Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (19)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

– გიყვარვარ?

– ძალიან!

– ჩემს გამო თავს მოიკლავ?

– სიყვარული რომ უკვდავია?

 


 

ფრაზები (19)

 

 

 

  1. თქვენი არგუმენტები თითიდანაა გამოწოვილი! უკეთეს შემთხვევაში...
  2. Анджелину бросил Пит. Бред какой-то...
  3. პოსტსაახალწლო ფიქრები: ნეტა გოჭი და საცივი რამდენ ხანში გამოდის ორგანიზმიდან?
  4. ჩვენს დროში სიახლეები ყოველდღე უნდა იკითხო, თორემ ერთად რომ გაიგო რა მოხდა ორ კვირაში, შეიძლება გარეკო.
  5. თუ თქვენ გაქვთ რაღაც, რისი გაცემაც არ შეგიძლიათ - ის არ გეკუთვნით თქვენ: თქვენ ეკუთვნით მას (ფრენკ სინატრა).
  6. ნაძვისხეზე შერჩენილი და ჩამოვარდნილ-დამტვრეული სათამაშოების რაოდენობების თანაფარდობა არის საახალწლო ღონისძიებების წარმატებულობის კრიტერიუმი.
  7. Неважно сколько дней в твоей жизни, важно сколько жизни в твоих днях!
  8. მაშინაც კი, როცა რამე ცუდს აკეთებ, ეს კარგად უნდა გააკეთო (ტელესერიალიდან).
  9. წევხარ ტახტზე, უყურებ ტელევიზორს და ლუდს წრუპავ, ამ დროს რეკავს ტელეფონი: "რა ქენი, მოიყვანე ბავშვი ბაღიდან? თუ ჯერ არა, მაღაზიაში შეიარე და მაკარონი გამოაყოლე! ხვალ დედიკო ჩამოდის, ხომ არ დაგავიწყდა? რას გაჩუმებულხარ, ვახო?" - შენ კი ვახო არა ხარ, დათო ხარ, და ცხოვრება მშვენიერია.
  10. ორი ახალი ამბავი მაქვს - კარგი და ცუდი: კარგი ისაა, რომ ცუდი არაფერია, ცუდი ისაა, რომ კარგიც არაფერია...
  11. მამაკაცი, რომელიც თავს შეყვარებულად გვაჩვენებს, მხიარულია, გალანტური, ყურადღებიანი. მაგრამ თუ ის მართლა შეყვარებულია, ნამდვილი ცხვარივით გამოიყურება (ა. კრისტი, "ცისფერი ექსპრესის საიდუმლოება").
  12.  უმოქმედობა? დეპრესია? წარუმატებლობა? გაიხსენე, რომ შენ ერთ დროს ორმოცი მილიონიდან ყველაზე სწრაფი სპერმატოზოიდი აღმოჩნდი...
  13. გამარჯვებულმა რაინდმა დამარცხებული ჯართში ჩააბარა.
  14. ფსიქიატრი ესალმება კოლეგას: - შენ კარგად ხარ. მე? (ა. აზიმოვი)
  15. სერიოზული ურთიერთობები იწყება ზამთარში - თუ თქვენ ერთმანეთი მოგეწონათ კომბოსტოსავით შეფუთულებს, ქუდით და წითელი ცხვირით - ეს ნამდვილი სიყვარულია!
  16. ყველა მოძღვრება სწორია იმაში, რასაც ამტკიცებს, და ცდება იმაში, რასაც უარყოფს ან გამორიცხავს (გ. ვ. ლეიბნიცი).
  17. ხმაჩახლეჩილ მამალს პასუხისმგებლობის გრძნობა არ დაუკარგავს - დილის 6 საათზე ფანჯარას კენჭებს ესროდა.
  18. ქმარი მოდის სახლში სამსახურიდან დაღლილი, მშიერი, ერთი სული აქვს ცოლს სამსახურის ამბები მოუყვეს, მისგანაც ახალი ჭორები მოისმინოს...
  19. - სულ წავიდნენ ეს ქათმები ხელიდან - გაიფიქრა ბიჭუნამ, როცა მორიგი ქინდერ-სიურპრაისი გახსნა.
  20. - რა დროს მუშაობაა 2 იანვარს, ღვიძლი ხომ არა ხარ? 
  21. პროგრამისტები ჰელოუინს და შობას ერთმანეთში ურევენ, იმიტომ, რომ Oct31 = Dec25.
  22. ძაღლს რომ ელაპარაკები, ეს პარანოია არაა. პარანოიაა როცა ზოგიერთ რამეს უმალავ.
  23. - ჰა? გავსუქდი? ეგ რა არის, შენ ერთი თვის წინ უნდა გენახე... ისე ვიყავი, აი შენ რომ ხარ ეხლა...
  24. ერუდირებული ადამიანების გარდა არსებობენ კიდევ გუგლირებულები და ვიკიპედირებულები.
  25. 2017 წელი უკეთესი იქნება 2016-ზე თუნდაც იმიტომ, რომ ერთი დღით მოკლეა.
  26. ჩემი მაგიდის დალაგება მაშინ მთავრდება, როცა ვიპოვი რასაც ვეძებდი.
  27. შეებრძოლე სისტემას - დაიჭირე ორი კურდღელი გვიან ამდგარმა უცხო ადგილას და მიაფარე ურმის თვალი!
  28. მე ძალიან ერთგული ვარ, მაგრამ რად გინდა - არც ცოლი მიფასებს და არც საყვარლები...
  29. ტრენაჟორებზე სიარული ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა - სხვა თუ არაფერი, იმ 2 საათის განმავლობაში მაინც არაფერს ჭამ.
  30. სკამი ვერ იტყვის, რომ დაიღალა, რომ უჭირს, რომ აღარ შეუძლია... ერთხელაც ის უბრალოდ გატყდება...
  31. მოწევა ძალიან სასარგებლოა გარემოსათვის. იმით, რომ კლავს ადამიანებს.
  32. ბედნიერებას ვერ იყიდი, ეს ცუდია, მაგრამ უბედურებასაც რომ ვერ გაყიდი?..
  33. ვერ ვიტან ორაზროვან საუბარს! ხომ მიხვდით რასაც ვგულისხმობ?
  34. როცა ვამბობთ "ამას ხვალ გავაკეთებ", გარკვეულწილად იმედი გვაქვს, რომ ხვალამდე მოვკვდებით.
  35. ჯერ კიდევ დარჩნენ ჩამორჩენილი ადამიანები, რომლებიც საკრედიტო ხელშეკრულების დასადებად მიკროსკოპის გარეშე მიდიან.
  36. თუ მაღვიძარას ორი წუთით წინ გადასწევთ, ერთ თვეში მოგიგროვდებათ დამატებით ერთი საათის ძილი.
  37. ექიმი - იგივე ვეტერინარია, ოღონდ ძალიან ვიწრო სპეციალობით.
  38. ადამიანების 69 პროცენტი ნეიტრალურ ფრაზებშიც კი რაიმე უხამსობას ხედავს.
  39. როცა ინტერნეტი გაითიშება, შეგიძლია დაფიქრდე ცხოვრ... აჰ, ჩაირთო!
  40.  როდესღაც ჩვენ მოგვიწევს უცხოპლანეტელებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ გადავიღეთ ამდენი ფილმი, სადაც მათ ვხოცავთ.
  41. ვეგეტარიანელები - ეს არის უცნაური ხალხი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ძეხვი ხორცისგან მზადდება.
  42. დამირეკეს ფოსტიდან. გამომკითხეს საიდან გამოვიწერე ასეთი გემრიელი ჩაი.
  43. ახლოვდება გამოცდები. არ დაგავიწყდეთ მასწავლებლების სტატუსების დალაიქება!
  44. საინტერესოა, რამდენი წლის შემდეგ მომინდება კომუნალური გადასახადების ბანკში გადახდა?
  45. - რაც შეეხება ჩემს ფინანსურ მდგომარეობას, რობინ ჰუდის იმედიღა მაქვს...
  46. აუზზე სიარული ისედაც სასარგებლოა, და პლუს კიდევ ჰომეოპათური ურინოთერაპია...
  47. სმარტფონის თვალსაზრისით ადამიანი - ეს არის განმმუხტავი მოწყობილობა. 
  48. ბავშვს ხვალ 3 წელი უსრულდება, მაგრამ ფული არა გვაქვს და არ ვეუბნებით.
  49. ეს ხალხიც დებილია რა - ყრიან ქსელებში გაშლილ სუფრებთან გადაღებულ სელფებს, მთავრობას კიდევ ჰგონია ყველაფერი კარგადააო! 
  50. თუ გიფიქრიათ იმაზე, როცა ერთი ხელით კბილებს იხეხავთ, მეორე ხელი რას აკეთებს?
  51. გიყვარდეს ბავშვები - ეს იგივეა რაც გიყვარდეს ადამიანები, ოღონდ ცოტა ხნით. 
  52. სუპერმარკეტის გამყიდვლებისთვის ჯოჯოხეთში სპეციალურად 10 ქვაბია გამზადებული, ოღონდ მუშაობს მხოლოდ ორი.
  53. დავდივარ ნარცისიზმისგან განთავისუფლების კურსებზე. ჯგუფში ყველაზე წარმატებული ვარ.
  54. მაინცდამაინც ყიდვას ნუ მოინდომებ და სხვა მხრივ ნორმალური ფასებია...
  55. Переезд петербуржца в Москву увеличивает средний уровень IQ. И в Питере, и в Москве.
  56. ოპტიმისტებმა გამოიგონეს თვითმფრინავი, პესიმისტებმა - პარაშუტი.
  57. იმისათვის, რომ სასტიკად მოუცლელი იყო, სულაც არ არის აუცილებელი რაიმეთი იყო დაკავებული.
  58. დილით 10 კილომეტრი რომ ირბინო, მერე კარგი დღე გექნება. იმიტომ, რომ ამაზე უარესი იმ დღეს ვერაფერი მოხდება...
  59. სახლს რომ ვუახლოვდები, პირველი ძაღლი გრძნობს, მერე WiFi, მერე დანარჩენები...
  60. შევეჩვიოთ იმ გარემოებას, რომ ჩიტები ხეებზე კი არ სხედან, არამედ დგანან...
  61. 22:00-ის შემდეგ აულაგებელი ლოგინი გაშლილად ითვლება.
  62. თუ ქალმა მინის საწმენდები ჩართო, იცოდე - მოხვევას აპირებს!
  63. რა უსამართლობაა, როცა დილით 7 საათზე იღვიძებ, და აღმოჩნდება, რომ 10 საათია. 
  64. ბინას ისეთი თხელი კედლები ჰქონდა, რომ სტუმარს ჩურჩულით ეუბნებოდნენ WiFi-ს პაროლს.
  65. ბავშვები ეზოში წყლის პისტოლეტებით ომობანას თამაშობდნენ, როცა წვიმა წამოვიდა და ყველა დახოცა.
  66. მანქანაში ფანჯრის აწევისას ვერ შევნიშნე, რომ ხელი ჰქონდა შემოყოფილი კალენდრების ყრუ-მუნჯ გამყიდველს. და გამოვაჯანმრთელე.
  67. ამ ინტერნეტის მერე, ქუჩაში ჩაცმულ ქალებს რომ ვხედავ, ცოტა მეშინია კიდეც...
  68. ადრე მაიმუნმა აიღო ჯოხი, დაიწყო შრომა და გახდა ადამიანი. ახლა ადამიანმა აიღო ჯოხი და დაიწყო სელფების გადაღება. ნეტა რა გამოვა?
  69. ისეთი საცობია, რომ ჯობია გაყიდო შენი მანქანა და იყიდო ის, რომელიც შუქნიშანთან ახლოსაა...
  70. ზოგი ქვეყნის მაგალითზე შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ქვეყნის წარმატების პირობა - დებილი პრეზიდენტია. მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც...
  71. Выслушай и противную сторону, даже если она тебе и противна...
  72. უამრავი ხალხია, საღამოობით რომ მოწყენილობით კვდებიან, და თან უკვდავებაზე ოცნებობენ... 
  73. Слово не воробей. Вообще, ничто не воробей кроме воробья.
  74. ქალებისთვის ყოველთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდება ხოლმე, რომ კაცებს მართლა სულ ერთი რამე უტრიალებთ თავში.
  75. გინესის რეკორდების წიგნი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში როგორც წიგნი, რომელშიც ყველაზე მეტი რეკორდია.
  76. ქალებს რომ მოსწონდე, უნდა იყო ან ჭკვიანი, ან ლამაზი, ან მდიდარი, ან კატა.
  77. სასწაულები მართლა ხდება. ძირითადად ელექტრონიკასა და პროგრამირებაში.
  78. ცაციების პოლიტკორექტული დასახელებაა "არატრადიციული ორიენტაციის ხელების მქონე ადამიანები".
  79. ამდენ ხალხს რომ კრედიტი აქვს აღებული, ეს ოპტიმიზმის მაჩვენებელია თუ პესიმიზმის?
  80. "ვიღაც ხელს გვიშლის! თუ ჩვენ ვართ ასეთები?" (დ. ორეშკინი, "არალის კატასტროფა")
  81. იმქვეყნად ინტერნეტი თუ იქნა, ბევრი ვერც შეამჩნევს, რომ მოკვდა...
  82. ქურდობა - დანაშაულია. ქურდობა დიდი მასშტაბით - ბიზნესია. ქურდობა ქვეყნის მასშტაბით - პოლიტიკაა...
  83. სიცრუე, რომელიც ყველასთვის მისაღებია, ითვლება უმაღლეს ჭეშმარიტებად.
  84. ნამდვილი იდიოტი უნდა იყო, რომ დაიჯერო ყველაფერი, რაც ხდება (ა. ბიშოვეცი)
  85. Если чужого вокруг оказывается больше, это не делает его своим (Крис Картер, Розыгрыш. Файл №220).
  86. როცა კლიენტი გიმტკიცებს მტყუანი ვარო, მაშინ ვინ არის მართალი?
  87. Ребенка ударить можно, унизить нельзя (Антон Семёнович Макаренко).
  88. თუ მეგობრები ჰაკერს გეძახიან, იცოდე - ლამერი ხარ შენ. რამეთუ ნამდვილ ჰაკერს არავითარი მეგობრები არა ჰყავს თვინიერ კომპიუტერისა!
  89. ფენ-შუი ჩინელმა ქურდებმა მოიგონეს უცხო სახლებში ორიენტირების გასაიოლებლად.
  90. იმისათვის, რომ კარგად გამოიძინო, საჭიროა მხოლოდ კიდევ 5 წუთი.
  91. მთლიანი მატლის დანახვა ზოგჯერ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ნახევრის. მაგალითად, ჩაკბეჩილ ვაშლში.
  92. В штате Айова все хорошо. А жаль! Какая могла бы получиться рифма....
  93. - ქალიშვილო, შეიძლება თქვენთან ვიცეკვო? აქვე აღვნიშნავ: ღამით არ ვხვრინავ!
  94. ვინც ამბობს, რომ ბედნიერებას ვერ იყიდი, მას არასოდეს უყიდია ლეკვი (უ. პ. ლემპტონი).
  95. მე მგონი დროა უკვე გამოიგონონ ქალის ჩანთები შიდა განათებით...
  96. История не терпит свидетелей грязных дел! (Н. Бухарин)
  97. დილა ნაახალწლევს: რა საშინელებებს აჩვენებენ ტელევიზორში? თუ ეს სარკეა?...
  98. ნებისმიერი ხუმრობა შრედინგერის კატის შესახებ ერთდროულად შეიძლება იყოს უკბილოც და მოსწრებულიც.
  99. საზღვარგარეთის პასპორტის სურათებში რატომღაც უფრო ბედნიერად გამოიყურებიან, ვიდრე ჩვეულებრივისაში.
  100. ჩემს ბავშვობაში ყველაზე საშინელი ფრაზა იყო "ეზოში ფეხს არ გაადგამ!". ახლა - "გამორთე კომპიუტერი და დროზე ეზოში!".