Home მხიარული გვერდები უნიები IT–ისტორიები (საპორტის ცხოვრებიდან)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

ორი ნარკომანი ტყეში მიდის. ერთს რაღაც მოუნდა და ბუჩქებში გადავიდა. ცოტა ხანში იქიდან იძახის:

- ქაღალდი არა გაქვს?

- კარგი რა, ბიჭო, დატოვე და წამოდი!

 


IT–ისტორიები (საპორტის ცხოვრებიდან) PDF Print E-mail
Written by Administrator   
Friday, 10 July 2009 16:22

 

რა კარგია პანელზე!...

 

რეკავს ოპერატორი რაიონიდან.

ერთ ჩვენგანს უსწავლებია ტოტალ–კომანდერით ფაილის გადაწერა: "დადგები მარცხენა პანელზე, გადაათრევ მარჯვენაზე და ა. შ".

ჰოდა ეხლა რომ სცადა, ტოტალში სხვა ფოლდერი აღმოჩნდა გახსნილი, ვერ იპოვა ის ფაილი და რეკავს. ტელეფონი სხვამ აიღო, უსერი კი აგრძელებს იმასთან დაწყებულ საუბარს:

– აი ვდგავარ პანელზე, მაგრამ არაფერი არ მიჩანს!

– რა არ გიჩანს? - დაიბნა სუპორტი. წინაისტორია ჯერ არ იცოდა.

– არაფერი! არა, არაფერი როგორ არა, მაგრამ მე რაც მინდა ის არ მიჩანს!

  

 


 

როგორ უნდა გაუფრთხილდე UPS–ს

 

რეკავს მომხმარებელი:

– დენი ჩაგვიქრა ოფისში, მაშინვე UPS–ს მივვარდი და გამოვრთე, კომპიუტერიც გაითიშა, ინკასაცია კი არ მქონდა გაკეთებული და ახლა ვერ ვპულობ რასაც ვაკეთებდი...

 

 


 

ორი ერთში

 

(ორგანიზაციაში იდგა მძლავრი UPS, და ორგტექნიკისათვის გაყვანილი იყო განცალკევებული 220-ვოლტიანი კვება, ცალკე შტეპსელებით, სადაც მკაცრად აკრძალული გვქონდა სხვა მოწყობილობების ჩართვა, ძირითადად იმისათვის, რომ ჩაიდნები, გამათბობლები და ეგეთები არ ჩაერთოთ).

 

რეკავს უზერი:

– პრინტერი სადაცაა ჩართული იქ ტელეფონის დამტენი რომ შევაერთო შეიძლება?

– შეიძლება.

ცოტა ხანში:

– პრინტერი არ ბეჭდავს!

დისტანციურად არ ეშველა, მივდივართ ადგილზე:

– ეს რა არის? პრინტერის მაგივრად დამტენი გაქვს შეერთებული?

– კი. თქვენ არ მითხარით შეიძლებაო?

 

 


 

ჩვენც ვიცით ეგეთები

 

რეკავს ედვენსედ უზერი (რაიონიდან):

– კარტრიჯს ვცვლიდით პრინტერში, სხვანაირი იყო - რაღაც გამოშვერილი უშლიდა და არ ჩადიოდა, ის მოვამტვრიეთ და ჩავდგით. მაინც არ ბეჭდავს და რა ვქნათ?

 

 


არ გააკეთო დასკვნები, სანამ ბოლომდე არ მოუსმენ...

 

შემოდის მომხმარებელი გოგონა, კარებთანვე მორცხვად ჩერდება და გაუბედავად ამბობს:

– ჩემი დედა...

ყველამ თავები ავწიეთ და მივაჩერდით. ჩამოვარდა სიჩუმე.

მომხმარებელი კიდევ უფრო დაიბნა და ისევ დაიწყო ცრემლნარევი ხმით: 

– ჩემი დედა... ალიკას დედის...

როგორც იქნა დავამშვიდეთ და გავარკვიეთ რის თქმა უნდოდა: ჩემი D-დან ალიკას D–დისკზე რაღაცის გადაწერა მინდა ქსელით და ვერ ვწერო...

 

 


 

ნუ უყურებთ ამერიკულ ფილმებს

 

 - მითხარით რა აი ის როგორ უნდა - ვინმეს სახელს და გვარს რომ შეიყვან კომპიუტერში და სად მუშაობს და ყველაფერს რომ დაგიწერს?...

 

 


 

საპორტის შურისძიება

 

ბუღალტერიის მიერ მიყენებული მორალური ზიანის სანაცვლოდ ერთმა თანამშრომელმა სამსახურში 15 წუთით ადრე მოსვლაც არ დაიზარა და ბუღალტრებს კლავიატურები შეუცვალა ერთმანეთში. ნახევარი დღე მაინც ბუღალტერიაში დაბნეული სიჩუმე იდგა - თითქოს ყველაფერი მუშაობდა, მაგრამ რაღაც სხვანაირად იყო...

 

 

 


 

სანამ შენ აქ არა ხარ...

 

- ალო, ბაზაში ვერ შევდივარ, მიწერს პაროლი არასწორიაო!

- "კაპსლოქი" ხომ არ არის ჩართული?

- არ ვიცი, შვებულებაში ვიყავი, დღეს გამოვედი... 

 

 


 

დებილი ხარ?

 

- ალო, კომპიუტერი არ მუშაობს, ჩავრთე და არაფერს არ აჩვენებს!

- მონიტორი ჩართულია?

- აა... კი, ახლა აჩვენებს...

 

საუბრის სრული შინაარსი ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ. და გავოცდით:

- ბიჭო, შენ დებილი ხარ? რამ მოგაფიქრა მაგის კითხვა?

 

 


 

ცეკვა "პაროლური"

 

ერთ შენობაში, სადაც სხვადასხვა წვრილი ფირმები იყო და უამრავი მიმსვლელ-მომსვლელი, ტუალეტზე ელექტროსაკეტი დააყენეს უცხოების მოძრაობის აღსაკვეთად. საკეტი ბარათებით იღებოდა, რომელთაც ადმინისტრაცია ურიგებდა "სანქცირებულ" თანამშრომლებს - მათ, ვინც ყოველთვიურად იხდიდა ტუალეტის გადასახადს. დანარჩენები (ადგილობრივ ფოლკლორში მათ პარტიზანებს ეძახდნენ) უცნობია როგორ წყვეტდნენ ამ ზოგადსაკაცობრიო პრობლემას.

 

ბარათის გარდა საკეტს კლავიატურაც ჰქონდა და იღებოდა პაროლით, რომელიც თავიდან სულ რამდენიმე კაცმა იცოდა, ცოტა ხანში კი, როგორც წესი და რიგია, გაბაზრდა და ტუალეტი რაღაც ისეთს დაემსგავსა, მარტივად რომ არ აღიწერება.

 

ადმინისტრაციამ გვთხოვა საერთოდ გაგვეუქმებინა პაროლი. ჩვენც გავაუქმეთ.

 

ტუალეტში, ცხადია, სანამ კარგად არ გაუჭირდება არავინ მიდის. კორიდორში კი კამერა ეყენა, რომელთანაც ჩვენც გვქონდა წვდომა, და მოცლილობისას ვუყურებდით როგორი ჯგუფური ცეკვები მიმდინარეობდა ტუალეტის კარებთან პარტიზანების შესრულებით. 

 

 


 

რომელ პასიანსს თამაშობს მენეჯერი?

 

ორგანიზაციაში, სადაც IT მომსახურება აუთსორსინგით გვქონდა აღებული, მენეჯერმა გვთხოვა მოგვეწესრიგებინა ერთი პროგრამა, რომლითაც თანამშრომლების დესკტოპების ყურება უნდა შეძლებოდა მენეჯერს. ეს იყო S-Omny, ცნობილი Radmin-ის მსგავსი, ფასიანი (საკმაოდ დიდფასიანი თან) პროგრამა, რომელიც ადრე "ჩვენმა სპეციალისტებმა მაყიდინეს, მაგრამ თავი ვერ მოაბესო".

 

პროგრამის დისკზე ორი ფაილი ეწერა - სერვერი და კლიენტი. "პრობლემის" შესწავლისას გაირკვა, რომ ამ "სპეციალისტებს" სერვერი მენეჯერთან დაუყენებიათ, კლიენტები კი - თანამშომლებთან (ალბათ რესპექტაბელობის მოსაზრებით), და თანამშრომლებმა არ იცოდნენ, თორემ თეორიულად (რამდენიმე მარტივი მანიპულაციის შემდეგ) ყველა მათგანს შეეძლო მენეჯერის დესკტოპის "მეთვალყურეობა".

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

Last Updated on Saturday, 17 September 2016 11:45