სოფლის ექიმის სამუშაო ყოველდღიურობა:
– ექიმო, თავი მტკივა და უკანალიც!
– ეს აბი ორად გატეხე და ორივე ერთად დალიე. შემდეგი!
– ექიმო, ყველაფრის მეშინია და... საშიში ხომ არაფერია?!
– ბუუუ!!! შემდეგი!
– ექიმო, როგორ ჯობია ვიწვე – თავი ჩრდილოეთით თუ სამხრეთით?
– მთავარია ფეხებით წინ არ იწვე. შემდეგი!
– ექიმო, ჩემმა ცოლმა ხმა დაკარგა, რა ვქნა?
– ღამის სამ საათზე მიდი სახლში მთვრალი. შემდეგი!
– ექიმო, უმიზეზოდ ვნერვიულობ ხოლმე!
– ექთანო, კუჭის ასაშლელი! აჰა და აღარ ინერვიულებ უმიზეზოდ. შემდეგი!
– ექიმო, ვახველებ!
– ექთანო, კუჭის ასაშლელი! მორჩა, აღარ დაახველებ. შემდეგი!
– ექიმო, ფეხი არ მირჩება, ყავარჯნები ვეღარ გადავაგდე!
– ექთანო, კუჭის ასაშლელი! აბა, დაყარე ყავარჯნები და გაიქეცი! შემდეგი!
– ექიმო, კუჭი მაქვს აშლილი, სულ ტუალეტში დავრბივარ!
– ექთანო, კუჭის ასაშლელი! აღარ ირბენ, სულ მანდ იჯდები. შემდეგი!
– ექიმო, ბოლო დროს რაღაც მგელივით მადა მაქვს...
– ვეტერინართან! შემდეგი!
– ექიმო, თავის მოკვლა მინდა... რა ვქნა?
– ბევრი მეთოდია, მაგრამ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. შემდეგი!
– ექიმო, ორი ზოლი მაქვს და ორსულად ვარ?
– რა ვიცი, მე მგონი ზებრა არა ხარ. შემდეგი!
– ექიმო, კბილები გამიყვითლდა!
– აჰააა... ყავისფერი ჰალსტუხი მოგიხდება. შემდეგი!
– ექიმო, ფეხების პრობლემა მაქვს!
– მადლობა თქვი, რომ უფეხობის პრობლემა არა გაქვს! შემდეგი!
– ექიმო, სარკეში რომ ვიხედები, გული მერევა, რა მჭირს?
– კარგი მხედველობა გაქვს. შემდეგი!
– ექიმო, ამბობენ ვენერიული დაავადებებისგან ჩაი იცავსო და მანამდე უნდა დავლიო თუ იმის შემდეგ?
– იმის ნაცვლად. შემდეგი!
– ექიმო, რატომღაც ყველა მაიგნორებს!
– შემდეგი!
– ექიმო, მიშველეთ – უჩინარი გავხდი!
– ა!... ვინ ლაპარაკობს?!
|