Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (15)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

სექსუალური უმცირესობები მოითხოვენ თავიანთ უფლებებს. მალე უფლებების მოთხოვნას დაიწყებენ სექსუალური არარაობები!

 


 

ფრაზები (15)

 

 

 

  1. არ არსებობს კარგი და ცუდი მოვლენები. არსებობს სხვადასხვანაირი მოვლენები (ნეიროლინგვისტური პროგრამირების ერთერთი პრინციპი).
  2. სჯობს დაიძინო მშიერმა, ვიდრე გაიღვიძო ვალებში (ძველი იაპონური ანდაზა, იპოთეკამდელი).
  3. ყველა უსიამოვნო ამბავი იმის გამო ხდება, რომ ვიღაცა თავის დროზე არ მოკლეს.
  4. Politicians and diapers have one thing in common: they should both be changed regularly... and for the same reason.
  5. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს (ფიქრები გვიანგაღვიძებულზე).
  6. სნაიპერის ჰუმანურობა - სიზუსტეა.
  7. - გახვალთ ამ ხიდზე შუამდე და მერე მარჯვნივ...
  8. Я не злопамятный, но злой и память у меня хорошая.
  9. ჯანმრთელობა - ეს არის, როცა ყოველდღე სხვადასხვა რაღაც გტკივა.
  10. სინდისი ხელს არ გვიშლის უმსგავსობების ჩადენაში - ის ხელს გვიშლის იმაში, რომ დავტკბეთ ამით. 
  11. ხდება, რომ რაღაცას ვერ გებულობ, სანამ სხვას არ აუხსნი...
  12. როგორი გემო აქვს მწვანე სუნს?
  13. ქალი - ანგელოზია, მაგრამ თუ ფრთებს დააპუტავ, ცოცხზე გადაჯდება...
  14. რაც უფრო ბნელა, მით უფრო ადვილია იყო ვარსკვლავი.
  15. ინტერნეტი ცხოვრებასავითაა - არაფერს აზრი არა აქვს, მაგრამ წასვლაც არ გინდა...
  16. ფორტუნა მამაცებს უღიმის. და შემდეგ დიდხანს ხითხითებს...
  17. რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც არის, და არა ისე როგორც უნდა იყოს?
  18. თუ გეუბნებიან, რომ გატყუებენ, იცოდეთ - გატყუებენ!
  19. ყვავს სიტყვის თავისუფლება ყველის დაკარგვად დაუჯდა...
  20. სიყვარული მუდმივია, თუ პარტნიორი ხშირად იცვლება.
  21. Дуракам закон не писан, если писан, то не читан, если читан, то не понят, если понят то не так!
  22. ვერანაირი მორალური კმაყოფილება ვერ შეედრება ამორალურს...
  23. მე მგონი ევამ მარტო ვაშლი კი არა - გველიც შეჭამა...
  24. ვეძებდი ცხოვრების აზრს. ვიპოვე და გადავმალე - ძებნის პროცესი უფრო საინტერესო იყო...
  25. ყველა სოკო იჭმევა, უბრალოდ ზოგიერთი - ერთხელ ცხოვრებაში.
  26. სჯობს იყო მდიდარი და ჯანმრთელი, ვიდრე ღარიბი და ავადმყოფი :)
  27. მაღვიძარა ზოგჯერ გაღვიძებაშიც გეხმარება, მაგრამ უმეტესად ძილში გიშლის ხელს.
  28. წარწერა ბაიკერის ზურგზე: "თუ ამას კითხულობ - ის გადავარდნილა!"
  29. თაობა კატებისა, რომელთაც არ მოუწიათ თბილ მონიტორზე წამოწოლა...
  30. ყველას აქვს უფლება სულელი იყოს, მაგრამ უფლებების გამოყენებაშიც საჭიროა ზომიერება...
  31. პანიკის გამოსაწვევად საუკეთესო სიტყვებია: შეინარჩუნეთ სიმშვიდე! 
  32. ვაგინე კატას. შემომხედა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გაიგო ყველა სიტყვა. და დაიმახსოვრა...
  33. იმდენი საქმე მაქვს, რომ არც ვიცი რით დავიწყო. წავედი დავიძინო...
  34. მანქანით რომ მიდიხარ, ვინც შენზე ჩქარა მიდის - დებილია, მაგრამ ვინც შენზე ნელა მიდის ისიც რომ დებილია?
  35. ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია რას ფიქრობთ ჩემზე. იმიტომ, რომ მე საერთოდ არ ვფიქრობ თქვენზე...
  36. გიჟებმა მძევლად აიყვანეს ექიმები და მოითხოვეს ერთი დოლარი და მილიონი ვერტმფრენი.
  37. რაღაცებში მაინც გაუმართლა კაცებს - უფრო გვიან ქორწინდებიან და უფრო ადრე კვდებიან...
  38. არის ისეთი რამეები, რასაც ვერანაირი ფულით ვერ იყიდი. მაგალითად - ცოცხალი დინოზავრი.
  39. წყალში გადაგდებული ქვა ყოველთვის წრეების ცენტრში ვარდება.
  40. - ქალო, უპოვია ის კასეტა ამ ვირიშვილს - ასე მითხრა, დიდი რომ გავიზრდები, სანტექნიკი ან ტელევიზორების ხელოსანი უნდა გამოვიდეო!
  41. If I could rearrange the alphabet, I'd put "U" and "I" together.
  42. მე ძალიან-ძალიან ვზრუნავ ჩემს ფიგურაზე, მაგრამ საკმარისია გვერდზე მივიხედო - და ის უკვე რაღაცას ჭამს...
  43. ვინც აკონტროლებს წარსულს ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს ის აკონტროლებს წარსულს (ჯ. ორუელი, "1984").
  44. ყველას ყველაფერი ვერ ექნება, იმიტომ რომ ყველა ბევრია, ყველაფერი კი – ცოტა.
  45. მართალიე მა ვავორექ მარკა როკ მარა, ვართ სი რექ ალანდალანია (მართალია მე არა ვარ მარიკა როკი, მაგრამ არც შენა ხარ ალენ დელონიო).
  46. თუ დაუმსახურებლად გაწყენინეს, მიუბრუნდი და დაიმსახურე!
  47. თუ გინდა არ ჭამო ექვსის შემდეგ, შეჭამე ყველაფერი ექვსამდე.
  48. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტისას ჰკითხე შენს თავს, რა გინდა იყო - მართალი თუ ბედნიერი?
  49. 1994 წელი იყო ყველაზე ცუდი მუსიკის ისტორიაში: გარდაიცვალა კურტ კობეინი, და დაიბადა ჯასტინ ბიბერი.
  50. რატომაა, რომ თავი გტკივა, როცა ფეხსაცმლიანი იღვიძებ?
  51. - რა იყო, მთელი კვირა მოგწონდა ეს სუპი და ეხლა აღარ მოგწონს?
  52. В доме командовать должен кто-то одна!
  53. შვილებისათვის ჩვენ ვართ როგორც ღმერთი - თითქმის არ გვისმენენ, ჩვენს რჩევებს თითქმის არასდროს ასრულებენ, ხშირად ისე იქცევიან, თითქოს არც ვარსებობდეთ, დავჭირდებით თუ არა - მაშინვე თხოვნით მოგვადგებიან... 
  54. - იზაურა, შეეშვი ეხლა მაგ სერიალის ყურებას, მოკიდე ხელი კასანდრას და წავიდეთ ბაღში მარიას წამოსაყვანად!
  55. - მე ვარ ძლიერი, ნებისყოფიანი, მიზანსწრაფული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, 5 წუთიც და ავდგები, ნამდვილად...
  56. გაზაფხულმა დააგვიანა, ზაფხულმა დააგვიანა. მხოლოდ საზიზღარი შემოდგომა აღმოჩნდა პუნქტუალური. 
  57. უახლოესი 9 თვის განმავლობაში ზაფხული ფასიანია.
  58. თუ ყველა ერთნაირად ფიქრობს, ესე იგი ვიღაცა არ ფიქრობს (ჯორჯ ს. პატონი) 
  59. ისტორია ჩვენ გვასწავლის იმას, რომ ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ ისტორიისაგან.
  60. სამყარო ქაოსისა და წესრიგის ბრძოლაა, და ხშირად ერთი მეორითაა შენიღბული (რომელიღაც ფილმიდან). 
  61. მეზობელმა ისეთი უკივლა თავის შვილს, რომ მეც უცებ დავალაგე ოთახი და თბილად ჩავიცვი...
  62. - ძვირფასო, მოდი მოვილაპარაკოთ: მე ვიტყვი, რომ ეს ძალიან გემრიელია, შენ კი ამას მეტად აღარ გააკეთებ... 
  63. ოჯახის დანგრევაში არ შეიძლება მარტო ცოლის დადანაშაულება; ორივე დამნაშავეა - ცოლიც და სიდედრიც...
  64. - ღორის გრიპი გაქვთ, აბა რა! აბა 36,7-სთვის ადამიანი დილის 4 საათზე სასწრაფოს გამოიძახებდა?...
  65. - ძვირფასო, როგორ გამოიყურები და ისე გამოიყურები, რომ დღეს მე მგონი სახლში დარჩები...
  66. - რამე ტკივილგამაყუჩებელი მომეცით... არა, ჯერ არაფერი მტკივა, მაგრამ მამაჩემი სკოლაში დაიბარეს...
  67. რა იქნება ტელევიზორს ჰქონდეს ღილაკი, რომელსაც დააჭერ და დაგიწერს სად დევს პულტი?
  68. სექსი ტელეფონით: - ვიხდი წინდას... ეხლა მეორეს...  ეხლა მესამეს... არა, რა ჩერნობილიდან, გათბობა არა მაქვს სახლში...
  69. Опыт в жизни приходит с гадами... К сожалению, это не грамматическая ошибка... 
  70. ქალები ძალიან კეთილები არიან - მაშინაც კი გვპატიობენ ხოლმე, როცა დამნაშავე არა ვართ.
  71. შეგიმჩნევიათ, რომ ქალის "ხუთ წუთში მზად ვიქნები" და კაცის  "ხუთ წუთში სახლში ვიქნები" ერთი და იგივეა?
  72. ორშაბათსაც აქვს რაღაც პოზიტივი, მაგალითად ის, რომ ამ კვირას მეტი ორშაბათი აღარ იქნება...
  73. ვინც ისე ცხოვრობს, თითქოს არასდროს მოკვდება, ისე მოკვდება თითქოს არასდროს უცხოვრია. @ დალაი ლამა 
  74. ლოგარითმი, ნატურალურის იდენტური (მათემატიკის იაფფასიანი სახელმძღვანელოდან).
  75. თუ მართლა გინდა გაუჩალიჩო პერფექციონისტს, ერთი ასო უნდა წაუშალო. მეორეს - თვითონ წაშლის...
  76. მამამ მითხრა, რომ თუ კომპიუტერთან დავჯდები სანამ გაკვეთილებს ვისწავლიდე, თავს მარტყმევინებს კლავიატურაზე, მაგრამ მე ჩუმად მაინფსხ სხ სხ სხ ქწერტყუიოპ[]';ლკჯჰგფდსა კჯ კჯ კჯ (ჩატიდან). 
  77. თქვენ რა - რევოლუცია გინდოდათ რევოლუციის გარეშე? (მ. რობესპიერი)
  78. ბევრი რამ სისაძაგლეა, პრინციპში. მაგრამ სასიამოვნოა თუ გამოგდის.
  79. ღმერთს რა სწამს?
  80. ბევრი სურვილი მაქვს. სამწუხაროდ, მათ უმეტესობას კანონის ერთი რომელიღაც მუხლი მაინც შეესაბამება.
  81. გავისეირნე მეტროთი. ათამდე განგსტერი დავხოცე. ერთს ჯიბეში სათამაშო მანქანა ედო, მეორეს - სულაც დათუნია. რაღაც უცნაური განგსტერები არიან  Fallout 4-ში...
  82. Чего бы такого в понедельник понеделать...
  83. - ახლა უნდა დავურეკო იმ კლიენტს. მითხარი, რა ვკითხო ისეთი, რომ მან მიპასუხოს ის, რასაც მერე მე შენ გეტყვი და შენ გაუკეთებ მას...
  84. Non of us are as cruel as all of us.
  85. მეტ მკრეხელობას სჩადის არა ის, ვინც ღმერთების არსებობას უარყოფს, არამედ ის, ვინც ღებულობს მათ ისეთად, როგორც მათ მიიჩნევენ ცრუმორწმუნენი (პლუტარქე).
  86. იდეალური მამაკაცია ბანკომატი: არასოდეს ეკითხება ქალს - რამდენი ფული აიღო და სად ჯანდაბაში წაიღო...
  87. - Есть пить? - Пить есть, есть - нет!
  88. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი მარგარეტ მიტჩელი, მაგრამ ან გამოგვიჩნდება ან არა ჩვენი ალექსანდრა რიპლი.
  89. ყველა იტყუება. მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ არავინ არავის არ უსმენს (ლიბერმანის კანონი).
  90. ჭეშმარიტებაა არა ის, რისი დამტკიცებაც შესაძლებელია, არამედ ის, რისი უარყოფა შეუძლებელია (ეკზიუპერი).
  91. Nothing is agreed until everything is agreed...
  92. ჩვენ აღარასოდეს ვიქნებით ისეთი ახალგაზრდები, როგორიც დღეს ვართ (ТНТ).
  93. დახუჭე თვალები! წარმოიდგინე, რომ გყავს შვილი, და მას ჰყავს შენნარი შეყვარებული. გაგეღიმა? არა? მიხედე შენს თავს!
  94. უძლეველმა მზეჭაბუკმა როგორც იქნა შეაღწია ბროლის კოშკში და გამოიხსნა საბრალო დრაკონი პრინცესას კლანჭებიდან...
  95. - აი შენ საჩუქარი! კი, ფულია... ვიცოდი მოგეწონებოდა... მე თვითონ ვიშოვე...
  96. - რა საჭირო იყო ყველა მორგში დარეკვა? რით ვერ დაიმახსოვრე რომელში ვმუშაობ!
  97. Клещи и комары выращивают в лесу грибы и ягоды как приманку для добычи.
  98. თუ შენი საცოლე სხვას გაყვა ცოლად, კიდევ საკითხავია ვის გაუმართლა (ძველი სიმღერიდან).
  99. თუ ბოლო ფულს ყვავილებში ხარჯავს სხვისი ქმარი, ის რომანტიკოსია, თუ საკუთარი - დებილია.
  100. ადამიანის არ გჯერა ორ შემთხვევაში - როცა მას არ იცნობ, და როცა იცნობ.