Home მხიარული გვერდები საინტერესოებები თუ თვლი, რომ არ გიმართლებს...

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

 

 

- ჰმ!... ნახე რა მიუწერიათ!... ავი ძაღლიაო, არა?! ჰოდა, დადგნენ ახლა და თვითონ იყეფონ...

 

 


თუ თვლი, რომ არ გიმართლებს... PDF Print E-mail
Written by Administrator   
Friday, 01 January 2016 02:19

 

 

თუ შენ თვლი, რომ არ გიმართლებს, წაიკითხე უიღბლო ასტრონომის ეს ისტორია.

 

 

1761 წელს მთელი მსოფლიოს ასტრონომები მოუთმენლად ელოდნენ - ამ წელს უნდა შემდგარიყო საკმაოდ იშვიათი მოვლენა - "ვენერის ტრანზიტი", ანუ პლანეტა ვენერა მზის დისკზე გაივლიდა (დედამიწელი დამკვირვებლისთვის, რა თქმა უნდა).

 

ეს მოვლენა მართლაც იშვიათია - გრძელდება სულ სამიოდე საათი და 243 წელიწადში 4-ჯერ ხდება: პირველის შემდეგ მეორე 8 წელიწადში, შემდეგ "დასვენება" 120 წელი, შემდეგ მესამე და ისევ რვა წლის შემდეგ მეოთხე, ისევ "დასვენება" 105 წელი და ა. შ.

ვენერის ტრანზიტი ბოლოს 2012 წელს იყო. შემდეგი 2117 წელს იქნება, ასე, რომ მოსამზადებლად საკმაო დრო გვაქვს...

 

მაგრამ დავუბრუნდეთ 1761 წელს.

 

ბოლოს ეს მოვლენა 1639 წელს იყო, მაგრამ ასტრონომიული "ხელოვნების" განვითარების მაშინდელი დონის გამო დედამიწიდან მზემდე მანძილის განსაზღვრა ლამის 40%-იანი ცდომილებითღა მოხერხდა (ამ მოვლენაზე დაკვირვების მთავარი მიზანი სწორედ ამ მანძილის განსაზღვრა იყო). ახლა კი "სულ სხვა დონეა", და როგორც ვთქვით, მთელი მსოფლიოს ასტრონომები კბილებს ილესავენ...

 

დონე იქეთ იყოს, დრო კი ფრიად არეული გახლდათ - ვინ ვის ეომებოდა ამას დღემდე არკვევენ ისტორიკოსები, მოვლენაზე დაკვირვება კი დედამიწის სხვადასხვა წერტილებიდან იყო საჭირო. ამისათვის სხვადასხვა ქვეყნებიდან ეწყობოდა ექსპედიციები - მეცნიერები მიემგზავრებოდნენ დაკვირვებისთვის ხელსაყრელ ქვეყნებში, და ხათაბალებშიც ებმებოდნენ.

 

მაგალითად, გემი, რომლითაც ფრანგი ასტრონომი ალექსანდრ გუა პინგრე (ფრანგულად იწერება Alexandre Guy Pingré, ხოლო ქართულად როგორ იკითხება ფრანგული გვარები მე მგონი სულაც გემოვნების საკითხია) კუნძულ როდრიგესზე მიდიოდა, გზაში ინგლისელების ხომალდს გადაეყარა და შეერკინა კიდეც, "ბარემ" თავისი პატრიოტული ვალის აღსასრულებლად. ამაში (და შემდგომ გემის "ჭრილობების" მოშუშებაში) იმდენი დრო დაიკარგა, რომ მეცნიერმა სულზე მიუსწრო მოვლენას და წესიერად მომზადებაც ვერ მოახერხა, თან ამინდიც ცუდი შეხვდა და საერთოდ ხახამშრალი დარჩა. ალექსანდრის უბედურებები ამით არ დამთავრებულა -  ინგლისელებმა კუნძული აიღეს და ასტრონომი 3 თვე ტყვეობაში აყურყუტეს, სანამ ფრანგები არ მოვიდნენ და კუნძული არ გაათავისუფლეს.

როცა ყურებჩამოყრილი მეცნიერი სამშობლოში ბრუნდებოდა, მის გემს ისევ დაესხნენ თავს და ძლივს გადაურჩა ხელახალ ტყვეობას. ამის შემდეგ ზღვაზე საერთოდ ჩაიქნია ხელი და ხმელეთით წაჩანჩალდა ლისაბონიდან საფრანგეთში.

 

არც ინგლისელებს ადგათ კარგი დღე - სამეფო საზოგადოების მიერ სუმატრაში გაგზავნილ გემს ფრანგები დაესხნენ თავს. ბრძოლაში ხომალდი დაზიანდა და ძლივს მოახერხა პორტში დაბრუნება, გემი ცოტა მომაგრდა და მეორე ცდაზე კეთილი იმედის კონცხსაც კი მიაღწია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ფრანგებს დაეპყროთ უკვე და ვიღას ახსოვდა ვენერა და მისი ტრაზიტი.

 

მთავარი კი წინაა: ფრანგმა ასტრონომმა გიომ ლე ჟანტილემ (სრული სახელია, არც მეტი არც ნაკლები Guillaume Joseph Hyacinthe Jean-Baptiste Le Gentil de la Galaisière) უიღბლობის ყველა რეკორდი მოხსნა: ის ინდოეთში გაემგზავრა ვენერაზე დასაკვირვებლად, მაგრამ გზაში თავსგადახდენილი ფათერაკების შედეგად დააგვიანდა - ნაპირზე ინგლისელების გამო ვერ გადავიდა და ტრანზიტმა ზღვაში მოუსწრო, ტალღებზე აქანავებულ გემზე კი რა დაკვირვების წარმოება შეიძლებოდა!

 

ლე ჟენტილმა წარბიც არ შეიხარა და არც უკან დაბრუნდა - გადაწყვიტა იქვე დალოდებოდა მომდევნო ტრანზიტს , რომელიც 8 წლის შემდეგ იქნებოდა. სამაგიეროდ საგულდაგულოდ მოემზადა - აღჭურვა მშვენიერი სადამკვირვებლო პუნქტი, გამართა ინსტრუმენტები, რომელთაც ხშირად ამოწმებდა და იდეალურ მდგომარეობაში ინარჩუნებდა. ისე, ინდოეთში ორიოდ წელი გაატარა მხოლოდ - იმოგზაურა ფილიპინებსა და მადაგასკარზე, ადგენდა რუკებს და ზომავდა გეოგრაფიული პუნქტების კოორდინატებს, სწავლობდა მუსონებს და ბრახმანიზმს... თავიდან საერთოდ მანილაში დააპირა ვენერაზე დაკვირვება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფილიპინებზე უღრუბლო დღე უფრო იშვიათია, ვიდრე ვენერის ტრანზიტი, და დაბრუნდა ინდოეთში, პონდიშერში, საიდანაც ინგლისელები უკვე გამოყრილი იყვნენ.

 

1769 წლის 4 ივნისს ასტრონომი დილიდან გულისფანცქალით ელოდა ამ იშვიათი მოვლენის დაწყებას. მაგრამ...

 

დილა კი მზიანი იყო, მაგრამ მოვლენის დაწყებისთანავე მოიღრუბლა, და თუ გადმოცემებს დავუჯერებთ, 3 საათი, 14 წუთი და 7 წამი მოღრუბლული იყო, ანუ ზუსტად იმდენი ხანი, რამდენიც თვით მოვლენა გრძელდებოდა. შემდეგ კი, თითქოს მეცნიერის გულის გასახეთქად (როგორც მეგრულად ამბობენ, ეთორჩქინელივით) ცა ისევ მოისარკა...

 

გამწარებულმა ლე ჟენტილმა აახვია თავისი ხელსაწყოები და უახლოესი პორტისაკენ დაახვია, მაგრამ გზაში დიზენტერია აიკიდა და მთელი წლით ლოგინად ჩავარდა. ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუჯანმთელებელი გამგზავრა საფრანგეთისკენ გემით, რომელიც კინაღამ ტროპიკულმა ციკლონმა იმსხვერპლა აფრიკის ნაპირებთან. მერე პირატებს ჩაუვარდა ხელში და ძლივს დააღწია თავი.

ასე გატანჯული და ხელცარიელი, 12-წლიანი ხეტიალის შემდეგ დაბრუნდა მეცნიერი სამშობლოში, სადაც აღმოჩნდა, რომ ნათესავებს კაი ხნის წინათ გარდაცვლილად ჩაეთვალათ და გახარებულებს მთელი მისი ქონება დაენაწილებიათ. 

 

 

07315010w

 და შენ კიდევ წუწუნებ, რომ პრობლემები გაქვს?

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

Last Updated on Tuesday, 12 June 2018 08:57