Home ბლოგები ყურშას ბლოგი ტობავარჩხილი-2016 - ისევ სამნი

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი


საღამოა. ქმარი ფანჯარაში იყურება ჩაფიქრებული. ბოლოს ცოლს ეკითხება:

- ძვირფასო, გინდა ციდან ვარსკვლავი მოგიწყვიტო?

- არავითარი ვარსკვლავი, ამ საღამოს სახლში იჯდები!



ტობავარჩხილი-2016 - ისევ სამნი

 

2016, 4-6 აგვისტო

 

 

კი, ნამდვილად სამნი ვიყავით, თუ ყურშას და ლურჯას ჩავთვლით, და არ ჩავთვლით ჯიროს და მის ორ ცხენს, რომლებიც ბარგს მოათრევდნენ, და ჟვაბუს, რომელიც მუხურში დარჩა, როგორც ყოველთვის.

 

ლურჯა, მოგეხსენებათ, მოტოა - ენდურო, თან ჩინური. ამიტომ ჩინდუროც ქვია. შარშანაც იყო მცდელობა ჩინდუროთი მეორე ქოხამდე ასვლისა, მაგრამ პირველივე აღმართში ჩაფუშულ იქნა - გზას აკეთებდნენ და მთელი მონაკვეთები (მათ შორის აღმართები) წვრილი ღორღით იყო მოფენილი, რაც სიარულს შეუძლებელს ხდიდა.

 

თან შარშან ძალიან მაკლდა გამოცდილება ასეთ ადგილებში სიარულისა.

 

4 აგვისტოს საღამოს ჩავედი მუხურში. ჟვაბუ დავტოვე და მე, ყურშამ და ლურჯამ ლუგელაზე გავათიეთ ღამე. დილით მუხურში დავბრუნდი. კარავი არც წამომიღია. აქ დავიგეგმეთ მე და ჯიროც. საღამოს კი გაწვიმდა.

 

აქ წვიმა რას ნიშნავს, კარგად ვიცოდი. შეიძლება ყველაფერი ჩაშლილიყო, ჯიროც და ყველა სხვაც ამბობდა - ვერ ახვალ მანდ მოტოთი, დატოვე და ცხენებით ვიაროთო. 

 

დატოვე!

 

მოტოთი ასასვლელად ვარ წამოსული, მთელი წელი მაგაზე ვოცნებობ და ეხლა - დატოვე.

 

საღამომდე კიდევ ერთხელ მოვასწარი "სწორი გზის" გავლა-გამოვლა, ასე ვთქვათ, ტესტირებისთვის. წინა საღამოს ლუგელაში წასვლაც ასევე ტესტი იყო, ხოლო თუ ტესტია, ტესტი იყოს - ყველაფერი წამოვათრიე რაც მქონდა, ნაძვისხესავით ახუნძლული წავედი ლუგელაზე.

 

ასეთი იყო "სატესტო" გასვლა (აქ კიდევ ყველაფერი არ მაქვს აკიდებული, მაგალითად კარავი და ძმანი მისნი):

ვიდეო "დადგმულია" რა თქმა უნდა (აბა გოუპრო მე არ მქონდა და რა მექნა. თან მარტო ვიყავი))) 

 

 

აი კიდევ ორიოდე "ვიდეოსელფი", როცა ცალი ხელით ტელეფონით იღებ, მეორით კი იგერიებ სიკვდილს, რომელიც გვერდზე მოგსდევს და ცდილობს თვალებში ჩაგხედოს :)

 

 

 

საღამოს რომ გაწვიმდა, კარვის და სხვა ბარგის წამოსაღებად წავედი ლუგელაზე. ყველაფერი უნდა წამომეღო წვიმის გამო. ყურშა დავტოვე - ჩქარა უნდა მევლო და შემაფერხებდა. მოტოზე კი ვისვამ ხოლმე წინ, მაგრამ ეხლა ამის დრო არ იყო და ხელსაც შემიშლიდა, განსაკუთრებით აქეთობას - ბარგიანს.

 

ლუგელაზე მიმავალი ისეთ წვიმაში მოვხვდი, კინაღამ მეც გადავიფიქრე (მაგრამ საბედნიეროდ მეტი აღარ უწვიმია). წამოვიღე კარავი და სხვა ბარგი და დავბრუნდი. რა კარგია, რომ აქ ასე არხეინად შეიძლება ყველაფრის დატოვება. ხის ფესვზე დარჭობილი დანაც კი ადგილზე დამხვდა (დამვიწყებია), თუმცა ლუგელაზე საკმაო ხალხი ირეოდა.

 

შემდეგ დილით გავიყავით ბარგი - გარკვეული ნაწილი მე ჩავილაგე მოტოს "ხურჯინში", იმიტომ რომ პირველ 15-20 კილომეტრზე (სანამ ასე თუ ისე სწორი გზაა) ჯირო საგრძნობლად ჩამომრჩებოდა და გარკვეული მარაგი (საჭმელი, ტანსაცმელი, ინსტრუმენტები) მეც უნდა მქონოდა, თუმცა ეს საკმაოდ ართულებდა ლურჯას მართვას ისედაც არამარტივ ადგილებში, რომელთა ნაკლებობა "სწორ გზაზეც" არ იყო.

 

მიზანი ასეთი იყო - მე, ლურჯა და ყურშა ავიდოდით მეორე ქოხის წყარომდე, სადამდეც სამანქანო გზა მიდის. იმის იქეთ, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, მოტოსი მხოლოდ წათრევა შეიძლება, თორემ მოტოთი წასვლა მაგას ვერ ერქმევა ვერაფრით, ამიტომ ჯირო რომ ამოვიდოდა, ლურჯას იქ დავტოვებდით და ჯირო გამაცილებდა მესამე ქოხამდე. იქედან ჩემით გავაგრძელებდი გზას ყვანჩოსთან ერთად, მოვინახულებდი არამარტო დიდ და პატარა ტობას, არამედ მიმდებარე ტობუნიებსაც, დინჯად და აუჩქარებლად. 

 

ესეც სურათები:


ეს ყველაფერი უნდა წავიღო (აქ ყველაფერი კიდევ არ არის, მაგალითად საჭმელი)

 

20160803_195110.jpg

 


ყოველი დღის ულუფა - ცალკე კონტეინერში

 

20160803_203659.jpg

 


უნდა მოვიტაცოთ ჩინდურო. მიეპარა უკნიდან ჟვაბუ...

 

20160804_121800.jpg

 


ვტაცეთ ხელი, გავხადეთ...

 

20160804_123932.jpg

 


ჩავაგდეთ მანქანაში.

 

20160804_125925.jpg

 

და წავედით.


რიკოთზე შევისვენეთ, სადღაც ავძვერით და ვისადილეთ.

 

20160804_163946.jpg

 

20160804_163921.jpg

 


კარგი ადგილი იყო

 

20160804_164844.jpg

 

20160804_165045.jpg

 


ცხენისწყალს რომ ვუახლოვდებოდით, ამინდი ჩვენი გეგმების არევას შეუდგა (წინასწარ გეტყვით - არ ჩაუვიდა ფეხი)

 

20160804_200043.jpg

 


პირველი ღამე ლუგელაზე გავათენე. უჰ რა ჯანსაღად იკბინებოდნენ ბუზები!

 

20160805_090923.jpg

 

20160805_091201.jpg

 


მაგარია ხობისწყალი. ყურშამაც კი ვერაფერი დაუწუნა.

 

20160805_091424.jpg

 

20160805_091454.jpg

 

20160805_091529.jpg

 

20160805_092016.jpg

 


ცოტა ზევით ხიდს, ჰესს და რაღაცებს აშენებენ.

 

20160805_104048.jpg

 

20160805_104554.jpg

 


შესვენება წყაროსთან.

 

20160805_125544.jpg

 

20160805_115722.jpg

 

20160805_123751.jpg

 

მამაძაღლი ყურშა დაღლილიც კი არ ჩანდა 10 კილომეტრის სირბილის შემდეგ:

 


სხვა წყაროსთან

 

20160805_125526.jpg

 

20160805_125552.jpg

 


შურუბუმეზე ახალ დაკიდულ ხიდს აკეთებენ, მანქანები გადავაო. მღვიმესაც აწყობენ (ვერ ვნახე :( )

 

20160805_133544.jpg

 

20160805_134304.jpg

 

20160805_134313.jpg

 

20160805_134911.jpg

 


გზას ვამბობ, თორე რა გზაა...

 

20160806_133128.jpg

 


მოსახვევებში სულის მოსათქმელად ვჩერდები. მაღლა უკვე ძალიან გამიჭირდა. სურათების გადაღების თავიც არ მქონდა. მოტოც რაღაც უცნაურად იქცეოდა - მანქანების ნავალს შორის ვერ დავდიოდი, კვალში მაგდებდა. სანამ მივხვდი რა ხდებოდა (ქანჩები მოშვებულა ტრავერსზე), ჩემი (და რამდენიმეჯერ არცთუ სასიამოვნო რაღაცები) დამემართა.

 

20160806_161556.jpg

 

20160806_161539.jpg

 


და აი - ბოლო წყაროზე ვარ (მეორე ქოხთან). ვაშა!

 

20160806_175835.jpg

 


უკვე აღარც მჯეროდა თუ ამოვაღწევდი.

 

 

აქ ვართ ააააააააააააააააააააქ!!!!!!!!!!!!!

 

ესეც დაჭრილ-დაჩეხილი ლურჯა (ზოგი რამ ჩინელების სინდისზე იყოს, ზოგიც - ჩემსაზე):

 

 

მალე ჯიროც გამოცხადდა თავის ცხენებით.

 

20160806_182914.jpg

 

ესეც რიჩარდ გირი ჯირო კამერის წინ:

 

 


სულ ეს იყო. ტობაზე წასვლა გადავიფიქრე. როგორც ჩანს, აქამდე ამოსვლა ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყო (განსაკუთრებით შარშანდელი წარუმატებლობის ფონზე), დანარჩენმა აზრი დაკარგა. თავისი როლი ითამაშა ძველმა წყლულმა, დანგრეულმა გვერდებმა და მეტისმეტად ყურადღებიანმა ბუზებმაც. ყურშასაც თათი გადაეტყავა და კოჭლობდა, თუმცა არ იმჩნევდა და მორბოდა ვაჟკაცურად (60 კილომეტრამდე ირბინა ჯამში).
ღამე ცოტა იქეთ გავათიეთ - ჩატეხილი ხიდისკენ. დილით უკან დავბრუნდით.


დაშვება.

 

როგორც ალპინისტები ამბობენ - არც უნდა იფიქრო, რომ მწვერვალზე ასვლით დამთავრდა ყველაფერი. ან თუნდაც რომ მეტი წილი გაკეთებულია. სინამდვილეში ზუსტად ერთი იმდენი გასავლელია, და არანაკლებ ძნელი იქნება სხვადასხვა ფაქტორების გამო - ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური.

ეს ჩემს თავზე გამოვცადე. პირველად არა, მაგრამ კიდევ ერთხელ.

 

20160807_134550.jpg

 


გზაში ჩვენი შარშანდელი ნაცნობები შემოგვხვდნენ. ნეტა თუ ავიდნენ?

 

20160807_140336.jpg

 

20160807_150118.jpg

 


ერთი ღამე მუხურში გავათიეთ და ჰერი თბილისისკენ. გადახვევა კი არა არც გამიხედავს გვერდზე, თუმცა თითქოს ვაპირებდი ხვამლის მთაზე, მაგრამ არ ვიყავით ფორმაში არც მე, არც ყურშა და არც მოტო - მოძვრა მაყუჩი, ჯაჭვის დამჭერი, ჩაიშალა წინა საკისარი და ჩანგალიც მოყანყალდა (ამან ძალიან გამირთულა ასვლის ბოლო მესამედი).


არა უშავს, 2016-ის შემდეგ, როგორც გული მიგრძნობს, 2017 წელი უნდა მოდიოდეს.