Home მხიარული გვერდები ანეკდოტები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

რეკავს ტელეფონი. სახლში მარტო ძაღლია, მიდის და იღებს ყურმილს:

– ჰამ!

– ალო!

– ჰამ!

– ალო, ალო!

– ჰამ, ჰამ!

– ალო, არ მესმის თქვენი!

– რა არ გესმით, ჰამ–მეთქი, ჰამ, "ჰამლეტის" პირველი სამი ასო!

 

 


 

ანეკდოტები

 

 




174

 

შეხვდა ორი მეგობარი:

– ცუდადაა ჩემი საქმე!

– რატომ?

– გუშინ ექიმთან ვიყავი, გამსინჯა. წნევა მაქვს 120-80, პულსი – 60.

– მერე რა? ძალიან კარგია!

– რა არის კარგი – ისეთი ახალგაზრდა, ლამაზი ექთანი მიზომავდა, მე კიდევ  – არც პულსი, არც წნევა...

 

 


 

 
173

 

– რა დამიჯდება ამ კბილის ამოღება?

– 50 დოლარი.

– რამდენ ხანში ამომიღებთ?

– 10 წუთში.

– მერე რა ამბავია 10 წუთში  50 დოლარი?

– კარგი, მაშინ ჩემი თანაშემწე ამოგიღებთ 10 დოლარად, და ორი საათი მოუნდება!

 


 

 
172

 

– სალამი, ჩვენთან პრინტერი არ მუშაობს, შეგიძლიათ ნახოთ?

– რა დაემართა?

– თაგვი გაიჭედა შიგ.

– თაგვი როგორ მოხვდა პრინტერში?

– მე რა ვიცი! აი სურათს გამოგიგზავნით:

 


 

 
171

 

პროგრამისტს შვილი ეკითხება:

– მამიკო, რა არის ტერარიუმი?

– ტერარიუმი, შვილო, არის 1024 გიგარიუმი, ანუ 1048576 მეგარიუმი.

 


 

 
170

 

ბიჭს გზაზე ბაყაყი შეხვდა. ბაყაყი ეუბნება:

– მე მართლა ბაყაყი კი არა ვარ – ჯადო მაქვს გაკეთებული, შენ უნდა მაკოცო, მე ჯადო ამეხსნება და ლამაზ გოგოდ გადავიქცევი, მერე შენ ცოლად მომიყვან, ნუ როგორც ხდება ხოლმე რა!

ბიჭმა ბაყაყი ჯიბეში ჩაისვა და გზა გააგრძელა. ბაყაყი ჯიბიდან ყვირის:

– შენ ვერ გამიგე – შენ უნდა მაკოცო, მე ლამაზ გოგოდ გადავიქცევი...

– მოიცა რა, ლამაზი გოგოების მეტი რა არის, მოლაპარაკე ბაყაყი კი პირველად ვნახე!

 


 

 
169

 

– შემთხვევითი რიცხვების გენერატორი მჭირდება, შეგიძლია დამეხმარო?

– თოთხმეტი.

 


 

 
168

 

სისადმინი რეზერვში გაიწვიეს. პოლიგონზე ავტომატის სროლის სწავლებებია. მოვიდა მისი ჯერი. ისროლა. ათვალიერებენ სამიზნეს – სუფთაა. სისადმინმა შეამოწმა ავტომატი, დახედა ცარიელ ვაზნებს:

– ჩემმა ავტომატმა ყველა ტყვია გაისროლა, თქვენთანაა რაღაც პრობლემა!

 


 

 
167

 

– ბავშვებო, ახლა მე თქვენ მოგიყვებით, როგორ გაჩნდა პირველი ადამიანი...

– ის მოგვიყევით, მას, როგორ გაჩნდა მესამე ადამიანი!

 


 

 
166

 

მიხო თანაკლასელს ეკითხება:

– მარო, შეიძლება ვისარგებლო იმ გარემოებით, რომ შენ გოგო ხარ?

– მიხო, რა ბილწი აზრები გაწუხებს!

– ბილწი აზრები შენ გაწუხებს, მე კი ბურთი შემივარდა გოგოების ტუალეტში!

 


 

 
165

 

მამა ბავშვს აძინებს:

– გინდა მე შენ სამი გოჭის ზღაპარი მოგიყვე?

– არა.

– მაშინ წითელქუდა?

– არა.

– აბა ხუთკუნჭულა?

– არა!

– აბა რა ვქნა?

– რა და თუ კაცი ხარ თავი დამანებე, ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება!

 


 

 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 4 of 21