Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (18)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

- თქვენ ბუასილი გაქვთ, და ამასთანავე სკლეროზი.

- მადლობა ღმერთს! მე მეშინოდა, ბუასილი არ მქონოდა.

 


ფრაზები (18)

 

 

 

  1.  უცნაური სპორტია ბიატლონი - თუ თოფი თან გაქვს, რატომ უნდა მიხვიდე მეორე?
  2. ჭკვიანი, როგორც წესი, რაღაც კონკრეტული მიმართულებითაა ჭკვიანი. სულელი - გაცილებით უნივერსალურია.
  3. ეფექტური დიეტა - ესაა, როცა ტალახი შოკოლადს გაგონებს.
  4. კრედიტების რეკლამა უკუღმა უნდა წაიკითხო: "არ აიღო კრედიტი - არ გექნება პრობლემა!", "არა გაქვს პრობლემა? აიღე კრედიტი!" და ა. შ.
  5. პოკერი არის მიმზიდველი აზარტული თამაში, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაკარგოთ დრო, ფული და მეგობრები.
  6. Брак - это брак, а развод - это развод?
  7. სანდო მხოლოდ ისაა, ვინც არანაკლებს დაკარგავს, ვიდრე შენ.
  8. იდეალური მამაკაცის მთავარი ღირსება ისაა, რომ მას ყველაფერი ესმის. მთავარი ნაკლიც იგივეა.
  9. დემოკრატია, როგორც ჩანს, ესაა სიტყვის თავისუფლება საქმისგან, საქმის თავისუფლება სინდისისგან და სინდისის თავისუფლება ქენჯნისაგან.
  10. დაიწყო ღმერთებისათვის მსხვერპლთშეწირვით და დამთავრდა დამატებითი ღირებულების გადასახადით.
  11. თუ ამას ოფისში კითხულობთ, სადაც ხმამაღლა გაცინება არ შეიძლება - იცინეთ ვიბრორეჟიმში.
  12. ქალისთვის უნდა იბრძოლო - ეს ბუნებრივია. ჩემი ცოლისთვის მე ვებრძოდი მის თაყვანისმცემლებს, მის მშობლებს, ჩემს მშობლებს, მთელ სამყაროს... და ბოლოს როგორც იქნა ჩავუვარდი კლანჭებში...
  13. Num Lock-ის გამორთვით თქვენ აკეთებთ ელექტროენერგიის ეკონომიას.
  14. Learn from your parent's mistakes – use birth control!
  15. ბოლოს იმედი კი არ კვდება - ბოლოს კვდება იმედი იმისა, რომ იმედი ბოლოს კვდება.
  16. Time is what keeps everything from happening all at once.
  17. პარადოქსი: სინდისს რაც უფრო ხშირად იყენებ, მით უფრო სუფთაა.
  18. Чтоб я видел тебя на костылях, а ты меня одним глазом!
  19. რისგან იხსნის სამყაროს სილამაზე?
  20. ცხოვრებაში ყოველთვის არის არჩევანი: თავიდან - ძუძუ თუ საწოვარა, ბოლოს - მუხა თუ წიფელა... ეგაა, რომ არჩევანს, როგორც ხედავთ, ყოველთვის ჩვენ არ ვაკეთებთ...
  21. სადღა ნახავ ჩვენს დროში ზრდილობიან ადამიანს, რომელიც არ ცდილობს რამე გაყიდინოს...
  22. გაჭერი შვიდჯერ და გაზომვა აღარც დაგჭირდება.
  23. როცა პირველმა მაიმუნმა ჯოხი ხელში აიღო, დანარჩენებმა შრომა დაიწყეს...
  24. ძველი ჩინური სიბრძნე: თუ არაფერი გაქვს მოსაყოლი, მოყევი რაიმე ძველი ჩინური სიბრძნე.
  25. ლომებსაც ეშინიათ. მაგალითად, სპილოების, მარტორქების... კოღოებს არავისი ეშინიათ...
  26. თუ ქვედა ტუჩს თავზე გადაიჭიმავ და მკვეთრად შეისრუტავ, შეიძლება გაქრე.
  27. Герой не тот кто первым крикнул Ура, а тот кто последним закричал Пи$#ец.
  28. უიკ-ენდიც მალე მოვა - ზეგ უკვე ოთხშაბათია...
  29. რატომ კარგავ დროს ასეთ წვრილმან საძაგლობებზე ასეთი დიდი მასშტაბის ნაძირალა?
  30. როგორც ჩანს, საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია ხალხზე ზრუნვა...
  31. ბედნიერება - ეს არის კარგი ჯანმრთელობა და ცუდი მეხსიერება.
  32. ბედისწერა არის არა ის, რაც ჩვენ გვემართება - ბედისწერაა ის, რასაც ვაკეთებთ, როცა რამე გვემართება.
  33. Есть такая категория людей — они ссут против ветра и думают, что с ними борются.
  34. ღამის 3 საათზე თუ ბავშვის ტირილმა გაგაღვიძა, კი ნუ გაბრაზდები - იმაზე იფიქრე, რომ მალე სანატრელი გაგიხდება მისი სახლში ყოფნა ამ დროს.
  35. იდეალურ ოჯახში ცოლმა არ იცის საიდან მოდის ფული, ქმარმა კი - სად მიდის.
  36. No one will take you seriously UNTIL YOU TURN ON CAPS LOCK!
  37. ჩვენი განშორება მხოლოდ სიკვდილმა შეძლო, ისე მოვეწონე ერთ ბუზს.
  38. ცხოვრების ნულიდან დაწყებას კიდევ არა უშავს - მინუსებიდან უფრო ძნელია.
  39. Пофигизм - это высшая форма человеческого сознания, рождённая в борьбе официального оптимизма и народного пессимизма.
  40. კარგად გატარებული დრო - ეს არის არა როცა ფოტოები ფეისბუქზეა გამოქვეყნებული, არამედ როცა შორეულ დაპაროლებულ კატალოგშია საიმედოდ გადამალული.
  41. როცა ამბობენ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა სცადოო, ბირთვული ფიზიკა, მოტოსპორტი და უთოს შეკეთება თუ იგულისხმება ამ "ყველაფერში", თუ მხოლოდ ნარკოტიკები და ჰომოსექსი? 
  42. საკუთარ ნაკლოვანებებს იოლად დავამარცხებდით, ამდენ დროს რომ არ ვკარგავდეთ სხვის ნაკლოვანებებთან ბრძოლაში.
  43. მეგაპოლისის პარადოქსი: სამსახურში ერთი საათით ადრე წასული ნახევარ საათს აგვიანებ, საათნახევრით ადრე წასული კი ერთი საათით ადრე მიხვალ. 
  44. რატომ მიზიდავს ასე ძალიან ყველაფერი უარყოფითი? დადებითი ვარ და იმიტომ!
  45. მოვიდა სიყვარული. გონებამ უყურა, უყურა, რამდენჯერმე სცადა ჩარეულიყო, რამე ეთქვა, შემდეგ ამოიოხრა, მხრები აიჩეჩა და გაეცალა...
  46. ინტერნეტში ვინც უფრო სწრაფად ბეჭდავს, მართალიც ისაა. 
  47. მთავრობისა და ხალხის ინტერესები იმდენადვე ემთხვევა ერთმანეთს, რამდენადაც შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს მეცხვარისა და ცხვრების ინტერესები..
  48. ხანდახან აუცილებელია დიდი ნაბიჯის გადადგმა; მაგალითად, ორი პატარა ნაბიჯით არხზე ვერ გადაივლი.
  49. ფულის ჭკვიანურად დასახარჯად საჭიროა ორი რამ...
  50. როცა ბედნიერებისკენ მიმავალი კარი იკეტება, ხშირად იქვე მეორე იღება, მაგრამ ჩვენ ისე მივჩერებივართ პირველს, რომ ამას ვერ ვამჩნევთ.
  51. დემოკრატია - ეს არის მონათმფლობელურ საზოგადოებაში მონათმფლობელების თანასწორუფლებიანობა.
  52.  თანამედროვე ბავშვებს იმ კუთხეში აყენებენ, სადაც WiFi არ იჭერს.
  53. ქალის ადგილია კუხნაში! სადაც ის რბილ სავარძელში მჯდარი და მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი ღვინოს წრუპავს და თვალყურს ადევნებს, როგორ ამზადებს საჭმელს ქმარი. აბა როგორ მოგეწონათ?
  54. ადამი არასოდეს აყვედრიდა ევას, დედაჩემი შენზე გემრიელ საჭმლებს აკეთებდაო. არც ევა უბურღავდა ტვინს იმით, რა შესანიშნავ მამაკაცს გაყვებოდა ცოლად, ჭკუა რომ ჰქონოდა თავის დროს. ჰოდა სამოთხე იყო, აბა რა იყო!
  55. შემოსავლის წყაროს დაკარგვა იწვევს გასავლის წყაროს დაკარგვას. 
  56. რა სამწუხაროა, რომ ყველა, ვინც ზუსტად იცის როგორ მართოს ქვეყანა, მუდმივად დაკავებულია ფორუმებზე ათასგვარი სისულელეების წერით.
  57. სილამაზე აღარ გადაარჩენს სამყაროს. გადავიფიქრე. აწი თქვენით იჩალიჩეთ...
  58. რევოლუციას გეგმავენ ნაძირლები, ახორციელებენ ნაძირლები, და სარგებლობენ ამით ნაძირლები. ასე, რომ ნუ იტყუებით...
  59. К поэтам приходит муза, к поэтессам - музык.
  60. ბავშვობაში მე კომპიუტერისა და ინტერნეტის ნაცვლად ბავშვობა მქონდა.
  61. გამარჯვებულს ბევრი მეგობარი ჰყავს, დამარცხებულს - ცოტა და ნამდვილი.
  62. როცა მე ცუდად ვარ, ვმღერი. მარტო მე რატომ უნდა ვიყო ცუდად!
  63. თუ ვინმე მოატყუე, ეს არ ნიშნავს, რომ შენ მასზე ჭკვიანი ხარ - ეს ნიშნავს, რომ შენ უფრო მეტად გენდობოდნენ, ვიდრე ამას იმსახურებდი.
  64. ვერც შევამჩნიეთ, როგორ შეიცვალა თაობა პარკში დომინოს მოთამაშეებში...
  65. С наведением порядка у нас все в порядке . Вот с устранением бардака - полный бардак.
  66. კაცი რომ მილიონზე ოცნებობს, ფიქრობს იმაზე თუ როგორ დახარჯოს მილიონი, და არა როგორ იშოვოს.
  67. არ არის საჭირო სხვა მძღოლებს ვირები და დებილები ვეძახოთ. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთები არიან.
  68. მატერიალურად პასუხისმგებელი პირის საწინააღმდეგო რა არის - იდეალურად უპასუხისმგებლო რამე?
  69. ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე: დავაპირე ბუხრის წინ მოვკალათებულიყავი საქანელა-სავარძელში და ფინჯანი ყავა დამელია, ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ არც ბუხარი მაქვს და არც საქანელა-სავარძელი. ყავაც კი არა მაქვს...
  70. 'Нет худа без добра' - это переиначенное оптимистами 'Не делай добра не получишь зла'.
  71. სამყაროს ქმნიან ერთეულები, მისი განადგურება შეუძლიათ ათეულებს, შეცვლა - ათასეულებს, თავის თავის მიკუთვნება ამ სამი კატეგორიისათვის კი - მილიარდებს.
  72. სიკეთეა - როცა ბოროტ ადამიანს ბოროტებას უკეთებ (?) ...
  73. თუ გინდა დაკარგო მეგობარი, მას ფული ასესხე. ან ესესხე - ასე უკეთესიცაა...
  74. მეძავები ფულს იმაში კი არ იღებენ, რომ ჩვენთან წვანან, არამედ იმაში, რომ მიუხედავად ამისა ნერვებს არ გვიწეწავენ.
  75. წარმატებული კარიერა - ეს არის, როცა შენ სამსახურში მიიჩქარი მაშინ, როცა სხვები ბუნებაში საქეიფოდ გასასვლელად ემზადებიან.
  76. თუ ბუნებრივ გადარჩევაში იმარჯვებს არა ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კეთილი, ან თუნდაც ყველაზე ძლიერი, არამედ ყველაზე შემგუებელი - რა არის ამაში ბუნებრივი?
  77. ისინი, ვინც დილის ვარჯიშებს ასრულებენ, ასჯერ უფრო ნაკლებად ავადმყოფობენ, ვიდრე დანარჩენები. იმიტომ, რომ ისინი ასჯერ ნაკლები არიან, ვიდრე დანარჩენები. 
  78. იმის გამო, რომ პოლიტიკოსთა 99% უსინდისო მატყუარაა, ჩრდილი ადგება ყველა პოლიტიკოსს.
  79. მთავრობა - ესაა იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც შენს სასიკეთოდ იბრძვიან შენი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.
  80. Если стараться обходить все неприятности, то можно пройти мимо всех удовольствий.
  81. წარმოიდგინე - მორბიან შენი შვილიშვილები, რომელთაც შენი ფეისბუქის არქივი ამოუქექავთ, და გეკითხებიან: ბაბუ-ბაბუ/ბებო-ბებო, მართლა ასეთი დებილი იყავი?
  82. კამათის უმაღლესი პილოტაჟი - გადახვიდე ოპონენტის მხარეზე და იქედან ეკამათო...
  83. სიმდიდრის არქონა არ არის სიღარიბე; სიღარიბეა სურვილი გქონდეს სიმდიდრე (სიან ცზი).
  84. ანეკდოტის მოყოლა კარგია, მოსმენაც კარგია, ხოლო მასში მონაწილეობა - ეს უკვე ვის როგორ... 
  85. ქალები ბევრ ფეხსაცმელს ყიდულობენ იმიტომ, რომ ისინი სწრაფად უცვდებათ იმიტომ, რომ ბევრს დადიან მაღაზიებში ფეხსაცმლის საყიდლად.
  86. საოცარია ახალი ტექნოლოგიები - როგორ ახერხებენ გააკეთონ გრანიტის ტაფა, რომელიც ჩვეულებრივი კოვზით იკაწრება?
  87. როცა პროგრამისტები მოვლენ ხელისუფლებაში, მთელ სამინისტროებს ჩაანაცვლებენ პატარა shell-სკრიპტები.
  88. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოსახლეობის 85,2%-სთვის მეათედებიანი პროცენტები უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.
  89. მე თვითონაც მინდა ვიყო ის, რაც ვარ, მაგრამ სინდისს და ზრდილობას რა ვუყო? 
  90. ის, ვინც ამბობს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, არ უნდა უშლიდეს ხელს იმას, ვინც ამას აკეთებს (რომაული წესი). 
  91. ორი მონოლოგი არ ქმნის დიალოგს.
  92. მე თავისუფლების მონა ვარ (ფილმიდან). 
  93. შენი ქვეყანა შენ მშობლებისგან კი არა გაქვს ნაჩუქარი, არამედ შვილებისგან გაქვს ნათხოვარი (ინდიელთა ანდაზა).
  94. ეგ ადრე იყო - ხელისუფლებაში ყოფნა ადამიანს რომ აფუჭებდა. ახლა ხელისუფლებაში მზა კადრები მოდიან.
  95. გეების ქორწილიდან მოიტაცეს პატარძალი... რომელიც სიძე აღმოჩნდა.
  96. ცხოვრებაში ყველაფერი - კარგიც და ცუდიც - იწყება იმით, რომ ვიღაცა ვიღაცას ენდო.
  97. თავში ყოველთვის კარგი აზრები მოგვდის, მაგრამ მათ ავიწროებენ სხვა ორგანოებიდან მომავალი აზრები.
  98. სუპის მომზადების პროცესი თუ მოსაწყენი გეჩვენებათ, სცადეთ ყოველი ინგრედიენტის ჩამატებისას ბოროტად ჩაიქირქილოთ.
  99. ცალი ხელით ტაშს ვერ დაუკრავ. თუ 340 მ/წმ სიჩქარით არ მოიქნევ.
  100. როგორც ერთმა ჩინელმა ბრძენმა თქვა - 诀窍生活是英年早逝, 但尽可能晚.