Home მხიარული გვერდები უნიები მოშაირე ალექსი

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

– შვილო, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და მე გაძლევ უფლებას სიგარეტი მოსწიო!

– გმადლობ, მამიკო, უკვე ორი წელია მოწევას თავი დავანებე.

 


 

PDF Print E-mail
Written by Administrator   
Saturday, 15 August 2009 22:50
მოშაირე ალექსი
(Based on wverebiani anekdoti)


ერთხელ პატარა ალექსა ქართულის მასწავლებელმა გამოიძახა და ალერსიანად მიმართა:

- აბა ალექსი, გვითხარი ლექსი!
 
ქართულის მასწავლებელი ლექსებს ჩუმჩუმადაც კი არ წერდა. არც ახლა მოსვლია მუზა. ისე, შემთხვევით შემოერითმა. არც შეუმჩნევია.

- გახტა-გამოხტა კურდღელი, ******** დედის ****** - წაიბურდღუნა ალექსამ.

არა, იმიტომ კი არა რომ უზრდელი და ცუდი ბავშვი იყო. ყოველ შემთხვევაში არა მარტო ამიტომ. უბრალოდ, იფიქრა - მეშაირებაო.

შაირები კი ბევრი იცოდა, ოღონდ დიქცია არ უვარგოდა.

მასწავლებელს არ უფიქრია - მეშაირებაო, არც ის უფიქრია - ალექსამ იფიქრა, ვეშაირებიო, და გაბრაზდა. კაცმა რომ თქვას, რაც არ უნდა ეფიქრა (ან რაც არ უნდა არ ეფიქრა), მაინც გაბრაზდებოდა. ასე, რომ შედეგი იგივე იქნებოდა. ან რა გიკვირთ – აბა ყოფილიყავით
ქართულის მასწავლებლის ადგილზე, თუ არ გაბრაზდებოდით.

როცა მასწავლებელი ბრაზდება (მოსწავლეზე, რა თქმა უნდა) მშობელს იძახებს ხოლმე. ასეთია წესი.

მოვიდა მიხო - ალექსას მამა. მასწავლებელმა ჩააყენა საქმის კურსში. საქმის კურსში ჩაყენებული მიხო გაბრაზდა, მასწავლებლის არ იყოს, და, როგორც წესი და რიგია, ალექსას მშობელი გამოიძახა (ვირტუალურად).

ნუ, მე შენი დედა ასე და ისეო, ამ ანგელოზივით ქალს რაღა ეგ უთხარიო, მასწავლებელი მაინც არ იყოსო, "აქეთ ფიცარი იქეთ ფიცარი" მაინც გეთქვაო, რა დროს შენი დედამისიაო, თვითონ რაო ვითომო და ა. შ.
მოკლედ, მაგრად შეჯორა. ანუ ჩვენებურად, გლეხურად რომ ვთქვათ – პედაგოგიურ–აღმზრდელობითი სამუშაოები ჩაუტარა ფოლკლორული მასალების ციტირებით და თავისი პოზიციის მტკიცედ დაფიქსირებით.

როცა მასწავლებელი ბოლოსდაბოლოს გაერკვა მიხოს პოზიციაში, იმდენად შორს აღმოჩნდა მისი (პოზიციის) გაზიარებისაგან, რომ მის (მასწავლებლის) აღშფოთებას საზღვარი არა ჰქონდა. როცა მასწავლებლის აღშფოთებას საზღვარი არა აქვს, ის კივილს იწყებს ხოლმე. ასეთი წესი არ არსებობს, მაგრამ კანონზომიერი კი არის, გარკვეულწილად.

კივილზე შემოვარდა დირექტორი (არც ეს არის წესი, ალექსას სკოლაში კი გამონაკლისი უფროა, იმიტომ რომ დირექტორი მსუქანია და მელოტი და სად შეუძლია ამდენი სირბილი; ყველა დაკივლებაზე, ანუ. მაგრამ ეს მასწავლებელი ახალგაზრდა იყო და, სიმპათიური კი არადა... ქართულს ასწავლიდა, ჰო!), რომელიც მასწავლებელმა დაუყოვნებლივ (აფსუს, როგორ გამომრჩა ეს სიტყვა ადრე!) ჩააყენა საქმის კურსში.

დირექტორმა ამრეზით შეხედა ალექსას,
შემდეგ მასწავლებელს, შემდეგ მის (ალექსას) მამას - მიხოს, გაიხსენა მისი (მიხოს) ცოლი, შემდეგ ისევ მის (მიხოს, მიხოს ცოლის) შვილს შეხედა, შემდეგ მასწავლებელს, შემდეგ კიდევ მასწავლებელს, მერე თვალები მაღლა აღაპყრო (შეიძლება ხელებიც) და ასე სთქვა:

- დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო!

- მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო... - რეფლექსურად წამოიწყო შეფიქრიანებულმა ალექსამ, მაგრამ სამი სხვადასხვა მხრიდან მის მიმართ გამოყენებული ზემოქმედებების მრავალფეროვნებით დაბნეული, დადუმდა.

. . . . . . . . . . . . .

თუ როგორ დამთავრდა ეს ამბავი, შეიძლება საინტერესოა, მაგრამ სასაცილო ნამდვილად არ არის. არადა, მაგისთვის ვწერდი თავიდან, ნამდვილად. Cry
Last Updated on Sunday, 16 February 2014 14:28