Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (14)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

საუბარი მდინარეში:

– აქ ყველა საცურაო კოსტიუმებშია, თქვენ კი შავ პიჯაკში, ჰალსტუხით, ქუდით...

– იმიტომ, რომ ეგენი ბანაობენ, მე კი ვიხრჩობი!

 


 

ფრაზები (14)

 

 

 

  1. ინფორმაცია - ეს არის ის, რასაც გვიმალავენ. დანარჩენი - რეკლამაა.
  2. როგორც ჩანს, ვიღაც ლენჩი მაინც მოხვდა წარსულში და იქ პეპელა გაჭყლიტა...
  3. Редко встречаю добродушных людей. Простых, как полевые цветы. Вокруг одни орхидеи и нарциссы, охреневшие от собственной сложности.
  4. სველი - ეს არის კარგად შეშინებული მშრალი.
  5. მანდვილი ოპტიმისტი ის არის, ვისაც უხარია, რომ ფეხზე აგური დაეცა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ფეხი. და ეხლა აგურიც.
  6. ნეხვის ჭიას შეუძლია იწუწუნოს, რომ ნეხვში ცხოვრობს. ეს სიტყვის თავისუფლებაა. მაგრამ ნეხვის გარეშე ის არ არის სიცოცხლისუნარიანი. ეს - ბიოლოგიაა.
  7. ბავშვობა - ეს არის დრო, როცა დალევის გარეშეც მხიარული ხარ.
  8. ისინი, ვინც მზადაა იდეისათვის მოკვდეს, გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე ისინი, ვინც მზადაა იდეისათვის მოკლას.
  9. მთელი 10 წლის განმავლობაში სკოლაში სულ სამი რამე ვისწავლე - კითხვა და წერვა.
  10. ვიყურებ რეკლამებს და გაოცებული ვარ - რატომ დააქვთ საგარეოდ გამოწყობილ გოგჩოებს ჩანთით ორლიტრიანი სარეცხი საშუალებები?
  11. If con is the opposite of pro, it must mean Congress is the opposite of progress?
  12. - ექიმო, მიშველეთ რამე - არ მჯერა, რომ ვარსებობ (თოვლის ბაბუა ფსიქოთერაპევტთან).
  13. ზრდასრული ასაკი - ეს არის, როცა ყინვაში უქუდოდ მიდიხარ და თავი მაგარი კი არა - დებილი გგონია.
  14. ძროხას რქები ყურების წინ აქვს თუ ყურებს უკან?
  15. Mutato nomine de te fabula narratur (ლათ: ეს შენზეა, შეცვლილია მხოლოდ სახელი).
  16. შეურაცხყოფა უბრალოდ არ უნდა მიიღო. გაბრაზდე ამაზე - ეს იგივეა, რომ ჭუჭყიანი ტანსაცმელი გესროლონ, შენ კი ჩაიცვა ის და წახვიდე (ომარ ხაიამი).
  17. На вопрос - "Есть ли жизнь после смерти?" - я обычно отвечаю: "Если ее и там нет, то это уже наглость!" © Александр Аникин
  18. საუკუნოვანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი ადამიანი, მქონე ძალაუფლებისა, მიდრეკილია მისი ბოროტად გამოყენებისაკენ და მიდის აქეთკენ, სანამ ყოველგვარ ზღვარს არ გადავა (შარლ ლუი მონტესკიე).
  19. ადამიანები ბოროტებისათვის უფრო მზადყოფნით მიუზღავენ, ვიდრე სიკეთისათვის; იმიტომ, რომ მადლიერება ვალდებულებაა, ხოლო შურისძიება - სიამოვნება (ტიციანი).
  20. ზოგჯერ უკანდახევა ერთადერთი სწორი საქციელია; მაგალითად, როცა კარი შენსკენ იღება...
  21. დღეს - ეს არის ხვალ, რომელზეც ზრუნავდით გუშინ (მაჰათმა განდი).
  22. თუ არ შეგიძლია დღის ორი მესამედი შენთვის განკარგო, ესე იგი მონა ხარ (ნიცშე).
  23. სინდისის თავისუფლებაში რატომღაც სინდისისაგან თავისუფლებას გულისხმობენ (ვ. ო. კლუჩევსკი).
  24. მორალი ხელოვნების ქმნილების მიზანი კი არა - შედეგი უნდა იყოს (ბ. კონსტანი).
  25. თუ გეშინია, ნუ გააკეთებ; თუ აკეთებ - ნუღარ გეშინია (ჩინგიზ-ხანი).
  26. სულ გამომელია მასისა და აჩქარების ნამრავლი...
  27. აღარ მორჩა მეზობლებთან რემონტი! იმდენს იზამენ, ამ შუაღამისას რამშტაინს გადმომაწერინებენ...
  28. თუ ძალიან დაემგვანეთ თქვენი პასპორტის სურათს - სასწრაფოდ წადით შვებულებაში!
  29. - რა სამწუხაროა, რომ როგორც იქნა მიდიხართ!...
  30. ზომე არა გავლილი, არამედ დარჩენილი გზა (ოვიდიუსი).
  31. "აქ განისვენებს ყველაფერი, რაც კი მოკვდავი იყო ალბრეხტ დიურერში"(ეპიტაფია მხატვრის საფლავის ქვაზე).
  32. მონას არაფერი აქვს დასაკარგი, გარდა ბორკილებისა, ამიტომაც ასე ძალიან უფრთხილდება მას...
  33. აფორიზმს ერთი ღირსება აქვს — მკითხველი მას მუდამ ბოლომდე კითხულობს (გ. ლაუბი).
  34. უცხო ძალის მოხმარების მიუღებლობა-მისაღებლობას განსაზღვრავს მიზანი: თუ ის პროგრესულ მიზანს ემსახურება, მისაღებია და – პირუკუ... (სტალინი).
  35. ჭურჭელი კეთდება თიხისგან, მაგრამ გამოიყენება სიცარიელე მასში (დაო დე ძინი).
  36. Людей не переделаешь, а обижать не надо (მარინა ცვეტაევა).
  37. ხომალდზე დემოკრატიას აჯანყება ქვია.
  38. დღეს კვირაა და კარგ ხასიათზე ვიღვიძებ. დიდი ამბავი, თუ სხვებისთვის ოთხშაბათია...
  39. ცოლად რომ მოვიყვანე, არც ვიცოდი მოკრივე თუ იყო. ეხლა მიყვარს ოთახის დალაგება, საჭმლის მომზადება, ვგიჟდები სარეცხის რეცხვაზე...
  40. - რა გჭირს, წაიქეცი თუ უბრალოდ სწრაფად დაწექი?
  41. - გითხარი გამოვსწორდები-მეთქი! რა საჭიროა შემახსენო ეს ყოველ წელს?
  42. როცა მე თქვენთან არა ვარ, შეგიძლიათ მაგინოთ რამდენიც გინდათ. შეგიძლიათ მირტყათ კიდეც...
  43. დილაა. ვიღვიძებ. მთავარია თვალი არ დავხუჭო. მთავარია თვალი არ დავხუჭო. მთავარია თვალი არ დავხხხხ-ხრრრრრრ...
  44. როგორ შეიძლება დასასრული ბედნიერი იყოს?...
  45. ის შენი ოცნების ქალია. მართალია, შეიძლება ასეთზე არ ოცნებობდი, მაგრამ ასე აგიხდა და რას იზამ ეხლა...
  46. ასფალტზე წარწერამ "მე მიყვარს შენი ცოლი" მთელი კორპუსი შეაფუცხუნა.
  47. - ქალებო! ნუ აძლევთ მამაკაცებს ფუჭ იმედებს. რა იცით ეს - თავდახურული ცარიელი ტაფის დატოვება მაგიდაზე!
  48. სანამ ვცდილობდი ამეღო ცნობა, რომ არა ვარ ფსიქიატრიულში აღრიცხვაზე, იმ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, რომ აღრიცხვაზე ამიყვანეს...
  49. წესი N1: ნურავისთვის იქნები N2. 
  50. ენდე მოყვასსა შენსა. მაგრამ ჩუმად მაინც დაგუგლე!
  51. მთავარია ადგე. გაღვიძება მერეც შეიძლება...
  52. ავტობუსის მძღოლებს "სნიკერსის" ჭამა აეკრძალათ...
  53. ყავა - ეს არის სასმელი, რომელსაც სვამენ, როცა ჭამა უნდათ.
  54. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. მაგრამ უფრო ხშირად ფულს ითხოვს. ბევრ ფულს...
  55. სუპერმარკეტში იმსიგრძე ჩეკი გამომიწერეს, ტუალეტის ქაღალდი უკან დავაბრუნეო...
  56. დივანის გამომგონებელს მეტი აღარაფერი გამოუგონია.
  57. მე ყველაზე თავმდაბალი ადამიანი ვარ მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არსებულ ადამიანებს შორის!
  58. ქალური ლოგიკა - უცნაური რამაა: სკანდალი უკვე არის, მიზეზი კი ჯერ კიდევ არ არის...
  59. მინდორში მწვანე ბალახებში აქა-იქ ალისფერი ყაყაჩოები მიმობნეულიყო კოკა-კოლას სახურავებივით...
  60. ცხოვრება კროსია, სადაც ყველა ცდილობს სხვებს გაუსწროს და ფინიშზე ბოლო მივიდეს.
  61. ამური რომ ისრის ამოძრობას ცდილობს, ეს უფრო მტკივნეულია...
  62. იმხელა ბავშვი დაიბადა, ამბობდნენ სატვირთო წერომ მოიტანაო...
  63. პროგრესს ამოძრავებს ორი ტიპის ადამიანები - გენიოსები, რომლებმაც იციან, რომ ეს შესაძლებელია, და შერეკილები, რომლებმაც არ იციან, რომ ეს შეუძლებელია.
  64. რას გავს ეხლანდელი ახალგაზრდობა - არაფრის არ სჯერათ, ჩვენ კი მათ ასაკში უკვე რამდენი იმედგაცრუება გვქონდა გადატანილი...
  65. - კი, გპირდებოდი ოქროს მთებს, მაგრამ სარეცხ მანქანაზე არაფერი მითქვამს...
  66. სიყვარული თავიდანვე ბრმა არ არის - ჯერ შორსმხედველია, მერე - ახლომხედველი...
  67. ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს! ...და ტკივილგამაყუჩებლებს. 
  68. პოლიტიკოსებში ქალები ცოტანი არიან. სამწუხაროდ, კაცებიც...
  69. რაღაც არ მახსოვს დიდად გვებრძოლა ზანგთა უფლებებისთვის. მაგრამ ასეა თუ ისე, მოვიპოვეთ...
  70. ყველა ქალი გათხოვილი უნდა იყოს, ყველა მამაკაცი კი - უცოლო (ბ. დიზრაელი).
  71. ერთიანის ღირსებას მის გვერდით მდგარი ნულები ქმნიან.
  72. კანონის უცოდინრობა არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. ცოდნა - საკმაოდ ხშირად.
  73. ძაღლი იმდენად ერთგულია, რომ ძნელიც კია დაიჯერო, რომ ადამიანი იმსახურებს ამას (ილია ილფი).
  74. ვინც ღრუბლებზე მაღლაა იმას არ აწვიმს.
  75. Опять мы пошли своим путём, но к той же матери...
  76. სხვას ნუ უთხრი სამარეს - გამოიყენე ის, რაც მან შენთვის ამოთხარა.
  77. საავადმყოფოს ეზოში შეპარულმა როტვეილერმა სამი ავადმყოფი განკურნა პარალიჩისაგან, და კიდევ ორი - კუჭის შეკრულობისგან.
  78. ბოლო მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - ბოლოსწინა სჯობდა.
  79. არის ქალი - არის პრობლემა. არ არის ქალი - არის პრობლემა. პრობლემებს საერთოდ კიდიათ არის თუ არა ქალი...
  80. ალკოჰოლის სასარგებლოდ სულაც არ ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ ფხიზლებს ბევრად მეტი სისაძაგლე აქვთ ჩადენილი, ვიდრე მთვრალებს...
  81. მადა ჭამის გარეშეც მოდის. შეიძლება ითქვას, უფრო მოდის კიდეც.
  82. Гoлoд — нe тeткa. Еcли вaшa тeткa нe Гoлoд, чтo былo бы cтрaннo.
  83. ნამდვილი მამაკაცი ცოლს არ ღალატობს - ის მხოლოდ ცდილობს დარწმუნდეს, რომ მისი ცოლი ყველას ჯობია.
  84. მამონტები იმიტომ გადაშენდნენ, რომ დედონტები არ ჰყავდათ.
  85. უცნაურია, რატომ ჩუქნიან შეყვარებულებს დახოცილი ყვავილების გვამებს...
  86. მთავრობა - ეს არის ხალხი, რომელსაც ჩვენ ფულს ვუხდით იმისათვის, რომ მოიპარონ ჩვენი ფული.
  87. თუ შენი მეგობარი, მიუხედავად ყველაფრისა, შენი ერთგული რჩება, შემიძლია სანაძლეო დავდო, რომ ის ძაღლია.
  88. მოულოდნელი შეხვედრის სიხარული არაფერია იმ შვებასთან შედარებით, რაც მოსდევს ნანატრ განშორებას...
  89. კვანტური ეფექტები ცხოვრებაში: გიტარაზე გაცილებით უკეთ ვუკრავ როცა არავინ მიყურებს.
  90. ... როდის შემოვა მოდაში სხვადასხვა წინდები :(
  91. თუ URL-ში უმლაუტიანი ასოები შეგხვდა - გაწმინდე მონიტორი! 
  92. ვიღვიძებ დილით, დავხედე საათს - 7:70. როგორც ჩანს ჯერ კიდევ მძინავს...
  93. კიბორჩხალის ჯოხების დამზადებისას არცერთი კიბორჩხალა არ დაზარალებულა (წარწერა შეფუთვაზე).
  94. Уxoдя нa тoт cвeт, нe зaбyдьтe выключить этoт!
  95. ცხოვრებაზე არ უნდა იფიქრო იმდენი, რომ ცხოვრების დრო აღარ დაგრჩეს.
  96. - მე მესმის, რომ არ გინდა დაბერდე, მაგრამ ნუ გააკეთებ ამას ჩემი თავისუფლების ხარჯზე! 
  97. მეზობლებს ჩვენს დროში Wi-Fi-ს სახელებით ცნობენ.
  98. სულელს ნუ ეკამათები - ის დაგიშვებს თავის დონეზე, და შემდეგ მოგიგებს გამოცდილების ხარჯზე.
  99. For anyone who think a woman's place is in the kitchen, remember that's where the knives are kept.
  100. გახსოვდეს - შენ უნიკალური ხარ! ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა.