Home მხიარული გვერდები ანეკდოტები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

"წყაროს წყალი ნატურალური".

შემადგენლობა: ნატურალური ან ნატურალურის იდენტური წყლის ექსტრაქტი, გამათხევადებელი, გამჭვირვალე ფერის საღებავი, გამჭვირვალობის გამაძლიერებელი, კონსერვანტი, მჟავიანობის რეგულატორი, გემოს გამაქრობელი.

 


 

ანეკდოტები

 

 




194

 

– კვირას საღამოს რას აკეთებთ? – ეკითხება მდივანს უფროსი.

– არაფერს – გაინაზა მდივანი.

– მაშინ ადრე დაიძინეთ, რომ ორშაბათს აღარ დააგვიანოთ!


 

 
193

 

ჯალათს სახრჩობელისკენ მიჰყავს სიკვდილმისჯილი. ცივა, უბერავს, წვიმს.    სიკვდილმისჯილი წუწუნებს:

– რა არის, რა ამინდია, სულ გავიყინე!

– ეჰ, შენ რა გენაღვლება – ეუბნება ჯალათი – მე კიდევ უკან უნდა დავბრუნდე...

 


 

 
192

 

საუბარი მდინარეში:

– აქ ყველა საცურაო კოსტიუმებშია, თქვენ კი შავ პიჯაკში, ჰალსტუხით, ქუდით...

– იმიტომ, რომ ეგენი ბანაობენ, მე კი ვიხრჩობი!

 


 

 
191

 

– ჩვენი პოლიტიკოსები რასაც ლაპარაკობენ, ნახევარი სულ ტყუილია!

– ნახევარი? შენ გინდა თქვა, რომ მეორე ნახევარი სიმართლეა?

– კი, ერთმანეთზე რასაც ლაპარაკობენ, ის სიმართლეა!

 


 

 
190
User Rating: / 3
PoorBest 

 

ცხოველებმა ლომს საჩუქარი უყიდეს დაბადების დღეზე. დგანან ბუნაგთან, მაგრამ შესვლას ვერავინ ვერ ბედავს, რომ შეუტანოს საჩუქარი. ბოლოს კურდღელმა – რაც არის ეგ არის, მე შევიტანო, და შევიდა.

გადის კარგა ხანი, კურდღელი არ ჩანს. იცადეს, იცადეს, ბოლოს მელა ამბობს:

– რა ვქნათ, რამდენ ხანს ვიდგეთ ასე, რაცაა ეგაა, შევალ ვნახავ რა ხდებაო – და შევიდა.

გადის ისევ კარგა ხანი, მელა არ ჩანს. იცადეს, იცადეს, ახლა მგელი შევიდა.

ისიც აღარ გამოჩნდა. მერე სპილო შევიდა, მერე ჟირაფი, თახვი, მარტორქა...

ყველა ცხოველი შევიდა და არავინ დაბრუნებულა, დარჩა მარტო ზღარბი გარეთ. დგას ზღარბი საგონებელში ჩავარდნილი და ფიქრობს:

– ეს რა დებილი ანეკდოტია... ახლა მეც მანდ უნდა შევიდე? არსადაც არ შევალ!

 


 

 
189

 

პოლიტბიუროს სხდომაა სტალინის სიკვდილის შემდეგ. გამოდის ხრუშოვი და ქვას ქვაზე არ ტოვებს სტალინის მოღვაწეობიდან – რეპრესიები და კულტი, არაადამიანური დანაშაულობები და გენოციდი და რამე.

– კი მაგრამ, – ისმის ხმა დარბაზიდან – თუ ასე აქცევდა ის კაცი ქვეყანას, თქვენ რას უყურებდით, სად იყავით მაშინ?

– ვინ თქვა ეს? – იკითხა ხრუშამ. ცხადია, არავინ განძრეულა.

– სადაა ამის შემკითხველი? – გაიმეორა ხრუშამ. ისევ სიჩუმეა.

– აი, სადაც ახლა ისაა, იქ ვიყავით ჩვენც!

 


 

 
188

 

სტალინმა უკვე გადაყრუჩუნებული ლენინი ინახულა.

– ვერა ვარ კარგად – შესჩივლა ლენინმა – მე მგონი დიდი დრო აღარ მიწერია!

– მაშინ გადმომეცი მე ძალაუფლება.

– შენ ძალიან მკაცრი ხარ, მე ვფიქრობ, ხალხი არ გამოგყვება.

– შენ ძალაუფლება გადმომეცი და, ვინც მე არ გამომყვება, ის შენ გამოგყვება.

 


 

 
187

 

დიდი სამეულის მეორე შეხვედრა (სულ სამიდან) – იალტის კონფერენცია – ცნობილ ლივადიის სასახლეში გაიმართა. ამბობენ, რომ ჩერჩილს ისე მოეწონა ეს სასახლე, რომ სტალინს შესთავაზა – მომყიდეო.

დიპლომატიური წესების თანახმად, უარს არ ამბობენ. დათანხმებაზე, ცხადია, ფიქრიც არ შეიძლებოდა. მოკლედ, სტალინი საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. საჭირო იყო ამონახსნის მოძებნა ამოცანისათვის, რომელიც ბევრ ფაქიზ საკითხს ეხებოდა ერთდროულად. ჩერჩილის მიზანიც ეს იყო, ალბათ, თორემ მაგ სასახლეს ინგლისს რომ არავინ მიჰყიდდა, ბავშვისთვისაც ცხადი იყო. ეს იყო, უბრალოდ, სტალინისათვის დასმული მზაკვრული ამოცანა.

სტალინმა ბევრი იფიქრა, ჩიბუხიც კი გააბოლა. მერე ეკითხება:

– თქვენთან შუა თითს რომელს ეძახიან?

– აი ამას – მექანიკურად უპასუხა გაოცებულმა ჩერჩილმა და უჩვენა კიდეც.

სტალინმა დინჯად დააქნია თავი და თქვა:

– ჰოო... ჩვენთანაც.

ამით ამოიწურა "ინციდენტი".

 


 

 
186

 

პარლამენტარმა ორი კაცი გაიტანა მანქანით. სასამართლოზე ცოტა დაგვიანებით მოსული პარლამენტარი მოსამართლეს ეკითხება:

– აბა რა ხდება?

– რა ხდება და, ერთს, რომელმაც პარპრიზი გაგიტეხათ თავით, 8 წელს მივცემთ: ტერორისტული აქტი – ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა საკუთრების ხელყოფით.

– კარგია! მეორეს?

– მეორეს, რომელიც ბუჩქებში გადავარდა, 12 წელს მივცემთ.

– პირველზე უფრო მეტს? როგორ?

– კი, შეგვიძლია – მან დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა.

 


 

 
185

 

ერთხელ სტალინს ამერიკელი კორესპონდენტი შეხვდა. მან საბჭოთა კავშირში დემოკრატიის მდგომარეობა დაიწუნა (რატომღაც!).

– თქვენთან დემოკრატია არ არის – უთხრა მან – აი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქუჩაში გამოვიდეს და სახალხოდ აგინოს პრეზიდენტ ტრუმენს!

– მერე რა – უთხრა სტალინმა – ჩვენს ქვეყანაშიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ქუჩაში გამოვიდეს და სახალხოდ აგინოს პრეზიდენტ ტრუმენს!

 


 

 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 2 of 21