Home მხიარული გვერდები ტვინსაბურღები ამოცანები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

გონზე მოსული კაცი ხედავს თეთრხალათიანებს, თეთრ კედლებს...

- რა ხდება, სადა ვარ?

- დამშვიდდით! თქვენ ავარიაში მოყევით.

- აა, ესე იგი საავადმყოფოში ვარ?

- მმ... ნაწილობრივ...

 


PDF Print E-mail
Written by Administrator   
Saturday, 15 August 2009 19:45
 
ამოცანები

პასუხის სანახავად ჩხვლიტეთ სიტყვაზე პასუხი.
 
 
არასერიოზულ ამოცანებს პასუხის ბოლოში სმაილები აქვთ :)
 

1. ანეკდოტად ყვებოდნენ, თუ როგორ მონაწილეობდა "ქერათმიანი გოგონა" ვიქტორინაში, და ვერ პასუხობდა ელემენტარულ კითხვებს:

1. რამდენ წელს გრძელდებოდა ასწლიანი ომი?

a - 116

b - 99

c - 100

d - 150

გოგონამ გამოტოვა კითხვა. 

2. რომელ ქვეყანაში გამოიგონეს პანამა (ქუდი)?

a - ბრაზილიაში

b - პანამაში

c - ჩილიში

d - ეკვადორში

გოგონა ითხოვს დარბაზის დახმარებას.

3. რომელ თვეში აღნიშნავდნენ სსრკ-ში ოქტომბრის რევოლუციას?

a - იანვარში

b - სექტემბერში

c - ოქტომბერში

d - ნოემბერში

გოგონა თხოვს უნივერსიტეტის ლექტორთა დახმარებას.

4. რა ერქვა მეფე გეორგ VI-ს?

a - ალბერტი

b - გეორგი

c - მანუელი

d - ფრიდრიხი

გოგონა ითხოვს სამკითხაო ბანქოს.

5. რომელი ცხოველის სახელი ჰქვია კანარის კუნძულებს?

a - იადონის (კანარის ჩიტის)

b - კენგურუს

c - სელაპის

d - თუთიყუშის

გოგონა გადის თამაშიდან.



შეეცადეთ გასცეთ პასუხი ამ კითხვებს და წინასწარ ნუ იხითხითებთ :)

 

 

პასუხი 1:

 

პასუხი 2:

 

პასუხი 3:

 

პასუხი 4:

 

პასუხი 5:

 

 

 

 


 

 
2. რამდენი ძაღლი მისდევდა ბიჭუნას, თუ ცნობილია, რომ მათი თათების რაოდენობა კუდების რაოდენობის ტოლი იყო? (ი. სუხინი)

პასუხი:

 

 

 

 


 


3. დაძაბული საფეხბურთო მატჩი ფრედ მთავრდებოდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი, რამაც სულაც არ გამოიწვია მისი თანაგუნდელების აღფრთოვანება. რატომ? (
ი. სუხინი)

 


პასუხი:

 

 

 

 


 

 
4. ჩვეულებრივი მოკვდავი მას ხშირად ხედავს, მეფე - იშვიათად, ღმერთი კი - არასოდეს. ვის?

 


პასუხი:

  

 

 

 


 


5. მას ის ყიდულობს, ვისაც არ სჭირდება, ვისაც სჭირდება იმისთვის კი სულ ერთია. რა არის?

მგრძნობიარე ნატურებმა პასუხი არ ნახონ!

პასუხი:

 

 

 

 


 


6. გვაქვს ფანქარი, საშლელი, სახაზავი და ფარგალი. რა არის კიდევ საჭირო იმისათვის, რომ ფურცელზე წრეწირი დავხაზოთ?

პასუხი:

 

 

 

 

 

 


 


7. რა საშინელებაა - ეუბნება გოგონა დაქალს - გუშინწინ 18 წლის ვიყავი, წელს კი 20 შემისრულდება.

რა რიცხვი იყო იმ დღეს?

პასუხი:

 

 

 

 


 

 
8. სახლს ოთხივე კედელში თითო ფანჯარა აქვს. ყველა ფანჯარა სამხრეთით იყურება. ერთ ფანჯარასთან დათვი დასუნსულებს.

რა ფერისაა დათვი?

პასუხი:

  

 

 

 


 


9. ორ ბავშვს ნაყინის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ერთს 30 თეთრი აკლდებოდა, მეორეს კი - 1 თეთრი. მაშინ მათ გადაწყვიტეს საერთო ძალებით ეყიდათ 1 ნაყინი და გაეყოთ, მაგრამ როცა შეაგროვეს ფული, აღმოჩნდა, რომ მაინც არ ჰყოფნიდა ერთ ნაყინს. რა ღირდა ნაყინი?

პასუხი:


 

 


 


10. ახლა კი - ისე გასართობი (სურვილის შემთხვევაში ამოცანადაც გამოდგება :)))

 
1. აიღეთ თქვენი ტელეფონის 6-ნიშნა ნომერი
2. მოიმარჯვეთ კალკულატორი (სურვილის შემთხვევაში ზეპირადაც შეიძლება :)))
3. აიღეთ ნომრის პირველი 3 ციფრი
4. გაამრავლეთ 80-ზე
5. მიუმატეთ 1
6. გაამრავლეთ 250-ზე
7. მიუმატეთ თქვენი ნომრის დანარჩენი 3 ციფრი
8. მიუმატეთ იგივე 3 ციფრი კიდევ ერთხელ
9. გამოაკელით 250
10. გაყავით 2-ზე

მიღებული რიცხვი თქვენს სატელეფონო ინდექსთან ერთად გამომიგზავნეთ ელფოსტით და მე გადმოგირეკავთ :)

ჰო, მართლა:

 
11. დაფიქრდით რა მოხდა :D

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ აქ რაღაც მამაძაღლობაა, ნუ შეშინდებით - გამოტოვეთ 5 და 9 პუნქტები და ისე გააკეთეთ.

 

 


 


11. რა სიჩქარით უნდა გარბოდეს კატა, რომ არ ესმოდეს მის კუდზე გამობმული კონსერვის ქილის ჟღარუნი?

პასუხი:

 

  

 

 


 


12. გვაქვს ორი ჭურჭელი - ერთში 10 ლ წყალია, მეორეში - 10 ლ სპირტი. გადაასხეს 300 გრ წყალი სპირტში, კარგად აურიეს და ისევ უკან გადმოასხეს, ისევ 300 გრ ნარევი. ახლა პირველ ჭურჭელში მეტი სპირტია თუ მეორე ჭურჭელში - წყალი?

პასუხი:

 

  

 

 


 


13. მიწაშია, მწვანეა და კენჭებს ყლაპავს. რა არის?

პასუხი:

 

 

 

 


 


14. გვაქვს 10 ტომარა, სავსე მონეტებით, და სასწორი. ერთ ტომარაში ყალბი მონეტებია და თითო 1 გრამით ნაკლებს იწონის, ნამდვილი მონეტა კი 10-გრამიანია. შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის ტომრიდან ნებისმიერი რაოდენობის მონეტების ამოღება და აწონვა. საჭიროა ერთი აწონვით გავიგოთ, რომელ ტომარაშია ყალბი მონეტები.

პასუხი:

 

 

 

 


 


15. რამდენი დაბადების დღე აქვს საშუალოსტატისტიკურ ადამიანს?

პასუხი:

  

 

 

 


 


16. პატარა, რბილი და სწორი X - რა არის?

პასუხი:

  

 

 

 


 


17. შეიძლება ეს სიმართლე იყოს? თუ გეომეტრიის კანონები დგება თავდაყირა?

 


triangle

 

 

 

არადა, თქვენ შეგიძლიათ დაბეჭდოთ ან გადახაზოთ ეს სურათი, დაჭრათ და ნახოთ - ეს ორი სამკუთხედი მართლაც ერთიდაიმავე ნაწილებისგანაა აწყობილი.

პასუხი:

  

 

 


 


18. 100 მ სიმაღლის შვეულ კლდეზე, რომელზეც მხოლოდ თოკით შეიძლება ჩასვლა, დგას ალპინისტი, რომელსაც აქვს 75 მ სიგრძის თოკი და დანა. კლდის შუაში, 50 მ სიმაღლეზე არის ხე, რომელზეც შეიძლება გაჩერება. როგორ უნდა დაეშვას ალპინისტი?

პასუხი:
  

 


  

19. კატანახევარი საათნახევარში თაგვნახევარს ჭამს. რამდენ თაგვს ჭამს ერთი კატა ერთ საათში?

პასუხი:

  

 

 


 

 

 

20. როგორ შეიძლება ინსტრუმენტების გამოუყენებლად დავანგრიოთ 15 მ სიგრძის და 3 მ სიმაღლის ბეტონის კედელი, რომელიც 2 ტონას იწონის?

  

პასუხი:

  

 

 


 

 

 

21. ერთ ოთახში სამი ნათურაა, მეორეში კი – ამ ნათურების სამი ჩამრთველი – ყოველი ნათურა თავისი ჩამრთველით ინთება. ვართ ჩამრთველებიან ოთახში. როგორ გავიგოთ რომელი ჩამრთველი რომელი ნათურისაა, თუ ნათურებიან ოთახში მხოლოდ ერთხელ გვაქვს შესვლის უფლება, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ჩამრთველებთან შეხება აღარ შეიძლება?

 

პასუხი:

  

 

 


  

21. რამდენი ყვავილი (და რომელი) მაქვს მე, თუ ორის გარდა ყველა ვარდია, ასევე ორის გარდა ყველა ტიტაა, და ორის გარდა ყველა ზამბახია?

 

 

 

 

პასუხი:

 

  

 


 

22. იყო ერთი ავადმყოფი, რომელსაც ჰქონდა ორი წამალი, ვთქვათ A და B – ერთნაირი აბები ორ ქილაში, და რომ არ მომკვდარიყო, აუცილებლად უნდა შეეჭამა დღეში თითო აბი თითო ქილიდან; ამასთან, რომელიმე აბი ორი რომ შეეჭამა, მაშინაც მოკვდებოდა.

 

ერთხელ მან ხელისგულზე A ქილიდან გადმოაგდო ერთი აბი, და B–დან რომ აგდებდა, ორი გადმოვარდა. ახლა მას სამი ერთნაირი აბი ედო ხელისგულზე – ერთი A და ორი B, მაგრამ რომელი რომელი იყო, არ იცოდა. 

 

ის ავადმყოფი დღესაც ცოცხალია (ჰეპი ენდ :)

 

როგორ მოახერხა მან მდგომარეობიდან გამოსვლა?

 

 

პასუხი:
 

 

 

 


 23. გზაზე მიდის სამი კუ. წინა კუ ამბობს – ჩემს უკან ორი კუ მოდისო. შუა კუ ამბობს – ჩემს წინ ერთი კუ მიდის და უკანაც ერთი მოდისო, უკანა კუ კი ამბობს – ჩემს წინ ორი კუ მიდის და უკანაც ორი კუ მოდისო.

 

როგორ ახსნით ამას?

  

პასუხი:

 

  

 


 

24. რამდენი კვერცხის შეჭმა შეიძლება უზმოზე?

 

 

პასუხი:

 

 

 


 

25. აგური იწონის ერთ კილოგრამს და კიდევ ნახევარ აგურს. რამდენს იწონის აგური?

 

პასუხი:

 

 

 


 

26. რისი შეჭმა არ შეიძლება საუზმეზე?

  

პასუხი:

 

 

 

 


  

27. როგორი ცხენი ხედავს წინ და უკან ერთნაირად (თავის მოუბრუნებლად)?

 

პასუხი:

 

 

 


 

28. რა არის 90-60-90?

  

პასუხი:

  

 

 


 

29. რომელი სიტყვაა ყოველთვის სწორი?

 

პასუხი:




 


  

30. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც დედამიწას შემოურბენს ეკვატორზე. მისი თავი ამ დროს გაივლის უფრო მეტ მანძილს, ვიდრე ფეხები. მაგრამ რამდენით მეტს?

 

 

პასუხი:



 


 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

The end

 

 

 

Last Updated on Monday, 23 October 2017 00:05