დერვიში და ულვაშებიანი ჟურნალისტი Print
Written by Administrator   
Wednesday, 19 June 2013 20:43

ბრძენი დერვიში და ულვაშებიანი ჟურნალისტი

 

derv 

 

- მითხარი, ო დიდო დერვიშო: შენ ბრძენი ხარ? - ჰკითხა დერვიშს ერთმა ულვაშებიანმა ჟურნალისტმა.

დერვიში ჩაფიქრდა.

- იშვიათია ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბრძენი არ არის - გაიფიქრა მან - მეორე მხრივ - ნამდვილი ბრძენი არასოდეს არ თვლის, რომ ბრძენია.

- კი, მე ბრძენი ვარ! - უპასუხა დერვიშმა ულვაშებიან ჟურნალისტს. 

 

თავმდაბალი კაცი იყო დერვიში.

 

 

 

 

 

 

Last Updated on Tuesday, 03 March 2015 05:01