Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (21)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

"წყაროს წყალი ნატურალური".

შემადგენლობა: ნატურალური ან ნატურალურის იდენტური წყლის ექსტრაქტი, გამათხევადებელი, გამჭვირვალე ფერის საღებავი, გამჭვირვალობის გამაძლიერებელი, კონსერვანტი, მჟავიანობის რეგულატორი, გემოს გამაქრობელი.

 


 

ფრაზები (21)

 

 

 

  1. Reject everyone over 50 or under 20 plus everyone called Murphy (პერსონალის შერჩევის ინგლისური პრინციპი [ს. ნ. პარკინსონის მიხ., Murphy - იგულისხმება ირლანდიელები]).
  2. ქვეცნობიერის შესწავლისას ძნელია არ მოექცე ლინგვისტიკის სფეროში (ჟაკ ლაკანი, ფრანგი ფილოსოფოსი). 
  3. ისწავლე ცხოვრება არა მაშინ, არამედ ეხლა.
  4. კარგ ადამიანებზე ნუ გაბრაზდები - ისინი ხომ კარგები არიან; ნურც ცუდებზე გაბრაზდები - ისინი ხომ ცუდები არიან.
  5. არის ისეთი ხალხი, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს შეცდომების პოვნა. ჩვენ გვინდა ყველას ვასიამოვნოთ, ამიტომ ტექსტებში ხანდახან შეცდომებებს გავაპარებებთ ხოლმე...
  6. სხვათაშორის, მე ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც თქვენ. თქვენგან განსხვავებით...
  7. თუ ფულს სარკესთან დადებთ, მისი რაოდენობა გაორმაგდება.
  8. Дыбра в дебрях тундры, вроде бобра и выдры, враг кобры и пудры, бодро тибрит ядра кедра в ведрах и дробит добро в недрах...
  9. ვიღას სძინავს სამსახურში - ახლა იქ უფასო ინტერნეტია...
  10. ორი უბედურებიდან უნდა აირჩიო ის, რომელიც ჯერ არ გამოგიცდია.
  11. განდიდების მანიისთვის სულ არაა აუცილებელი განდიდება - საკმარისია მხოლოდ მანიაც (მ. ჟვანეცკი).
  12. ინგლისურ ენაში ათასი წესია, და ორიათასი გამონაკლისი (ინგლისური ანდაზა).
  13. Гебеного кагебеныша не перегебенишь и не выкагебишь.
  14. ქმრები არ არსებობენ ერთგულები და მოღალატეები - არსებობენ ჯანმრთელები და რადიკულიტიანები.
  15. ებრაული წყევლა: ისე გამდიდრებულიყავი, რომ შენი ქვრივის მეორე ქმარმა მთელი სიცოცხლე უშრომ-უზრუნველად იცხოვროს.
  16. გეთანხმებით, რომ ტკბილი სიტყვა ხმალზე უკეთ ჭრის, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ ტკბილი სიტყვა და პისტოლეტი როგორ ჭრის!
  17. კოსმეტიკის წყალობით შეიძლება გახდე ლამაზი ქალი მაშინაც, როცა არა ხარ ლამაზი ქალი, და მაშინაც კი, როცა საერთოდ არა ხარ ქალი...
  18. ვინც დაუფიქრებლად ამბობს, ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.
  19. შევიძენ ვინჩესტერს. მყარი დისკები არ შემომთავაზოთ!
  20. მეცნიერს შეეძინა ტყუპები, რომელთაგან ერთი მონათლა, მეორე - საკონტროლო ეგზემპლარად დაიტოვა.
  21. უნდა იამაყოს თუ არა ინფორმაციის უსაფრთხოების ლექტორმა თავისი სტუდენტებით, რომლებმაც მისი კომპიუტერიდან საგამოცდო ბილეთები მოიპარეს?
  22. დადგა ის დროც, როცა რეკლამის განმავლობაში ვასწრებთ ფილმის გადმოწერას და დანარჩენს კომპიუტერზე ვუყურებთ რეკლამის გარეშე. 
  23. თუ პარაშუტი არ გაგეხსნათ, და თუ სარეზერვო პარაშუტიც არ გაგეხსნათ, თქვენ მიწისაკენ იფრენთ მთელი დარჩენილი ცხოვრება.
  24. - შვილო, მეც მინდა ნაყინი, მაგრამ ფული მხოლოდ ერთ ბოთლ ლუდზე გვყოფნის...
  25. რატომღაც ადამიანები ჭკვიანურად იქცევიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურავენ ყველა დანარჩენ შესაძლებლობებს.
  26. კაცი მივლინებიდან დაბრუნდა, გამოათრია კარადიდან ვიღაც და დაღლილი ხმით ეუბნება: - რამდენჯერ გითხრა - აღარ ცხოვრობს ის აქ, გავეყარე, გავეყარე!
  27. ძლივს მოერგები გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომ თავს დაგატყდება მორიგი გაუმჯობესება...
  28. ქალს შეუძლია უსასრულოდ უყუროს სამ რამეს.. და მერე იყიდოს ექვსი... ან შვიდი. 
  29. ეძებდნენ თანამშრომელს განათლებისა და გამოცდილების გარეშე, ნებისმიერი ასაკისას. არ მიმიღეს იმიტომ, რომ ნებისმიერი ასაკისა არ ვიყავი.
  30. ოჰ ეს ჩვევები - დავჯექი უნიტაზზე და ტუალეტის ქაღალდს ვიკრავდი ღვედივით...
  31. მათემატიკოსის შვილი ძილის წინ: - მამიკო, ოღონდ ისევ ის ზღაპარი არ მომიყვე ეხლა, სადაც რიმანის ჯერადი ინტეგრალი მოწმდება დარბუს კრიტერიუმით!
  32. სოციალური ქსელების წყალობით ტუალეტის კედლები გაცილებით სუფთა გახდა.
  33. - ავტობუსს ველოდები და როგორ დავუჩქარო - უფრო ჩქარა დაველოდო?
  34. თუ დიდხანს იჯდები მდინარის ნაპირზე, ადრე თუ გვიან შენთან მოვა კონსულტანტი...
  35. ცარიელ მაცივარსაც კი აქვს 2-3 ნახვა დღეში.
  36. საიდან იცის ტკივილგამაყუჩებელმა სად მტკივა?
  37. ძველი ჩინური სიბრძნე: თუ სადილი  იკბინება, ესე იგი ახალია.
  38. პატივცემულო ადმინისტრატორო! შევიძინე თქვენს საიტზე წიგნი "როგორ მოვატყუოთ ხალხი ინტერნეტით". უკვე სამი თვე გავიდა, წიგნი კი ჯერაც არ მიმიღია...
  39. სირთულე იმაშია, რომ მამაკაცს არ ესმის ქალის, ქალს კი არ ესმის საკუთარი თავის...
  40. ჰარდი - ეს არის ის, რაც შეგიძლია კედელზე მიახეთქო, სოფტი კი - რასაც შეგიძლია მხოლოდ აგინო.
  41. მოკავშირეები არიან მტრები, რომელთაც ჰყავთ საერთო მტერი.
  42. თუ გაყიდვების გეგმა შესრულებულია 80%-ით, ეს ცუდი მენეჯერების ბრალია, ხოლო თუ 110%-ით - ცუდი გეგმის.
  43. გული მიგრძნობს, რომ არავითარი ინტუიცია არ არსებობს...
  44. ქალები დუმილს იყენებენ, როგორც სასჯელს, მაგრამ მამაკაცები ამას ჯილდოდ თვლიან.
  45. - ბებია, ბებია, რატომ გაქვს ამხელა თვალები? და საერთოდ, რას აკეთებ ღამის კლუბში?
  46. გვიან ვწვები, ადრე ვდგები.. ეტყობა ბუტოროლა ვარ...
  47. სად არ ვყოფილვარ - საბერძნეთში, მაროკოში, აშშ-ში, კუბაში... ყველას ვერც ჩამოვთვლი. ჰო - მალდივებზეც არ ვყოფილვარ...
  48. როგორც წესი, გვამახსოვრდება ბოლო ფრაზა და კორპორატივის პირველი საათი.
  49. წავიდა ხელიდან ქვეყანა - საუკეთესო რეპერი თეთრია, საუკეთესო გოლფისტი - შავი, საუკეთესო არმია ებრაელებს ჰყავთ, გერმანელებს კი ომი არ უნდათ...
  50. Весной все девушки кажутся совершеннолетними, даже совершенно зимние.
  51. სამყაროს დასასრული გადადებულია საორგანიზაციო პრობლემებთან დაკავშირებით.
  52. ქალს ბედნიერება კი არა - ბედნიერებაზე მონოპოლია უნდა.
  53. საავადმყოფოში მნახველები შედიან პაციენტებთან მეექვსე სართულის ფანჯრიდან, ამიტომ მნახველების რიცხვი სულ უფრო მცირდება, პაციენტებისა კი - იზრდება.
  54. საინტერესოა, რამდენი ბალახი გასინჯეს ინდიელებმა, სანამ თამბაქოს მიაგნეს?
  55. ჩვენს სუპერმარკეტში ვირთხებიც კი ურიკებით დარბიან,
  56. გუგლი, როგორც ჩანს, ქალია - არ გაცლის ფრაზის დამთავრებას ისე შემოგთავაზებს თავის ვარიანტს.
  57. კარგად ცხოვრება ცუდად გამოგვდის.
  58. როგორც საგადასახადოში ამბობენ, ადამიანი 80%-ით წყლისგან შედგება, დანარჩენი 20% - დღგ-ა.
  59. - დედიკო, ეს ჩემი მომავალი პირველი ქმარია!
  60. ომში მამაცი ახალგაზრდები, რომლებიც არ იცნობენ ერთმანეთს, ხოცავენ ერთმანეთს იმ ხალხის ინტერესებისათვის, რომლებიც იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ არ ხოცავენ ერთმანეთს.
  61. ქმარი მივლინებიდან დაბრუნდა დროზე ადრე, ნახა, რომ ცოლს მარტო სძინავს, გაოცდა და წავიდა ისევ მივლინებაში.
  62. У него была бессонница, но страдали от этого соседи.
  63. კარგი პაროლი 30 წამში გვავიწყდება.
  64. ყოველი დღე ვერ იქნება კარგი, მაგრამ რაღაც კარგი ყოველდღე ხდება.
  65. ძმა შეიძლება არც იყოს შენი მეგობარი, ხოლო მეგობარი - ყოველთვის ძმაა.
  66. ვეგანები ამბობენ, რომ არ ჭამენ ცოცხალ არსებებს. აბა ბოსტნეული რა არის - ცოცხალი არაა? უბრალოდ მათი დაჭერა უფრო ადვილია...
  67. ყველაფერი გენიალური მარტივია, თუკი ფული გყოფნის.
  68. საყვარელი კარადიდან დაბრუნდა. ცოლი უყვირის ქმარს: - დაიმალე სასწრაფოდ მივლინებაში...
  69. - გილოცავ დაბადების დღეს, გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს, სილამაზეს, ბევრ ფულს, ჭკუას... დანარჩენი ყველაფერი გაქვს...
  70. წავედი შვებულებაში. პირველი სამი დღე მეჩვენებოდა, რომ სამსახურს ვაცდენდი.
  71. არ იცვლებიან მხოლოდ ძალზე ჭკვიანი და ძალზე სულელი ადამიანები (კონფუცი).
  72. გარდაიცვალა ავტორი ფრაზისა: გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კვდებიან მხოლოდ სხვები.
  73. ადამიანის ტვინი კომპიუტერივითაა - ჭკვიანი და სრულყოფილი, მომხმარებელი კი, როგორც წესი, დებილია...
  74. მოსახლეობის შიმშილით სიკვდილი კარგად აისახება სიღარიბის შემცირების სტატისტიკაზე.
  75. დავიჭირე თევზი, გადავაყლაპე ოქროს ძეწკვი და წავიღე სახლში. იმის შემდეგ ცოლი თვითონ მაგდებს სათევზაოდ.
  76. რაც მეტს ვსწავლობთ, მით ნაკლებად გვეხმარება გუგლი.
  77. სიზარმაცე არის ჩვევა დაისვენო ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიღლებოდე.
  78. ნიგერიაში გარდაიცვალა ბანკის ყოფილი თანამშრომელი, რომლის სახლში იპოვეს 27.3 მილიარდი დოლარი. განსვენებული 20 წლის განმავლობაში ცდილობდა ვინმესთვის ეჩუქებინა ეს ფული, მაგრამ მის წერილებს არავინ პასუხობდა...
  79.