Home მხიარული გვერდები ანეკდოტები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

პროგრამისტს შვილი ეკითხება:

– მამიკო, რა არის ტერარიუმი?

– ტერარიუმი, შვილო, არის 1024 გიგარიუმი, ანუ 1048576 მეგარიუმი.

 


 

ანეკდოტები

 

 




184
User Rating: / 1
PoorBest 

 

– მამი, ქალთევზა ქალია თუ თევზი?

– რავი, შვილო, გააჩნია – გშია თუ...

 


 

 
183

 

სამოთხე არის ადგილი, სადაც  მზარეულები არიან ფრანგები, აღმზრდელები – ინგლისელები, რეჟისორები – ამერიკელები, დიასახლისები – რუსები, ადმინისტრაცია – გერმანელები...

–  მზარეულები – ინგლისელები, აღმზრდელები – ფრანგები, რეჟისორები – გერმანელები, დიასახლისები – ამერიკელები, ადმინისტრაცია – რუსები – ეს კი ჯოჯოხეთია.

 


 

 
182

 

მეთევზე და მონადირე ერთმანეთს ებლატავებიან:

– გადავაგდე ერთხელ ანკესი. ვგრძნობ – რაღაც მძიმე გამოედო! დავიწყე დახვევა; ვახვიე, ვახვიე და რა ამოვათრიე თუ იცი? მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ტანკი! სულ ახალივით იყო – ფარებიც კი ენთო...

– ეგ რა არის – მე ერთხელ მელა მოვკალიიი!!! ხუთი მეტრი სიგრძის კუდი ჰქონდა...

– კარგი რა, ცოტა დაამოკლე ეგ კუდი, ნამუსი აღარ არის?!

– მაშინ შენ ფარები მაინც გამორთე!

 


 

 
181

 

ერთხელ ჯორჯ ბუშ–უმცროსს დაესიზმრა ფერმას დიდი თეორემის ამოხსნა.

– რაო? –  ვერ გაიგო ჯორჯ ბუშ–უმცროსმა.

ბევრი ეჩალიჩა ჯორჯ ბუშ–უმცროსს ფერმას დიდი თეორემის ამოხსნა, მერე წავიდა და უაილსს დაესიზმრა.

 


 

 
180

 

სადღაც პოლარული წრის იქეთ გეოლოგები რაღაცას საქმიანობენ. უცებ ხედავენ – გარბის ჩუქჩა და მისდევს თეთრი დათვი. ერთ გეოლოგს შეეცოდა ჩუქჩა,  "ეგეც ხომ ადამიანია" – გაიფიქრა, გადმოიღო თოფი, ესროლა და გააგორა დათვი. ჩუქჩა მობრუნდა და გეოლოგს მიაჩერდა:

– ეჰ, თეთრკანიანო, ეს რა ჰქენი, რატომ ერევი სხვის საქმეში? რა მიათრევს ახლა ამ დათვს სახლამდე?

 


 

 
179
User Rating: / 5
PoorBest 

 

მორგის დირექტორი თავის მეგობარს – მოტოციკლების მაღაზიის დირექტორს – ურეკავს საღამოს:

– შენ რამდენი მოტოციკლი გაყიდე დღეს?

– ოთხი.

– ვაა! სამი უკვე აქაა, და ის მეოთხე რაღა იქნა ნეტა?

 


 

 
178

 

კაცი მოტოციკლით მიდის სვანეთში. ქარი უძვრება პერანგში და უფრიალებს. გაიხადა პერანგი, ჩაიცვა უკუღმა და გააგრძელა გზა. ერთერთ მოსახვევში გადაიჩეხა. შეესწრნენ ამ ამბავს ადგილობრივი სვანები და ჩავიდნენ საშველად, თან პატრული გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მოსული პატრული თვითმხილველებს ეკითხება:

– თქვენ რომ ჩამოხვედით აქ, მკვდარი იყო უკვე?

– არა უფროსო, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო! აი თავი რომ გავუსწორეთ მერე მოკვდა.

 


 

 
177

 

ანეკდოტი მხოლოდ ერთი ასოს გამოყენებით:

 

– აა?

– ა?

– აა, ა?

– აა! აა, აა!

 

განმარტება:

არის ორი სამარშრუტო ტაქსი – N2 და N2ა.  შუახნის სიმპათიური მანდილოსანი აჩერებს სამარშრუტო ტაქსს და მძღოლს ეკითხება:

– ეს 2ა–ა? (ანუ 2 ხომ არ არისო, ეტყობა ვერ მოასწრო წაკითხვა).

მძღოლი:

– რა? ვერ გავიგე რა მკითხეთ?

შუახნის სიმპათიური მანდილოსანი:

– ეს 2ა მარშრუტია? ა არის თუ უაო?

მძღოლი:

– აა, მივხვდი! კი, 2ა არის, 2ა! ამოდი ქალო, თუ ამოდიხარ, ხომ ხედავ ავტობუსი მომადგა უკან და მისიგნალებს!


აი ასეთი ლაკონიური ენა გვაქვს!


 

 
176

 

– აბა ნახვამდის! ბებიას და ბაბუას მოკითხვა გადაეცით!

– რომელ  ბებიას და ბაბუას, ექიმო? რა ხანია ისინი გარდაიცვალნენ!

– მეც მაგას ვამბობ – მალე შეხვდებით და მომიკითხეთ!

 


 

 
175

 

– როგორ ავიცილოთ თავიდან ვენერიული დაავადება?

– ჩაი დალიეთ!

– მანამდე თუ იმის შემდეგ?

– იმის ნაცვლად!

 


 

 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 3 of 21