Home მხიარული გვერდები საინტერესოებები ბედის ირონია, ანუ სატირალია, მაგრამ...

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

სტუმართმოყვარე მასპინძელი სტუმრებს ეკითხება:

– ხელებს საპნით დაიბანთ თუ ჩაის დალევთ შაქრით?

 


ბედის ირონია, ანუ სატირალია, მაგრამ... PDF Print E-mail
Written by Administrator   
Friday, 01 January 2016 02:19

 

 

სპორტული, ტურისტული, სამთო და სხვა ექსტერმალური ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის The North Face, Inc თანადამფუძნებელი, მილიარდერი დაგლას ტომპკინსი 72 წლის ასაკში ჩილის მდინარეზე მოგზაურობისას კანოეს გადაბრუნების გამო წყალში აღმოჩნდა და ჰიპოთერმიით დაიღუპა.

 


 

2010 წლის შემოდგომაზე სეგვეების (ელექტრონული სკუტერი) მწარმოებელი კომპანია Segway-ს მფლობელი, 62 წლის გამომგონებელი და მილიონერი, სეგვეის დიდი მოყვარული და პოპულარიზატორი ჯიმი ჰესელდენი სეგვეით თავისი მამულების შემოვლისას 24-მეტრიან ხრამში გადავარდა და გარდაიცვალა.

 


 

 

 

გარდაცვლილი რუმინელი ანა ბოჩინსკი, რომელსაც სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ, უცებ გაცოცხლდა და კუბოში წამოჯდა. გულგახეთქილმა ჭირისუფლებმა დააგდეს კუბო და მოცოცხეს. არანაკლებ შეშინებული "მიცვალებულიც" გაიქცა, მაგრამ ქუჩაზე რომ გადარბოდა, მანქანა დაეჯახა და "საწყის მდგომარეობაში" დააბრუნა. ჭირისუფლებიც მოგროვდნენ, ჩაასვენეს ისევ კუბოში და ცერემონიაც გაგრძელდა.

 


  

28 წლის მინეაპოლისელმა დენიკ რიჩარდსონმა თავის ნათესავს, კენ რიჩარდსონს შესთავაზა რუსული რულეტკა ეთამაშათ. კენი დათანხმდა და პირველიც დასწვდა იარაღს, რომელშიც ერთი ტყვია ჩადეს. იარაღი კი იყო არა რევოლვერი, არამედ... პისტოლეტი. დენიკ რიჩარდსონი მე-3 ხარისხის მკვლელობის მუხლით გაასამართლეს...

  


 

რენესანსის ეპოქის დრამატურგი და სატირიკოსი, იტალიელი პიეტრო არენტინო რაღაც ანეგდოტმა ისე გაამხიარულა, რომ სიცილით მოკვდა. პირდაპირი მნიშვნელობით.

სიცილით მოკვდა ასევე ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპსი, რომელმაც ვირს ღვინო დაალევინა და მისი ყურებით ერთობოდა, ხოლო როცა მთვრალმა ვირმა ლეღვის ხეზე ასვლა დააპირა, ამას კი ვეღარ გაუძლო...

მხიარული შოტლანდიელი არისტოკრატი, მწერალი თომას ურქჰარტიც სიცილით მოკვდა, როცა გაიგო, რომ შოტლანდიის დევნილი მეფე კარლ II დაბრუნდა კუნძულზე და... ინგლისის მეფე გახდა.

  


 

 IX საუკუნეში ორკნეის კუნძულების ერლი (გრაფი) სიგურდ ეისტეისონი (ძლევამოსილი) და მისი დაუძინებელი მტერი, შოტლანდიელი ბელადი მაელ ბრიგტე შეთანხმდნენ 40-40 მეომრით ებრძოლათ ერთმანეთთან. სიგურდ ძლევამოსილი "გონებამახვილურად" მოიქცა - 80 ვიკინგით მივიდა, დაამარცხა მეტოქე, მოჭრა თავი, ჩამოიკიდა ცხენზე და წავიდა სახლში. უნაგირზე მოქანავე დამარცხებული მტრის თავმა (უფრო ზუსტად - კბილებმა) ფეხი გაუკაწრა ვიკინგს, შეეყარა ინფექცია, გაურთულდა და მალევე მიყვა ბრიგტეს.  

 


 

1997 წელს ერთმა ტუსაღმა პენსილვანიაში, პიტსბურგის ციხიდან გაქცევა გადაწყვიტა. გადააბა ერთმანეთს რაც იპოვა - ზეწრის ნახევები თუ თოკის ნაგლეჯები, ჩაამტვრია ფანჯრის მინა, გადაუშვა ეს "კიბე" და ჩაყვა თავისუფლებისაკენ. ყველაზე ლოგიკური კომენტარი ამ საქმეზე ასეთია: ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ კაცი, მაგრამ რაღაც მაინც ხომ უნდა გაითვალისწინო!

იმპროვიზებულმა კიბემ ვერ გაუძლო სიმძიმეს, გაწყდა და 45 მეტრის სიმაღლიდან ასფალტზე დანარცხებით დამთავრდა უბედური პატიმრის ყველა პრობლემა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ფანჯრის ჩარჩო არ იყო გასუფთავებული მინის ნამტვრევებისგან, რომელმაც "კიბე" გადაჭრა და ბეწვზე ეკიდა, ასე, რომ სხვაგან რომც არ გამწყდარიყო, რამდენიმე წამში მაინც იგივე მოხდებოდა.

და რაც მთავარია, "კიბე" სულ 20-ოდე მეტრის სიგრძის იყო - მის ბოლოს მიწიდან 25 მეტრი მაინც აშორებდა, და ისღა დაგვრჩენია ვიმარჩიელოთ, როგორ აპირებდა ბოლო 25 მეტრის გადალახვას ამ ამბის მთავარი გმირი.

  


 

ინვალიდის ეტლში ჩასკუპებული დები მილზი, რომელსაც იმ დღეს 100 წელი შეუსრულდა, ქალიშვილთან ერთად მიდიოდა მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე. ქუჩაზე გადასვლისას მანქანა, რომელსაც ამ წვეულებაზე სადღესასწაულო ტორტი მოჰქონდა, მის ეტლს დაეჯახა და სადღესასწაულო წვეულების სტატუსი სამგლოვიაროთი შეცვალა. 

  


  

44 წლის მეგან ფრაიმ გადაწყვიტა გახუმრებოდა პოლიციელებს, რომლებიც ვარჯიშობდნენ უეცრად გამოჩენილ სამიზნისათვის სროლაში. მეგანი როგორღაც შეიპარა პოლიგონზე, ამოეფარა საფარს, საიდანაც ადამიანის ფორმის სამიზნე გამოვარდება ხოლმე, და "საჭირო დროს" გამოხტა საფრიდან ყვირილით "ბუუუუ"!

14-მა პოლიციელმა მოახდინა 67 გასროლა, რომლებიდანაც 40 ზუსტი აღმოჩნდა...

  


 

ჰომოსექსუალი მაიკლ ლუისი რაღაცაზე გაბრაზდა თავის მეგობარ ბიჭზე ტონი ბერიზე, და ორიგინალური შურისძიება მოიფიქრა: გაჭყიპა ნარკოტიკებით უგონო მდგომარეობამდე, წაიყვანა შიშველი ჰარლემის ცენტრში, გადაკიდა ორმხრივი პლაკატი წარწერებით: "სიკვდილი ზანგებს" და "ღმერთს უყვარს კუკლუქსკლანი", გაუშვა ქუჩაში და წამოვიდა. ორ წუთში ტონი მკვდარი იყო.

  


 

ტაილანდის ცირკში ჯუჯა სპორტსმენი ოდი ასრულებდა საჰაერო ტრიუკებს ბატუდზე, იქვე კი ჰილდა, დედალი ჰიპოპოტამი, ელოდა თავის გამოსვლას, რომელშიც შედიოდა მისთვის ნასროლი სხვადასხვა ნუგბარის, ძირითადად ბოსტნეულის, ჰაერში დაჭერა. ოდის რაღაც შეეშალა, ასცდა ბატუდს და ცხვირწინ ჩაუქროლა ჰილდას, რომელმაც ინსტინქტურად ჰაერშივე სტაცა პირი და გადაყლაპა. სანამ აღფრთოვანებული მაყურებლები, რომელთაც ეს ასეთი ნომერი ეგონათ, დარბაზს ტაშით ანგრევდნენ, ცირკის შოკირებული მსახიობები შეეცადნენ როგორმე გამოეყვანათ აკრობატი არანაკლებ შოკირებული ცხოველის სტომაქიდან, მაგრამ ამაოდ...

  


  

ცნობილი ალპინისტი ჟერარ ომელი მარტო ჯომოლუნგმაზე 6-ჯერ იყო ნამყოფი, სხვა სახიფათო თავგადასავლებზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ მთებში სიკვდილი მას არ ეწერა - ერთხელ თავის სააბაზანოში გადამწვარი ნათურის გამოცვლისას კიბიდან ჩამოვარდა, თავი პირსაბანს ჩამოარტყა და გარდაიცვალა.

  


  

ნახანძრალი ტყის ინსპექტირებისას მეტყევეებმა ხეზე შეამჩნიეს... აკვალანგისტი - ლასტებით და მთელი წყალქვეშა ამუნიციით. ტყე მთიან მასივზე იყო, ახლომახლო მდინარეც კი არ იყო, არამცთუ რამე საყვინთავი. დიდი კვლევა-ძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხანძრის ჩაქრობაზე აქ მუშაობდა თვითმფრინავი, რომელიც უახლოესი ტბიდან იღებდა წყალს ამოხაპვის მეთოდით - პირდაპირ ფრენისას, და პილოტმა ვერც შეამჩნია, როგორ "ამოყვა" წყალს აკვალანგისტი, რომელიც შემდეგ ამავე წყალთან ერთად ცეცხლმოდებულ ტყეზე დაუშვა.

  


 

ერთმა პასტორმა გადაწყვიტა სამწყსოსათვის ეჩვენებინა, რომ თუ ადამიანის რწმენა საკმარისად მტკიცეა, მას გველის ნაკბენიც კი ვერაფერს აკლებს. პასტორმა შხამიანი გველი ხელზე დაიხვია და აკბენინა კიდევაც. სამწუხაროდ, პასტორი რაღაცაში არ აღმოჩნდა მართალი - ან თავისი რწმენის სიმტკიცეში, ან საერთოდ...

  


 

სამხრეთკორეელმა მწერალმა ჩოი იუნ ჰიმ, მეტსახელად "ბედნიერების მასწავლებელმა", ავტორმა წიგნებისა თემაზე "როგორ გავხდეთ ბედნიერი", 63 წლის ასაკში თავი ჩამოიხრჩო.

 

 


 

 

death

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

Last Updated on Tuesday, 12 June 2018 10:11