Home . ბიოლოგია

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

ბიოლოგია


ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში დიდი ნილს ბორი ამბობდა, რომ ბიოლოგია არის მომავლის მეცნიერება. მაშინ ეს დისციპლინა აღწერილობით დისციპლინად ითვლებოდა ძირითადად, ბოტანიკისგან რომ დიდად არ განასხვავებდნენ, მაგრამ ბორი უკვე ხედავდა, ერთი "წინაპარი" მეცნიერებიდან – ფილოსოფიიდან – გამოყოფილი სხვადასხვა დარგები – ფიზიკა, ქიმია, კოსმოლოგია თუ საკუთრივ ფილოსოფია – როგორ იყრიდნენ თავს ისევ ერთი მეცნიერების – ბიოლოგიის – ფარგლებში.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ იმავე ადგილზე ვართ. ამ მხრივ კაცობრიობამ დიდად ვერ წაიწია წინ. ატომური ენერგია, ლაზერი, ადამიანის გენეტიკური კოდის გაშიფრვა, ინტერნეტი – ყველა ეს ტექნიკური მიღწევა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც გასაკეთებელია, რათა ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ ბიოლოგიის ფუნდამენტურ საიდუმლოებებს.
ნებისმიერი ცხოველი, და საერთოდ ბუნების ნებისმიერი ქმნილება სრულყოფილების განსახიერებაა და თავისებურად საოცრებაა.
მაგალითად, რამდენი ხანია მეცნიერები და ინჟინრები ცდილობენ საბრძოლო რაკეტას "ასწავლონ" დასაბომბი მიზნის დანახვა და ამოცნობა, რათა საჭირო არ იყოს მისი გაშვების ადგილიდან მართვა; ამისათვის ხდება რაკეტების აღჭურვა უახლესი აპარატურითა (მაღალი გარჩევადობის კამერები, სივრცული ორიენტაციის აპარატურა, მართვის მექანიზმები და ძრავები მანევრირებისათვის) და პროგრამებით (ლანდშაფტისა და გამოსახულებების აღქმისა და იდენტიფიკაციის პროგრამები, მათთვის შემუშავებული სხვადასხვა ალგორითმები), ყოველივე ამის შედეგი კი, რბილად რომ ვთქვათ, ფრიად მოკრძალებულია.
ეს არც არის გასაკვირი – გამოსახულების დანახვა, აღქმა–დამუშავება, გადაწყვეტილების მიღება და მისი სისრულეში მოყვანა – საკმაოდ რთული ამოცანაა ნებისმიერი სისტემისათვის. გასაკვირი სხვა რამეა – მაგალითად ის, რომ ანალოგიურ ამოცანას თავისუფლად წყვეტს ნებისმიერი ცხოველი, ფრინველი, და თვით კოღოც კი თავისი პაწია ნერვული სისტემით, მიკროსკოპული თვალებითა და კუნთებით.
და მაინც, ამდენ "საოცრებებში" არის განსაკუთრებული თვისებების მქონე ცხოველები; განსაკუთრებული ჩვენი, ადამიანური გაგებით, თორემ, როგორც ადრე ვთქვით, ნებისმიერი ცხოველი სრულყოფილია და სწორედ ისეთი, როგორიც მას სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გაუძლებდა ბუნებაში გამეფებულ მძაფრ კონკურენციასა და არსებობისათვის ბრძოლას.

 

 

Title Filter     Display # 
# Article Title Hits
1 ევოლუციის და სახეობების შესახებ 12443
2 საინტერესო ფაქტები 14432
3 ყველაზე ძლიერი შხამი დედამიწაზე 34223
4 პლანეტის ყველაზე უშიშარი მტაცებელი 20689