Home მხიარული გვერდები უნიები ძაღლი სარკეში

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

ორმაგი ანეკდოტი  :)

ერთ ქართულ ჟურნალში წავიკითხე:

 

მოსკოვის ერთ ქუჩაზე ფიზიკოსი დგას. გამვლელი ეკითხება:

– ხომ ვერ მეტყვით, როგორ ვიპოვო ლენინის მოედანი?

– ლენინის სიგრძე უნდა გაამრავლოთ ლენინის სიგანეზე.

 

ვერ მიხვდით? გადათარგმნეთ რუსულად და მიხვდებით.

ფიზიკოსი რა შუაშია, ამას ვერც მე მივხვდი.

 


 

ძაღლი სარკეში PDF Print E-mail
Written by Administrator   
Wednesday, 19 June 2013 20:43

ძაღლი სარკეში

(ინდური თქმულება)

 

ერთი მაჰარაჯა სასახლეს აშენებდა. მან გადაწყვიტა სასახლის ერთი დარბაზის კედლები მთლიანად დაეფარა სარკეებით. ოსტატებმაც შეასრულეს მისი შეკვეთა - ამ დარბაზში ყველა კედელი სარკისა იყო.

 

სასახლის დანარჩენ ნაწილებში ჯერ კიდევ მშენებლობა გრძელდებოდა, როცა ამ დარბაზში ერთ საღამოს შემთხვევით როგორღაც ძაღლი მოხვდა.

 

სარკეებიან დარბაზში მოხვედრილი ძაღლი გაოგნდა - მის წინ და გარშემო უამრავი ძაღლი იდგა, ათასობით, ათიათასობით, ურიცხვი რაოდენობის ძაღლები. ზოგი სახით იდგა მისკენ, ზოგი ზურგით, მწკრივებად და კოლონებად. და ბოლო არ უჩანდა...

 

ძაღლმა ნაბიჯი გადადგა, და ერთდროულად დაიძრა მისკენ ათასობით, ათიათასობით, ურიცხვი რაოდენობის ძაღლი. დაბნეულმა უკან გადადგა ნაბიჯი - ურიცხვმა ძაღლმა ისევ გაიმეორა მისი მოძრაობა...

 

შეშინებულმა ძაღლმა შეჰყეფა. და შეჰყეფა ურიცხვი რაოდენობის ძაღლმაც. ყველა ყეფდა და კბილები უელავდათ. სხვა ძაღლები მხოლოდ მოძრაობდნენ, მათი ყეფის ხმა არ ისმოდა, მაგრამ ძაღლი ამას ვეღარც ამჩნევდა. ის მხოლოდ ხედავდა, რომ მის თავს რაღაც საშინელება ხდებოდა - საითაც არ უნდა გაწეულიყო, ურიცხვი რაოდენობის ძაღლი მიიწედა მისკენ. ზურგით მდგარები შორდებოდნენ, მაგრამ დანარჩენები, არანაკლები რაოდენობისა, უახლოვდებოდნენ. 

 

ძაღლი აუწერელმა შიშმა შეიპყრო. ახლა ის გაუჩერებლად ყეფდა. თვალები აუჭრელდა, ვეღარც ხედავდა რა ხდებოდა, მხოლოდ ლანდებივით ხედავდა უსასრულო მოძრაობებს, და ყეფდა, ყეფდა...

 

დილით მშენებლები რომ შევიდნენ, შუა დარბაზში იატაკზე ძაღლი მკვდარი იწვა. ბალანი ჯერ კიდევ აქოჩრილი ჰქონდა, და ავად დაკრეჭილი კბილები...

 

ჰოდა რა გითხრათ, ჩემო კარგებო? იმ ძაღლს იმ დარბაზში არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ რაღაცამ მოკლა ის იმ ერთ ღამეში. მოკლა იმან, რაც მასშივე იყო - მის გონებაში, მის ცნობიერებაში. მის არსებაში.

 

სამყარო დიდია და შეუცნობელი, მაგრამ ის იმდენ საფრთხეს შეიცავს, რამდენსაც ჩვენ დავინახავთ მასში.

 

 

 

 

 

 

Last Updated on Saturday, 23 June 2018 19:04