Home მხიარული გვერდები ანეკდოტები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

– როგორ ავიცილოთ თავიდან ვენერიული დაავადება?

– ჩაი დალიეთ!

– მანამდე თუ იმის შემდეგ?

– იმის ნაცვლად!

 


 

ანეკდოტები

 

 




144

 

– რა კარგი ტყუპები გყავთ!

– ტყუპები არა, ერთია, მაგრამ ძალიან მოუსვენარია...

 


 

 
143

 

არიან ქალები, რომლებთან ყოფნა კარგია, მაგრამ მათ გარეშეც კარგია; მეორე მხრივ კი არიან ქალები, ვისთან ყოფნაც აუტანელია, მაგრამ მათ გარეშე უფრო აუტანელია...

 


 

 
142

 

მიდის მზეჭაბუკი თავის რაღაც საგმირო საქმეებზე. ხედავს – წყაროსთან გველეშაპია წამოწოლილი და სძინავს. ეცა და გააგდებინა თავი. ამოუვიდა გველეშაპს ორი თავი. წააჭრა ორივე – ამოვიდა ოთხი, მერე რვა...

კაი ხანს ებრძოლა ასე. მერე გაეღვიძა გველეშაპს.

– რა დღეში ხარ, რა გინდა? – ეკითხება მზეჭაბუკს.

– რა მინდა და... - დაიბნა მზეჭაბუკი - აი, ხალხს რომ... ბედნიერება მოვუტანო!

– ხალხს თავი დაანებე თუ ძმა ხარ, შენ თვითონ რა გინდა?

– მეეე... აი... წყლის დალევა მინდა...

– მერე დალიე და წადი, მე რას მერჩი? ეს რა ხალხია, მეც რაღა აქ წამოვწექი დასასვენებლად... სად ვიარო ეხლა ამდენი თავით?

 


 

 
141

 

მაღაზიაში:

– მოვითხოვ უკან წაიღოთ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები!

– უკან ჩვენ არაფერს ვღებულობთ, შემიძლია შეგიცვალოთ!

 


 

 
140

 

ერთი ხნიერი ქალი ეუბნება მეორეს:

– გახსოვს, ახალგაზრდობაში რა ლამაზები ვიყავით? განსაკუთრებით მე!

– ჰო, ახლა კი რა საშინლად გამოვიყურებით! განსაკუთრებით შენ!

 


 

 
139

 

დილით რესტორნიდან  მთვრალი გამოდის და შვეიცარს ეკითხება:

– რა მყრალი სუნი დგას აქ?

– ეს სუფთა ჰაერია, სერ!

 


 

 
138

 

ორი გოგო ჩხუბობს:

– შენ რომ ბნელ შესახვევში მთვრალი კაცების ჯგუფი შემოგხვდეს, რას გიზამენ იცი?

– რას?

– არაფერს!

 


 

 
137

 

კოჭლი მამას ეხვეწება:

– მამი, გამიშვი რა ომში...

– კარგი რა შვილო, რა გინდა ომში – არაფრის გამკეთებელი შენ არა ხარ, ტყუილად აქ ჩვენ უნდა გვანერვიულო და იქ კიდე სნაიპერს მოუშალო ნერვები!

 


 

 
136

 

– აი, როცა ცოლს მოიყვან, მიხვდები რა არის ნამდვილი ბედნიერება!

– მართლა მამი?

– მართლა, მაგრამ გვიან იქნება...

 


 

 
135

 

პარაშუტით პირველად გადმომხტარს ეკითხებიან:

– კარგი იყო?

– რა იყო კარგი – მთელი შარვალი ადრენალინით მქონდა სავსე!

 


 

 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 7 of 21