Home მხიარული გვერდები ანეკდოტები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

თბილისელებს კახეთში ადგილობრივებთან ჩხუბი მოუვიდათ. ერთმა მასპინძელმა ყბაში მოსდო სტუმარს.

- ვახ, ჩემი დედა ...- ყვირის სტუმარი.

- რა დაარტყი ბიჯო იგეთი, რომ უკუღმა იგინება?



ანეკდოტები

 

 




164
User Rating: / 2
PoorBest 

 

ქიმიის გაკვეთილია. მოსწავლეები ცდებს ატარებენ.

– აბა მაყვალა, რა ფერის სითხე მიიღე ცდის შედეგად?

–  წითელი მას!

– კარგია, ხუთიანი, დაჯექი! ვანო, შენ?

– ვარდისფერი.

– არა უშავს, ოთხი, დაჯექი! მიხო, შენა?

– შავი.

– მიხო ორიანი, დანარჩენები – დაწექით!

 


 

 
163

 

ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ბავშვს ეკითხებიან:

– რომ გაიზრდები რა გინდა გამოხვიდე?

– მდგმური!

 


 

 
162

 

მიმდინარეობს ოპერაცია. ისმის ქირურგის მოკლე ბრძანებები:

– ლანცეტი!

– პინცეტი!

– ბამბა!

– სპირტი! ... ხსოვნა იყოს!...

 


 

 
161

 

– შვილო, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და მე გაძლევ უფლებას სიგარეტი მოსწიო!

– გმადლობ, მამიკო, უკვე ორი წელია მოწევას თავი დავანებე.

 


 

 
160

 

– ვაიმე, ასეთი პატარა ბავშვი გაზეთს კითხულობს?

– არა, რას ამბობთ, ის ხომ სულ სამი წლისაა, უბრალოდ კროსვორდს ავსებს!

 


 

 
159

 

– არასოდეს ეცადო იმის გაგებას, რისი გაგებაც არ შეგიძლია!

– ვერ გავიგე?

– ჰოდა არც ეცადო!

 


 

 
158

 

 

ამერიკელებმა იაპონიაში ატომური ბომბის ჩამოგდებით მოკლეს ორი კურდღელი და უამრავი იაპონელი.

 


 

 
157

 

ებრაელი მიდის ისრაელში ემიგრაციაში სსრკ–დან. აეროპორტში გაჩხრიკეს. ბარგიდან ამოათრიეს ლენინის დიდი სურათი.

– ეს რა არის?

– რა კი არა – ვინ! ეს ამხანაგი ლენინია, პროლეტარიატის დიდი ბელადი!

რაღას იზამდნენ, გაუშვეს.

ჩაფრინდა ისრაელში. გაჩხრიკეს იქაც, ამოიღეს ლენინის სურათი:

– ეს ვინ არის?

– ვინ კი არა – რა! ეს ოქროს ჩარჩოა!

 


 

 
156
User Rating: / 1
PoorBest 

 

კომუნისტების დროა. ებრაელი წერილს სწერს ისრაელში წასულ ძმას:

– აქ ძალიან გაჭირდა ცხოვრება, ყველაფერი ძვირდება, ქათამი 5 მანეთი ღირს...

და ა. შ.

რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდნენ ტყავისპალტოიანი ტიპები, დაახიეს თავზე ეს წერილი და ეუბნებიან:

– შენ თავი ხომ არ მოგბეზრებია! დაჯექი ეხლავე და დაწერე როგორც საჭიროა!

ებრაელიც დაჯდა და წერს:

– ჩვენთან ყველაფერი გადასარევადაა, ისეთი სიიაფეა, სპილო 3 მანეთი ღირს, მაგრამ რად მინდა სპილო? 2 მანეთს დავამატებ – ქათამს ვიყიდი...

 


 

 
155

 

მამა–შვილი ზოოპარკში მიდიან:

– ვაიმე მამი, რა საშინელი მაიმუნია ამ გალიაში!

– მოიცა შვილო, ეს ჯერ სალაროა!

 


 

 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 5 of 21