Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (13)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

მეთევზე და მონადირე ერთმანეთს ებლატავებიან:

– გადავაგდე ერთხელ ანკესი. ვგრძნობ – რაღაც მძიმე გამოედო! დავიწყე დახვევა; ვახვიე, ვახვიე და რა ამოვათრიე თუ იცი? მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ტანკი! სულ ახალივით იყო – ფარებიც კი ენთო...

– ეგ რა არის – მე ერთხელ მელა მოვკალიიი!!! ხუთი მეტრი სიგრძის კუდი ჰქონდა...

– კარგი რა, ცოტა დაამოკლე ეგ კუდი, ნამუსი აღარ არის?!

– მაშინ შენ ფარები მაინც გამორთე!

 


 

ფრაზები (13)

 

 

 

  1. ტელევიზორში კარგად აირეკლება რეალობა, როცა ის გამორთულია (იგორ პარფენა).
  2. გაუთვალისწინებელი ხარჯები - ეს არის ცოლის მიერ გათვალისწინებული ხარჯები...
  3. სულიერი ფასეულობები - ეს არის მატერიალური ფასეულობების წართმევის ინსტრუმენტი.
  4. როგორ ვიძიოთ შური შეყვარებულზე: სურათი გადავუღოთ და არ ვაჩვენოთ როგორი გამოვიდა!
  5. Shut up and calculate (დევიდ მერმინი; კვანტური მექანიკის საკამათო ინტერპრეტაციების შესახებ).
  6. - რაღაც მომშივდა... მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ხომ არ დაგვერღვია?...
  7. ჩაკეტე ცოლი და ძაღლი სააბაზანოში ნახევარი საათით, შემდეგ გამოუშვი და ნახავ ვის უფრო უყვარხარ. :)
  8. მოდი ერთხელაც მოვგროვდეთ ყველა კარგი ადამიანი ერთად და დავხოცოთ ყველა ცუდი...
  9. Работа - не волк. Работа - ворк, а волк - ходить.
  10. არ შეეხო გადახეხილ ელექტროსადენს სველი ხელებით - დაჟანგდება და გაფუჭდება!
  11. - მიპასუხე პატიოსნად და მოკლედ - კი ან არა: რატომ დასცინიან ქერათმიან ქალებს?
  12. მოკლული მიცვალებულის მკვდარი გვამი (წადი დაიძინე!).
  13. გავწმინდე ფანჯრები. ახლა HD-ხარისხის ეზო მაქვს.
  14. ციყვის კოსტიუმით მოსულმა გოგონამ კინაღამ გული გაუხეთქა საბავშვო ბაღის დარაჯს...
  15. ბავშვებს ბიძიებით აშინებენ, ბიძიებს - ბავშვებით.
  16. - ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიზოფრენიას - გავიფიქრეთ მე.
  17. დუმილის უფლება მოვალეობაში გადაიზარდა...
  18. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შესული გაოცებული დავრჩი - თურმე ბავშვობაში ხატვის ნიჭიც მქონია!
  19. ბედმა ჩამწიხლა. და ფეხი მოიტეხა...
  20. ევას კოსტიუმიც შეიძლება ვიღაცისთვის სპეცტანსაცმელი იყოს.
  21. ვკითხულობ ნეკროლოგებს და ვფიქრობ - უღირსი ადამიანები არ კვდებიან საერთოდ თუ როგორაა საქმე?
  22. ქალის ტვინი ისეა მოწყობილი, თითქოს არანაირად არ იყოს მოწყობილი.
  23. მე-16 სართულზე სანამ ფეხით ახვალ, 100-მდე სინონიმს და ზედსართავს მოუძებნი სიტყვას "ლიფტიორი".
  24. ცხოვრება მშვენიერია. ჩემი კი არა, ისე - ზოგადად...
  25. - შევთანხმდეთ იმაზე, რომ უთანხმოება ჩვენს შორის გარდაუვალია...
  26. ზოგი ისე აქებს თავის ქვეყანას, მგონი გაყიდვას უპირებს...
  27. ამ საკითხზე მე მაქვს ჩემი აზრი, რომელსაც არ ვეთანხმები...
  28. - არ დალიოთ საჭესთან - ქვეყანას სჭირდება გადასახადების გადამხდელები!
  29. ყველაფერი, რაც კარგია ცხოვრებაში - ან უკანონოა, ან ამორალურია, ან კიდევ ასუქებს.
  30. მას ისე ძალიან უნდოდა ეცოცხლა, რომ მედიცინა უძლური აღმოჩნდა...
  31. ეშმაკი გაიძვერა ვინმეა - შეიძლება გამოგვეცხადოს უბრალოდ ეშმაკის სახითაც (სტანისლავ ეჟი ლეცი).
  32. ყველაფერი სისულელეა. ცხადია, ეს ფრაზაც (სტანისლავ ეჟი ლეცი).
  33. მას ძაღლის ყველა თვისება ჰქონდა ერთგულების გარდა (ს. ჰიუსტონი).
  34. ყველაზე საშინელი ბრბო - ერთკაციანი ბრბოა.
  35. Работа не волк, а произведение силы на расстояние.
  36. იზრუნე შესაძლებლობების არა მარტო გამოყენებაზე, არამედ მათ შექმნაზეც!
  37. ალაჰის იმედი გქონდეს, მაგრამ აქლემი კარგად დააბი (არაბული ანდაზა).
  38. უკანალის წინხედი (?).
  39. არ არის საჭირო ტრაგედიის დრამატიზირება...
  40. - შეკრების დროა 10 საათი, ვისაც ელექტრონული საათები გაქვთ - 1000.
  41. ზემდეგი  ჯარისკაცებს: - ჯერ გაივლის ხალხი, მერე გავყვებით ჩვენც...
  42. ადამიანად დაბადება ადვილია. ძნელია ადამიანად დარჩენა.
  43. სიცილი სასარგებლოა ნებისმიერი დაავადებისას, კუჭის აშლილობის გარდა.
  44. ცუდი რამე რომ ხდება, ეს არ არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს; ყველაზე ცუდია როცა არაფერი არ ხდება.
  45. ქორწინება - ეს არის უცოლო კაცის პრობლემებისაგან სამარცხვინო გაქცევა.
  46. ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ, გადამწყვეტ პერიოდში. უკვე ათასი წელია (ლ. კუმორი).
  47. ჩხუბი - ეს არის აზრების გაცვლა-გამოცვლა ჟესტების საშუალებით.
  48. ბედნიერება - ეს არის, როცა სასურველი ემთხვევა გარდაუვალს.
  49. ხელფასი, რომელიც იცავს კბილებს კარიესისაგან...
  50. როგორც სჩანს, ადამიანს ყველა აზრი თავში არ მოსდის...
  51. ხალხი რომ არა, ხელისუფლებას გაცილებით ნაკლები პრობლემა ექნებოდა.
  52. Сначала собака не любит кошку, а аргументы подыскивает потом.
  53. გეშინოდეს ოცნების - ის შეიძლება ახდეს (იაპონური ანდაზა).
  54. დაყრდნობა მხოლოდ იმაზე შეიძლება, რაც წინააღმდეგობას გიწევს.
  55. ამბობენ, რომ ბოლოს ყოველთვის სიმართლე იმარჯვებს, მაგრამ ხშირად საბოლოოდ ეს არ აღმოჩნდება სიმართლე.
  56. ადამიანები თანასწორები იბადებიან და სიკვდილამდე ამის წინააღმდეგ იბრძვიან.
  57. პოლიტიკოსებმა სიმართლის ლაპარაკი რომ დაიწყონ, მართლა მოატყუებენ ყველას.
  58. რაღაც რომ გაწმინდო, სხვა რაღაც უნდა დასვარო, მაგრამ შეგიძლია ყველაფერი დასვარო ისე, რომ არაფერი გაწმინდო.
  59. გენიოსებს, ცხადია, ჰყავთ მეზობლები. მაგრამ ვინ დაიჯერებს, რომ მისი მეზობელი გენიოსია?
  60. თავის თავზე შეყვარებულს მეტოქეები არა ჰყავს (ციცერონი).
  61. "ანთროპომორფული დენდრომუტანტი" - ბურატინოს მეცნიერული სახელწოდება.
  62. კაცები უფრო მეტს იტყუებიან, ქალები - უკეთ იტყუებიან.
  63. - ჩაის დალევ? - რატომაც არა! - არა და ნუ...
  64. - ეგ ერთმაც სცადა. არადა კიდევ კარგა ხანს იცოცხლებდა...
  65. ადრე ხდებოდა ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაცია, ახლა კი - პირიქით!
  66. ძალიან ჭკვიანი მეც არა ვარ, მაგრამ ეს - მეტისმეტია!
  67. ხელფასი კარგი მაქვს, ოღონდ ძალიან ცოტა.
  68. მგელი მას შემდეგ, რაც შეჭამა შენი მტერი, შეიძლება უკვე არც იყოს შენი მეგობარი.
  69. რა კარგები არიან ისინი, ვისაც შენგან არაფერი არ უნდა!
  70. მთავრობა: ამ ხალხს რაც არ უნდა დაპირდე, მადლობელი მაინც არავინ არ არის!
  71. Когда дело касается серьезных материй, доверять нужно малообаятельным личностям – профессионалам, больше заботящимся о деле, чем о своем имидже...
  72. არც ტყუილის თქმა არ მინდა, და დიდად არც სიმართლისათვის თავის განწირვა მხიბლავს...
  73. სტატისტიკა - ყველაზე ურცხვი ტყუილია; არჩევნებს თუ არ ჩავთვლით...
  74. მე ვფიქრობ, რომ თუ შენ იმას ფიქრობ, რასაც მე არ ვფიქრობ, ჯობია არც იფიქრო ამაზე...
  75. ელექტორატი - ეს არის ერთჯერადი ხალხი.
  76. ტაქსას ფეხები ყურებიდან ეწყება. მერე რა?
  77. დილაობით მე სულაც არ გამოვიყურები სინდი კროუფორდივით (სინდი კროუფორდი).
  78. სანამ მზარეული სახელმწიფოს მართვას სწავლობდა, ხალხი მშიერი დარჩა...
  79. როგორც ქარი აქრობს სუსტ ცეცხლს, ძლიერს კი უფრო აღვივებს, განშორებაც სუსტ სიყვარულს უფრო ასუსტებს, ძლიერს კი უფრო აძლიერებს (ლაროშფუკო).
  80. შობას მამა უმტკიცებს ბავშვებს, რომ ის სანტა-კლაუსია, ცოლს კი - რომ ის არ არის სანტა-კლაუსი (ამერიკული ანდაზა).
  81. ჩვენ ვართ ის, რაზეც გვიფიქრია ადრე (ბუდა).
  82. შემომთავაზე ჩემთვის მისაღები ორი ვარიანტი და ნახავ თუ არ წამოვალ კომპრომისზე!
  83. შიში - მოქმედების მტერია; მოქმედება - შიშის მტერია!
  84. ვინც თავისუფლებაში ეძებს კიდევ რამეს, გარდა თავისუფლებისა, მონობისთვისაა დაბადებული (ალექსის დე ტოკვილი).
  85. ადამიანს ძალაუფლება კი არ რყვნის, არამედ ძალაუფლების დაკარგვის შიში (ჯონ სტეინბეკი).
  86. სინათლის არსებობა მხოლოდ ბრმებს სწამთ. თვალხილულნი უბრალოდ ხედავენ მას (ოშო).
  87. არჩევანი რომ მქონდეს ჭკუასა და სიმდიდრეს შორის, როგორც ჭკვიანი კაცი, სიმდიდრეს ავირჩევდი.
  88. სიკეთისათვის გადაუხადე სიკეთით, ბოროტებისათვის კი - სამართლიანობით (კონფუცი).
  89. კაცი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის, ქალი კი ისეთი, როგორიც მას უნდა რომ იყოს.
  90. ქარის მიმართულება 360 გრადუსით შეიცვალა...
  91. შეხედავ - ჭკვიანი ქალია, გაიცნობ ახლოს და - ლამაზიც ყოფილა...
  92. არც მე წამიკითხავს შნიტკე ბოლომდე...
  93. ცხოვრება მაკაჟებს. რაღაცისთვის მამზადებს, ეტყობა!
  94. - თქვენზე ვილაპარაკოთ თუ რაიმე სასიამოვნოზე?
  95. მობილური ხალთაში არ დაიმალება...
  96. ჩვენი პირი მუდამ ღიაა დიალოგისათვის...
  97. ღმერთები ბევრია, მე კი ერთი ვარ...
  98. ბევრი პური - უკვე სანახაობაა.
  99. წარსულს ყოველთვის დიდი მომავალი აქვს.
  100. ნუ იქნები ცრუმორწმუნე - ამას უბედურება მოაქვს!