი ცხოვრების 1/7 - ორშაბათია.
- რა დრო დადგა - ჭკვიან, კეთილშობილურ, ინტელიგენტურ სახეს მხოლოდ სარკეში თუ ნახავ...
- ვამპირს თუ ვერხვის სარს გაურჭობ გულში - ის მოკვდება. ამით ვამპირები სულ არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისაგან.
- ძნელია იყო ქალი - მუდმივად გინდა ან ვინმე მოკლა, ან რამე იყიდო...
- შენია არა ის, ვინც შენთან კარგადაა - ასეთები ბევრია - შენია ის, ვინც უშენოდ ცუდადაა.
- ქალის მაცივრისაკენ მიმავალი გზა მის გულზე გადის.
- ბრძოლა მოიგო არა მან, ვინც სწორი იდეა წამოაყენა, არამედ მან, ვინც პასუხისმგებლობა აიღო ამ იდეის განხორციელებაზე (ნაპოლეონი).
- - რატომ იქცევი ისე, თითქოს არჩევანი არა გქონდეს?...
- - ასეთი მთვრალი საჭესთან არაფრით არ დავჯდებოდი, ფხიზელი რომ ვყოფილიყავი...
- Целый ночь снился рокот космодрома и эта ледяная синева. Проснулся в траве у дома...
- ღორი ყველანაირად სასარგებლო ცხოველია: ხორცი გამოიყენება საჭმელად, ტყავი - ჩასაცმელად, ჯაგარი - თოკის დასაგრეხად, სახელი - ვინმეს გასალანძღად...
- თუ გინდათ თქვენი შვილი იყოს ჭკვიანი, ხშირად წაუკითხეთ ზღაპრები; თუ გინდათ იყოს უფრო ჭკვიანი - უფრო ხშირად წაუკითხეთ ზღაპრები (ა. აინშტაინი).
- რა უცნაურია - მობილური ტელეფონი გამოგონილი არც იყო, როცა მოცარტი უკვე წერდა რინგტონებს.
- სამართლიანი კრიტიკა ძნელი მისაღებია, განსაკუთრებით ნათესავებისაგან, მეგობრებისაგან, ნაცნობებისაგან და უცნობებისაგან (ფრანკლინ პ. ჯონსი).
- მე არ მინდა იმის თქმა, რომ სტივ ჯობსზე ჭკვიანი ვარ, მაგრამ მე მის ადგილზე გავუკეთებდი აიფონის დამტენს ორჯერ გრძელ კაბელს.
- არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ უყვართ მოყვასი. ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს.
- სიყვარული ყოველთვის ცალმხრივია. ორმხრივი სიყვარული - უბრალოდ ორი ცალმხრივი სიყვარულის დამთხვევაა.
- Without you, I'm nothing. With you, I'm something. Together, we're everything.
- ფეისბუქით წარმატების მიღწევის ფორმულა: შედი პროფაილში, წაშალე ექაუნთი და მიხედე საქმეს!
- იცით როგორ მრავლდებიან ზღარბები? ფრთხიიილად, ფრთხიიილად...
- არ არის სწორი ის, ვინც სხვაზე ამბობს, რომ არ არის სწორი...
- დამყოლი ადამიანი აკეთებს იმას, რასაც მისგან მოითხოვენ, ჯიუტი - არ აკეთებს რასაც მოითხოვენ, სულელი აკეთებს რასაც არ მოითხოვენ, ჭკვიანი არ აკეთებს რასაც არ მოითხოვენ, და მხოლოდ ბრძენი აკეთებს იმას, რაც საჭიროა.
- ... ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ...
- ვერ ვიტან მაზოხისტებს. სულ მინდა ურტყა და ურტყა...
- ტუალეტში სადარბაზოს სუნი იდგა...
- მუსიკა აერთიანებს ყველას, გარდა მეზობლებისა.
- რაც საზიანოა სკისათვის, ვერ იქნება სასარგებლო ფუტკრისათვის (მარკუს ავრელიუსი).
- ... რომ გაიგეს მესამე ცოლი ჰყავდა, განმნაღმველად აღარ მიიღეს...
- საინტერესოა დონორებში კაცები მეტია თუ ქალები?
- - ეს ეხება ყველას! და დანარჩენებსაც!
- ადამიანი გაჩენილია ბედნიერებისათვის, ისევე როგორც ჩიტი - მუშაობისთვის.
- ...თავის მოკვლის წინ დატოვა წერილი: "არ გაბედოთ ჩემი ხელახლა გაჩენა!".
- ჩვენ არ გვყავს მეგობრები; ჩვენ არ გვყავს მტრები; ჩვენ გვყავს მხოლოდ მასწავლებლები.
- ცუდია, როცა სხეულის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურის ტოლია.
- იდიოტობა საერთოდ დაავადებაა, ზოგისთვის - გამოჯანმრთელებაც...
- ნებისმიერი ხელმოწერა ოცნებობს იმაზე, რომ გახდეს ავტოგრაფი.
- ფული არ არის მთავარი ცხოვრებაში, მაგრამ ხშირად საჭიროა იმისათვის, რაც მთავარია...
|