Home მხიარული გვერდები ტვინსაბურღები პარადოქსები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

რეკლამა ვნახე - ნახევრადშიშველი ქალი ეხატა და ტელეფონის ნომერი, იქვე წარწერა: "ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე". დავრეკე; მინდოდა ჰეტეროგენულ ქსელებში IP-მარშრუტიზაციის თაობაზე მესაუბრა. შენც არ მომიკვდე - ეგ ქალი არაფრის აზრზე არ იყო.

უსინდისოდ იტყუებინ ეს რეკლამები...

 


პარადოქსები PDF Print E-mail
Written by Administrator   
Saturday, 15 August 2009 19:45
 
 
პარადოქსები

პასუხის სანახავად ჩხვლიტეთ სიტყვაზე პასუხი.

 


 

1.

 

170b

 

 

 

რომელი კვადრატია უფრო მუქი - A თუ B?

 

პასუხი:

 

 


 

2. დაბადების დღის წინ ქმარი ეუბნება ცოლს:

- მე შენთვის სიურპრიზი მაქვს. დაბადების დღეს მოულოდნელი საჩუქარი უნდა გაჩუქო - სწორედ ის ყელსაბამი, რომელიც მაშინ ნახე იუველირთან და მოგეწონა.

ქალი საგონებელში ჩავარდა; ერთის მხრივ, მისი ქმარი სიტყვას ყოველთვის ასრულებს, და ამჯერადაც შეასრულებს - აჩუქებს მას ყელსაბამს. მეორის მხრივ - საჩუქარი მოულოდნელი უნდა იყოს, ანუ ეს არ იქნება ის ყელსაბამი - ამ შემთხვევაში ქმარი სიტყვას გატეხს (მოულოდნელობის თვალსაზრისით), რაც მას არ სჩვევია. ისე გამოდის, რომ ყელსაბამს აჩუქებს თუ მტვერსასრუტს, ქმარი ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ასრულებს თავის სიტყვას.

რა იქნება საჩუქარი თქვენი აზრით?


პასუხი:

 

 


 

3. სიკვდილმისჯილს მისცეს ერთი ფრაზის თქმის უფლება სასჯელის შესარჩევად: თუ ის სწორს იტყოდა, ჩამოახრჩობდნენ, ხოლო თუ სიცრუეს - წყალში დაახრჩობდნენ. შედეგად სიკვდილმისჯილმა ისეთი რამე თქვა, რომ ის გაათავისუფლეს. რა თქვა ასეთი?

პასუხი:

 

 

 

 


 

4. სიმართლეს ამბობს თუ არა კაცი, რომელიც ამბობს: "მე ვცრუობ"? 

 

პასუხი:
 

 

 


 

5. იურიდიული პარადოქსი:

ამბობენ, რომ ბერძენი სოფისტი და სამართალმცოდნე პროტაგორასი მოსწავლეს შეუთანხმდა ერთი პირობით - მას სწავლების ფული უნდა გადაეხადა მასწავლებლისათვის, როცა პირველ პროცესს მოიგებდა. მოსწავლემ დაამთავრა სწავლა, მაგრამ პრაქტიკას აღარ მოჰკიდა ხელი და შესაბამისად პროცესებიც არ ჰქონია. პროტაგორასმა მას სასამართლოში უჩივლა.

- თუ მე ეს პროცესი მოვიგე - განაცხადა მოსწავლემ - სასამართლოს გადაწყვეტილებით მართალი ვიქნები და ფულის გადახდა აღარ დამეკისრება, ხოლო თუ წავაგე - პროტაგორასთან შეთანხმების თანახმად სწავლების საფასური გადასახდელი არ მექნება. ასე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე ფულის გადახდა არ მომიწევს.

პროტაგორასის პოზიცია კი ასეთი იყო:

- თუ ჩემმა მოსწავლემ წააგო ეს პროცესი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მან ფული უნდა გადამიხადოს, ხოლო თუ მოიგო - სწავლების საფასური უნდა გადამიხადოს ჩვენი შეთანხმების საფუძველზე. ნებისმიერ შემთხვევაში მან ფული უნდა გადამიხადოს.

რომელია სწორი?
 

 

პასუხი:
 

 


 

6. ჟურდენის პარადოქსი:

გვაქვს ბარათი, რომლის ერთ მხარეზე წერია:

- ბარათის მეორე მხარეზე წერია სიმართლე.

მეორე მხარეზე კი წერია:

- ბარათის პირველ მხარეზე წერია სიცრუე.

რომელია სწორი?


პასუხი:
 

 


 

7. არსებობს თუ არა შეკითხვა, რომელსაც, ლოგიკის თანახმად, ვერ ვუპასუხებთ "არა"–ს? 

 

პასუხი:
 

 


 

8. სავსე ჭიქა და ცარიელი ჭიქა ერთიდაიგივეა?

 

ვიმსჯელოთ ასე: წარმოვიდგინოთ ჭიქა, რომელშიც ნახევრამდე წყალი ასხია; ამ ჭიქაზე შეგვიძლია ვთქვათ – "ნახევრად სავსეა", შეგვიძლია – "ნახევრად ცარიელია" – ეს ერთი და იგივე იქნება. ანუ "ნახევრად სავსე=ნახევრად ცარიელი".

 

თუ ამ ტოლობის ორივე ნაწილს ორზე გავამრავლებთ, მივიღებთ რომ "სავსე=ცარიელი". რას იტყვით ამაზე? 

 

პასუხი:
 

 


 

9. ახლა დავამტკიცოთ, რომ 4=5!

 

დავწეროთ ასეთი ტოლობა: 4:4=5:5

 

ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს ტოლობა სწორია.

 

გავიტანოთ მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში ფრჩხილებს გარეთ: 4(1:1)=5(1:1).

 

ეხლა შევკვეცოთ (1:1)–ზე და მივიღებთ რდგ!

 

როგორია? 

 

პასუხი:
 

 

 


  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Last Updated on Saturday, 28 December 2013 01:59