Home მხიარული გვერდები ანეკდოტები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

ერთხელ სტალინს ამერიკელი კორესპონდენტი შეხვდა. მან საბჭოთა კავშირში დემოკრატიის მდგომარეობა დაიწუნა (რატომღაც!).

– თქვენთან დემოკრატია არ არის – უთხრა მან – აი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქუჩაში გამოვიდეს და სახალხოდ აგინოს პრეზიდენტ ტრუმენს!

– მერე რა – უთხრა სტალინმა – ჩვენს ქვეყანაშიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ქუჩაში გამოვიდეს და სახალხოდ აგინოს პრეზიდენტ ტრუმენს!

 


 

ანეკდოტები

 

 




204
User Rating: / 2
PoorBest 

 

მათემატიკოსმა საგიჟესთან ჩაიარა. ღობის იქეთ გიჟები მოგროვდნენ და აბრაზებენ - ემანჭებიან, უყვირიან...

- გაჩერდით, თორემ ეხლავე გაგაწარმოებთ ყველას! - გაეხუმრა მათემატიკოსი.

გიჟები უცებ გაჩუმდნენ ამ ჯერარნახული სასჯელის შიშით. მხოლოდ ერთი მათგანი არ ჩერდება მაინც - ემანჭება, ენაც კი გამოუყო. თან უყვირის:

- მე არ მეშინია! ვერაფერსაც ვერ მიზამ!

- რატომ ვითომ?

- იმიტომ, რომ ე-ხარისხად-იქსი ვარ!

 


 

 
203

 

ცოლი შემოდის სახლში, იღებს ჩანთიდან და მაგიდაზე ალაგებს რამდენიმე ბოთლ ლუდს, შებოლილ თევზს, კიბორჩხალებს, კიდევ რაღაცეებს...

ცოლი: - ძვირფასო, გადართე ტელევიზორი, ფეხბურთი დაიწყება მალე!

ქმარი: - მაგრადაა?

ცოლი: - მმმ... ბამპერი და ცოტა კაპოტი...

 


 

 
202

 

საავადმყოფო. ქირურგია შემოვლაზე. უკან სანიტარი მოყვება ნაჯახით ხელში.

გასინჯა ერთი პაციენტი და სანიტარს ეუბნება:

- მარჯვენა ხელი! (ანუ ამპუტაციაა საჭირო)

სანიტარი:

- დგლაფ! (მოაჭრა მარჯვენა ხელი)

გასინჯა მეორე:

- მარცხენა ხელი!

- დგლაფ!

მესამე:

- მარჯვენა ფეხი!

- დგლაფ! 

- ფეხი მეთქი!

- დგლაფ!

- მარჯვენა მეთქი!

- დგლაფ!

 

 

 


 

 
201
User Rating: / 11
PoorBest 

 

რეკავს ტელეფონი. სახლში მარტო ძაღლია, მიდის და იღებს ყურმილს:

– ჰამ!

– ალო!

– ჰამ!

– ალო, ალო!

– ჰამ, ჰამ!

– ალო, არ მესმის თქვენი!

– რა არ გესმით, ჰამ–მეთქი, ჰამ, "ჰამლეტის" პირველი სამი ასო!

 

 


 

 
200

 

– შეგიძლია თქვა "არა"?

– არა.

 


 

 
199

 

– ძვირფასო, სადა ხარ?

– სამსახურში.

– იქ დავრეკე და აქ არ არისო!

– აჰ!... წავსულვარ უკვე...

 


 

 
198
User Rating: / 3
PoorBest 

 

ორნი მგზავრობენ გაჭედილ ავტობუსში. ერთი ეძახის მეორეს:

– რას შვრები მანდ, ცოცხალი ხარ?

– კი, ბოლო სიცოცხლე დამრჩა...

 


 

 
197

 

რესტორანში:

– ქალიშვილო, თქვენ ცეკვავთ?

– შენ რა, დებილი ხარ? კი არ ვცეკვავ, ვზივარ და ვჭამ!

 


 

 
196

 

– რა გქვია?

– იგივე, რაც დათოს!

– რომელ დათოს?

– ნებისმიერ დათოს!

 


 

 
195
User Rating: / 12
PoorBest 

 

– ალო, სახანძროა? აქ ექიმები და პოლიციელები ჩხუბობენ... არც კი ვიცი სად დავრეკო...

 


 

 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 1 of 21