Home სიახლეები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

მგელი და წითელქუდა შეხვდნენ;

- გამარჯობა, დებილო!

- კარგი, რა, მგელო! დებილს რატომ მეძახი? მე ხომ წითელქუდა მქვია, წითელი ქუდი მახურავს, წითელი კაბა... წითელი ფეხსაცმლები... ისე მართლა რა დებილივით მაცვია...

 


სიახლეები, ანუ ისტორია PDF Print E-mail
Written by Administrator   
Wednesday, 20 August 2008 14:11

 

სიახლეების გვერდის განახლება შეწყვეტილია!!! :(


 

 

ნუ იყურებით ისე, თითქოს პირველი მიხვდით ამას; მეც ვიცი, რომ სიახლეები და ისტორია "ანუ" კი არა ლამის საპირისპირო ცნებებია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ – ამ სიახლეებშია მთელი ისტორია და ამ ისტორიაშია ყველა სიახლეც. თუ როგორც არის...

 

საერთოდ, ეს გვერდი იმისთვისაა, რომ თქვენ იცოდეთ, არის თუ არა რაიმე სიახლე საიტზე თქვენი ბოლო შემოსვლის შემდეგ. ნუ ჩემთვისაც, ისტორიის ამბავში.
არ ვიცი ეს ასე კეთდება თუ არა, მარა შევეცდები არ ჩამოვრჩე მოვლენებს :)

 

ქრონოლოგია - ქვემოდან ზემოთ (ჩხვლიტე აქ!)

 


 

 

 

01.07.2009

პატარა შესწორებები.

top.ge-ს მთვლელი დავაყენე. დაიწყო ნულიდან Frown. 5000–რაღაცა შემოსვლა წყალში ჩამეყარა. გვჩაგრავენ!

ორფუსი გავასწორე, მუშაობს.

 

 

26.06.2009

აღმოვაჩინე, რომ malxaz.ge უკვე მუშაობს. დედამიწას და ახლომდებარე პლანეტებს გავაგებინე.

კალენდარი და ამინდი უნდა ჩავხსნა, მაგრად ჭედავს. თუ ამან კაცობრიობა აღაშფოთა, გავაკეთებ ცალკე გვერდს.

 

 

22.06.2009

ავიღე დომენი malxaz.ge,  და მივაბმევინე ჩემს IP-ze. კარგია:

1. ჩემი კომპუსა ინტერნეტის სრულუფლებიანი  წევრი გახდა (ნამდვილი მეინი ვარ რააა ჩხირ–ჩხირ!);

2. ჩემი საიტი თუ არ იმუშავებს, არ დამჭირდება ვინმესთვის დარეკვა და გინება. რა კარგია!!!



25.06.2009

დიდი ხნის მიყუჩების შემდეგ (თუმცა შიგადაშიგ რაღაცეები კი ხდებოდა, მაგრამ ამ გვერდზე ასახვის არღირსი) გადავწყვიტე საიტის php-ზე გადაწყობა. ასე უფრო ჭკვიანურად უნდა გამოვიყურებოდე, წესით.


18.08.2007
დავამთავრეთ ჰაუთუ.
ავიღე როგორც იქნა ლოკალური ჰოსტინგი. ახლა ჩემი საიტი სწრაფია :)


07.08.2007
დავიწყე Apache - Php - Mysql-ს შესწავლა + HowTo-ს გაკეთება.
ძრწოდეთ, დირექტივებო!


09.07.2007
ვინა თქვა ვერ იზამსო - გავაკეთე საიტის რუკა!
მარა ხელით :(
ვერც ფრონტპეიჯის გოიმური ტოკი გამოვიყენე რამეში, ვერც რამე ინსტრუმენტს მივაგენი.
თუ დამეხმარებით ვინმე კარგს იზამთ, თუ არადა ვიქნებით ასე :)


07.07.2007
ნინიგუშკას ფოტოალბომი, შესანიშნავი მოთხრობა რუსულად, ანეკდოტები.


21.06.2007
მხიარული სურათები.
ცოტაოდენი პარადოქსები და ანეკდოტები.


05.06.2007
არის ფოტოგალერეა.


30.05.2007
დავამთავრე იუდას სახარება. დამრჩა ფოტოგალერეა.


26.05.2007
იუდას სახარება - დასაწყისი


09.05.07
ქართული ანეკდოტები.
გილ ფაშ გერმ გამ 6 წლ :)


05.05.07
აი გამოვიღვიძე. დაემატა ერთი მოთხრობუნია, თავსატეხები და ანეკდოტები ქართულ-რუსული.
როგორც იქნა - რამდენიმე ინგლისური გვერდი. 
რუსულში კიდევ ბევრი სხვაცაა და დასამატებელიც ოხრადა მაქვს, ქართულის საქმეა ცუდად :( სად შემიძლია ამდენი ბეჭდვა :)


15.04.07
გაიხსნა ჩემი ცხოვრების ლინუქსოიდური მდგენელის ისტორია. ვაშა ამხანაგებო!
დარჩა ერთადერთი მკვდარი ლინკი - საიტის რუკა. ვის სცალია მაგისთვის :)


06.04.07
ლექსიკონს ქართულში დავუმატე აბრევიატურების ძებნა. ვაი მაგ დამატებას :(


03.04.07
დავამატე რუსული აფორიზმები. ისწავლეთ და ჩამაბარეთ!
იქვე მოთხრობები - 19-25 და მხიარული თემიდა.


25.03.07
გავაკეთე "სარკე" http://maxo127.netsons.org. იმედია როდისმე ნორმალურ სარკესაც გავაკეთებ :) (მმმ127127)


15.03.07
"იუმორი" გადაიქცა გასართობ პორტალად :)! დავამატე პარადოქსები და თავსატეხები.


14.03.07
დავამატე რუსული ანეკდოტები.


11.03.07
დავიწყე ინგლისური ვარიანტის კეთება. სუბ-ვები მზადაა, მარა დანარჩენზე ენთუზიაზმი არ იგრძნობა :(


10.03.07
დავამატე წერილი დიეტის შესახებ. 
ახალი ყურშა გვყავს - ესეც ნამდვილი სუპერღრუჩუნაა. აწი ორყურშიანი ლაშქრობები გვექნება.


08.03.07
8 მარტს გილოცავთ ქალებო! 


07.03.07
18 მოთხრობა რუსულ იუმორში. შაბლონების ახალი ხედვა :). საიტის სტუმრების რაოდენობა 100-ს გადასცდა. დროა ვიზრუნო პაპარაცებისგან თავდაცვაზე. მთვლელისთვის ხუთი თანრიგი ცოტა ხომ არაა? (ხოხ!).


05.03.07
ქართული მოთხრობუნიები. პატარა გადაკეთებები მაინც მიწევს გზადაგზა. 


04.03.07
რუსული სუბ-ვები მზადაა თავის ტემპლეიტებით და ლინკებით. ატვირთულია ფოტოალბომი და რაღაცეები. ვაი! არ გინდა ახლა ყველაფრის ორ-ორად წერა? მერე კიდევ სამ-სამად :(


03.03.07
მივხვდი როგორც იქნა, როგორ უნდა გაკეთდეს ლინკები მრავალენოვან საიტზე სხვადასხვა ენაზე. 50 სტუმარი. დედა, რა პოპულარული ვხდები!


02.03.07
გადავწყვიტე - ჩემი საიტი სამენოვანი უნდა იყოს. მე ის maxo127 კი აღარა ვარ! დავამატე ნიუსები (ეს გვერდი). ფრიად დამეხმარა ფრონტუსას ლოგები.


01.03.07
დავამატე ლადუშას (Alinux) ფოტოალბომი და ანეკდოტები. პატარა მივასწორ-მოვასწორე.


28.02.07
სტატია ლაშქრობაზე. 
მგონი სტრუქტურა გავიაზრე საბოლოოდ.


27.02.07
დავიბრუნე როგორც იქნა წიგნი. აღმოვაჩინე Publish Web, ლინკების ინტრუმენტები და ოხრად რაღაცეები. აგაშენა ღმერთმა. ცოტა დებილი კია ფრონტპეიჯი, მარა ზოგ რამეს კაცურად აკეთებს. შეიძლება ითქვას, ბევრ რამეს.


26.02.07
გავიგე მთვლელის დაყენება. დავაყენე კიდეც და ქვეყანას მოვდე. შედეგი - უკვე 20 სტუმარი. 


25.02.07
საიტმა საბოლოო სახე მიიღო. გვერდის შაბლონი, SharedBorders და რამე. უკვე ნამდვილი ვებდიზაინერი ვარ.


22.02.07
გადავწყვიტე მთვლელი დავაყენო. ვიპოვე კიდეც, მარა როგორ ყენდება ვერ გავიგე. HTML-ში დიდად მოვიკოჭლებ :(


21.02.07
ნაროდის გოიმური ფორუმის ნაცვლად ედუხას ფორუმი მივაბი. დიდი სვეტური არც ეგაა, მარა თავისზე უარესს ჯობია.


19.02.07
ვიღაცის საიტიდან უნამუსოდ მოვიპარე დიზაინი, გადავაკეთე, გადმოვაკეთე. საბოლოოდ სათაური და ღილაკებიღა შემრჩა. საიტი საიტს დაემგვანა. პირველი სტატია "როგორ დავსვათ შეკითხვა" და ფორუმზე მარიაჟობა.


18.02.07
აღმოვაჩინე ფრონტპეიჯი. გვერდებს ჯერ კიდევ ჩაქუჩით ვაჭედებ ერთმანეთზე. გავაკეთე ფოტოგალერეა და ავტვირთე. აფლოუდი 200 მბ/წმ-ია. არავის არ სჯერა!


14.02.07
ნაროდზე უნიკოდი არ მუშაობს. ფორუმი რაღაც დებილობაა. ფოტოალბომი - უფრო უარესი.


12.02.07
პირველი საიტის მაგვარი რაღაც. ნაჯახით და narod.ru-ს რედაქტორით გაკეთებული

 

დასაწყისი


 

Last Updated on Thursday, 19 September 2013 00:20