Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (17)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

- რატომ გადაწყვიტე კანის ექიმი გამხდარიყავი?

- მშვენიერი პროფესიაა: ჩემი პაციენტები არასოდეს მაღვიძებენ შუაღამისას, იშვიათად კვდებიან და კიდევ უფრო იშვიათად იკურნებიან.

 


ფრაზები (17)

 

 

 

  1. სიკვდილს არ ეშინია სიკვდილის. სიკვდილისთვის სიკვდილი - დაბადებაა...
  2. სიმართლე არ არსებობს. სიმართლეა ის, რაც მოცემულ მომენტში ითვლება სიმართლედ (ფილმიდან "სწორედ ის მიუნჰაუზენი"). 
  3. Пока лечился - покалечился.
  4. ოქროს ხასიათი მაქვს, შესაბამისად - მძიმეც...
  5. სანამ ყველა არ გახდება, ეს გაზაფხული არ მოვა თუ როგორაა საქმე?
  6. - ნუ მაბრაზებთ, ისედაც ჩემს სარდაფში გვამები აღარ ეტევა! მართლა კი არა - ვხუმრობ. ადგილის მეტი რა არის...
  7. წავეჩხუბე ცოლს. გავაღე მაცივარი და ყველა ქილას კარგად მოვუჭირე სახურავი. შემირიგდეს თვითონ!
  8. თუ სუპერმარკეტში უხეშად მოგექცნენ, აყალმაყალი კი არ ატეხო - აიღე ჩუმად გაყინული თევზი და დადე პურის სექციაში.
  9. ცოლმა როცა გაიგო, რომ მისი ქმარი აპირებდა მასთან გაყრას და საყვარელზე დაქორწინებას, საყვარლის მამას გაყვა ცოლად და ქმრის სიდედრი გახდა...
  10. - ალ დადგე ამ სასწოლზე - დედიკო ლომ დადგება, მელე ტილის ხოლმე!
  11. ბავშვობაში სხვების მაგალითს რომ მოვიყვანდით, მშობლები გვეკითხებოდნენ -  სხვებმა რომ დახეული შარვლით იარონ, შენც დახეულით ივლიო?
  12. უცნაურია - უკვე აგვისტოა და ჯერაც არ ჩანს სიმღერა, რომელიც ყველას ყელში ექნებოდა ამოსული...
  13. თუ ორი გიყვარს ერთდროულად, აირჩიე მეორე - პირველი რომ გყვარებოდა, მეორე არ შეგიყვარდებოდა.
  14. კარგი გამოგონებაა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი: ჩაიცვამ - ეფექტური ქალი ხარ, გაიხდი - ბედნიერი ქალი...
  15. ჭამ-ჭამ-ჭამ, მერე გძინავს-გძინავს-გძინავს, იღვიძებ და - ულამაზესი ხარ... მატლის როგორ უნდა გშურდეს?...
  16. ტვინი, ცხადია, არ ჩანს. მაგრამ ჩანს მისი ნაკლებობა.
  17. საიდან ჩნდებიან ბავშვები? - ეკითხება ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტი...
  18. თუ შენ თამასას დასწევ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მას ვერ სწვდება, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ თამასას?
  19.  მეორე ნახევარს კი ვიპოვი, მაგრამ დანარჩენ ნახევრებს რა ვუყო?
  20. ტარზანი შიშველი დადის, კონკია სახლში ნაშუაღამევს ბრუნდება, ბეტმენი 450 კმ/სთ-ით დაქრის, ფიფქიას საერთოდ 7 ჯუჯასთან სძინავს... როგორ გინდა ბავშვებს კარგი რამე ასწავლო?
  21. მე მესმის, რომ ყველამ "კარგად არ იცის ინტერნეტი", მაგრამ გუგლის ძებნა ბინგით - ეს მეტისმეტია...
  22. ვეშაპი ცურავს მთელი დღე, ჭამს მხოლოდ ზღვის პროდუქტებს, სვამს მხოლოდ წყალს, და კაცმა რომ თქვას, არც ისე გამხდარია. 
  23. პატარძალი მთელი პირველი ღამის განმავლობაში სტატუსებს და პროფაილებში გვარს ცვლიდა.
  24. კუ ჯავშნის გარეშე - შიშველია თუ უსახლკარო?
  25. შიშველმა ქალმა ბანკი გაძარცვა. ვერცერთმა მოწმემ მისი სახე ვერ გაიხსენა.
  26. რატომ უნდა მოიშალო ნერვები, როცა ქვეყნად ამდენი სხვისი ნერვია?
  27.  თივის ზვინში ნემსის საპოვნელად, თუ ეს აუცილებელია, საკმარისია დაწვათ ზვინი და ფერფლს მაგნიტი მოატაროთ. ასე რომ ნუ ართულებთ...
  28. - ძვირფასო, მე დაქალთან მივდივარ. ფხიზელი დავბრუნდე თუ დღესვე?
  29. ეს, ხელფასი ავიღე თუ ხურდა დამიბრუნეს?
  30. კომპლიმენტი სალონიდან გამოსულ ქალს: - არა უშავს, შენ ხომ შენი სცადე...
  31. ჩვენზე ცუდს ამბობს ის, ვინც ჩვენზე უარესია. ვინც ჩვენზე უკეთესია, იმას ჩვენთან არაფერი ესაქმება (ომარ ხაიამი),
  32. საშინელება ის კი არაა, რომ ჩვენ ეხლა ამ ასაკისა ვართ, არამედ ის, რომ ამ ასაკის ეხლა ჩვენ ვართ...
  33. "ოდისეა" - შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რა ზღაპრების მოყოლა შეუძლია ცოლისთვის 15 წლით გადაკარგულ ქმარს. 
  34. შექმნა ღმერთმა ქალი. შეათვალიერა, ჩაფიქრდა და შექმნა კოსმეტიკა.
  35. გოგონებო, ნუ დახარბდებით ახალ მანქანებს - ის ადრე იყო სტატუსი და ფული, ახლა კი 10-წლიანი კრედიტია.
  36. ეს საფენი იწოვს 30 ლიტრ წყალს. თქვენი ბავშვი მუდამ მშრალი იქნება. ოღონდ ვერ გაინძრევა.
  37. - ძვირფასო, რამდენი ხანი გჭირდება იმისთვის, რომ 15 წუთში მზად იყო?
  38. სილამაზე არ წყვეტს, ვინ იქნება საყვარელი - სიყვარული წყვეტს, ვინ იქნება ლამაზი.
  39. მხიარული ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი: შავ-თეთრი ტელევიზორი «Радуга», ხელბორკილები «Нежность», ბენზინის ხერხი «Дружба», ცრემლსადენი გაზი «Черемуха»... 
  40. ნუ მისდევ წასულ მატარებელს - გარდა სხვა მატარებლებისა, არსებობს კიდევ თვითმფრინავები, გემები...
  41. თუ მარჯვენა და მარცხენა გეშლებათ, დაიმახსოვრეთ: ხელებს წინ რომ გაშლით ხელისგულებით ქვევით, ის ხელი, რომლის ცერა თითი მარჯვნივაა მიმართული, არის მარცხენა, ხოლო ის, რომლის ცერიც მარცხნივაა მიმართული, არის მარჯვენა.
  42. გადავწყვიტე დამეძინა ადრე, ყველა ნორმალური ადამიანის მსგავსად. დილის ოთხ საათზე ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის მიზეზებით დავინტერესდი...
  43. I'd like to buy a new boomerang please. Also, can you tell me how to throw the old one away?
  44.  მილიარდობით გალაქტიკაში უამრავი პლანეტაა, და ერთერთზე მაინც აუცილებლად იქნება იდეალური ცივილიზაცია, სადაც სუპერმარკეტებში ყველა სალარო მუშაობს.
  45. ორი მთავარი შეცდომა ცხოვრებაში: იფიქრო თავით, როცა გულით უნდა ფიქრობდე, და იფიქრო გულით, როცა თავით უნდა ფიქრობდე.
  46. On the tomb stone of a mathematician: "He didn't count with this".
  47. ყველაფერი, რასაც თქვენ იტყვით მეხუთე ჭიქის შემდეგ, შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ...
  48. მორგში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მეხანძრეებმა დაზარალებული პერსონალი და სამი მიცვალებული მოასულიერეს.
  49. კონკია ცოლად გაყვა პრინცს. ეს იყო ზღაპრის დასასრული...
  50. Посмотрев назад, понимаешь, сколько лишних слов было сказано не тем людям...
  51. დილით წვერის პარსვისას თან ჩაის ვსვამ, რითაც 20 წამს ვიგებ. პერანგს და ფეხსაცმელს ლიფტში ვიკრავ - კიდევ 7 წამის მოგება. მანქანის ღვედს გზაში - ესეც წამნახევარი... ეს რა საშინელი ცივილიზაცია გამოვიგონეთ!
  52. სამინისტროს საქმიანობა იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ პრაქტიკულად არ ჩანდა...
  53. - ალო! ფანჯარას ვერ ვხურავ... ალტეფოთხი კი არა სახელური მოძვრა! სამზარეულოს ფანჯარას! 
  54. გაეხუმრა შეყვარებულს - გახაზული ორსულობის ტესტი შეაპარა. და მოსასულიერებელი გახდა საპასუხო ხუმრობაზე: - ძვირფასო, სამი ხაზი რას ნიშნავს?
  55. რამდენჯერმე ვცადე ონლაინ-IQ-ტესტის გავლა. ვერადროს ვერ გავცდი ერთ-ერთ შეკითხვას - სადაც SMS-ის გაგზავნას მთხოვდნენ...
  56. მეგონა მთავრობამ საბოლოოდ გამიცრუა იმედები. მაგრამ არა - ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ყოფილა.
  57. А кто-нибудь знает, как будет чихаухуа во множественом числе?!
  58. დილით მოსულმა ქმარმა ცოლს უთხრა, რომ ღამე მეგობართან გაათია. ცოლმა დაურეკა მის 5 მეგობარს. სამმა - მართლა ჩემთან გაათია ღამეო, ორმა - ჯერ კიდევ აქ არის, სძინავსო... 
  59. აი მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ამ ბოლო დროს გადაირია ქვეყანა: "რომეო და ჯულიეტა" - რომანტიული სასიყვარულო ისტორია 13 წლის გოგონასა და 17 წლის ბიჭს შორის, რომელიც გრძელდებოდა სამი დღე და დამთავრდა 6 ადამიანის სიკვდილით...
  60. ეტლი დადის წინ, უკან, ან გვერდზე; ცხენი ხტება წინ და გვერდზე; კუ ხტება დიაგონალურად, და ცხენზე შორს... 
  61. ღამის 4 საათია. ნახევრად გათიშული ვამთავრებ პროექტს. ვიღაცამ მომწერა - გუგლში "do a barrel roll" ჩაწერეო. ჩავწერე. კინაღამ გული გამისკდა...
  62. ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტი მაინც ბრილიანტია. მტვერი კი, თუნდაც ცაში აფრენილი, მაინც მტვერია.
  63. გიყვარდა? და ეხლა აღარ გიყვარს? ან მაშინ იტყუებოდი, ან ეხლა იტყუები!
  64. სამყარო არა მარტო უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია - ის უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
  65. კვირა - ყველაზე ძნელი დღეა: უნდა გამოიძინო, დაისვენო, სახლი დაალაგო, გაერთო, დალიო... 
  66. მიმავალი მანქანის ბორბალში ჰაერი ტრიალებს?
  67. უმეტესობა დათვებისა, რომელთაც ნანახი ჰყავთ ადამიანები, ფიქრობს, რომ ადამიანები ხეებზე ცხოვრობენ, რომლებზეც ძალიან მარდად ძვრებიან.
  68. Я в порядке. В случайном...
  69. ქალს არაფერი ისე არ აღიზიანებს, როგორც ყველაფერი.
  70. სახინკლეში სამი კაცი შევიდა. ერთ-ერთმა ბარმენს უთხრა - 298 ხინკალი მოგვიტანეო, და მოკლე პაუზის შემდეგ დაამატა - არაა შენი საქმე რომელიო... 
  71. თანამედროვე ქორწინება: - თანახმა ხართ თუ არა [ბლა-ბლა-ბლა]? - თანახმა ვარ - Next - Next - Next - Finish.
  72. მომწერა - "ყველაფერი შემი ბრალიაო". რა გავიგო ეხლა - სადაა შეცდომა?
  73. ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი-კი იმისთანაა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ (ილია ჭავჭავაძე).
  74. მსოფლიოში ყველაზე უიღბლო მეთევზემ თავისი ჭიაყელის 10 წლის იუბილე აღნიშნა.
  75. ოოოოორშაბათი, სააააამშაბათი, ოოოოოთხშაბათი, ხუუუუუთშაბათი, პარასკევიშაბათიკვირა, ოოოოორშაბათი, სააააამშაბათი...
  76. ვინ თქვა ცხოვრებაში მათემატიკა არ დაგჭირდებაო - უნიტაზში გასაღები რომ ჩამივარდა, გავაკეთე მავთულისგან ინტეგრალი და ამოვიღე.
  77. - შვილო, ტყუილად ნუ მკოცნი - დედიკომ უკვე მაკოცა და მეტი ფული აღარ მაქვს...
  78. ქალური ლოგიკა - იყიდო ფეხსაცმელი იმიტომ, რომ იმას ასეთები აცვია, და არ ჩაიცვა იმიტომ, რომ იმას ასეთები აცვია.
  79. ომობანას თამაშისას მოწინააღმდეგის მოკვლა არ არის ძნელი, ძნელია მისი დარწმუნება იმაში, რომ შენ ის მოკალი.
  80. რაც უფრო მეტი ჩემი ნაცნობი იღებს მართვის მოწმობას, მით უფრო ფრთხილად გადავდივარ ქუჩაზე...
  81. - მეც მიყვარხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფაფა უნდა შემიჭამო (საბავშვო ბაღში).
  82. ძნელია თქვა "მიყვარხარ"? ძნელია თქვა "მაპატიე"? აბა თქვი "პოლიტეტრაფტორეთილენაცეტოქსიპროპილბუტანი"!
  83. - ძვირფასო, საუნაში ვარ. მართლა ყველაფერი ისეა, როგორც შენ ამბობდი - არავითარი ქალები, სულ კაცები არიან...
  84. ნეტა თუ არსებობს სიცოცხლე სიკვდ Angry Birds-ის დახურვის შემდეგ?
  85. რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, ბედნიერებას ვერ იყიდი. მაგრამ შეგიძლია იყიდო იახტა და მიცურდე ახლოს...
  86. შემთხვევითი შეიძლება იყოს მხოლოდ ქორწინება, საყვარელი კი - გულმოდგინედ უნდა შეარჩიო. 
  87. ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრებით - არაჯანსაღისთვის ფული არ მყოფნის...
  88. ყველა ადამიანს მოაქვს ბედნიერება; ზოგს მისი ყოფნით, უმეტესობას - არყოფნით.
  89. სოფელში მცხოვრები ვერასოდეს გაიგებს, რა ბედნიერებაა ქალაქში ცხოვრება. სხვათაშორის, ვერც ქალაქში მცხოვრები...
  90. ნებისმიერი ბოროტების კარგად გაჩხრეკით შეიძლება მივაგნოთ სიკეთეს, რომლიდანაც ის დაიწყო.
  91. საუკეთესო შურისძიებაა იყო ბედნიერი - ისინი ამას ვერ გადაიტანენ.
  92. ეძებ ბედნიერებას - ღებულობ გამოცდილებას. ზოგჯერ იფიქრებ - აი ისიც - ბედნიერება! მაგრამ არა - ისევ გამოცდილება...
  93. პრიმატებს სჭირდებათ ჯგუფი. სჭირდებათ ისხდნენ და იქექებოდნენ ერთმანეთის ბეწვში. სულ ესაა მთელი თქვენი "ფეისბუქი" და "ტვიტერი" (ჯ. ქემერონი).
  94. თუ მთვრალი შავი კატა მთვარიან ღამით ცარიელი ვედროთი სარკეს გატეხავს - ეს ცუდის ნიშანია. სხვა ცუდის ნიშნები არ არსებობს.
  95. ღიმილი და დუმილი - ორი მძლავრი იარაღი: ღიმილით შეიძლება ბევრი პრობლემის გადაწყვეტა, დუმილით კი - მათი თავიდან აცილება.
  96. მე ყოველთვის ვაძლევ ცოლს უფლებას რაც უნდა ის გააკეთოს. მთავარია - გემრიელი იყოს. 
  97. ცოლ-ქმრის ჩხუბის შემთხვევების 50%-ში ცოლია მართალი, დანარჩენ 50%-ში - ქმარია მტყუანი.
  98. აივანზე ჩვენ ფსიქოლოგები ვართ, სამზარეულოში - პოლიტიკოსები, ქსელში - ფილოსოფოსები, ცხოვრებაში კი რა დებილებიც ვიყავით ისეთებივე დავრჩით.
  99. მოტივირებულ ოპტიმისტს შეუძლია ისეთი დააბრეხვოს, რაც მთვრალ იდიოტსაც არ მოელანდება.
  100. საინტერესოა, მე რომ მოვკვდები და ჯოჯოხეთში მოვხვდები, რამდენ ხანში მივხვდები, რომ მოვკვდი? 

 

 

 

07315010w

...შენ კი ამბობ, რომ პრობლემები გაქვს?