Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (20)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

მამა-შვილი კახელები წვანან. სხვენში თაგვს კაკალი უპოვია და დააგორებს აქეთ-იქეთ. მამა ეუბნება შვილს:

- ადი ბიჯო, გაუტეხე ი კაკალი, თორე არ დაგვაძინებს ამაღამ ეგ შობელძაღლი!

 


ფრაზები (20)

 

 

 

  1. ვუყურე ერთ არხს, გახარებული ვარ - რა კარგად მიდის ყველაფერი ქვეყანაში; ვუყურე მეორეს - გახარებული ვარ, რომ სახლში ცოცხალმა მოვაღწიე; ვუყურე მესამეს - რა კარგია, რომ საჭმელი არაფერი მაქვს...
  2. ჯუნგლებში დაკარგული მეგრელი ტურისტების ჯგუფი თუთიყუშების აქცენტის მიხედვით იპოვეს.
  3. - ყველას დიდი მადლობა მოლოცვისათვის. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დილის 7-დან 10 საათამდე დამირეკა...
  4. ისე უნდა იცხოვრო, რომ სოციალური ქსელებისთვის დრო აღარ გრჩებოდეს...
  5. ა-პუნქტიდან ბ-პუნქტისკენ გავიდნენ ავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი, მოტოციკლი, ველოსიპედი, სატვირთო მანქანა, სახანძრო მანქანა, მატარებელი, კონტეინერმზიდი, ნახევრადმისაბმელი და ტრაქტორი. რა ხდება ასეთი ბ-პუნქტში?
  6. Дети - это вечный двигатель, прыгатель, бегатель, толкатель, скакатель, хвататель а ещё крепко обниматель и целователь))
  7. არადა, ხომ იყო დრო, როცა ჭამისა და ძილისთვის მაქებდნენ...
  8. Be polite, be professional, but have a plan to kill everybody you meet © Mad Dog Mattis.
  9. ფაქტები არ არსებობენ; არსებობენ მხოლოდ ინერპრეტაციები (ფ. ნიცშე).
  10. Whatever the Thinker thinks, the Prover will prove (Leonard Orr's law).
  11. მოყინული ბილიკი. სახლამდე დამრჩა 4 პირუეტი, 2 სალტო და 6 სამსართულიანი...
  12. იცით თუ არა თქვენ, რომ რომ ხალხის 80% ვერ შეამჩნევს, რომ "რომ" ორჯერაა?
  13. კომპიუტერი ძილივითაა: ხუთი წუთი წაითამაშებ - ორი საათი გასულია...
  14. ერთ ბიჭს რატომღაც წელიწადში მხოლოდ 1 სიტყვის თქმა შეეძლო. მას გოგონა შეუყვარდა, 3 წელი დუმდა, მერე მივიდა და უთხრა: "მიყვარხარ, გამომყევი ცოლად!". მან კი საყურისები გამოიძრო და ჰკითხა: "რა?"
  15. В связи с возлагаемыми на ИТ-отдел обязянностями, было решено переименовать его в отдел "ИТ и т.д. и т.п..."
  16. შვილი ფეხზე ვერ დადგება, სანამ კისერზე გაზის.
  17. მარტო ციფრებით მათემატიკაც კი ვერ გადის ფონს.
  18. უსირცხვილო ტყუილის კიდევ ერთი მაგალითი: გამოყენებული ლიტერატურის სია.
  19. ახლა მე ვიცი რა აკლია ადამიანის მეხსიერებას სრულყოფილებამდე: მენიუ პუნქტებით New, Open, Save, Save As, Delete, Restore, Delete forever, Restart...
  20. ყველაზე დაუცველი და უმწეოები იმათ წინაშე ვართ, ვისაც ვენდობით. 
  21. გააჩნია ვინ, ვისთან, როდის და რამდენს დალევს (ო. ხაიამი).
  22. გართობა, ძილი, შპალერის გაკვრა, რესტორანი... თუ ამ სიტყვებზე ერთიდაგივე ადამიანი გახსენდება - ეს სიყვარულია.
  23. რა ჯობია - დაგცინოდნენ თუ დაგტიროდნენ?
  24. ვაზელინი "პოლიტიკური" - ამჯერად ეკონომიური, 5-ლიტრიანი შეფუთვით!
  25. Without exceptions, ''An Heroes" are made, not born (Encyclopædia Dramatica).
  26. ...pictures prove nothing, since almost any picture could be made to lie. Time (magazine), 1935 (!).
  27. ნამდვილად ჭკვიანი ის არის, ვისაც სულელისგანაც კი შეუძლია რამე ისწავლოს.
  28. Оптимизм * (Опыт + Знания) = const.
  29. უცნაური რამაა მეხსიერება - დაიმახსოვრებ ერთს, და მერე იხსენებ სულ სხვა რამეს...
  30. ყურშა ყოველდღე ყველა ბუჩქს სუნავს, თითქოს ძალიან საინტერესო იყოს ადგილობრივი ძაღლების შარდის სუნის კვლევა იმის გასაგებად, რა ჭამეს და როგორ ხასიათზე არიან... თუმცა მეორე მხრივ, ფეისბუქიც იგივე არაა?...
  31. თვითმფრინავის ილუმინატორებს ფოლადისაგან ამზადებენ და გამჭვირვალე ფერად ღებავენ.
  32. Keep your friends close, but your enemies closer.
  33. რა ქვია ეხლა ამას: ფეხისგული მეფხანება, მაგრამ ვერ ვიფხან - მეღიტინება :(
  34. Смысл жизни надо не искать, а создавать. 
  35. მიდი იქამდე, სანამდეც ხედავ, და დაინახავ უფრო შორს (ზიგ ზიგლარი).
  36. სიმართლის თქმას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება (ინდიელების ანდაზა).
  37. სიბრძნე გარედან ვერ მოვა - ის შიგნიდან უნდა მოვიდეს (ჰოპის ტომის ინდიელების ანდაზა).
  38. სანამ სხვას გაკიცხავდე, ჯერ თოვლზე გაიარე ისე, რომ შენმა მოკასინებმა კვალი არ დატოვონ (ინუნ-ინას ტომის ინდიელების ანდაზა).
  39. ყველა რელიგია - ღმერთისკენ მიმავალი სხვადასხვა კიბეა (პაუნის ტომის ინდიელების ანდაზა).
  40. დიდი სული არასრულყოფილია (არაერთგვაროვანია) - მას აქვს ნათელი და ბნელი მხარეები. და ზოგჯერ ბნელი მხარისგან უფრო მეტს ვსწავლობთ, ვიდრე ნათელისაგან  (ინდიელების ანდაზა).
  41. თუ შენ ღმერთთან სამადლობელი არაფერი გაქვს, ეს შენი ბრალია და არა მისი (მინქუასის ტომის ინდიელების ანდაზა).
  42. ეძიე სიბრძნე, და არა ცოდნა. ცოდნა წარსულია, სიბრძნე - მომავალი (ლამბის ტომის ინდიელების ანდაზა).
  43. სიბრძნე მოდის მხოლოდ მასთან, ვინც შეწყვიტა მისი ძებნა და ცხოვრობს ისე, როგორც ეს შემოქმედს უნდოდა (ლაკოტას ტომის ინდიელების ანდაზა).
  44. ქვიან მიწას თოხი შველის და არა ლოცვა (ნავაჰოს ტომის ინდიელების ანდაზა).
  45. ნებისმიერმა ცხოველმა იცის რამე ისეთი, რაც არ იცი შენ (ნეს-პირსის ტომის ინდიელების ანდაზა).
  46. ვყოფილვარ ზღვის იქეთ, მთებს იქეთ, ქვეყნის კიდეზე და ცის კიდეზე; არავინ შემხვედრია ისეთი, ვინც ჩემი მეგობარი ვერ იქნებოდა (ნავაჰოს ტომის ინდიელების ანდაზა).
  47. ნამდვილი ძალა მხოლოდ უხილავსა აქვს (აპაჩეს ტომის ინდიელების ანდაზა).
  48. არის მხოლოდ ორნაირი ურთიერთობა - მეგობრობა და მტრობა (კრის ტომის ინდიელების ანდაზა).
  49. პირველი ბექაფი და შემდეგ აღდგენა (სხვათაშორის, ფრიად წარმატებული), გააკეთა ნოემ.
  50. მომხმარებლები დოკუმენტაციას არ კითხულობენ. კითხულობენ კონკურენტები.
  51. ჰუმანიტარი და ტექნიკოსი ერთმანეთს უხსნიდნენ რა არის ჰიპერბოლა...
  52. Physics is like sex: sure, it may give some practical results, but that's not why we do it. Richard P. Feynman
  53. სიბნელეც აუცილებელია! სიბნელე თუ არ იქნა, კაციჭამია ვერ გამოიზრდება (ჭ. ამირეჯიბი, "დათა თუთაშხია").
  54. It's time for the human race to enter the solar system (ჯ. ბუში-უმცროსი). 
  55. შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება.
  56.  Как можно поставить на место человека, если его нельзя посадить? (ლ. შებაშინი, სსრკ საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი - საპარლამენტო იმუნიტეტის შესახებ).
  57. რას ვაფასებთ ჩვენ ქალში? იმას, რითაც ის განსხვავდება მამაკაცისაგან! (ლ. შებაშინი)
  58. ჩვენ არ გვიღალატია იდეალებისთვის; იდეალებმა გვიღალატეს ჩვენ (ლ. შებაშინი).
  59. Любой бред не такой уж и бред, в сравнении с истинным положением вещей...
  60. სიმართლე, მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არა სრული სიმართლე!...
  61. Опыт истории показывает, что гитлеры приходят и уходят, а государства и народы остаются (ამონაწერი სტალინის ბრძანებიდან, 1945 წ.).
  62. Война была выиграна. Теперь предстояло выиграть мир. (ბორის ჩერტოკი, წიგნიდან "რაკეტები და ადამიანები", გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ სამხედრო ნადავლის გაყოფისას სსრკ-სა და მოკავშირეების "თანამშრომლობის" შესახებ). 
  63. ერთადერთი ნამდვილი შეცდომა - ეს არის, როცა არ გამოასწორე ძველი შეცდომა (კონფუცი).
  64. Когда недостает идеалов, идеализируют идолов (Василий Осипович Ключевский). 
  65. მხოლოდ სიმართლეს რომ ვლაპარაკობდეთ, მეხსიერება საჭირო არც იქნებოდა (მარკ ტვენი).
  66. შეურაცხყოფა მით უფრო მძიმეა, რაც უფრო ღირსეულია შეურაცხმყოფელი (პიერ კორნელი).
  67. არაფერი არ იცვლება. იცვლები მხოლოდ შენ.
  68. Дорога возникает под ногами идущего (გრეფიტი).
  69. Ты такой же как все - не такой как все.
  70. - მე ძალიან მომწონდა თქვენს გუნდში მუშაობა,  მაგრამ ეხლა მინდა მოვსინჯო ჩემი ძალები ჰეტეროსექსუალურ კოლექტივში...
  71. ჩაკ ნორისის Gmail-ექაუნთი: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
  72. ერთი რომელიმე რელიგიის სამოთხეში მოხვედრილი, ასევე მოხვდები ყველა დანარჩენი რელიგიების ჯოჯოხეთებში.
  73. Человек человеку друг, а зомби зомби зомби.
  74. განცხადება: - ვცვლი წიგნს "კონტრაცეფცია ოჯახში" საბავშვო ეტლზე.
  75. ბავშვი რომ შეგეძინება, გაუხსენი ელფოსტა და პერიოდულად უგზავნე მისი სურათები, ბავშვური თავგადასავლები, წერილები... 16 წლის რომ გახდება - მიეცი პაროლი.
  76. კარგად დაფიქრდი, სანამ თითს სადმე შეყოფ! განსაკუთრებით - საქორწინო ბეჭედში.
  77. When your phone is at 5% and can't find an outlet (კომენტარი youtube-ზე Bee jees-ის სიმღერაზე).
  78. ღორმა ეზოში მაყალი რომ დაინახა, ყეფა და თაგვების ჭერა დაიწყო.
  79. ჩამს მფლანგველ ცოლს ვაჩუქე წიგნი "როგორ ვხარჯოთ ფული ეკონომიურად". ახლა არ ვეწევი, არ ვსვამ და სამსახურში ფეხით დავდივარ...
  80. ახალ სამსახურში ახალ თანამშრომლებს ვათვალიერებ; თუ სამყაროს მხოლოდ სილამაზე გადაარჩენს, ეტყობა ომი იწყება... 
  81. განათლების სისტემის მთავარი ამოცანაა - მოამზადოს შეუზღუდავი სწავლების შესაძლებლობები. 
  82. ჭეშმარიტება მსმენელის ყურებშია, და არა მთქმელის სიტყვებში.
  83. ნუ იდარდებ წარსულზე - წინ კიდევ ბევრი წარსულია! 
  84. თვალში ნაცარი, კისერზე აგური, ყურებზე ხახვი - და შენ ამბობ, რომ ბედნიერი ხარ?
  85. კარუსელზე მჯდომი შორს ვერ წახვალ.
  86. დაეცი? ადექი, გაიფერთხე, გაიღიმე და წადი! იწვე მტვერში და ქვითინებდე - სხვა თუ არაფერი, არაესთეტიურია!
  87. რაც მეტია საკუთარი თავის რწმენა, მით ნაკლებია გარშემომყოფებისაგან იმედგაცრუება.
  88. გახსოვდეს, რომ არათითის გარდა შუათითიც გაქვს!
  89. ყოველ დილით ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე - ან გავაგრძელოთ ძილი და სიზმრები, ან ავდგეთ და ვაქციოთ ეს სიზმრები რეალობად. 
  90. - რას მივჩერებივარ ამ საიტს, როცა ამდენი საქმე მაქვს...
  91. გარკვეული ასაკიდან ჩვენ ვაძლევთ ჩვენს თავს უსარგებლო ხალხის იგნორირების უფლების ფუფუნებას.
  92. ჩვენ ყველას გვეძლევა ერთი დიდი სიყვარული, მაგრამ მას ხშირად ვახურდავებთ რამდენიმე პატარაზე....
  93. - ყვავო, მოდიხარ არჩევნებზე? - არა! - თქვა ყვავმა და ყველი გაუვარდა. - და "კი" რომ მეთქვა, რა შეიცვლებოდა? - გაიფიქრა ნაღვლიანად...
  94. ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი იცის, ადამიანს არჩევანი მისცა... 
  95. თუ ჩამოუშვებ ხელებს, უცებ გაგონილი "ხელები მაღლა!" ვერაფერს გიშველის.
  96. თუ ამდენ ხალხში ერთი კარგი ვერავინ ნახე, დაფიქრდი - რა მეთოდებით ეძებ?
  97. ჩვენი არჩევანი არ არის კარგსა და ცუდს შორის. ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომელი კარგია და რომელი ცუდი - არჩევანიც არ იქნებოდა.
  98. ნული ერთიანზე ოცნებობს, ერთიანი - ნულებზე...
  99. წრეზე სირბილი ცენტრში ყოფნის სურვილითაა გამოწვეული (მილა ვალსი).
  100. ღმერთებმა ასწავლეს ადამიანს ცეცხლის გამოყენება, მიწის დამუშავება, მათემატიკა და ასტრონომია... მერე მობეზრდათ და გაუკეთეს მათ ინტერნეტი...