Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (12)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

მგელი და წითელქუდა შეხვდნენ;

- გამარჯობა, დებილო!

- კარგი, რა, მგელო! დებილს რატომ მეძახი? მე ხომ წითელქუდა მქვია, წითელი ქუდი მახურავს, წითელი კაბა... წითელი ფეხსაცმლები... ისე მართლა რა დებილივით მაცვია...

 


ფრაზები (12)

 

 

 

  1. არ დალიოთ დრუშმა! არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ არ დალიოთ.
  2. ღმერთო ჩემო! ვისთვის უშვებენ დეზოდორანტებს 72-საათიანი მოქმედებით?
  3. ...ისე ციოდა, რომ მისაყოლებელი არც იყო საჭირო...
  4. ბავშვებო! ნუ მიეჩვევით გადაწერას; აგერ ერთს პოლიციაში წვრილმანი ხულიგნობისათვის ახსნა-განმარტების დაწერა დაავალეს, და საკუთარი აღიარების საფუძველზე ჩასვეს ყაჩაღობისთვის...
  5. ქმარი ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა სახლში, სადაც ჩვეულებრივზე მეტი ხალხი დახვდა...
  6. არ შეიძლება ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ერთსადაიმავე დღეს იყოს, როცა ირგვლივ ამდენი მშვენიერი დღეა (კარლსონი).
  7. შრომამ მაიმუნისგან შექმნა ადამიანი, რომელიც ყველანაირად ცდილობს ეხლა მაინც რაც შეიძლება ნაკლები იშრომოს - რა იცი რა ხდება...
  8. ვენეციაში თუ მოხვდებით, იკითხეთ სად არის უახლოესი მეტროს სადგური.
  9. В этом мире гомиков бабы должны поставить памятник Неизвестному Бабнику.
  10. რა კარგია ხელით წერა ქაღალდზე - კლავიატურის გადართვა არ გიწევს...
  11. შეეშვით შვილების აღზრდას - სულ ერთია მაინც თქვენ დაგემგვანებიან. აღზარდეთ საკუთარი თავი.
  12. თურმე მალაის კუნძულებზე მცხოვრებმა ერთმა მეცნიერმა უფრო ადრე აღმოაჩინა მიზიდულობის კანონი, მაგრამ ქოქოსის კაკალმა მოკლა...
  13. ძმარი, ქიშმიში და დაობებული ყველი - გამოგონილია ფოსტის მიერ.
  14. ყველაზე ჭკვიანურია გადადო გუშინდელი დღისათვის...
  15. შვედური კაპიტალიზმი იმდენად კარგია, რომ უკვე სოციალიზმია. ჩინური კომუნიზმი იმდენად კარგია, რომ უკვე კაპიტალიზმია...
  16. ვინ თქვა, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ინვალიდებზე? ზრუნავს, განსაკუთრებით გონებრივად ჩამორჩენილებზე - მათთვისაა ყველა ფილმი და ტელეგადაცემა, მუსიკა, გაზეთები, წიგნებიც კი...
  17. თუ ირგვლივ ყველაფერი შესანიშნავია, ან შეყვარებული ხარ, ან მთვრალი... 
  18. ავიღე ხელფასი. ბანკომატმა თანაგრძნობით აღსავსე მზერა გამომაყოლა...
  19. მამაკაცი ეჭვიანობს წარსულზე, ქალი აწმყოზე, საპენსიო ფონდი - მომავალზე.
  20. - რა უნდოდათ ბიჯო ამ ბიტლებს, რაის ბექ ინ ზე იუესესარიო?!
  21. ნამდვილი მამაკაცისა და ნამდვილი ქალის კამათში იმარჯვებს ის, ვინც პირველი ატირდება.
  22. სანამ მტრებს შეიყვარებდე, ჯერ მოყვასებზე წაივარჯიშე...
  23. ქონების დეკლარაციების მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებაში სულ ალფონსები მუშაობენ...
  24. ნაპოვნია ახალი სახეობის ქამელეონი - 40000 ფერი და პოლიფონია...
  25. ქველმოქმედება - ეს არის როცა მოპარული მილიონებიდან ხალხს უბრუნებენ ათასებს, რათა მოიპარონ მილიარდები.
  26. ნუ უსმენთ შინაგან ხმას - მან არ იცის რა ხდება გარეთ...
  27. ხალხი გაოცებული რჩება, როცა შენც მათსავით იქცევი...
  28. უახლეს ისტორიაში იმდენი ზღაპარია მოგონილი, რომ ადვილი წარმოსადგენია რა დღეშია ძველი რომის ისტორია.
  29. პარადოქსი - სამოცი წლის შემდეგ კატეგორიულად აკრძალულია ავტობუსის მართვა, სახელმწიფოსი კი - პრობლემა არ არის...
  30. პირველად ვხტებოდი პარაშუტით: გააღეს თვითმფრინავის კარები და რას ვხედავ - Gооglе Марs!
  31. თეორიასა და პრაქტიკას შორის სხვაობა თეორიულად გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პრაქტიკულად.
  32. ვფიქრობთ ერთს, ვამბობთ მეორეს, ვგულისხმობთ მესამეს, ვაკეთებთ მეოთხეს, და მერე გვიკვირს რომ მეხუთე გამოდის?
  33. იბრძოლო ქალისათვის, მოინადირო, დაიპყრო, და მერე ეხვეწო რომ მეგობრებთან ერთად სათევზაოდ გაგიშვას?...
  34. ცხოვრება ზოგისთვის თეატრია, ზოგისთვის - გარდერობი.
  35. კულტურა - ეს არის ის, რასაც არ აკეთებ, როცა არავინ არ გხედავს.
  36. ორშაბათის დილა. ტროტუარებზე მიმოდიან პალტოები, შარვლები, ფეხსაცმლები, რომლებშიც ადამიანებს სძინავთ...
  37. - გავაჩუქებ ბულტერიერის ლეკვებს ბოროტ ადამიანებზე...
  38. სიყვარული - ყველაზე საშინელი ბედნიერებაა, რაც ადამიანს შეიძლება შეემთხვეს.
  39. გადატრიალება არჩევნებზე იაფი ჯდება; და ბევრ ქვეყანაში ეს კარგად ესმით...
  40. მცენარეები გამოყოფენ ჟანგბადს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ავტომობილებისათვის.
  41. ზოგს მტკიცე პოზიცია უჭირავს, ზოგს - მოხერხებული პოზა...
  42. ჯარში ნამდვილი დისციპლინა მაშინაა, როცა ჯარისკაცებს ოფიცრების უფრო ეშინიათ, ვიდრე მტრის...
  43. გაჭირვება მაჩვენე და #$^%$#%&**&$%%%$&*(*&^$#@@!
  44. ნამდვილი მდიდარი მხოლოდ მაშინ გახდები, თუ სახელმწიფოს უფრო სწრაფად პარავ ფულს, ვიდრე ის - შენ.
  45. - შვილმა თვლა ისწავლა? მოგიწევს აწი პელმენების თანაბრად გაყოფა...
  46. თუ ადამიანი ჭკვიანია და პატიოსანი, მას სხვა ღირსებები ვეღარ ექნება (!!!)...
  47. რუსეთის მართვა ადვილად შეიძლება, მაგრამ აზრი არა აქვს (ალექსანდრ II).
  48. სტატისტიკის მონაცემებით არცერთ ცოლს არ მოუკლავს ქმარი ჭურჭლის რეცხვისათვის.
  49. - ყურადღება! ყველას, ვინც დაკარგა 1000 დოლარი, გთხოვთ რიგი დაიკავოთ საინფორმაციო ბიუროსთან!
  50. მარცხენა ნახევარსფეროს კუნთების დემონსტრაცია...
  51. ზოგი სიდედრი ცოლის დედაა, ზოგი ცოლი კი სიდედრის შვილია...
  52. როგორ მოვკლა კოღო, რომლის ძარღვებშიც ჩემი სისხლი ჩქეფს?
  53.  Тяжело в учении, а в бою вааще убить могут.
  54. - მე ვთქვი ჩუმად მეთქი! თუ ჩუმად ვთქვი?
  55. ველურები მარტივად ცხოვრობდნენ: არ მოგწონს ვიღაც - მოკალი, მოგწონს - შეჭამე. 
  56. Unix like a wigwam: no gates, no windows, and apache inside.
  57. თვალსაჩინო პროგრესის საწინდარია რაც შეიძლება ცუდად დაწყება.
  58. "ეს შეუძლებელია" - თქვა ლოგიკამ; "ეს წინდაუხედაობაა" - თქვა გამოცდილებამ; "ეს დაუშვებელია" - თქვა სიამაყემ; "სცადე!" - ჩასჩურჩულა ოცნებამ.
  59. ცოტა ბევრი არაა, მაგრამ ზუსტად საკმარისი უკვე ბევრია (მილტონ გლეისერი).
  60. საქმეზე მიმავალ კატას გზაზე ზანგმა გადაურბინა...
  61. რელიგია - ხალხის ოპიუმია, პოლიტიკა - ჰეროინი, ტელევიზია - "კრაკადილი"...
  62. - ვისაც ჩვენი ნონსპარქლინგი არ მოსწონს, იმათი ნაბეღლავიც $$$$$$-ო! - იძახდნენ თურმე აღშფოთებული ამერიკელი ჰუმანიტარები...
  63. When Adam delved and Eve span, Who was then the gentleman? (John Ball, priest).
  64. მოწოდება "წინ!' რატომღაც უფრო ხშირად უკნიდან ისმის.
  65. ალკოჰოლი - ეს არის სიამოვნება, აღებული კრედიტით ხვალინდელი დღისაგან.
  66. ვაგზალზე უფრო გულწრფელად კოცნიან, ვიდრე მმაჩში, საავადმყოფოში უფრო გულწრფელად ლოცულობენ, ვიდრე ეკლესიაში.
  67. კატის აზრით კარი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც კნავილით იღება.
  68. ცუდია, როცა ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ეკონომიკური, ეკოლოგიური და პოლიტიკური ერთად აღებული.
  69. როცა ქუჩაში ნაგავს ყრით, დაიღრუტუნეთ მაინც...
  70. Dyslexics are teople poo!
  71. ბოძიდან ჩამოვარდნილი მონტიორი შეძლებისდაგვარად ზრდილობის ფარგლებში გამოხატავდა ემოციებს...
  72. ყველი უფასოა მეორე თაგვისთვის.
  73. ვირთხები სწავლებებს ატარებდნენ, რამაც შეცდომაში შეიყვანა გემის ეკიპაჟი...
  74. ფილოსოფოსის პასუხის დანიშნულებაა დაგავიწყდეს კითხვა.
  75. Стоишь тут из угла в угол и молчишь как рыба об лед...
  76. ვინ მოიგონა ეს - დღესასწაულებს შორის მუშაობა?
  77. იმიჯმეიკინგის მთავარი პრინციპი: კლიენტი - ეს არის უტვინო ბოროტი არსება, რომელსაც მუდმივად უნდა უმტკიცო საპირისპირო.
  78. განცხადება სასაფლაოზე: სხვის საფლავზე ყვავილები არ მოწყვიტოთ!
  79. იყიდება მეტალპლასტმასის ფანჯარა შესანიშნავი ხედით.
  80. თუ დაინახე, რომ ნაკადული აღმა მიედინება გორაკზე, იცოდე - ვიღაცამ სიკეთისათვის სიკეთით გადაუხადა.
  81. თავისუფალი კაცი ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. მაგრამ არა ყველასთან...
  82. მეოცე საუკუნის დიპფარფლიანი მეზობლები ოცდამეერთეში პერფორატორიანებმა შეცვალეს.
  83. Если в жизни что-то не клеится, выбрось клей. Возьми гвозди. ЗАБЕЙ НА ВСЁ!
  84. მეხანძრე არ ჩქარობდა ცეცხლის ჩაქრობას ბანკში, საიდანაც კრედიტი ჰქონდა აღებული...
  85. კარგი ბუღალტრის პოვნა ძნელია - წლობით შეიძლება ძებნაში იმყოფებოდეს...
  86. კვირაში ერთი დღე იმისთვისაა, რომ იყო ის, რაც ხარ. დანაჩენი ექვსი - რეპუტაციის აღსადგენად.
  87. ზომას როგორ არა აქვს მნიშვნელობა - აბა როგორ უნდა განსაზღვრო ფუნქცია არაუარყოფით ნამდვილ რიცხვებში?
  88. - ქალიშვილო, ცხოველები გიყვართ? წამიყვანეთ მე - ნამდვილი პირუტყვი ვარ!
  89. ტელეარხების მიერ ნაცრის მსხვილი პარტიების შეძენა მთავრობამ დააფინანსა.
  90. Чем круче джип, тем дальше идти за трактором.
  91. მე აღფრთოვანებული დავრჩი მისი მდიდარი შინაგანი ვაკუუმით...
  92. See you! (წარწერა საფლავის ქვაზე).
  93. ტყუილის თქმა - ხელოვნებაა, სიცრუის გამოცნობა - ნიჭი, სიმართლის თქმა კი - არჩევანი.
  94. - თეთრი ცხენი გამექცა, მოვდივარ ფეხით, დამელოდეთ!... 
  95. მე შენ ჩაგეხუტებოდი, რომ გამეფანტა შენი მოწყენილობა, მაგრამ მე უბრალოდ ტექსტი ვარ...
  96. პატიებას ითხოვს არა ის, ვინც დამნაშავეა, არამედ ის, ვისთვისაც ძვირფასია ურთიერთობა.
  97. რა განსხვავებაა იმათ შორის, ვინც ოთახში შემოსვლისას ამბობს: "აი მეც მოვედი!" და "აი სად ყოფილხართ!"?
  98. იდეალური მამაკაცი არ სვამს, არ ეწევა, [სხვა] ქალებში არ დადის, არ იგინება და არ არსებობს.
  99. - მე ვეღარ გავხდები ის, ვისზეც შენ ოცნებობ, მაგრამ მე შემიძლია გავხდე ის, ვისაც შენ ვეღარ მიიღებ...
  100. პრობლემას ვერ გადაწყვეტ, თუ შეინარჩუნებ იმავე მიდგომას, რამაც ამ პრობლემასთან მიგიყვანა (ა. აინშტაინი)