Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (16)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

უცხო პლანეტაზე დედამიწელთა ხომალდი ჩამოვარდა. უცხოპლანეტელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და შემდეგ ხომალდისგან მუზეუმი გააკეთეს, რომელსაც რიგითი უცხოპლანეტელები ათვალიერებენ.
მამა-უცხოპლანეტელი შვილ-უცხოპლანეტელს დაატარებს. მივიდნენ საკვების რეგენერაციის მოდულში:
- აქ იქაური ერთუჯრედიანი ორგანიზმები განავლისაგან საკვებს ამზადებდნენ.
- აქ კი - ეუბნება საცხოვრებელ მოდულზე - იქაური მრავალუჯრედიანი ორგანიზმები საკვებისაგან განავალს ამზადებდნენ.
- და რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?
- რავი შვილო, რას გაიგებ!...

 


ფრაზები (16)

 

 

 

  1. მთვრალ მძღოლს მართვის მოწმობას ართმევდნენ, ის კი თავს იმართლებდა - გეფიცებით, არც კი ვიცოდი საჭესთან თუ ვიჯექიო...
  2. ვაჩუქე ცოლს ორკვირიანი საგზური. მაჩუქა ორკვირიანი თავისუფლება.
  3. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ბასილისკო ბალახისმჭამელი ყოფილა - აბა ქვებს ხომ არ შეჭამდა...
  4. თუ ცდილობ ყველაზე ჭკვიანი იყო, იმაზე ნუღარ წუწუნებ, რომ ირგვლივ სულ დებილები არიან.
  5. განცხადება: "იყიდება ლეკვი-მეტისი, მამა - სპანიელი, დედა - ტაქსა". კომენტარი: "რა დალია ეგეთი?"
  6. ნამდვილი საფრთხე კაცობრიობას რობოტი-მტვერსასრუტებისაგან ელოდება: ისინი სულ უფრო ჭკვიანები და მოხერხებულები ხდებიან, და ერთხელაც მიხვდებიან, რომ ამდენი ნაგავის მუდმივი წყარო ადამიანია... 
  7. გავიღვიძე და შევუდექი ცხოვრებას...
  8. ძნელია იყო ქალი - რამდენი პრობლემაა სულ არაფრისგან...
  9. ფოტოშოპი 18 წლისაა. არა, სინამდვილეში 28 წლისაა, მაგრამ ასე გამოიყურება...
  10. თუ დილაობით არ მოგწონს როგორ გამოიყურები, ნუ აკეთებ საღამოობით იმას, რაც მოგწონს.
  11. - აბა რას ამბობთ! ეგ სალათა გუშინდელი კი არა, მე თუ მკითხავთ, საერთოდ ხვალინდელია!
  12. - ჩვენი სალონი სულ ახალი გახსნილია, ჯერ არცერთი დროის მანქანა არ გაგვიყიდია და რა უნდა დაგვიბრუნოთ?... ააა, გასაგებია!...
  13. დიპლომი, შრომის წიგნაკი, საზღვარგარეთის პასპორტი... რამდენი რამე ყრია ჩემს უჯრაში, არაფერში რომ არ მჭირდება...
  14. დგები 7-ზე, იღვიძებ 12-ზე - ეს სამსახურია, იღვიძებ 7-ზე, დგები 12-ზე - ეს კი შვებულებაა.
  15. უცნაური მეცნიერებაა ბიოლოგია: გამრავლება და გაყოფა - ერთი და იგივე პროცესია.
  16. ყოფილი მეძავი, ამჟამად დეპუტატი, გამოდის სიტყვით, რომელსაც ასე იწყებს: "ძვირფასო კოლეგებო!"...
  17. მოაზროვნე უძახე შენ და ნეტა რა აზრები უტრიალებს თავში ქვაზე ჩამომჯდარ შიშველ მამაკაცს?
  18. კარტოფილის გაფცქვნისასაც უნდა იტირო, თორემ ეს კარტოფილის დისკრიმინაცია იქნება. ან ხახვის დისკრიმინაცია. ან ორივე...
  19. ...ისეთი შეუპოვარი იყო, რომ ერთხელ გუგლის ძიების შედეგების 30-ე გვერდამდე მივიდა.
  20. ალიმენტი არაფრით არ უნდა იყოს მარჩენალის დაკარგვის პენსიაზე ნაკლები...
  21. მთავრობამ კარგად უნდა შემოიჭიროს ქამრები, თორემ ფულითგატენილჯიბეებიანი შარვლები ჩასძვრებათ.
  22. ქალს არ სჭირდება მამაკაცის აზრის მოსმენა. მას სჭირდება საკუთარი აზრის მოსმენა ბოხი ხმით.
  23. ისე შევეჩვიეთ სენსორულ ეკრანებს, ლამის ოფიციანტს თითი ვატაკოთ მენიუს გამოსაყვანად...
  24. როცა USB-პორტის გამომგონებელი მოკვდება, მის კუბოს ჩაუშვებენ სამარეში, შემდეგ ამოიღებენ, გადააბრუნებენ და უკვე სწორი მხრით ისევ ჩაუშვებენ...
  25. უცნაური შეგრძნება, როცა სკოლა დაამთავრე და მოსწავლე აღარა ხარ, მაგრამ სტუდენტიც ჯერ არა ხარ. არავინ არა ხარ...
  26. ველოსიპედისტი არ ყიდულობს ბენზინს, არ ეზღვევა, არ იღებს კრედიტს, არ ხარჯავს ფულს სამრეცხაოში, პარკინგზე და აფთიაქში (ჯანმრთელია). მოკლედ, ეკონომიკისთვის ნამდვილი უბედურებაა...
  27. - მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება! შეგიძლიათ დაიწყოთ აღსარება, შვილო ჩემო.
  28. - კოლეგებო, გვეყოფა ამდენი კამათი! დავიწყოთ ეხლა ჩხუბი!
  29. Не жизнь, а сказка - чем дальше, тем страшнее...
  30. ალპინისტები მთებზე მიძვრებიან, რათა იქედან გადმოხედონ როგორი სილამაზეა დაბლა.
  31. აი, წამოვიდა საყურეებიანი ბაბუების თაობაც...
  32. თუ გინდათ გაამხიარულოთ ახლობლები, თავის ჩამოხრჩობის წინ ვარდისფერი ტრუსები ჩაიცვით.
  33. შეცდომას ორჯერ ვერ დაუშვებ. მეორედ - ეს უკვე არჩევანია.
  34. რესტორანში უნდა დაპატიჟო იმისთვის, რომ მერე ჭიქა წყალი მოგაწოდოს?
  35. კომპიუტერის გამომგონებელმა პარალელურად შემწვარი პელმენებიც გამოიგონა.
  36. თუ რამე გინდა, არ ითხოვო, არც მოითხოვო - შეეცადე დაგავალონ.
  37. ახალი სტიკერი მანქანაზე: "ფრთხილად, საჭესთან ფეხით მოსიარულეა!"
  38. - კი, მინდა ძამიკო. ოღონდ უფროსი ძამიკო!
  39. სარკეში არ ირეკლება, ჩრდილი არა აქვს. ეს ვამპირი არ არის, ეს ფოტოგრაფია.
  40. ვიყიდე დუიმებიანი სიგრძის საზომი. ახლა წელს რომ ვიზომავ, ბედნიერი ვარ.
  41. საზრიანმა ახალშობილმა წეროს 200 დოლარი დაუმატა და შვეციის მოქალაქე გახდა.
  42. გავიგე, ნიორი ვამპირებს აფრთხობსო. შევჭამე და წავედი სამსახურში. დავრწმუნდი, რომ ჩემი თანამშრომლები სულ ვამპირები არიან.
  43. ძაღლს დავარქვი ლექსუსი. ახლა მეც მყავს ლექსუსი!
  44. საშუალო ადამიანი 4 წელს ატარებს ტუალეტში. ვისაც WiFi აქვს, უფრო მეტს...
  45. ისტორიის სახელმძღვანელოებში აღწერილი მოვლენების რეალურ ფაქტებთან ნებისმიერი დამთხვევა წმინდა შემთხვევითობაა.
  46. - რას ვიფიქრებდი, რომ მართლა გაფრინდებოდა! (ი. გაგარინი)
  47. ყოველი ცალკეული ადამიანი სუფთა და ნათელი არსებაა, უბრალოდ ამ საზიზღარ ხალხთან ურთიერთობაში ფუჭდებიან.
  48. "მანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით ორი კაცი" (რადიოგადაცემიდან).
  49. სიყვარულში, როგორც მოტოციკლზე - მესამე ან ზედმეტია, ან ეტლშია.
  50. პატარა ბიჭუნები მანქანებით და ავტომატებით თამაშობენ, გოგონები კი თავიდანვე ეჩვევიან ადამიანებით მანიპულირებას...
  51. მათთვის ვისაც უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება, გადააგდოს სიგარეტი, დაჯდეს დიეტაზე - ყოველ კვირაში არის თითო ორშაბათი.
  52. ახალი მწყემსი არ ნიშნავს იმას, რომ ფარას სხვა პატრონი ჰყავს.
  53. მთავარი წესი ის არის, რომ არ მოქმედებს არავითარი წესები. მათ შორის ეს წესიც არ მოქმედებს...
  54. ვხედავ - ვარსკვლავი ვარდება. ჩავიფიქრე სურვილი. შეტრიალდა და ისევ ზევით წავიდა...
  55. მარტო ხარ, მოწყენილი, და საქმე არაფერი გაქვს? ეჰ, ნეტა შენი პრობლემები მომცა...
  56. რატომღაც ICQ-ში შევიხედე. თავი სასაფლაოზე მეგონა...
  57. ორიენტაცია ტრადიციული მაქვს. არავითარი გადახრები. მაგრამ რაღაც ამეკვიატა ფანტაზიები მეზობლის უკანალსა და მის პერფორატორზე...
  58. დამესიზმრა, რომ ნიანგი ვარ და მდინარეში დავცურავ. მაგრამ იქნებ მართლა ნიანგი ვარ და უბრალოდ ხანდახან მესიზმრება, რომ ადამიანი ვარ?...
  59. განა ადგომა მეზარება! არა, მარცხენა ფეხზე არ მინდა ავდგე... არადა, ვერ ვიხსენებ, რომელია მარცხენა...
  60. - ოთხი ბოთლი იმიტომ ვიყიდე, რომ ნაკლები არ იყო... 
  61. უმრავლესობის აზრი რომ ჭეშმარიტება იყოს, მზე დღემდე დედამიწის გარშემო იტრიალებდა.
  62. - მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც მე ვთქვი, და არა იმაზე, რაც თქვენ გაიგ[ონ]ეთ.
  63. სადაზღვევო კომპანიების მფლობელები თავის მანქანებს თავის კომპანიაში აზღვევენ თუ სხვებისაში? თავის კომპანიაში დაზღვევას თითქოს აზრი არა აქვს... 
  64. როგორც ნაცნობმა ტელეპათმა მითხრა, ყველა ქვეყანაში ერთნაირად აგინებენ ერთმანეთს.
  65. - დღეს სააბაზანოში იმხელა Dr. Web დავინახე, კინაღამ გული გამისკდა...
  66. ცოლს ვუყიდე ბრილიანტის ბეჭედი. ორი კვირა არ მელაპარაკებოდა, როგორც შევთანხმდით...
  67. საკლასო ნაშრომის სათაური: "როგორ გავატარე ზაფხული. 18+".
  68. ვილაპარაკოთ ქართულად: "ვიყავი სვლაში. გადავიღე თვითონები. ძალიან გთხოვთ დაამომწონსეთ!"
  69. შევედი თანაკლასელის გვერდზე. ის 28 წლისაა, მე - 39-ის...
  70. ფეხბურთის ფედერაციამ გამოყო რამდენიმე მილიონი დოლარი იმ მწვრთნელებისათვის, რომლებიც არ გაწვრთნიან ჩვენს ნაკრებს.
  71. ერთგულმა ცოლმა შეიძლება უღალატოს ქმარს, მაგრამ თუ ამ დროს ქმარმა წაასწრო, საყვარლის მიბეგვაში მაინც უნდა დაეხმაროს.
  72. ჩვენს ლიფტიორს ძალიან მოსწონს ეს მთავრობა - მთელი კვირა ლიფტი არ მუშაობდა, და არავის უგინებია მისთვის - შენი ბრალიაო.
  73. ყველა ქალს დააქვს ჩანთით ფოტოშოფი...
  74. სამშობლო არ დაგივიწყებს, სახელმწიფოს კი არც გაახსენდები...
  75. ხორცკომბინატის ტერიტორიაზე მოხვედრილი კატა სერიოზულად შეშფოთდა, კასტრაციას ხომ არ მიპირებენო. იმიტომ, რომ არ შეიძლება ყველაფერი ასე კარგად იყოს...
  76. შვებულებიდან დაბრუნებულმა ცოლმა მრიცხველის მიხედვით გამოთვალა, რამდენი ღამე გაათია ქმარმა სახლში.
  77. - ალო! ბორბალმა დაიშვა, მარჯვენამ, რა ვქნა?... არა, მთლად ჩაფუშული არაა, მარტო ქვემოდან...
  78. - ეს ბავშვი სტადიონზე მაინც წავიყვანოთ, რაღა ტყუილად იღრიალოს... (გამწარებული ახალგაზრდა მამა).
  79. მეზობელს, ორიფლეიმის კონსულტანტს, ერთხელ იეღოველები მიადგნენ. აბა იქ გენახათ ბუკლეტების გაცვლა-გამოცვლა...
  80. რა კარგია, როცა დისკოტეკაზე შეგიძლია იცეკვო, იკოცნაო და იჩხუბო ერთსადაიმავე ადამიანთან.
  81. ჯერ ხმაც არ მქონდა ამოღებული, და უკვე არასწორად გამიგეს... 
  82. ისე ჰგავდა მამამისს, რომ მშობელთა კრებაზე თვითონ დადიოდა...
  83. ხელწერაზე რომ არ გიცნონ, ელფოსტის გაგზავნისას დააკოპირეთ ასოები სხვადასხვა საიტებიდან.
  84. დიკაპრიომ როგორც იქნა მიიღო ოსკარი ნომინაციაში "აჰა შენ და თავი დაგვანებე".
  85. ცრემლები - ეს სიტყვებია, რომელთა წარმოთქმა გულმა ვერ მოახერხა...
  86. გაიძვერა ცოლი დილით ჯერ კიდევ გამოუღვიძებელ ქმარს ეკითხებოდა: - ძვირფასო, დღესაც ჩემთან დარჩები თუ სახლში წახვალ?
  87. Если ты не можешь на своем рабочем месте сидеть в шортах, попивая пивка рядом с твоим любимым псом, значит на своей жизненной пути ты когда-то свернул не туда.
  88. თავის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელების რაოდენობა იზრდება თუ მცირდება?
  89. - ისე მიყვარდა ჩემი ქმარი, მეგონა ყველაფერს ვაპატიებდი, მაგრამ როცა წავასწარი, რომ ჩემი კატით ნოუთბუკს წმენდდა...
  90. სამომხმარებლო კალათაში თვითონ კალათის ფასი თუ არის ჩადებული?
  91. მტრის ხატის რანგში ჯერ იქნებიან კომუნისტები, შემდეგ საერთაშორისო ტერორისტები, შემდეგ ასტეროიდები, და ბოლოს - უცხოპლანეტელები. და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ კოსმოსში სამხედრო ტექნოლოგიები განათავსონ (ვერნერ ფონ ბრაუნი, 1974 წ.).
  92. ნამდვილი კონტრასტული შხაპი - როცა საუნიდან ვესტიბიულში გამოსულებს მისი ქმარი და შენი ცოლი შემოგხვდებათ...
  93. ყველაზე გარყვნილები ისინი არიან, ვისაც სიყვარული არ შეუძლია.
  94. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იქონიოს საკუთარი აზრი, რომელიც ემთხვევა ჩვენსას.
  95. ყველაფერი, რასც ჩემში ხედავთ, ჩემი არაა - თქვენია. ჩემი ისაა, რასაც მე ვხედავ თქვენში!
  96. სიბრძნის მისაღებად საკმარისია ათი წიგნის წაკითხვა. ეს ათი რომ იპოვო - ათასობით წიგნის წაკითხვა მოგიწევს...
  97.  XXI საუკუნის ბუზებს აღარ ეშინიათ კურსორის.
  98. ოცნებების ახდენაც შეიძლება, მაგრამ ახდენილი ოცნება - აღარაა ოცნება. ამიტომ არ გვიხდება ხოლმე ოცნებები...
  99. ყველაზე ადვილია თავიდან დაწყება. იმიტომ, რომ შუიდან ან ბოლოდან დაწყება საერთოდ შეუძლებელია.
  100. წარმატება - გამართლების ამბავია. ამას ნებისმიერი ხელმოცარული დაგიდასტურებს...