Home მხიარული გვერდები ანეკდოტები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

სტუმართმოყვარე მასპინძელი სტუმრებს ეკითხება:

– ხელებს საპნით დაიბანთ თუ ჩაის დალევთ შაქრით?

 


ანეკდოტები

 

 




004

 

დაბოლილი ინდიელები კოცონთან სხედან და თეთრკანიანთა უაზრო სახელებზე კაიფობენ:

- ჯონი - თქვა ერთმა და ყველა ახარხარდა.

- ჯიმი - თქვა მეორემ და დაიხოცნენ სიცილით.

- ჯეკი - თქვა მესამემ და გადმოცვივდნენ კუნძებიდან.

- ვაა - სულს ძლივს ითქვამს ერთი - ეს რა მაგარი რამე სთქვი, ბიზონის ასოვ!...

 


 
003

 

კოვბოები, ჯიმი და ჯეკი, პრერიებში ცხენებს მიაგელვებენ. ჯიმის ჯიბეში დოლარი აქვს. ჯეკს დოლარი არა აქვს, და თავს უბედურად გრძნობს იმის გამო, რომ მას, ჯეკს, დოლარი არა აქვს, იმას, ჯიმის კი - აქვს.

ამ დროს რას ხედავენ - ბილიკზე ცხენის განავალია (ჩონჩორიკი რომ ჰქვია) დახვავებული.

- მომისმინე, ჯიმ -  გაუელვა ჯეკს თავში ბრწყინვალე აზრმა (ნამდვილი კოვბოის შესაფერისმა) - მოდი, შენს დოლარზე დავნაძლევდეთ, რომ ამ განავლის ნახევარს შევჭამ, თუ წავაგე, მთელი ცხოვრება შენი მსახური ვიქნები.

ჯიმს თავისი დოლარი ძალიან ენანებოდა, მაგრამ ამაყი კოვბოი სანაძლეოზე უარს როგორ იტყოდა; თან, "ეგ რა განავლის შემჭმელია, ეგ უბედურიო" - გაიფიქრა, და დათანხმდა.

მწარედაც მოტყუვდა მეგობრის შეფასებაში - ჯეკი ცხენიდან ჩამოვიდა, განავალი ორ ტოლ ნაწილად გაყო და ვაჟკაცურად შეჭამა ერთი ნახევარი; ბალახიც კი ატლიკა.

რაღას იზამდა ჯიმი - მისცა ჯეკს დოლარი და ჯდება ცხენზე წუთისოფლის ბედუკუღმართობის მწარე შეგრძნებით, რომ მას, ჯიმის, აღარა აქვს დოლარი, ხოლო იმას - ჯეკს, დოლარი აქვს. ამ დროს...

ჯიმიც კოვბოია, და მასაც მოსდის ბრწყინვალე აზრები:

- მომისმინე, ჯეკ - ეუბნება მეგობარს - მოდი, შენს დოლარზე დავნაძლევდეთ, რომ ამ განავლის მეორე ნახევარს შევჭამ, თუ წავაგე, მთელი ცხოვრება შენი მსახური ვიქნები.

თავისი დოლარი ჯეკსაც ძალიან ენანებოდა, მაგრამ ამაყი კოვბოი უკან ვერ დაიხევდა; თან, "ყველას კი არ შეუძლია ნახევარი განავალი შეჭამოსო" - გაიფიქრა, და დათანხმდა.

წაუხდა ჯეკსაც ანგარიში - შეჭამა ჯიმიმ მეორე ნახევარი. დაუბრუნა ჯეკმა დოლარი. შესხდნენ ცხენებზე და გააგრძელეს გზა.

- ეჰ, ჯიმ - ეუბნება კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ჯეკი - დოლარი შენ გქონდა, ახლაც შენა გაქვს; რა ტყუილად შევჭამეთ ის განავალი!

 


 
002

 

კოვბოი მიდის ველზე. უცებ შინაგანი ხმა ჩაესმის:

- ამ ხის ძირში გათხარე და განძს იპოვი.

მოიმარჯვა ნიჩაბი გახარებულმა და დაიწყო თხრა. თხარა, თხარა, ვერ იპოვა.

შინაგანი ხმა:

- უი, აქ კი არა, იმ ხის ქვეშ გათხარე და იპოვი.

მივარდა იმ ხესთან, თხარა, თხარა, ვერ იპოვა.

შინაგანი ხმა:

- არა, აი იმ ხის ქვეშ გათხარე და იპოვი.

მივიდა იქაც, თხარა, თხარა და... იპოვა.

შინაგანი ხმა:

- ვაა, მართლა არ იპოვა?!

 


 
001

 

ივანი თავის მეზობელ მოშესთან მივიდა:

- მოშე, მასესხე ერთი მანეთი, გაზაფხულზე ორ მანეთს დაგიბრუნებ. ხოლო შენ რომ არ იფიქრო, რომ არ დაგიბრუნებ, აი ნაჯახს დაგიტოვებ გარანტიაში.

- კარგი - უთხრა მოშემ, გამოართვა ნაჯახი და მისცა მანეთი. მერე ეუბნება:

- კი მაგრამ, ივან, გაზაფხულზე ერთად ორი მანეთის გასტუმრება გაგიჭირდება. ერთი მანეთი ხომ გაქვს, მომეცი ეგ და ერთიღა გექნება გადასახდელი.

- მართალი ხარ - უთხრა ივანმა, მისცა მანეთი და წამოვიდა.

- რა უცნაურია - ფიქრობს გზაში - მანეთი არა მაქვს, ნაჯახიც არა მაქვს, მანეთი კიდევ მმართებს... არადა, ყველაფერი სწორია...

 


 
« StartPrev21NextEnd »

Page 21 of 21