Home მხიარული გვერდები აფორიზმები ფრაზები (2)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია ჩავიდა. ათვალიერებენ, ხვდებიან, ომის წლებს იხსენებენ. საღამოს დელეგაციის წევრი ორი რაჭველი ვეტერანი არ ჩანს. ვერსად ვერ იპოვეს.

დილით ერთ-ერთი მოვიდა ტალახში ამოგანგლული.

- სადა ხართ, კაცო! - ეცა დელეგაციის ხელმძღვანელი.

- აქანა, ომის დროს ხიდის აფეთქება დაგვავალეს, და ვერ მოვასწარით მაშვინ, და ეხლა შევასრულეთ დავალება.

- რა დავალება, რის ხიდი, ხომ არ გაგიჟდი! მეორე სადაა?

- დეიღუპა გმირულად!

 


ფრაზები (2)

 

 

 

  1. შპს "ნოსტრადამუსი" გთავაზობთ მომსახურებას. დაგირეკავთ ჩვენ თვითონ.
  2. I'm not upset that you lied to me, I'm upset that from now on I can't believe you..
  3. – ჩვენს ახალ სამედიცინო ჟურნალში თქვენ წაიკითხავთ საუკეთესო დაავადებების შესახებ!
  4. ჩვენ ვემსახურებით იმათ, ვინც ხალხს ემსახურება...
  5. რატომ არ უშვებენ კატის საჭმელს თაგვის გემოთი?
  6. როგორც სჩანს, ქალები მართლა ან ჭკვიანები არიან, ან ლამაზები – გაცნობის საიტების ათვისება მხოლოდ ჭკვიანებმა შეძლეს.
  7. გამოიგონეს გამრავლების ახალი მეთოდი – კლონირება. ძველი მეთოდი რით არ მოსწონდათ?
  8. როცა პრობლემის გადაწყვეტას სულელი იწყებს, ვღებულობთ ორ პრობლემას.
  9. თავიდან ის რომანტიკოსი იყო. მერე გინეკოლოგი გახდა...
  10. თუ სისადმინი დილის 9 საათზე უკვე სამსახურშია, ესე იგი ის ჯერ კიდევ სამსახურშია.
  11. – რადაც არ უნდა დამიჯდეს, ყველას უნდა დაგიმტკიცოთ, რომ ფეხებზე მკიდია თქვენი აზრი!
  12. სალათში ჩარჭობამდე კოვზი კარგად გარეცხეთ. ახლა არ მკითხოთ, რატომ უნდა გარეცხოთ კოვზი კარგად!
  13. – ცხოვრებაში არ მნდომებია მუშაობა ისე, როგორც ეხლა არ მინდა.
  14. დაისაჯა ნებაყოფლობითი შესატანების გადახდის დაგვიანებისათვის...
  15. სამართალდამცველების მიერ ცოტა ხნით ნაპოვნი იქნა ჰეროინის მსხვილი პარტია.
  16. უსამართლობა – ეს არის, როცა სუსტები ატყუებენ ძლიერებს.
  17. უცნაური ხალხია ეს ბელორუსები – რამ დაარქმევინათ თავიანთი ქვეყნისთვის ტრაქტორის სახელი!
  18. მე ლიფტი არა ვარ, რომ ჩემი მოსვლა ყველას უხაროდეს.
  19. სტომატოლოგს ცხენი არ უნდა აჩუქო.
  20. გაყიდული კონვერტების რაოდენობის შეფარდება გაგზავნილი წერილების რაოდენობასთან არის კორუფციის რეალური მაჩვენებელი.
  21. გველები ბუღალტრებს არ კბენენ; კოლეგიალური ეთიკის საკითხია (სამსახურებრივი ფოლკლორი).
  22. ვინც ყველაფერს კრძალავს, იმისთვის ყველაფერი ნებადართულია.
  23. იყო ერთი პროგრამისტი. ჰყავდა ორი შვილი – ვალიკო და ნოთვალიკო...
  24. ცხოვრებაში მუქ ზოლებს ვერ აიცილებ, სამაგიეროდ შეგიძლია მათი სიგანე არეგულირო.
  25. გაფრთხილება ძაღლის ყოლის მსურველთათვის: არ გეგონოთ, რომ ძაღლი თქვენს საოჯახო ბიუჯეტში განათლების ან კულტურის ადგილს დაიკავებს!
  26. კალორიები – პატარა მავნებლებია, რომლებიც ღამღამობით მოდიან და თქვენს ტანსაცმელს ავიწროებენ.
  27. ვირუსი ანტივირუსისგან იმით განსხვავდება, რომ უფასოა.
  28. ფასიანი მედიცინის მთავარი მიზანია მწვავე ფორმის ქრონიკულში გადაყვანა.
  29. კატამ მოხარშვისას რომ არ იფართხალოს, სარეცხის სარჭებით მიამაგრეთ ქვაბის კედლებზე ულვაშებით, თათებით და კუდით.
  30. კანგამსკდარი პომიდორი რომ არ დაობდეს, მოაყარეთ მარილი და შეჭამეთ.
  31. – მართლა გგონიათ, რომ მაუსს თუ მაგიდაზე ატრიალებთ, კომპიუტერი უფრო სწრაფად ჩაიტვირთება?
  32. თუ ზეთი დაგეღვარათ და გინდათ ისევ ქილაში მოაგროვოთ, მოგიწევთ თერმოდინამიკის მეორე კანონის დარღვევა. სხვანაირად არ გამოვა.
  33. როგორც იქნა, გადათარგმნეს ქართულად "კამასუტრა". კარგი გამოვიდა. განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც ეკონომიკურ აღმავლობასა და აფხაზეთის დაბრუნებაზეა საუბარი.
  34. წარწერა ჭიშკარზე: "ფრთხილად, ეზოში ავი @!"
  35. პრობლემის სამთავრობო გადაწყვეტა ამ პრობლემაზე უარესი გამოდგა...
  36. მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური ეფექტის მოსახდენად ყირგიზეთის არმიის მეომრებს ურჩევენ არ გამოიძინონ.
  37. ადამიანი – ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღებაც მოხერხდა მაიმუნისაგან.
  38. სულელები ჩივიან იმაზე, რომ ქვეყანა სულელებითაა სავსე; ჭკვიანები სარგებლობენ ამით.
  39. საყვარლის შენახვა ძვირი ჯდება; ჯობია ცოლად მოიყვანო.
  40. კაცი თავისი ცხოვრების მესამედს საწოლში ატარებს. დანარჩენი ორი მესამედი – ამ საწოლში ვინმეს შეტყუებაზე ჩალიჩობს.
  41. – ქალიშვილო, აქ სადმე ჩემი თეთრი ცხენი ხომ არ გინახავთ?
  42. ვიმუშავებ "მაკდონალდსში" შეფ–მზარეულად!
  43. რასაც ფიქრობ იმის ლაპარაკი ძნელი არ არის, მაგრამ მტკივნეულია.
  44. გერმანული პორნოფილმების უმეტესობა თურმე რეალურ ისტორიებზეა აგებული.
  45. სამსახურში ისეთი მოწყენილობაა, რომ გასართობად პრინტერის ინსტრუქციებს კითხულობენ.
  46. ჩაფიქრებული კოდალა გაერთო და მეორე მხარეს გადავარდა...
  47. – ქალიშვილო, როგორ არ გრცხვენიათ – ეს რა აზრები გამოიწვიეთ ჩემში!
  48. – ჩვენი კატლეტები არ შეიცავს სოიოს – ისინი მთლიანად დამზადებულია სოიოს შემცვლელებისაგან!
  49. მწერლები ერთ დღესაც ვერ ძლებენ რამე რომ არ დაწერონ. ყველა არა. კარგები – ძლებენ.
  50. ქალის გასაჩუმებლად არსებობს რამდენიმე მეთოდი. არცერთი არ შველის.
  51. ჰიპოკრატეს ფიცის ახალი რედაქცია ასე იწყება: "– მათ, ვისაც აქვს პოლისი..."
  52. – ისეთი უზრდელი ვინმეა, ვინდოუსიც კი აღარ ესალმება...
  53. გაკვეთისას გვამი შეირხა და ნამძინარევი ხმით სთხოვა ქირურგებს წესიერად მოქცეულიყვნენ.
  54. – ცხოვრება მოკლეა. ცოტაც მოითმინე!...
  55. სერიალის მსახიობები რა ცოდვები არიან: კინოში მოკვდები – რეალში სამსახურს კარგავ...
  56. თავგადასავლებს გული ითხოვს, მაგრამ სულ სხვა ორგანო ღებულობს.
  57. გულისხმობს თუ არა არჩევანის თავისუფლება არჩევანზე უარის თქმის უფლებას?
  58. ცოტა სასმელი უვნებელია ნებისმიერი რაოდენობით...
  59. – დედამიწა 30–ჯერ ჩქარა რომ ტრიალებდეს, ყოველდღე მივიღებდით ხელფასს?
  60. ახალი ექსტრიმი: ღია კარის დღე ზოოპარკში!
  61. – ვიყიდე გასაბერი ქალი. გამოშვების თარიღის მიხედვით – მერწყულია.
  62. ზოგი მანქანის გასაღები ზოგი ქალის გულს აღებს.
  63. ერთი ქილა მურაბა და ერთი ქილა ნეხვი – ორი ქილა ნეხვია. ორი ქილა მურაბა და ერთი ქილა ნეხვი – სამი ქილა ნეხვია...
  64. ღიმილის ხანგრძლივობა 5,22 წმ - არაფერი სტანდარტი ეგ არ არის!...
  65. განმნაღმველები ნელა დადიან, მაგრამ ჯობია არ გაუსწრო!
  66. – გუშინ ზოოპარკში ორნახევარი ბოროტმოქმედი ვეფხვის მოპარვას ცდილობდა...
  67. უფსკრულში ვარდნის ცუდი მხარე ის არის, რომ ბოლობოლო ფსკერი მაინც აღმოჩნდება.
  68. – ფრთხილად – კარები არ იხურება!
  69. მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა მხეცურად დახოცეს ოკუპანტები.
  70. თუ ბედნიერი ხარ, და ეს დიდი ხანია გრძელდება, ესე იგი რაღაცას გიმალავენ.
  71. არ არის სწორი, რომ ცოლიანი მამაკაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ – ეს მათ ეჩვენებათ ასე.
  72. ქალში ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს – სულიც, აზრებიც და რაც ეხლა თქვენ იფიქრეთ ისიც.
  73. ჩატარდა პესიმისტთა პირველი ყრილობა. გადაწყვიტეს მეტი ყრილობა აღარ ჩაატარონ.
  74. – იყიდეთ ჩვენთან ერთი სამის ფასად და მეორეს მიიღებთ უფასოდ!
  75. – ჩემს ოჯახში მე ვარ უფროსი! ასე გადაწყვიტა ჩემმა ცოლმა.
  76. პრესა არის ხალხთან უსაფრთხო სექსის საშუალება ხელისუფლებისათვის.
  77. ყველაფერს მარტივად უნდა უყურო. მაგრამ ეს არც ისე მარტივია!
  78. – რა სწრაფად გარბის დრო – ჯერ არ გამიღვიძია და უკვე სამსახურში დავაგვიანე!
  79. შეცდომების თავიდან აცილებით თქვენ კარგავთ ძვირფას გამოცდილებას.
  80. ხვალ დღეს იქნება გუშინ.
  81. სიყვარულის ევოლუცია – ვერ ვამჩნევთ ნაკლს, ვამჩნევთ ნაკლს, ვეგუებით ნაკლს, ვამჩნევთ ღირსებებს, ვაფასებთ ღირსებებს, ვეგუებით ღირსებებს...
  82. სტატისტიკის მიხედვით ყოველ ათ ქალზე მოდის დაახლოებით ორასი ფრჩხილი.
  83. – რატომ ალაგებ მაგიდას, კომპიუტერი გაგიფუჭდა?
  84. სიბნელეც სინათლის სიჩქარით მოძრაობს, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით.
  85. ავტობუსმა რომ გაიგო ცოლი ღალატობდა, დასაბმელი გახდა.
  86. – კაპიტანო, რატომ კიდია ყველა კაიუტაში აივაზოვსკის სურათები?!
  87. ზღვის ვარსკვლავს ტვინი არ ჰქონია. თუმცა ჩვენს ვარსკვლავებს მაგით დიდად ვერ გააკვირვებ.
  88. It's easier to ask for forgiveness than it is to get permission.
  89. ქალები არსებობენ სულელები, უფრო სულელები და ჯობდა სულელი ყოფილიყო.
  90. ამერიკული ოცნება – იყო მდიდარი – სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ ყოფილა გავრცელებული.
  91. ქალებს მამაკაცებში მოსწონთ მეორადი სასქესო ნიშნები – მანქანა, სახლი, ხელფასი...
  92. თუ დიეტაზე ხართ და საჭმელი არ გყოფნით, სცადეთ ორი ან სამი დიეტა ერთდროულად.
  93. – ვყიდი სიგნალიზაციას. სულ ახალია. ვერ მოვასწარი დაყენება...
  94. – განგკურნავთ ყველა დაავადებისაგან ერთ სეანსში. მუდმივი კლიენტებისათვის – ფასდაკლება!
  95. არ მოკლა უცხოპლანეტელი, თორემ დაგიჭერენ და ჩაგსვამენ. ფსიქიატრიულში.
  96. ცხოვრება – თამაშია. არაუშავს გრაფიკით და იდიოტური გეიმპლეით. ახალ ექაუნთსაც ვერ გახსნი...
  97. მუნჯი ყრუს უყვებოდა, როგორ დაინახა ბრმამ, რომ უფეხო წყალზე დადიოდა (ჭორის ძველებრაული განმარტება).
  98. დღე კარგად იწყება – ავდექი, პირი დავიბანე, დავლიე ყავა და წავედი სახლში.
  99. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. 51 წელი, მაგალითად – უნაშთოდ იყოფა 17–ზე.
  100. მე ვსვამ ცოტას. მაგრამ როცა დავლევ, სხვა ადამიანი ვხდები. ის სხვა კი – ბევრს სვამს...