Home მხიარული გვერდები ანეკდოტები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

– ძვირფასო, გამოგიტყდები, ერთი ნაკლი მაქვს – უმიზეზოდ ვეჭვიანობ ხოლმე!

– ნუ გეშინია ძვირფასო, არ მოგიწევს უმიზეზოდ ეჭვიანობა.

 


 

ანეკდოტები

 

 




154

 

–  ალო, ძვირფასო, სადა ხარ?

– ტყეში ვარ!

– რას აკეთებ, ჩემო ერთადერთო?

– ვნადირობ!

– ასე რატომ სუნთქავ, საყვარელო?

– ქალო, დამანებე თავი, დათვი მომსდევს!...

 


 

 
153

 

– ვაიმე რაღა ვქნა, ღამის ორი საათია და ჩემი ქმარი არა ჩანს, საყვარელი ხომ არ გაიჩინა? – ნერვიულობს ქალი.

– რა მაშინვე ყველაზე უარესსა ფიქრობ – ამშვიდებენ მეზობლები – იქნებ ავარიაში მოყვა და საავადმყოფოშია, ან მორგში!

 


 

 
152

 

პლაჟი. ნავების გაქირავება. კაცი დგას ნაპირზე და ყვირის:

– ნააა–ვი ნომერ 99, პრობლემა ხომ არა გაქვთ? ვიმეორებ:  ნააა–ვი ნომერ 99, პრობლემა ხომ არა გაქვთ?

– კი მაგრამ, ჩვენ ხომ მხოლოდ 80 ნავი გვყავს!

– ნააა–ვი ნომერ 66, პრობლემა ხომ არა გაქვთ?

 


 

 
151

 

სვანი ოცმეტრიანი კოშკიდან გადმოვარდა და არაფერი არ მოუვიდა. ესევე დამარხეს ჯანმრთელი და უვნებელი.

 


 

 
150

 

სვანმა შვილი მიიყვანა სამმაგი ხტომის სექციაში. რამდენიმე დღის მერე გადაწყვიტა ვარჯიშს დასწრებოდა. მივიდა და ხედავს - მწვრთნელი უყვირის მის შვილს:

–ეს არის სამმაგი ხტომა! რით ვერ გაიგე? სამ–მა–გი! პირდაპირ კი არ უნდა გადახტე 17 მეტრზე, არამედ სამი ნახტომით!

 


 

 
149

 

შტირლიცი დილით გამოსაფხიზლებელში იღვიძებს. არაფერი არ ახსოვს. "ნეტა რა მოხდა? – ფიქრობს – ის მაინც ვიცოდე სად ვარ, გერმანელებთან თუ რუსებთან. მოდი ასე ვიზამ – თუ გერმანელი ზედამხედველი შემოვა, ვეტყვი, რომ შტანდარტენფიურერი შტირლიცი ვარ, ხოლო თუ რუსი შემოვიდა, პოლკოვნიკი ისაევი ვარ–მეთქი..."

იღება კარი და შემოდის რუსი ზედამხედველი:

–  ოხ, რა მთვრალი იყავით წუხელ, ამხანაგო ტიხონოვ!

 


 

 
148

 

კაცს ტრამვაიმ გადაუარა. მოჭრილი თავი ტროტუარზე გადაგორდა. ხედავს – ტანი დარბის გზაზე აქეთ–იქეთ – თავს ეძებს.

– აქა ვარ, აქ! – უყვირის თავი – თუმცა რას ვყვირივარ, ყურები ხომ მე მაქვს!...

 


 

 
147

 

ორი პოლარელი – ახალბედა და გამოცდილი – ყინულჭრილში თევზაობენ. უცებ საიდანღაც თეთრი დათვი გამოჩნდა და მოდის მათკენ აშკარად მშიერი გამომეტყველებით.

–  დავიღუპეთ! – ყვირის ახალბედა პოლარელი.

გამოცდილი პოლარელი სწრაფად იხდის ჩექმებს, იღებს ჩანთიდან ბოტასებს და იცვამს.

– ეგ რას გიშველის? დათვი ყინულზე 60 კმ/სთ სიჩქარით დარბის, შენ გაასწრებ მაგას? – ყვირის ახალბედა.

– მაგის გასწრებას არც ვაპირებ, მთავარია შენ გაგასწრო!

 


 

 
146

 

– გიყვარვარ?

– ძალიან!

– ჩემს გამო თავს მოიკლავ?

– სიყვარული რომ უკვდავია?

 


 

 
145

 

მასწავლებელი მიხოს უჯავრდება:

– რა არის მიხო, რას გავხარ – პირდაუბანელი, თმებგაბურძგნული, ჭუჭყიანი ფრჩხილებით... მე რომ ასე მოვიდე სკოლაში, რას იტყოდი?

– მე მაქვს იმდენი ტაქტი, რომ აყალმაყალი არ ამეტეხა ამის გამო!

 


 

 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 6 of 21