Home მხიარული გვერდები ანეკდოტები

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

აეროპორტის საბაჟოს სიამაყე - კოკერ-სპანიელი ყურშა - მგზავრის ჩემოდანს სუნავდა და საეჭვოდ ხითხითებდა.~

 


ანეკდოტები

 

 




114

 

მიხო ექიმთან მივიდა. ექიმმა გასინჯა და წამლები გამოუწერა – ესენი დალიეო.

– კი მაგრამ, ექიმო, ღვინის დალევა შეიძლება ჩემთვის? რატომ არ მიკრძალავ?

– წადი ერთი შენი დედაც... სარიც გითხრია...

– რას მერჩი ექიმო, რა გითხარი ეგეთი?

– კი არაფერს გერჩი კაცო, საიდან მოიტანე! უბრალოდ, დალევა შენთვის მართლა არ შეიძლება, მაგრამ მე რომ აგიკრძალო, გამოგივლიან ძმაკაცები – წამო დავლიოთო, შენც გაჰყვები, ცოლი მოგაძახებს – სად მიდიხარ, ექიმმა ხომ აგიკრძალაო! შენ ეტყვი – ერთი იმ ექიმის დედაცო... ჰოდა  ერთი შენი დედაც... და სარიც გითხრია... თუ კაია!

 


 
113

 

– ძალიან მიყვარს ბუნება!

– ჰმ!... ცალმხრივი სიყვარული...


 

 
112

 

– თქვენს ქალიშვილს რომ ორი თაყვანისმცემელი ჰყავდა – ექიმი და ინჟინერი, რომელს გაუმართლა?

– ექიმს.

– აა, ინჟინერს გაყვა ცოლად, არა?

 


 

 
111
User Rating: / 1
PoorBest 

 

კურდღელი და სპილო შეხვდნენ:

– გამარჯობა კურდღელო! – მიესალმა სპილო.

– გაგიმარჯოს სპილო! – უპასუხა ენამოსწრებულმა კურდღელმა.

 


 

 
110

 

– ექიმო. ბოლო დროს უცნაური რაღაც მემართება: ვთქვათ ვინმეს ვესუბრები, მგონია, რომ რაღაცას ვუყვები, ვუყვები, მერე კი აღმოჩნდება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თურმე არაფერიც არ მითქვამს...

ექიმი:

– კაცო, შენ გეკითხები: რა გჭირს! ამოიღებ ხმას თუ არა?

 


 
109

 

მამა–შვილი პარკში მოყინულ კიბეებზე ჩადიან.

– მამი ფრთხილად, აქ საფეხურები ცურავს!

– მოკეტე ბიჭო–ჭო–ჭო–ჭო...



 
108

 

ღია ფანჯრიდან ყვირილი ისმის:

- მიშველეეეთ! კატა მოვიდაააა! მიშველეეეთ! შემჭამს!...

შეიყარა ხალხი ქვევით. რა ხდება ვერ ხედავენ, ამხნევებენ:

- ნუ გეშინია, რა იყო, კაცი არა ხარ? კატამ შეგაშინა?!

- კაცი არა ვარ, თუთიყუში ვარ. მიშველეეეეთ!



 
107


- მამი რას ჭამ?

- არაფერს, გეიწი იქით, ვამთქნარებ!


 
106


გურულები ჩინელებზე გაბრაზდნენ და ომი გამოუცხადეს.

- კი მაგრამ, ომს რომ გვიცხადებთ, იცით რამდენი ვართ? - ჰკითხეს ჩინელებმა.

- რამდენი ხართ?

- მილიარდნახევარი!

- დიდუუ! რა დამარხავს ამდენ მკვტარს!



 
105

 

ექიმმა პაციენტი გასინჯა და გარეთ გაუშვა, მისი ცოლი კი დაიტოვა.

- თქვენს მეუღლეს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. მისი ნერვიულობა არაფრით არ შეიძლება. მისთვის მუშაობაც კი არ შეიძლება. ეცადეთ თქვენ იშოვოთ სამსახური, მას კი რაც შეიძლება წყნარი და კომფორტული გარემო შეუქმენით, გაუკეთეთ მისი საყვარელი საჭმლები, არ ეკამათოთ არაფერზე. ასე ის კიდევ დიდხანს გაძლებს.

კაბინეტიდან გამოსული ცოლის სახეზე ქმარი ცდილობს რაიმე წაიკითხოს. შეკითხვას ვერც ბედავს. ბრუნდებიან სახლში.

- ისაა... ექიმმა... რაო? - ეკითხება ბოლოს გზაში. რაღაც იმედი მაინც ღვივის ხმაში.

- შენ მოკვდები - პირქუშად პასუხობს ცოლი.



 

 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 10 of 21